განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100118002299159
N1/ბ-76-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - მამუკა ნადირაძის
ადვოკატის - ზ---- გ--------–--ის
მსჯავრდებულის - ვ-–-------- გ--------–--ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–-------- ლეოს ძე გ--------–--ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლ--------ი, თ----------–---- ქუჩა პირველი ჩიხი, N2;
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ-–-------- გ--------–--ემ ჩაიდინა:
- ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა;
- დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში, ვ-–-------- გ--------–--ემ უკანონოდ დაამზადა ნარკოტიკული საშუალება 0,291 გრამი კანაფის ფისი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში, ლ--------ში, თავისუფლების I ჩიხი, N2-ში, საიდანაც 2017 წლის 22 დეკემბერს, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.
- 2017 წლის ნოემბერში ვ-–-------- გ--------–--ემ, ლ--------ში თავისუფლების I ჩიხი, N2-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ქოთანში უკანონოდ დათესა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, რომელსაც ამავე სახლში, სპეციალურად მოწყობილ სასათბურე კონსტრუქციაში, 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, უკანონოდ უკეთებდა კულტივირებას და მისგან ასევე უკანონოდ მოიყვანა წონით 614,7 გრამი ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ვ-–-------- გ--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით - 01 თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 8 თვე განესაზღვრა რეალურად მოსახდელი, ხოლო 4 თვე, ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 წელი და 8 თვე განესაზღვრა რეალურად მოსახდელი, ხოლო 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 წელი და 8 თვე განესაზღვრა რეალურად მოსახდელი, ხოლო 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
ამავე განაჩენით, ვ-–-------- გ--------–--ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 წლის ვადით.
მსჯავრდებულ ვ-–-------- გ--------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 დეკემბრიდან.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებულ ვ-–-------- გ--------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ---- გ--------–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი ვ-–-------- გ--------–--ის მიმართ და მის ნაცვლად გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, იმ მოტივებზე მითითებით, რომ მსჯავრდებული ვ. გ--------–--ე დაავადებულია მძიმე სენით, მას დანაშაულის ჩადენის არავითარი განზრახვა არ ჰქონია, ნარკოტიკულ საშუალებას იგი მოიხმარდა მხოლოდ სამკურნალოდ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და საპატიმრო სასჯელი შეუფარდა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი, უკანონო და დაუსაბუთებელია.
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მამუკა ნადირაძე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკამყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ვ-–-------- გ--------–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ზ---- გ--------–--ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორს მამუკა ნადირაძეს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ვ-–-------- გ--------–--ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის სასამართოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ-–-------- გ--------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოშის საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ვ-–-------- გ--------–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას და მხარეები შეთანხმდენენ, რომ საქმეში წარმოდგენილი ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის; სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა მხოლოდ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, ცნობები მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მიმართვები ადმინისტრაციულ ორგანოებთან და ინტერნეტით მოპოვებული ამონაწერები მარიხუანას სამედიცინო დანიშნულების შესახებ.
სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ვ-–-------- გ--------–--ემ ასევე სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებას, მსჯავრდებულმა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა იმ მოტივით, რომ იგი არ მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, ვინაიდან კანონით გათვალისწინებული დასჯადი ქმედება ჩაიდინა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, რამეთუ ექიმების მიერ დანიშნულმა მკურნალობამ დადებითი შედეგი ვერ გამოიღო, თვითმკურნალობით კი შეინარჩუნა სიცოცხლე, ამასთან, მიიჩნია, რომ მკაცრია მის მიმართ დანიშნული სასჯელიც.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა. უკანონო დამზადებაში იგულისხმება განზრახი მოქმედება, როცა პირი, ვისაც არ აქვს საამისო კანონიერი უფლებამოსილება, ნარკოტიკების შემცველი მცენარისაგან, პრეპარატისგან მიიღებს მოხმარების ან გამოყენებისათვის მზა ნარკოტიკულ საშუალებას, ხოლო უკანონო შენახვაში კი იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში, მაგალითად, მისი შენახვა ბინაში, მანქანის საბარგულში და ა.შ.
საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასჯადი ქმედებაა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება. აღნიშნული დანაშაულის ობიქტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაში, მის მოყვანაში და კულტივირებაში. ბრალის ფორმის მიხედვით, განსახილველი დანაშაული პირდაპირი განზრხვით ხასიათდება, ე.ი. პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ახდენს სწორედ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კანონსაწინააღმდეგოდ დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას და სურს ეს.
სააპელაციო პალატა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: ვ-–-------- გ--------–--ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმს, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ამოღებულ ნივთმტკიცებებს - (კანაფის ფისი და ქოთანში ჩარგული მცენარე კანაფი), მოწმეების: გ------- გ-----–---–ის, ვ-–ა ვ------–-–---–ის, ი-–-- მ–---------ის, დ----- ი----ის, ლ-–- ქ----ას, მ-----ა მ---------–---–ის და თ----- წ-------–ის ჩვენებებს, ვ-–-------- გ--------–--ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებული ნივთმტკიცებებს (სასათბურე კონსტრუქცია, ნათურა, ტაიმერი, ვინტილიატორი, თერმომეტრი და თერმოსტატი), 2017 წლის 22 დეკემბრის ნარკოლოგიური შემოწმების N 9----- დასკვნას და 2017 წლის 26 დეკემბრის Nქ---- ქიმიურ დასკვნას. სააპელაციო პალატაში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა 2019 წლის 28 თებერვლის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, (რაც მხარეთა მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული) რომლითაც დგინდება, რომ ვ-–-------- გ--------–--ეს დაუდგინდა დიაგნოზი აივ ინფექცია/შიდსი, სტადია 3, ქრონიკული ც ჰეპატიტი, ღვიძლის ფიბროზი F2 სტადია (ღვიძლის მსუბუქი დაზიანება). ვ. გ--------–--ეს არ აქვს აივ ინფექცია/შიდსისი გართულებები და ამ თვალსაზრისით, მძიმე ავადმყოფი არ არის, ვ. გ--------–--ე ამჟამად ჰეპატოლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფი არ არის.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენს იმ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლითაც პალატას დადასტურებულად მიაჩნია ვ-–-------- გ--------–--ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მოსაზრებები მიმართულია მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისაკენ.
რაც შეეეხება მსჯავრდებულ ვ. გ--------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღრისას მხედველობაში მიიღო ვ. გ--------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამნაშავის პიროვნება და წარსული, სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის აღიარება და სასჯელის განუსაზღვრა შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებში, ამასთან ვ. გ--------–--ის მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათიც, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ ვ. გ--------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ვ-–-------- გ--------–--ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ-–-------- გ--------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ---- გ--------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ვ-–-------- გ--------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-–-------- გ--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ვ-–-------- გ--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 დეკემბრიდან.
მსჯავრდებულ ვ-–-------- გ--------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; ვ-–-------- გ--------–--ის (პ/ნ 2----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული ხ---- თ----ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 1013.00 კვ.მ. მდებარე ქ. ლ--------ი გ--------–-ს ქუჩა N35-ში საკადასტრო კოდი 2------------------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
მსჯავრდებულ ვ-–-------- გ--------–--ეს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პირობით მსჯავრდებულის მიმართ კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირობით მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობები, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებები:
- 4.5 მმ კალიბრის ნომერ "N1--------" პნევმატური შაშხანა, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.
- 4.5 მმ კალიბრის ნომერ E---------- პნევმატური პისტოლეტი ბალონით; სამ კოლბაში არსებული ჭურვები და 4 ბალონი შეჭირხნული აირით, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.
- სასათბურე კონსტრუქცია, ნათურა, ტაიმერი, ვინტი-–--ტორი, თერმომეტრი და თერმოსტატი, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
- ქიმიური კვლევის შემდეგ დარჩენილი ობიექტები, კერძოდ, კანაფის ფისის შემცველი კოლოიდური (ცრუ) ხსნარები, საერთო მოცულობით 4.45 მლ; 21 (ოცდაერთი) მარცვალი კანაფის თესლი; გამომშრალი კანაფის შემცველი მცენარეულ მასათა ნარევი, საერთო წონით 3.902 გრამი; 1 (ერთი) მცენარე კანაფი, წონით 614.6 გრამი; 1 (ერთი) ცალი 5.0 მლ- იანი შპრიცი და 2.6 მლ მოცულობის ბლანტი მასა; 1 (ერთი) ცალი 2.0 მლ-იანი და 1 (ერთი) ცალი 5.0 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების შპრიცები; სამარკო აღნიშვნის "R------"-ის მქონე ლითონის 1 (ერთი) ცალ კოლოფში მოთავსებული 2.707 გრამი საერთო წონის მურა- ყავისფერი პარალელოპიპედის ფორმის გრანულები; სამარკო აღნიშვნის "R-----------"-ის მქონე 10 (ათი) ცალ პაკეტში განთავსებული 58.9 გრამი საერთო წონის მორუხო- მოყავისფრო გრანულები; სამარკო ეტიკეტი "S------s"-ის მქონე 4 (ოთხი) ცალ პაკეტში მოთავსებული 418.392 გრამი საერთო წონის ცილინდრული ფორმის, რუხი პრესირებული მასები; 1 (ერთი) ცალი პოლიმერული კოლოფი მასში განთავსებული 4 (ოთხი) ცალი სათავსით, რომლებიც შევსებულია ნიადაგგრუნტით, რომლის ზედაპირზე არის თეთრი გრანულები და კოლოფის ძირში მოთავსებული გამჭირვალე, უფერო 9.87 მლ მოცულობის სითხე, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე