განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100118002325658
N1/ბ-717-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - აკაკი მოქერიას
ადვოკატის - პ----- ბ---–----ის
მსჯავრდებულის - გ------- ნ-------–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ტარიელის ძე ნ-------–---–ის მიმართ - დაბადებული 2---------წ. პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, მცხოვრები: საფრანგეთი, ქ. ბ----------------------- ქ. N34;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით გ------- ნ-------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:
- ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა და საქართველოში უკანონო შემოტანა.
- დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ------- ნ-------–---–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება კანაფის ფისს წონით - 0,107 გრამი, რაც 2018 წლის 17 იანვარს დაახლოებით 00:50 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, სარფის საბაჟო გამტარ პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
გ------- ნ-------–---–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ფენტანილს წონით - 0,0192 გრამი, რაც 2018 წლის 17 იანვარს დაახლოებით 00:50 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, სარფის საბაჟო გამტარ პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩენილი იქნა ,,ო---–---------“ მარკის ავტომანქანის, რომელსაც გ------- ნ-------–---–ი მართავდა, და ხელბარგის დათვალიერებისას.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის განაჩენით გ------- ნ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქa ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ------- ნ-------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
ამავე განაჩენით, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლით.
გ------- ნ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 იანვრიდან.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებულ გ------- ნ-------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი პ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გაუქმდეს გ------- ნ-------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დასაბუთება:
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას და მსჯავრდებულ გ------- ნ-------–---–ს შორის, ადვოკატ პ----- ბ---–----ის მონაწილეობით, ზემდგომი პროკურორის შოთა ხორავას თანხმობით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.
2019 წლის 16 მაისს, სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა აკაკი მოქერიამ წარმოადგინა შუამდგომლობა გ------- ნ-------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, მისთვის ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება იწვევს პირის ნასამართლობას და საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
პროცესის მონაწილეებმა (პროკურორმა ა. მოქერიამ, მსჯავრდებულმა გ. ნ-------–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. ბ---–----ემ) სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ შუამდგომლობას და ოქმს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პირობებით.
სააპელაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება გ------- ნ-------–---–თან დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; იგი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; მსჯავრდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; იგი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
ამასთან, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, გ------- ნ-------–---–ის მიმართ ბრალდება წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ------- ნ-------–---–ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პირობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე 215-ე, მუხლებით, 298-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი შუამდგომლობა გ------- ნ-------–---–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;
დამტკიცდეს ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა.მოქერიას, მსჯავრდებულ გ. ნ-------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ პ. ბ---–----ეს შორის, ზემდგომი პროკურორის შ. ხორავას თანხმობით, გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პირობით.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გ------- ნ-------–---–ის მიმართ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ------- ნ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით; სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით; სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ------- ნ-------–---–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ გ------- ნ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 იანვრიდან.
მსჯავრდებულ გ------- ნ-------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის’’ შესაბამისად, 05 წლის ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალებები კანაფის ფისი წონით -0,107 გრამი და ფენტანილი წონით - 0,0192 გრამი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად, ხოლო ავტომანქანა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესი, კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამავე კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები; ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
თეიმურაზ სვანიძე