განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
010100118002443297
ინსტანცია
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002443297

საქმე №1/ბ-168-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 აპრილი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორების - ლევან მურვანიძის, ადილარ წირღვავას

ადვოკატის- ს----- ა-------ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------- ჰ-------ს ძე ი---ის მიმართ; დაბადებული 1--------- წ. თურქეთის მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ----------, პ--–---ის ქ. N35;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

მ------- ი---ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (3 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1. 2018 წლის 06 თებერვალს, ქ. ბათუმში აეროპორტის გზატკეცილი N293-ში მდებარე ავტობაზრობაზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ მ------- ი---მა, რომელიც მუშაობს ამავე ბაზრობაზე ავტომანქანების გამყიდველად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ჰ------ თ----------ს შეპირდა, რომ მიჰყიდდა მ------ ი-–-----ის კუთვნილი „L--- R----“-ის მარკის ავტომანქანას სახ. ნომერი G-------- 15,000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარად და ი-----–- კ----ის “F--- M------”-ის მარკის ავტომანქანას ტრანზიტული ნომრით G----- 30,000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარად. „L--- R----“-ის მარკის ავტომანქანის საფასური 15,000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი 56,481 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხასოთხმოცდაერთი) თურქული ლირა, რომელიც ექვივალენტია 36,955 (ოცდათექვსმეტიათას ცხრაასორმოცდათხუთმეტი) ლარის და “F--- M------”-ის მარკის ავტომანქანის საფასურის ნაწილი, 7,388 (შვიდიათას სამასოთხმოცდარვა) დოლარის ექვივალენტი 27,819 (ოცდაშვიდიათას რვაასოთხმოცდათერთმეტი) თურქული ლირა, რომელიც ექვივალენტია 18,201 (თვრამეტიათას რვაასცხრამეტი) ლარის, ჰ------ თ----------მა ეტაპობრივად გადაუხადა მ------- ი---ს ინტერნეტ ბანკის მეშვეობით და მისი მითითებით აღნიშნული თანხები გადარიცხა თურქეთის რესპუბლიკაში ნ-------–-- ი-–-----ის და თ-------- ჩ--–--ის საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული თანხები მ------- ი---ს ნ-------–-- ი-–-----მა და თ-------- ჩ--–--მა სრულად გადასცა ხელზე.

 

მ------- ი---ს წინასწარ ჰქონდა განზრახული, ჰ------ თ----------ისათვის არ მიეყიდა ზემოთხსენებული ავტომანქანები და თაღლითურად, მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ, დაეუფლა ჰ------ თ----------ის ფულად თანხას.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ჰ------ თ----------ს მიადგა 55,156 (ორმოცდათხუთმეტიათას ასორმოცდათექვსმეტი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2. 2018 წლის 14 თებერვალს ქ. ბათუმში აეროპორტის გზატკეცილი N293-ში მდებარე ავტობაზრობაზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ მ------- ი---მა, რომელიც მუშაობს ამავე ბაზრობაზე ავტომანქანების გამყიდველად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ჰ------ თ----------ს გააცნო თავისი ნათესავი ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თ-------- ჩ--–--ი, რომელმაც ჰ------ თ----------ს შესთავაზა თავის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა C--------------- სახ. ნომერი S--------, 11,000 აშშ დოლარად ყიდვა, რაზეც ჰ------ თ----------მა გამოთქვა თანხმობა. აღნიშნულ მოლაპარაკებას ასევე ესწრებოდა ავტობაზრობის თანამშრომელი მ------- ი---ი. შეთანხმების თანახმად ჰ------ თ----------ს თ-------- ჩ--–--ისათვის მეორე დღეს 2018 წლის 15 თებერვალს უნდა გადაეხადა 11,000 აშშ დოლარი, რის შემდეგად იგი მიიღებდა აღნიშნულ ავტომანქანას. 2018 წლის 14 თებერვალს საღამოს საათებში, მ------- ი---მა დაურეკა მობილური ტელეფონის საშუალებით ჰ------ თ----------ს და თ-------- ჩ--–--თან შეთანხმების გარეშე მოტყუებით მოსთხოვა ავტომანქანა C----------------ს სახ. ნომერი S-------- შესაძენი თანხის გადარიცხვა ვინმე თ------ კ----ის საბანკო ანგარიშზე თურქეთის რესპუბლიკაში. ვინაიდან ჰ------ თ----------ი ენდობოდა მ------- ი---ს, ასევე მისგან აპირებდა კიდევ სხვა მანქანების შეძენას, ენდო მას და თ-------- ჩ--–--ის ავტომანქანა C----------------ს საფასური 11,000 (თერთმეტი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი 42,000 (ორმოცდაორი ათასი) თურქული ლირა, რომელიც ექვივალენტია 26,997 (ოცდაექვსიათას ცხრაასოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის, იმავე დღეს გადარიცხა თურქეთის რესპუბლიკაში ინტერნეტბანკის მეშვეობით თ------ კ----ის საბანკო ანგარიშზე, რაც თანხაც თ------ კ----ემ 2018 წლის 15 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოუტანა მ------- ი---ს და აღნიშნული თანხა გადასცა სრულად.

 

2018 წლის 15 თებერვალს შეთანხმებისამებრ, თ-------- ჩ--–--მა ჰ------ თ----------ს მოსთხოვა ავტომანქანის შესაძენად განკუთვნილი თანხა, რაზეც ჰ------მა განუმარტა, რომ 42,000 ათასი თურქული ლირა უკვე გადაუხადა მათ შორის შუამავალ მ------- ი---ს. თ-------- ჩ--–--ის განმარტებით მასთან ავტომანქანის შესაძენად არანაირი თანხა არავის არ გადაუხდია, მათშორის არც მ------- ი---ს და ჰ------ თ----------ს აღარ გადასცა შეპირებული ავტომანქანა.

 

მ------- ი---ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ჰ------ თ----------ს მიადგა 26,997 (ოცდაექვსიათას ცხრაასოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

3. 2018 წლის მარტის თვეში დაახლოებით 22 მარტს, ქ. თბილისში ნუცუბიძის ქ. N125- ში მდებარე შ.პ.ს „ს----- ჯ------“-ს ოფისში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ მ------- ი---მა, რომელიც დაკავებულია ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვით, მოქალაქე გ--- ჯ---–--ეს შეპირდა, რომ 14 000 აშშ დოლარად მიჰყიდდა ,,B-------- მოდელის ავტომანქანას და 21 000 აშშ დოლარად ,,B-------- მოდელის ავტომანქანას, რისთვისაც მ------- ი---მა გ--- ჯ---–--ეს მოსთხოვა წინასწარ გადაეხადა მისთვის ავტომანქანების ღირებულების ნაწილი თანხა, კერძოდ: ,,B--------- მოდელის ავტომანქანის ღირებულების ნაწილი 4000 აშშ დოლარი, ხოლო ,,-------- მოდელის ავტომანქანის ღირებულების 8500 აშშ დოლარი, რაც გ--- ჯ---–--ე სრულად გადასცა იმავე დღეს მ------- ი---ს. შეთანხმების თანახმად ავტომანქანების ღირებულების ნაწილის გადახდის შემდეგ მ------- ი---ს გ. ჯ---–--ის სახელზე უნდა გადაეფორმებინა მითითებული ავტომანქანები, რის შემდეგაც გ. ჯ---–--ე სრულად გადაუხდიდა მანქანების ღირებულების თანხას. მ------- ი---ს წინასწარ ჰქონდა განზრახული, გ--- ჯ---–--ისათვის არ მიეყიდა ზემოთხსენებული ავტომანქანები და თაღლიურად, მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ, დაეუფლა გ. ჯ---–--ის ფულად თანხას.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ--- ჯ---–--ეს მიადგა 12500 აშშ დოლარის, რომელიც ექვივალენტია 30400 (ოცდაათიათას ოთხასი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით მ------- ი---ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით (გ--- ჯ---–--ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ------- ი---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით (ჰ------ თ----------ის მიმართ 06.02.2018წ. ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით. დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე შეუმსუბუქდა და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მ------- ი---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით (ჰ------ თ----------ის მიმართ 15.02.2018წ. ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით. დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე შეუმსუბუქდა და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, მ------- ი---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. სააპელაციო საჩივრების მოტივები:

 

3.1 აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლევან მურვანიძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი, მ------- ი---ის გამართლების ნაწილში, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ჰ------ თ----------ის მიმართ, 2 ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (გ--- ჯ---–--ის მიმართ ეპიზოდი) და განესაზღვროს მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება მის ხანგრძლივ თავისუფლების აღკვეთასთან.

 

ბრალდების მხარე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ჰ------ თ----------ის მიმართ განხორციელებულ ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამ ნაწილში ბრალდების მხარე არ ეთანხმება გასაჩვრებულ განაჩენს დანიშნული სასჯელის ნაწილში. რაც შეეხება გ--- ჯ---–--ის მიმართ განხორციელებლ თაღლითობის ეპიზოდს, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ მ------- ი---მა ჩაიდინა თაღლითობა. მ------- ი---ს წინასწარ ჰქონდა განზრახული გ--- ჯ---–--ისათვის არ მიეყიდა ავტომანქანები და თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა გ. ჯ---–--ის თანხას. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

 

მ------- ი---ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ს----- ა-------ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი მ------- ი---ის მიმართ.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ლევან მურვანიძეს, რომელიც დაეთანხმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

მსჯავრდებულ მ------- ი---ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ს----- ა-------ს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი პროკურორის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას გ--- ჯ---–--ის ეპიზოდში მ------- ი---ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 5 აპრილის პატაკით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-6 განყოფილებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ მ------- ი---მა აზრებაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ნ. მ-------ს კუთვნილი ,,B--’’ - მაერკის ავტომანქანა სახ. ნომრით G-------- ნომრით მიყიდა გ--- ჯ---–--ეს, რომელიც აპირებს აღნიშნული ავტომანქანის გასხვისებას.

 

დაზარალებულ გ--- ჯ---–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ არის ,,ს----- ჯ------ს’’ დამფუძნებელი, მ------- ი---ს იცნობს. მასთან შეთანხმდა M------- და M------ მოდელის ორი ავტომანქანის შესყიდვაზე, ნაწილი თანხა 4000 აშშ დოლარი მისი თანამშრომლის ა---- თ--------ის ხელით წინასწარი ავანსის სახით მ------- ი---ს გადაუხადა, შემდეგ კიდევ გადასცა გარკვეული თანხა, კონკრეტულად რამდენი არ ახსოვს, მაგრამ მ------- ი---მა ვერ შეძლო ყიდვა-გაყიდვის შეთანხმების ბოლომდე მიყვანა. მოლაპარაკების მიხედვით თანხის გადაცემის შემდეგ უნდა გადაეფორმებინა მისთვის მ------- ი---ს ავტომანქანა, შეთანხმდნენ 2 აპრილს შეხვედრაზე, საუბარი იყო M------- ავტომანქანაზე, უნდა დატვირთულიყო იპოთეკით და აღნიშნულ თანხას გადაუხდიდა მ. ი---ს, თუმცა 2 აპრილს მიკროსაფინანსო ორაგნიზაციამ მანქანის იპოთეკით დატვირთვაზე უარი უთხრა, ვინაიდან მანქანას ჰქონდა პრობლემა, აღნიშნულის შესახებ მან განუცხადა მ------- ი---ს და ისინი მეორე დღეს, ანუ 3 აპრილს უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, თუმცა ვეღარ დაუკავშირდა, ვინაიდან მ-------ს ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ხოლო რამოდენიმე საათში გაიგო, რომ მ-------ი დაპატიმრებული იყო.

 

გ. ჯ---–--ის განმარტებით, მ------- ი---ს იგი არ მოუტყუებია, თავს მოტყუებულად არ ცნობს და არც დაზარალებულად მიაჩნია თავისი თავი. პროკურორის დადგენილებას მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ არ ეთანხმება, მას არ მოუწერია ხელი დადგენილებაზე დაზარალებულად ცნობის შესახებ, არც კი გაუცვნიათ დადგენილება და არც უცნობებია მისთვის რომ იგი დაზარალებულია. გ--- ჯ---–--ის განმარტებით, თავიდან იყო გაურკვევლობა აღნიშნული ავტომანქანების შეძენასთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაირკვა, კერძოდ, მ------- ი---ი 3 აპრილს დაუკავებიათ. მას არავითარი პრეტენზია მ------- ი---ის მიმართ არ გააჩნია, ამასთან, მას მიაჩნია, რომ მ------- ი---ი რომ არ დაეკავებინათ, ის აუცილებლად შეასრულებდა შეთანხმებას და გ. ჯ---–--ეს მანქანებს გაუფორმებდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ იქნა დადგენილება გ--- ჯ---–--ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, რომელზედაც გ--- ჯ---–--ის ხელმოწერა არ არის.

 

საქმეში წარმოდგენილი დაკავების ოქმით დადგენილია, რომ მ------- ი---ი დაკავებულია 2018 წლის 3 აპრილს.

 

აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 11 მაისის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ირკვევა, რომ სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში დაზარალებული გ--- ჯ---–--ე ბრალდების მხარის მიერ მითითებული არ ყოფილა.

 

წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ დასაშვებად იქნა ცნობილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის სასამართლოში დასაკითხ პირთა სია, რომელშიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებული გ--- ჯ---–--ე არ არის მითითებული.

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე კი ბრალდების მხარემ წარმოადგინა შემდეგი შინაარსის შუამდგომლობა: ვინაიდან გ--- ჯ---–--ე არის ბრალდების მხარის მოწმეთა დასაკითხ პირთა სიაში, უნდა მოხდეს მისი სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვა და სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე მოხდეს მისი წარმოდგენა N8 პენიტენციური დაწესებულებიდან ჩვენების მისაცემად. შუამდგომლობას მხარი დაუჭირა დაცვის მხარემ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული იქნა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებით დადგინდა მოწმის სახით დასაკითხი პირის, გ--- ჯ---–--ის (მოთავსებული N8 პენიტენციურ დაწესებულებაში) სასამართლოში იძულების წესით მოყვანა.

 

მოწმე ა---- თ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს შპს ,,ს----- ჯ------ს’’ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი არის გ--- ჯ---–--ე. 2018 წლის მარტის თვეში გ--- ჯ---–--ის კაბინეტში იმყოფებოდა მ------- ი---ი და მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა გ--- ჯ---–--ე M------- და M------ მოდელების ავტომანქანების შეძენასთან დაკავშირებით. მოლაპარაკების კონკრეტულ დეტალებზე საუბარს იგი არ დასწრებია, შემდეგ მას დაუძახა გ--- ჯ---–--ემ და უთხრა, რომ მისთვის მიეცა 8500 აშშ დოლარი, მან იმწამსვე ამოიღო ჯიბიდან აღნიშნული ოდენობის თანხა და მიაწოდა გ. ჯ---–--ეს, რომელმაც ეს თანხა გადასცა მ------- ი---ს წინასწარი ავანსის სახით M------ ის მოდელის ავტომობილის შესაძენად. რაც შეეხება M------- მოდელის ავტომობილს, წინასწარი ავანსი 4000 აშშ დოლარი გ--- ჯ---–--ემ პირადად გადასცა მ------- ი---ს, რასაც თვითონაც ესწრებოდა. აღნიშნული ავტომობილების შეძენის კონკრეტულ დეტალებზე საუბარს კი იგი არ დასწრებია და არ იცის.

 

მოწმე გ------- დ------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ შპს ,,ს----- ჯ------ს’’ შესყიდვების უფროსად. აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი არის გ--- ჯ---–--ე. 2018 წლის მარტის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახოვს გ--- ჯ---–--ის კაბინეტში, ეს უკანასკნელი და მ------- ი---ი აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ავტომობილების შესყიდვებთან დაკავშირებით. იგი კაბინეტში მათთან ერთად არ ყოფილა და მოლაპარაკების დეტალები არ იცის, თუმცა რამდენჯერმე შევიდა კაბინეტში, რა დროსაც დაინახა, რომ გ--- ჯ---–--ემ გარკვეული თანხა გადასცა მ------- ი---ს, შემდეგ გაიგო, რომ გ--- ჯ---–--ემ მ------- ი---ს გადასცა 4000 აშშ დოლარი, ასევე გ--- ჯ---–--ემ დაუძახა მათ თანამშრომელს ა---- თ--------ეს, რომელსაც გამოართვა 8500 აშშ დოლარი და აღნიშნული თანხაც გადასცა მ------- ი---ს, შემდეგ გაიგო, რომ ეს თანხები იყო ავტომობილების შესაძენად წინასწარი ავანსის სახით გადაცემული.

მოწმე ი---ე ზ-----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს კომპანიაში, რომლის დამფუძნებელიც არის გ--- ჯ---–--ე. 2018 წლის მარტის თვეში მათთან ოფისში მივიდა თურქი ეროვნების მამაკაცი მ------- ი---ი, როგორც შემდეგ გავიგე მისგან გ--- ჯ---–--ეს სურდა M------- მოდელის ავტომობილის შეძენა. მათ შორის მოლაპარაკებას იგი არ დასწრებია, ხოლო მოლაპარაკების შემდეგ მას გ--- ჯ---–--ემ უთხრა, რომ მ------- ი---ს წინასწარ ავანსის სახით მისცა 4000 აშშ დოლარი და დარჩენილი ჰქონდა 10 000 აშშ დოლარი. მოწმის განმარტებით, მას გ--- ჯ---–--ემ სთხოვა M------- მოდელის ავტომობილი მიეყვანა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დასალომბარდებლად, ვინაიდან საჭირო იყო 10 000 აშშ დოლარი, რათა მას დაეფარა მ------- ი---ისთვის დარჩენილი თანხა. მიკროსაფინანსო ორგანიზიამ ი---ე ზ-----–---–ს სესხის გაცემაზე უარი უთხრა, აღნიშნულის შემდეგ სესხის გაცემა სცადა თანამშრომლის თ---------- ფ------ის სახელზე, თუმცა მაინც უარყოფითი პასუხი მიიღეს. მოწმის ჩვენებით, რაც შეეხება მეორე M------ მოდელის ავტომობილს, ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცის.

 

მოწმე თ---------- ფ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მას ტელეფონზე დაურეკა თანაშმრომელმა ი---ე ზ-----–---–მა და სთხოვა პირადობის მოწმობის მონაცემები, ვინაიდან სურდა განაცხადის შევსება, რათა დაელომბარდებინა გ--- ჯ---–--ის მიერ შეძენილი M------- მოდელის ავტომობილი. იგი მ------- ი---ს არ იცნობს და არ იცის მასთან რა მოლაპარაკება აწარმოა გ--- ჯ---–--ემ. მან ი---ე ზ-----–---–ისგან იცის, რომ გ--- ჯ---–--ემ მ------- ი---ს ავტომობილში წინასწარ ავანსის სახით გადაუხადა 4000 აშშ დოლარი, რაც შეეხება მეორე M------ მოდელის ავტომობილს, აღნიშნულთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი იცის და არც რაიმე მოლაპარაკების ფაქტს შესწრებია.

 

პალატა განმარტავს, რომ თაღლითობა არის განზრახი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირის მოტყუებასთან და ამ გზით ქონებრივი უფლების მიღებასთან. ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში, ამდენად, თუ არ იკვეთება ქონების დაუფლებისას პირის მოტყუება, ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი, ურომლისოდაც ქმედების თაღლითობით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევაში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში.

 

იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით. თუ პირი გარიგების დადგენისას მიზნად არ ისახავდა ქონების უკანონო დაუფლებას ან ქონებაზე უფლების მიღებას და სურდა ვალდებულების შესრულება - თაღლითობა გამორიცხულია. ამასთან დანაშაულებრივი განზრახვა წინ უნდა უსწრებდეს ქმედების განხორციელებას. თაღლითობისას პირს უნდა ამოძრავებდეს სურვილი დაზარალებული შეიყვანოს შეცდომაში და დაზარალებულს სჯეროდეს იმ ცნობისა, რასაც აწვდის თაღლითი. თუ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი წარმოადგენს ეკონომიკური მოგების იმედით არასწორ გადაწყვეტილებათა მიღების შედეგს, ანუ როდესაც ეკონომიკური რისკი მთლად არ არის გამართლებული, მაგრამ ხელშეკრულების დამრღვევი კისრულობს ვალდებულებას აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თაღლითობის მუხლით კვალიფიკაცია გაუმართლებელია.

 

პალატა ერთხელ კიდევ ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ გ--- ჯ---–--ის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მ------- ი---ი რომ არ დაეკავებინათ, იგი აუცილებლად შეძლებდა ავტომანქანების გადაფორმებას გ. ჯ---–--ისათვის. საქმეში წარმოდგენილი დაკავების ოქმით ირკვევა, რომ მ------- ი---ი მართლაც დაკავებულია 2018 წლის 3 აპრილს, სწორედ იმ დღეს, როდესაც იგი გ. ჯ---–--ეს უნდა შეხვედროდა მოსალაპარაკებლად. გ. ჯ---–--ის განმარტებით ასევე ირკვევა, რომ იგი არც მოტყუებულად და არც დაზარალებულად მიიჩნევს თავს. რაც შეეხება ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაკითხულ სხვა მოწმეებს, მათი ჩვენებებით ირკვევა, რომ ისინი გ--- ჯ---–--ეს და მ------- ი---ს შორის ავტომანქანების შესყიდვასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების კონკრეტულ დეტალებს არ დასწრებიან.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გააანალიზების და ურთიერთშეჯერების შედეგად პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომ მ------- ი---ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა გ--- ჯ---–--ის ფულად თანხას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარმოადგინა ბრალდების მხარემ, ვერ შექმნა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ გ--- ჯ---–--ის ეპიზოდში მ------- ი---ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

სააპელაციო პალატას საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - დაზარალებულ ჰ------ თ----------ის ჩვენებით, მოწმეების: მ------ ი-–-----ის, ი-----–- კ----ის, ნ-------–-- ი-–-----ის, თ------ კ----ის ჩვენებებით, თანხის გადარიცხვის დოკუმენტებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია მ------- ი---ის მიერ თაღლითობის ჩადენის ორი ეპიზოდი ჰ------ თ----------ის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. ბრალდების ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი.

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ჰ------ ტერზიაკინის მიმართ 2 ეპიზოდით) დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ მ------- ი---ის მიერ ზიანი ანაზღაურებულია, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მსჯავრდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ „L--- R----“ მარკის ავტომანქანა, სახ ნომრით G--------, ავტომანქანის გასაღები და პასპორტი; ასევე B-- F--- მარკის ავტომანქანა, სახ ნომრით G------ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე