განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.05.2018
საქმის ნომერი
330310016001415726
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/392-17

№ 330310016001415726

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

08 მაისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი - ზ----------–---–-;

 

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

წარმომადგენელი- ნ-------------–---–-;

 

მესამე პირი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქსნის №15 პენიტენციური დაწესებულება;

წარმომადგენელი - ი-----–--------ა;

 

დავის საგანი– ზიანის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება–თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა:

 

1. აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მოსარჩელე ზ------ ი--–---–ს სარჩელის დაკმაყოფილდბაზე.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 0- დეკემბრისის გადაწყვეტილებით ზ----------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ზ----------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 1 000 (ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2--- წლის 10 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან წერილი №1--- გაეგზავნა სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს, ასლის სახით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას მსჯავრდებულ ზ----------–---–-სათვის გადასაცემად. წერილით განმარტებულ იქნა, რომ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გეგზავნებათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორ ზ------------–---–-- 2--- წლის 31 იანვრის წერილით გადმოგზავნილი მსჯავრდებულ ზ----------–---–-ს განცხადება (საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის №01------ 06.0-.2---). საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ითხოვა აღნიშნული განცხადების განხილვა მათი კომპეტენციის ფარგლებში და ეცნობოს პასუხი განმცხადებელს.

 

აღნიშნულ წერილზე დასმულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტამპი, თარიღის 13.0-.2---წ. და კანცელარიაში რეგისტრაციის ნომრის №------ის მითითებით.(ს.ფ. 20).

 

3.დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.1. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული მუხლით დაცული მიმოწერის ხელშეუხებლობა უზრუნველყოფს, გამოირიცხოს ადამიანის კერძო სფეროში სხვა პირთა, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის შესაძლებლობა. აღნიშნული მუხლით დაცული უფლება ვრცელდება ნებისმიერ პირზე და აქედან გამომდინარე მითითებული უფლებები უზრუნველყოფილია ყველა პირისათვის მისი მოქალაქეობრივი თუ სოციალური სტატუსისა და მდგომარეობის მიუხედავად.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის

 

სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედებაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს სხვა პირისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზიანსა და პირის ქმედებას შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც სავარაუდო კავშირი საკმარის ობიექტურ საფუძვლად ვერ გამოდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. ამდენად, უნდა დადგინდეს შემდეგი საფუძვლების ერთობლივი არსებობა: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ბ) შედეგი-ზიანი; გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; დ) პირის ბრალეულობა, რაც სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობისას უნდა გამოიხატოს განზრახვაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამოწვეულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით, რომელიც გამოიხატა მის მიმართ არსებული მიმოწერის კონფიდენციალობის დარღვევაში.

 

კერძოდ, 2--- წლის 10 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან წერილი

№1--- გაეგზავნა სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს, ასლის სახით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას მსჯავრდებულ ზ----------–---–-სათვის გადასაცემად. წერილით განმარტებულ იქნა, რომ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გეგზავნებათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორ ზ------------–---–-- 2--- წლის 31 იანვრის წერილით გადმოგზავნილი მსჯავრდებულ ზ-------------–---–ის განცხადება

 

(საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის №01------ 06.0-.2---). საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ითხოვა აღნიშნული განცხადების განხილვა მათი კომპეტენციის ფარგლებში და ეცნობოს პასუხი განმცხადებელს.

 

აღნიშნულ წერილზე დასმულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტამპი, თარიღის 13.0-.2---წ. და კანცელარიაში რეგისტრაციის ნომრის №------ის მითითებით.

 

ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ აღნიშნული წერილი მოთავსებული იყო კონვერტში, რომელზეც მითითებული იქნა წარწერა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების მისამართით და არა კონკრეტულად კორესპონდენციის პატიმრის მისამართით გადასაცემად. აღნიშნული ფაქტი კი სადავოდ არ გაუხდიათ მოპასუხესა და მესამე პირის წარმომადგენლებს.

 

სასამართლომ მიუთითა, პატიმრობის კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენციას ამოწმებს ადმინისტრაცია, გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია). პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ხარჯით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით). ადმინისტრაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე. ადმინისტრაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით).

 

ამდენად, ცალსახაა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან გამოგზავნილი კორესპონდენციის გახსნის შედეგად, რასაც ადასტურებს წერილზე არსებული შტამპი, მასზე თარიღისა და ნომრის მითითებით, ხელყოფილ იქნა მოსარჩელის მიმოწერის თავისუფლება.

 

3.2. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით - ,,პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება“. მითითებული მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა , როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

 

სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სასამართლო აღიარებს, რომ პატიმრების მიმოწერაზე კონტროლის ზოგიერთი ღონისძიება წინააღმდეგობაში არ მოდის კონვენციასთან, მაგრამ ჩარევა არ უნდა სცდებოდეს დასახული კანონიერი მიზნის ფარგლებს. პატიმართა მიმოწერის კონტროლთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიება არ არის შეუსაბამო კონვენციასთან, თუმცა პატიმარსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის არსებული კორესპონდენციის გახსნა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შეუსაბამობას, თუნდაც რომ იგი ციხის ადმინისტრაციის მიერ არ ყოფილიყო წაკითხული.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Campbell v.the United Kingdom მთავრობამ განაცხადა, რომ პატიმრის საჩივარი, რომელშიც განმცხადებელი მიმოწერის პატივისცემის უფლების შეზღუდვას ასაჩივრებდა, დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან მან ვერ დაამტკიცა, რომ რომელიმე კონკრეტული წერილი გახსნილი იყო. თუმცაღა, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საქმეში ადგილი ჰქონდა შეზღუდვას კონვენციის მიზნებისათვის, ვინაიდან არსებული ციხის რეჟიმი იძლეოდა წერილების გახნისა და წაკითხვის საშუალებას, პირობა, რომელზეც სპეციალურად იქნა გამახვილებული განმცხადებლისა და მისი ადვოკატის ყურადღება. ასეთ გარემოებებში განმცხადებელს შეეძლო თავი გამოეცხადებინა მე-8 მუხლის ჭრილში მისი მიმოწერის პატივისცემის უფლების შეზღუდვის მსხვერპლად.

 

ამდენად, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - მიმოწერის პატივისცემის უფლებასა და მის პირად ცხოვრებაში ჩარევით ხელყოფილ იქნა მისი პირადი არაქონებრივი უფლებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში.

 

სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება. მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა დელიქტი, რომელსაც მოჰყვა ისეთი მორალური ზიანი, რომლის დადგომის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს მის ანაზღაურებას.

 

3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევაში დაკავშირებულია არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.2015წ. №ბს-661-646 (2კ-14) გადაწყვეტილება).

 

ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული არაქონებრივი სიკეთის შელახვით გამოწვეული მორალური ზიანის კომპენაციისთვის ფაქტის კონსტატაციასთან ერთად უნდა მოხდეს მისი მატერიალური ანაზღაურებაც, თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნას ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხი, დაზარალებულის განცდების სიღრმე, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო, ასევე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მხრიდან აღნიშნული უფლების ხელყოფას არ მოჰყოლია რაიმე მატერიალური ზიანი და არც მატერალური ზიანის მიყენების განზრახვას ჰქონია ადგილი.

 

სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია. რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ნეგატიური განცდების შემსუბუქება და დადებითი ემოციების გამოწვევა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება სასამართლოს მიერ ფულადი ფორმით განისაზღვრება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვა მიმოწერის უფლების დარღვევისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. აპელანტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე - ზ-----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 1 000 (ათასი) ლარის ანაზღაურება, მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც მისი გაუქმების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

იუსტიციის სამინისტროს უსაფუძვლოდ მიაჩნია სასამართლოს მსჯელობა სამინისტროს კონკრეტული ქმედების დელიქტად კვალიფიკაციისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლების საფუძველზე სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის ზემოაღნიშნული მუხლებით დადგენილი გარემოებები. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ „ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი“; რაც შეეხება ამავე კოდექსის 1005-ე მუხლს, მისი პირველი ნაწილი ადგენს, რომ „თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს“. აღნიშნული ნორმების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ზიანის ანაზღაურების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს რამდენიმე გარემოების, მათ შორის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და ბრალის არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხის ქმედების მართლსაწინააღმდეგობა გამოიხატა მიმოწერის კონფიდენციალურობის დარღვევაში, ვინაიდან „პატიმრობის კოდექსის“ თანახმად, მოსარჩლისათვის გარანტირებულია კორესპონდენციის გაგზავნისა და მიღების უფლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - გაგზავნისა და მიღების შესაბამისი წესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს განმარტებით, დაცული არ ყოფილა.

 

აპელანტი აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია მიმოწერის კონფიდენციალობის დარღვევას, ვინაიდან სადავო წერილში არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენდა კონფიდენციალურ ინფორმაციას, რის გამოც ადგილი ვერ ექნებოდა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღვანებას. უფრო მეტიც, მიმოწერის ღია ფორმა არჩეული იქნა თავად მოსარჩლის მიერ. უფრო ზუსტად, ზ-----–---–მა 2--- წლის 30 იანვრის განცხადება ჩააბარა N15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს - ზ-------–---–-. ამ უკანასკნელის მიერ 2--- წლის 6 თებერვლის წერილით განცხადება გადმოიგზავნა იუსტიციის სამინისტროში. იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი წერილით ზ-----–---–-ს 2--- წლის 30 იანვრის განცხადება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს - ლ---- ხ-----–---–ს, რის თაობაზეც იუსტიციის სამინისტროს 2--- წლის 10 თებერვლის წერილით (სადაო წერილი) ეცნობა დაწესებულების დირექტორს - ზ-------–---–-.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ როგორც აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება, რომ ზ-----–---–ს არსად არ დაუფიქსირებია, რომ წერილი არ იყო ღია (საჯარო) და აუცილებლობას წარმოადგენდა, იუსტიციის სამინისტროსათვის გადაცემა მომხდარიყო „დახურული“ კონვერტით. მაშინ როცა, შესაბამისი სურვილის არსებობის შემთხვევაში, მიმოწერის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მიზნით, პირველ რიგში სწორედ ზ-----–---–ს უნდა მიეღო ზომები და დაწესებულების ადმინისტრაციისთვის მიმართვისას დაეფიქსირებინა ასეთი მოთხოვნის შესახებ. აქვე საგულისხმოა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ადრესატისთვის, ანუ, დაწესებულების ადმინისტრაციისთვის დაბრუნებული პასუხი არ იყო ინფორმაციული ხასიათის, მასში საუბარი იყო მხოლოდ სამინისტროში არასწორად შემოსული წერილის სწორი ადრესატისთვის გადაგზავნის თაობაზე. მასში განხილული არ ყოფილა მოსარჩელის წერილში მითითებული საკითხი, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამჟღავნებული არ ყოფილა იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს გააკეთა თავად მოსარჩელემ, როცა დაწესებულების ადმინისტრაციას განცხადება გადასცა არა დახურული/დალუქული კონვერტით, არამედ ღიად, მისი იუსტიციის სამინისტროსთვის გადასაგზავნად. ამდენად, ცალსახაა, რომ ერთი მხრივ, ადგილი არ ჰქონია სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან განზრახ, ან უხეში გაუფრთხილებლობით სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევას, ხოლო მეორე მხრივ, განცხადება და მისი გაგზავნის ღია ფორმა არჩეული იქნა თავად მოსარჩელის მიერ.

 

აპელანტი განმარტავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიმოწერის კონფიდენციალურობის დარღვევის შეფასებისთვის, არამედ, ამ დარღვევის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურებისთვის, ვინაიდან, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, სწორედ ზემოაღნიშნულ „დარღვევაში“ გამოიხატა მოსარჩელისთვის მორალური ზიანის მიყენება. აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო დამატებით შენიშნავს, რომ ზ-----–---–-ს განცხადების შინაარსის მესამე პირისთვის - დაწესებულების ადმინისტრაციისთვის გაცნობა არ გამხდარა მისთვის რაიმე სახის მორალური ზიანის მიყენების საფუძველი. შესაბამისად, უნდა დავასკვნათ, რომ მისთვის მორალური ზიანის მიყენებას ვერც პირიქით - დაწესებულების ადმინისტრაციისთვის პასუხის უკან დაბრუნება გამოიწვევდა. ამდენად, იუსტიციის სამინისტრო არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცული არაქონებრივი უფლებების შელახვისა და შესაბამისად, შელახვით გამოწვეული მორალური ზიანის არსებობის თაობაზე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ ასევე საყურადღებოა ის გარეოება, რომელსაც ადგენს სამოქალაქო კოედქსის 415-ე მუხლი და ამავე კოდექისის 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილი. კერძოდ, 415-ე მუხლით დადგენილია, რომ „1. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. 2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი“. ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი დადგენილია, რომ „ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი“. ამ მუხლების მითითებით, იუსტიციის სამინისტროს სურს სასამართლოს ყურადღება გაამახვილოს შემდეგზე: იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგინდება ზიანის მიყენების ფაქტი, სახეზე არ არის ზიანის ანაზღარების ვალდებულება, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, ზ-----–---–მა თავად აირჩია სამინისტროსთან კომუნიკაციის ფორმად ღია ტიპის კომუნიკაცია, რითაც ხელი შეუწყო საპასუხო წერილის მისთვის იმავე ფორმით დაბრუნების შესაძლებლობას.

 

ამასთან, „პატიმრობის კოდექსის“ მე-16 მუხლის დარღვევის შესახებ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებასთან დაკავშირებით დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ თავად 2--- წლის 30 იანვრის განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტროს არ ჰქონდა არავითარი სამართლებრივი ვალდებულება განსაკუთრებული პროცედურული წესი დაეცვა პასუხის მიწოდებისას. კერძოდ, ზ-----–---–-ს მიერ განცხადებით მოთხოვნილი იყო ღია საჯარო ტიპის ინფორმაცია - კანონქვემდებარე აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების თაობაზე, რაც არ შეიცავს პირადი, პერსონალური ან სხვა სახის საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას. ამდენად, არც იუსტიციის სამინისტროს პასუხი შეიცავდა პირად, პერსონალური ხასიათის ინფორმაციას და არც სხვა ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც, მოითხოვდა სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებულ ფორმის დაცვას.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, აპელანტი სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებსგასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, სადაც სასამართლო მსჯელობს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლებების დარღვევაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხსენებულ მუხლებში მითითებული „პირადი მიმოწერით“ იდენტიფიცირებადი მიმოწერის შინაარსის განსაზღვრა და მისი სადავოდ ქცეულ კორესპონდენციასთან ურთიერთმიმართების დადგენა. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი თუ სადავო კორესპონდენცია ჩაითვლება ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილ „პირად მიმოწერად“, მასზე ამ ნორმებით დადგენილი დაცვის სტანდარტის მორგება მაინც ვერ მოხდება, ვინაიდან ეს სტანდარტი უგულვებელყოფილი იქნა თავად ნორმით დაცული უფლების მატარებლის - მოსარჩელის მიერ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო აღინიშნავს, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც წარმოადგენს მისი გაუქმების საფუძველს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, იუსტიციის სამინისტროს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს კიდევ ერთი სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" და "ე1" პუნქტები ადგენს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" და "ე1" პუნქტებით დადგენილია, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული ან/და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ზიანის ოდენობასთან დაკავშირებთ იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის პოზიცია ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით არ შეესაბამება და სცილდება გონივრულობისა და სამართლიანობის ფარგლებს. იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ფულადი ანაზღაურების არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზარალებულ პირს შეუმსუბუქდეს ის ნეგატიური განცდები, რომელიც მან მიიღო მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედების გამო. თუმცა, უმნიშვნელოვანესია გაიმიჯნოს მისი აღქმები უკანონობასთან დაკავშირებით და რეალურად არსებული მდგომარეობა, ოდენობა უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების კანონიერებისა და ამასთან, აღნიშნული ქმედებით მოსარჩელისათვის პირდაპირ და უშუალოდ მიყენებული ზიანის კონტექსტში. ასევე, ზიანის ოდენობასთან დაკავშირებული გაანგარიშება უნდა იყოს მართლზომიერი, რისი განხორციელებაც შესაძლებელია საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის არსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში, ანუ დაუშვებელია მხოლოდ კერძო ინტერესის დაცვა საჯარო ინტერესის ხარჯზე, ან პირიქით. განსახილველ შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროსათვის მიუღებელია დაკისრებული თანხის ოდენობის გაანგარიშება ზემოთ აღწერილი გარემოებების გათვალისწინებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტროს მიაჩნია, რომ სამინისტროს მხრიდან უკანონოდ მიყენებული მორალური ზიანის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც მიაჩნია, რომ სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს და დამატებით აღარ მიუთითებს მასზე.

 

6. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული მუხლით დაცული მიმოწერის ხელშეუხებლობა უზრუნველყოფს, გამოირიცხოს ადამიანის კერძო სფეროში სხვა პირთა, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის შესაძლებლობა. აღნიშნული მუხლით დაცული უფლება ვრცელდება ნებისმიერ პირზე და აქედან გამომდინარე მითითებული უფლებები უზრუნველყოფილია ყველა პირისათვის მისი მოქალაქეობრივი თუ სოციალური სტატუსისა და მდგომარეობის მიუხედავად.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

დადგენილია, რომ 2--- წლის 10 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან წერილი №1--- გაეგზავნა სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს, ასლის სახით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას მსჯავრდებულ ზ----------–---–-სათვის გადასაცემად. წერილით განმარტებულ იქნა, რომ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გეგზავნებათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორ ზ------------–---–-- 2--- წლის 31 იანვრის წერილით გადმოგზავნილი მსჯავრდებულ ზ-------------–---–ის განცხადება

 

(საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის №01------ 06.0-.2---). საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ითხოვა აღნიშნული განცხადების განხილვა მათი კომპეტენციის ფარგლებში და ეცნობოს პასუხი განმცხადებელს.

 

აღნიშნულ წერილზე დასმულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტამპი, თარიღის 13.0-.2---წ. და კანცელარიაში რეგისტრაციის ნომრის №------ის მითითებით.

 

პატიმრობის კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენციას ამოწმებს ადმინისტრაცია, გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია). პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ხარჯით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით). ადმინისტრაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე. ადმინისტრაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით).

 

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიმოწერის ხელშეუხებლობა სხვათა მხრიდან კონტროლისაგან თავისუფალი კომუნიკაციის უფლებაა. კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია კომუნიკაციის მონაწილე ყველა პარტნიორი, როგორც გარე, ასევე შიდა ჩარევისაგან. სახელმწიფოს მიერ უფლებების დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პირის პატიმრობის შემთხვევაშიც. სასამართლო განაჩენის საფუძველზე პირისათვის თავისუფლების აღკვეთა არ ართმევს პირს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ უფლებებს, თუმცა პატიმრებთან მიმართებით შესაძლოა განხორციელედეს ლეგიტიმური მიზნითა და კანონით დადგენილი საფუძვლებით აღნიშნული უფლებების შეზღუდვა. თავისუფლებააღკვეთილი პირის გარე სამყაროსთან კავშირის შენარჩუნებისა და საკუთარი უფლებების ქმედითი რეალიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა კორესპონდენცია. პირის, მათ შორის პატიმრის, მიმოწერის უფლება ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროში, თუმცა ორივე შემთხვევაში გათვალისწინებულია უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის შესაძლებლობა. ცენზურის არსებობა პატიმართა კორესპონდენციებზე დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. (სუს ადმინისტრაციკულ საქმეტა პალატის 2015 წლის 10 ოქტომბრის გადწყვეტილება #ბს-661-646(2კ-14))

 

6.2. სასამართლო მიუთითებს, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულ მიმომწერის პატივისცემის უფლებაზე და აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართალი აღიარებს პატიმრების მიმოწერაზე კონტროლის ზოგიერთი ღონისძიების დასაშვებობას, თუმცა უთითებს, რომ ჩარევა არ უნდა სცდებოდეს დასახული კანონიერი მიზნის ფარგლებს. სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ ციხის ადმინისტრაციის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით პატიმრის მიმოწერის პატივისცემის უფლების დარღვევით და პირად ცხოვრებაში ჩარევით ხელყოფილ იქნა მისი პირადი არაქონებრივი უფლებები. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე და მე-18 მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ სახეზეა დელიქტი, რომელსაც მოჰყვა ისეთი მორალური ზიანი, რომლის დადგომის შემთხვევაში კანონმდებელი ითვალისწინებს მისი ანაზღაურების შესაძლებლობას. მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევაში დაკავშირებულია არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ექვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობისთვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლებების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ დამდგარი მორალური ზიანის კომპენსაციისთვის დარღვევის ფაქტის კონსტატაციასთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხი, დაზარალებულის განცდების სიღრმე. სასამართლომ გაითვალისწინა აგრეთვე ის გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის უფლებების ხელყოფას არ მოჰყოლია რაიმე მატერიალური ზიანი და აღნიშნა, რომ მიყენებულ მორალურ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ნეგატიური განცდების შემსუბუქება და დადებითი ემოციების გამოწვევა.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება სასამართლოს მიერ ფულადი ფორმით განისაზღვრება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 0- დეკემბრის გაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად კი, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე,390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.აპელანტ - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).

 

მოსამართლე: მირანდა ერემაძე