განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-26-2019 წელი
№060100118002493645
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
27 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – გივი გოცაძის,ადვოკატის – თ---------- მ---ის,მსჯავრდებულის – ა-–---------- შ-----–--ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდო-მაზე, განიხილა ა-–---------- შ-----–--ს ბრალდების №------------ სისხლის სამართ-ლის საქმე.
ა-–---------- შ-----–--, დაბადებული 1963 წლის 18 თებერვალს, საქართველოს მოქალა-ქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული ქ----------–---–-------–--------------ში, მსჯავრდებულია სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩე-ნით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით და შეფარდებული აქვს თავისუფ-ლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატე-ბითი სასჯელის სახით, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
aRwerilobiTi nawili:
ა-–---------- შ-----–--ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ავტომობილის უსა-ფრთხოების წესების დარღვევისათვის, რამაც გამოიწვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, ვ----------------------–-----------ში გამავალ, ვ------------ის საავტომობილო გზაზე მოძრაობისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა-–---------- შ-----–--მ, დაარღვია რა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესა-ხებ“ საქართველოს კანონის 21.15 და 33.1 მუხლის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ მყოფი „ბმვ“-ს მარკის ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის გვერდულზე ქვეითად მოსიარულე ნ----- ფ---–--ესა და ლ-------- ხ--–--ეს. შეჯახებისას მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ნ----- ფ---–--ე, ხოლო ლ--------- ხ--–--ემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა-–---------- შ-----–--მ, რომელიც სააპელაციო საჩივ-რით ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ხ---- ფ---–--ე, დაზარალებუ-ლი ლ-------- ხ--–--ე, მოწმეები ე-- ს------ი, ნ--- ხ--–--ე და ს---–---- ხ--------–---–ი თავიანთ ჩვენებებში ვერ ადასტურებენ თუ რა ვითარებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვე-ვა. საყურადღებოა მოწმე ლ---- გ-------ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის უთითებს, რომ ა. შ-----–-- სწრაფად არ მოძრაობდა, დაახლოებით 50-60 კმ/სთ-ით და მომხდარის თაო-ბაზე პოლიციას ალ. შ-----–--მ შეატყობინა. აღნიშნული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ავტოსაგზაო შემთხვევამდე დაუშვებელი სიჩქარით არ მოძრაობდა და მას არ დაუ-ტოვებია შემთხვევის ადგილი. თუ დადასტურებულია, რომ იგი ნორმალურად მოძრაობ-და თავის სავალ გზაზე და მხოლოდ შეჯახების შედეგად გადავიდა მისი სავალი გზიდან და შეჯახება მოხდა მას შემდეგ, რაც სამმა ქალბატონმა, რომლებიც მოძრაობდნენ საავ-ტომობილო გზის კიდეზე არსებულ საფეხმავლო ბილიკზე, გვერდი აუარეს ბილიკზე არსებულ დაზიანებას, მაშინ გამოდის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამდე მისი მოქმედება გამოწვეული იყო არა გაუფრთხილებლობით მისი მხრიდან, არამედ მას წინ უძღოდა ისე-თი ობიექტური მიზეზები, რომელთა თავიდან აცილება მას არ შეეძლო.
პირველი ინსტანციის სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნას, რადგან აღნიშნული ექსპერტიზა ისე ჩატარდა, რომ საქმეში არ მოიპოვება დადგენილება ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვ-ნის თაობაზე. ექსპერტიზაზე გადაგზავნილი იყო მხოლოდ 2018 წლის 28 აპრილს გამო-ტანილი დადგენილება „ალკოჰოლური თრობის ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ“. აღ-ნიშნულიდან გამომდინარე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა თავისი ბუნებით და მოპოვების ხერხით დაუშვებელი მტკიცებულებაა.
სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვ-ნა მისი ჯანმრთელობის შესახებ, რომლის მიხედვით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და პენიტენციურ დაწესებულებაში არ არსებობს მკურნალობის არანაირი საშუა-ლება, რათა საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს. ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ დაადასტურა მის მიმართ შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ა-–---------- შ-----–--ს და მისი ინტერესების დამცველ ად-ვოკატს თ---------- მ---ს, რომლებიც ითხოვენ ალექსანდლრე შ-----–--ს მიმართ გამა-მართლებელი განაჩენის გამოტანას.
– პროკურორ გივი გოცაძეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, და-საბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოე-ბათა გამო:
ხ---- ფ---–--ის მიერ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ვ----------------------–-----------ში, 2018 წლის 28 აპ-რილს, დაახლოებით 16 საათისათვის იგი ბრუნდებოდა არჩევნებიდან, მასვე ახლდნენ მისი მეუღლე და რძლები, სულ 3 პიროვნება, იგი მიდიოდა წინ, მისგან დაახლოებით 3-4 მეტრში კი მიჰყვებოდნენ აღნიშნული პირები, ისინი გადაადგილდებოდნენ გზიდან და-ახლოებით 30-35 სმ. დაშორებით, გვერდულზე, სადაც იყო მოხრეშილი გზა, ხრეშზე კი ბალახიც იყო წამოსული. უეცრად გაიგონა ავტომანქანის ძლიერი ხმა, როდესაც უკან მო-იხედა მისი მეუღლე ვეღარ დაინახა, ხოლო მეორე ქალბატონი იქვე გვერდულზე ეგდო, ცოტა ხანში დაინახა მისი მეუღლე, რომელიც დაახლოებით 10 მეტრში ეგდო უკვე გარ-დაცვლილი. ხ---- ფ---–--ის განმარტებით იმ ტერიტორიაზე მანქანები არ შეუმჩნევია, არც გზის საფარი ყოფილა დაზიანებული და არც არანაირი დაბრკოლება არ შეუნიშნავს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ლ-------- ხ--–--ის მიერ დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ვ----------------------–-----------ში. 2018 წლის 28 აპრილს იგი ე-- ს------თან, ნ----- ფ---–--ესთან და ხ---- ფ---–--ესთან ერთად ბრუნდებოდა არჩევნები-დან, წინ მიდიოდა ხ---- ფ---–--ე, ისინი კი უკან მიჰყვებოდნენ გზის გერდულზე, ჯერ იდგა აწ. განსვენებული ნ----- ფ---–--ე, შემდეგ თვითონ და ბოლოში იდგა ე-- ს-------ი, უეცრად გაითიშა და როდესაც გონზე მოვიდა იგი სასწრაფო დახმარების მანქანით გადა-ჰყავდათ საავადმყოფოში და სწორედ მაშინ გაიგო, რომ მანქანა დაეჯახა, მას აღენიშნე-ბოდა წვივის მოტეხილობა და მუხლის მყესის დაზიანება. ლ-------- ხ--–--ის განმარტე-ბით, გზა, სადაც მოხდა შეჯახება, არის მოასფალტებული, დაზიანენების გარეშე, მას შე-ჯახებამდე არც მანქანების და არც ქვეითების მოძრაობა არ შეუმჩნევია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე დ---- გ-------ის გამოკითხვის ოქმით (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასა-მართლოში კანონის მოთხოვნათა შესაბამისად) დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ქ--------–--–-------–--------------ში, 2018 წლის 28 აპრილს, იგი ა-–---------- შ-----–--სთან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი „ბმვ“’-ს მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში მისი დედის სულისადმი მიძღვნილ საკურთხის სუფრაზე, სადაც ა-–---------- შ-----–--მ დალია რამდენიმე ჭიქა ღვინო, იმავე დღეს, დაახლოებით 14 საათზე, ა-–---------- შ-----–--ს კუთვნილი ავტომობილით გაემგზავრნენ ქ----------კენ, გზად ა-–---------- შ-----–--მ გადაწყვიტა, რომ გაევლო მის ახლობლებთან ვ--ის რაიონის სოფელ ფერეთაში. ა-–---------- შ-----–--ს ემჩნეოდა, რომ იყო ნასვამი მაგრამ მოძრაობდა ნორმალურად. ვ----------------------–-----------ში იყვნენ დაახლოებით 16 საათზე, სადაც ა-–---------- შ-----–-- დაეჯახა თავისი სავალი გზის გვერდულზე ფეხით მიმავალ ორ ქალბატონს, რის შემდეგაც მან ვეღარ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზიდან და ჩავარდა წყლის საწრეტ არხში. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მას არა-ვითარი დაზიანება არ მიუღია, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ორი ქალბატონი, რომლებიც ეყარნენ არხში. მათი ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდგომ თა-ვი მოიყარა რამდენიმე ადამიანმა, რომელთა მხრიდანაც იყო აგრესია. ისინი გაერიდნენ აღნიშნულ ტერიტორიას. პოლიციის მოსვლის შემდეგ დააკავეს ა-–---------- შ-----–--. შემთხვევის დროს იქ ავტომანქანები არ მოძრაობდნენ და რაიმე შემაფერხებელი გარე-მოება ადგილზე არ იყო, ამასთან მისთვის უცნობია რა სიჩქარით მოძრაობდა ა-–----------- შ-----–-- შეჯახების დროს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ე-- ს------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ვ----------------------–-----------ში. 2018 წლის 28 აპრილს იგი, ლ-------- ხ--–--ე და ნ----- ფ---–--ე, აგრეთვე ხ---- ფ---–--ე ბრუნდებოდნენ არჩევნებიდან. წინ მიდიოდა ხ---- ფ---–--ე, ისინი კი უკან მიჰყვებოდნენ. გზის გვერდულზე, მოასფალტებული გზის კიდეში იდგა ნ----- ფხა-ლაძე, შემდეგ ლ-------- ხ--–--ე, ბოლოს კი თვითონ. გზა საკმაოდ ფართო იყო. უეცრად უკანა მხრიდან იგრძნო შეჯახება და დაკარგა გონება, როდესაც გონზე მოვიდა დაინახა, რომ ლ-------- ხ--–--ე ძირს ეგდო, იგი მივარდა მას მისაშველებლად, ხოლო უკვე გარდა-ცვლილი ნ----- ფ---–--ე მოშორებით ეგდო მიწაზე. სასწრაფო დახმარების მანქანამ ლ--------- ხ--–--ე გადაიყვანა საავადმყოფოში, მათზე შეჯახების შემდეგ ავტომანქანა ღობეზე იყო შეჯახებული. მას ავტონაქანის ხმა არ გაუგონია და რადგანაც შეჯახება მოხდა უკანა მხრიდან არც ავტომანქანა დაუნახავს. მას იმ ტერიტორიაზე მოძრავი არც სხვა სატრანს-ოპრტო საშუალება და არც ქვეითები არ შეუმჩნევია. მოწმის განმარტებით თავად რაიმე დაზიანება არ მიუღია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ--- ხ--–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ვ----------------------–-----------ში. 2018 წლის 28 აპრილს იგი წასული იყო არჩევნებზე მისი კუთვნილი ავტო-მანქანით. მოძრაობისას მან დაინახა, რომ მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, კერ-ძოდ, დაინახა, რომ ნ----- ფ---–--ე ეგდო მიწაზე, ხოლო ბმვ-ს მარკის ავტომანქანა იქვე არხში ეგდო, რომლის მძღოლი არ დაუნახავს, მან დარეკა 112-ში, სასწრაფოს მოსვლამდე იგი მისი კუთვნილი ავტომანქანით წავიდა სოფელ ზ-----რის ამბულატორიაში ექიმის ჩამოსაყვანად, სადაც ექიმი არ დახვდა და დაბრუნდა უკან. იმ ტერიტორიაზე სადაც მოხ-და ავტოსატრანსპორტო შემთხვევა არის მოასფალტებული გზა, დაზიანების გარეშე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ბ--–- გ------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს ვ--ის რაიონის შპს „ჯეო ჰოსპიტალში“ მედდად, აქვს 30 წლიანი გამოცდილება, 2018 წლის 28 აპრილს იგი იყო მორიგე, რა დროსაც მასთან მივიდნენ შსს თანამშრომლები და აცნობეს, რომ საჭირო იყო ბრალდებულ ა-–---------- შ-----–--საგან, სისხლის ნიმუშის აღება, რის შესახებაც გაეცნო შესაბამის ოქმს. ნიმუშის აღება მოხდა ნებაყოფლობით, შეფუთული და სტერი-ლური 5 გრამიანი ერთჯერადი შპრიცის გამოყენებით, აღებულ იქნა 5 გრამი სისხლის ნი-მუში ცენტრალური ვენიდან, რომელიც დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. აღნიშნული პროცედურა გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი, რომელსაც ასევე ესწრე-ბოდა გამომძიებელიც.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ს---–---- ხ-------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ბ--------ის რაიონში. 2018 წლის 28 აპრილს მისი კუთვნილი, „ოპელ-ასტრას“ მარკის ავტომანქანით მიემგზავრებოდა სოფელ გ-----ში. ვ--ის რაიონის სოფელ ზ-----რის ცენტრთან მისვლამ-დე შენიშნა შავი ფერის ბმვ-ს მარკის ავტომანქანა, რომელმაც მისი ყურადღება მიიპყრო იმით, რომ გააკეთა, ნორმალურად მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისაგან განსხვავე-ბული, გაურკვეველი მანევრი, ე.წ „კუდის მოქნევა“, ვინაიდან მის წინ სხვა სატრანსპორ-ტო საშუალება მიდიოდა და თან ყურადღება მის სატრანსპორტო საშუალების მართვაზე ჰქონდა გამახვილებული, ზუსტად ვერ დაინახა რატომ მოახდინა მძღოლმა ეს მანევრი, მისთვის უცნობია ასევე რა სიჩქარით მოძრაობდა აღნიშნული ავტომანქანა, ავტომანქანის ჩავლიდან დაახლოებით 2-3 წამში გაიგონა შეჯახების ხმა, როდესაც ავტომანქანიდან გადმოვიდა, დაინახა, რომ დაშავებულები მიწაზე იწვნენ, ერთი იქვე გზის კიდეზე ეგდო, ხოლო მეორე ქალბატონი კი რამდენიმე მეტრის მოშორებით. იგი თავად მათთან ახლოს არ მისულა. როგორც გაარკვია, გზის სავალ ნაწილთან მყოფი ქალბატონი თვალებს ახელ-და, ხოლო მეორეს მდგომარეობა მძიმე იყო. მან გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ავტო-საგზაო შემთხვევის ადგილზე იყო ასფალტირებული, დაუზიანებული გზა, მას თავად შეჯახების მომენტი არ დაუნახავს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ---- ლ--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შსს ვ--ის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე 2018 წლის 28 აპრილს იგი ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას, იყო მორიგე გამომ-ძიებელი. შეტყობინების საფუძველზე იგი გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ერთი ქალბატონი გარდაცვლილი, ხოლო მეორე ქალბატონი დაზიანებული იყო. მძღოლი დაკა-ვებულ იქნა შემთხვევის ადგილზევე. მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ად-გილი, რომელიც მიმდინარეობდა ექსპერტ-კრიმინალისტ ო-–-- ს-----ისა და თვითმ-ხილველი მოწმის ე-- ს------ის მონაწილობით, ამ უკანასკნელმა ზუსტად მიუთითა შე-ჯახების ადგილი, გზის გვერდულზე, სადაც შემდგომში ექსპერტის მიერ ამოღებულ იქნა ავტომანქანის მინისა და პლასტმასის ნამსხვრევები. ხოლო ავომობილი კი რამდენიმე მეტრის მოშორებით ეგდო სანიაღვრე არხში, რომელიც ქვეითზე შეჯახების შემდეგ შეე-ჯახებული იყო განათების ბოძზე, რომელიც მოგლეჯილი იყო და შემდეგ ღობეზე. ის ავტომანქანა ძლიერად დაზიანებული ეგდო სანიაღვრე არხში. ექსპერტის მიერ დასურა-თებული იქნა აღნიშნული ტერიტორია, ხოლო მის მიერ კი შედგენილ იქნა სქემა-ნახაზი. შემდგომში, გამოძიების მიმდინარეობისას დანიშნულ იქნა ექსპერტიზები, კერძოდ, გვა-მის სამედიცინო ექსპერტიზა, ა-–---------- შ-----–--ს სამედიცინო ექსპერტიზა, ალკო-ჰოლურ თრობაზე ექსპერტიზა, ასევე ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახად გამტყუნებული იქნა მძღოლი ა-–---------- შ-----–--, ხოლო ქიმიური ექსპერ-ტიზის დასკვნით კი მას დაუდგინდა საშუალო ხარისხის სიმთვრალე. მის მიერ ასევე გამოკითხულ იქნენ მოწმეები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ბ---- მ---–----ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შსს ვ--ის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე, იგი მონაწილე-ობდა საგამოძიებო ჯგუფში, საგამოძიებო მოქმედებათა მიმდინარეობისას აუცილებლო-ბას წარმოადგენდა აღებული ყოფილიყო სისხლის ნიმუში ა-–---------- შ-----–--საგან. აღნიშნული ნიმუშის აღება მოხდა შსს ვ--ის რაიონულ სამმართველოში სპეციალისტის შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მედდისა და ა-–---------- შ-----–--ს მონაწილეობით, რის თაო-ბაზეც შედგა შესაბამისი ოქმი, აგრეთვე მის მიერ გამოკითხულ იქნა ავტოსაგზაო შემთ-ხვევის დროს მძღოლის ავტომანქანაში მჯდომი მოქალაქე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ზ------ ხ---–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შსს ვ--ის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე, მოცემულ საქ-მეზე მის მიერ მოხდა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში ა-–---------- შ-----–--სათვის ბრალის წარდგენა, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილით, მის მიერვე მოხდა ასევე ა-–---------- შ-----–--ს ბრალდებულის სახით გამოკითხვა და მისთვის მტკიცებულებათა გაცვლა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინა-ლისტიკური დეპარტამენტის, ი-------ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №----- დასკვნით დასტურდება, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზე-ზი გახდა მძღოლის, ა-–---------- შ-----–--ს, მოქმედება, რაც აღნიშნულ სიტუაციაში არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.15 და 33.1 მუხ-ლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარი საგზაო-სატ-რანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნუ-ლი ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურ-დება, რომ „ა-–---------- შ-----–--ს სისხლის ნიმუშში“ აღმოჩენილი 1,66% ეთილის სპირტი შეესაბამებოდა ალკოჰოლური თრობის საშუალო ხარისხს.
საქმეში არსებული, ალკოტესტით შემოწმების შესახებ დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 28 აპრილს, 17 საათსა და 24 წთ-ზე, შინაგან საქმეთა ვ--ის რაიონული სამმართვე-ლოს ადმინისტრაციულ შენობაში, ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმებულ იქნა ა-–----------- ი-----ს ძე შ-----–-- (პ/ნ 6---------) შემოწმებისას ალკოტესტმა №------- ორგანიზ-მში ალკოჰოლის შემცველობა აჩვენა 1,901 % პრომილი, იგი იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში.
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნუ-ლი ბიუროს სამედიცინო-ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ მოქა-ლაქე ნ----- ფ---–--ის სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი შერწყმული ტრამვა, ჩონჩ-ხის ძვლების და შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანებით.
მოქალაქე ნ----- ფ---–--ის გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა ყოფილიყო დაახლოებით 05 საათი. მოქალაქე ნ---- ფ---–--ის გვამის გამო-კვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლჩაქცევები თავის ქალის რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივ-თიერებაში, ნათხემსა და მოგრძო ტვინში. ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების ხაზო- ვანი მოტეხილობა. ორმხრივი ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები, მოტეხილი ბო-ლოების შეღწევით ორთავე პლევრის ღრუში, ფილტვების ქსოვილის და მფარავი პლევ-რის დაზიანებით, მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობები ორთავე ფილტვის ქსო-ვილზე. პლევრის ღრუში მარცხნივ 400 მლ.მდე და მარჯვნივ 600 მლ-მდე მოცულობით სისხლი და სისხლის კოლტები. ხერხემლის სვეტის გულმკერდის მესამე და მეოთხე მალების შესახსრების სრული გაგლეჯვა და გულმკერდის მესამე მალის სხეულის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ზურგის ტვინის მთლიანობის დარღვევით, მიმდებარედ რბილ ქსოვილებში, ზურგის ტვინის რბილ გარსებში და ნივთიერებაში მუქი მოწითალო ფერის დიფუზური ხასიათის სისხლჩაქცევებით. ღვიძლის დაზიანება მრავლობითი სხვადასხვა ზომის და ფორმის ნასკდომები ირგვლივ სისხლჩაქცევებით. პერიტონიუმის ღრუში 500 მლ-მდე მოცულობთ თავისუფალი სისხლისა და სისხლის კოლტები. მარჯვენა გავა-თეძოს შესახსრების სრული გაგლეჯვა, მიმდებარედ რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. უსწოროკიდეებიანი ჭრილობა თხემ-კეფის მიდამოში მარჯვნივ. მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადას-ხვა მიდამოებში-განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემო-ქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
საქმეში არსებული, ლევან სამხარულის სახელობის სასმართლო ექსპერტიზის ეროვნუ-ლი ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანა-ხმად წარმოდგენილი დოკუმენტაციით სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N---- ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა №----- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 3-----18 წ)-მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქა-ლაქე ლ-------- ხ--–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2----.18 წ.-ს 16:58 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 3-----18 წ.-ს 12:00 საათზე, დიაგნოზით: ქალა-ტვინის დახურული ტრამვა. თავის ტვინის შერყევა. კისრის კუნთების დაჭიმულობა. მარცხენა მცირე წვივის ძვლის დახურული მოტეხილობა ზედა მესამედში. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა ექსკორაციები მარჯვნივ შუბლ-თხემის და მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედში, უკანა ზედაპირზე. სისხლჩაქცევა მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე, შუა მესამედში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიე-კუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძ-ლივი მოშლის ნიშნით.
საქმეში არსებული, შპს „რ---–---------ის“ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №------------ დასკვნის მიხედვით ა-–---------- შ-----–--ს დიაგნოზია 120.0 გიდ არა-სტაბილური სტენიკარდია. Z95.5 24.01.2017 წ. გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე 121.4 და 26.01.2017 კორონაროგრაფია და ურგენტულ რეჟიმში მარცხენა დასწვრივი და შემომხვევი არტერიის ბალონური ანგიო-პლასტიკა (4 სტენტი – მარცხენა წინა დაღმავალი ტოტის სტენტირება 3.0/12 მმ და 3.5/18 მმ სტენტებით. პირველ დიაგონალსა და შემომხვევ ტოტში ჩაყენდა 2.25 /18 მმ და 3.5/38 მმ ზომის სტენტები); 14.04.17 წ. მწვავე კორონარული სინდრომი. გადაუდებელი სელექ-ტიური კორონოგრაფია და ბალონური ანგიოპლასტიკა (მარცხენა წინა დასწვრივი და შემომხვევი არტერიის ბალონური ანგიოპლასტიკა) I10 არტერიული ჰიპერტენზია III; 120.0 გულის უკმარისობა I; B18.2 ქრონიკული C ვირუსული ჰეპატიტი (არანამკურ-ნალევი); H52.0 ჰიპერმეტროპია; H52.4 პრესბიოპია. არაორგანული გენეზის უძილობა. ორმხრივ საერთო და შიგნითა საძილე არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზი, ორ-მხრივ შიგნითა საძილე არტერიების სანათურის 25-30% შევიწროვებით, ვერტებრალურ არტერიებში ორმხრივი ნაკადის დაქვეითებით, არასრული ავსებით. გადატანილი მხრის ძვლის ოსტეოსინთეზი, ჰემოროიდექტომია.
ა-–---------- შ-----–-- დაავადებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული მძი-მე დაავადებით, გულის იშემიური დაავადებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში გადატა-ნილი აქვს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ორჯერ ჩატარებული აქვს ანგიოპლასტიკა (01.2017 და 04.2017) 4 სტენტი და შემდეგ იგივე სისხლძარღვების სანათურის დახშობის გამო 2 სტენტი.
ექსპერტებმა ზ----- რ-------ემ, გ----- მ-------–---–მა, ც----- გ--------ემ, შ----- თ-------ემ და მ--- ნ-----–--–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით და-კითხვისას დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გარდა, ა-–---------- შ-----–--ს მიმართ წარდგენი-ლი ბრალდება ასევე დასტურდება მოწმეების ო-–-- ს-----ის და ნ---- მ------–--–ის ჩვენებებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქე-მით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობით.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გა-იზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის სესახებ, რომ ა-–---------- შ-----–-- მოძრაობდა თავის სავალ გზაზე და მხოლოდ შეჯახების შედეგად გადავიდა თავისი სავა-ლი გზიდან. რომ დაზარალებულებმა გვერდი აუარეს საფეხმავლო ბილიკზე არსებულ დაზიანებას, ავიდნენ საავტომობილო სავალ გზაზე და იმწამსვე მოხდა შეჯახება.
პალატა არ იზიარებს ამ მოსაზრებას, რადგან საქმეზე დაკითხული არც დაზარალებუ-ლები და არც მოწმეები არ მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულებმა გვერ-დი აუარეს საფეხმავლო ბილიკზე არსებულ დაზიანებას და გადავიდნენ საავტომობილო გზაზე. უფრო მეტიც, ყველა მათგანი აღნიშნავს თავის ჩვენებაში, რომ შემთხვევის ადგი-ლი იყო მოასფალტებული, დაზიანების გარეშე.
რაც შეეხება ს---–---- ხ-------–---–ის ჩვენებას, რაზეც ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარე, კერძოდ კი ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც მოწმე მიუთითებს, რომ ბმვ-ს მარკის ავ-ტომანქანამ გააკეთა გაურკვეველი მანევრი, ე.წ. „კუდის მოქნევა“, აღნიშნული სააპელა-ციო პალატის აზრით სრულებით არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ავტომანქანის ეს მანევრი გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ა-–---------- შ-----–-- იმყოფებოდა არაფხიზელ მდგო-მარეობაში. ამასთან, მოწმე ს---–---- ხ-------–---–ი თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ მან ვერ დაინახა თუ რატომ გააკეთა მძღოლმა ეს გაურკვეველი მანევრი და უცნობია რა სიჩ-ქარით მოძრაობდა იგი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დათვალი-ერების ოქმს და მასზე თანდართულ ფოტომასალას, რომლებშიც არ ფიქსირდება საავტო-მობილო გზაზე და ქვეითად მოსიარულეთა ბილიკზე რაიმე დაზიანების არსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტან-ციის სასამართლოს მსჯავრდებულ ა-–---------- შ-----–--ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით. ხოლო, რაც შეეხება ა-–---------- შ-----–--ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სასჯელი დაუნიშნა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და ამგვარი კატეგორიის საქმეებზე დადგენილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად.
რაც შეეხება აპელანტის იმ პოზოციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასე-ბის გარეშე დატოვა ალ.შ-----–--ს სასამართლო-ამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და რომ ამავე საკითხზე უნდა იმსჯელოს საა-პელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტს, რომლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი განიხილება სააპელაციო საჩივ-რისა და მისი შესაგებლის ფარგლებში, ა-–---------- შ-----–-- კი თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გამართლებას.
ამასთან რადგან აპელანტი ყურადღებას ამახვილებს განაჩენის აღსრულების გადავად-ებაზე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯე-ლობის გარეშე არ დაუტოვებია ალ.შ-----–--ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სრულიად ეთანხმება სასამართლოს პოზიციას ამ ნაწილში.
საქართველოს სისხლს სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხის შესაბამისად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასა-მართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ - განჩინებით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, - მის გამო-ჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომრეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
ამავე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად - ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით გათ-ვალისწინებულ შემთხვევაში განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის განხილვი-სას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებუ-ლი/შესაძლებელი მკურნალობა, დაავადების მიმდინარეობა, აგრეთვე მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილო-ბა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეო-რებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადა-წყვეტილებაზე.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ალ.შ-----–--ს, რომელიც დაავადებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული მძიმე დაავადებით, გულის იშემიური დაავადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში მუდმივად უტარდება და მთელი სიცოცხლის მანძილზე ესაჭიროება კარდიოლოგიური პროფილით მკურნალობა (პრეპარატებით) კარდიოლოგის დანიშნულების მიხედვით, რაც ატარებს შემანარჩუნებელ ხასიათს.
ზემოაღნიშულის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად არ მი-იჩნევს ალ.შ-----–--სათვის დანიშნული სასჯელის აღსრულების გადავადება.
ამდენად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი ა-–----------- შ-----–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნ-და დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ა-–---------- შ-----–--ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამტრედიის რაიო-ნული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ა-–---------- შ-----–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატე-ბითი სასჯელის სახით – 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატე-ბითი სასჯელის სახით – 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამი-სად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ა-–---------- შ-----–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატე-ბითი სასჯელის სახით – 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ ა-–---------- შ-----–--ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 28 აპრილიდან.
ა-–---------- შ-----–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გაუქ-მებულია.
ნივთმტკიცება – 2018 წლის 28 აპრილს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღე-ბული პლასტმასის და მინის ნამსხვრევები, სარკე, თმისმაგვარი ღეროები, მარცხენა და მარჯვენა სავარძლებიდან აღებული მიკრონაწილაკები, ანაწმენდის ნიმუშები; საჭის, გა-დაცემათა კოლოფის თავის, წინა მარჯვენა და მარცხენა კარებების შიგა ზედაპირის ანაწ-მენდის ნიმუშები, აგრეთვე, ა-–---------- შ-----–--საგან ამოღებული სისხლის ნიმუში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ქალის 1 ცალი ფეხსაცმელი, „ნოკიას“ და „სამსუნგის“ ფირმის ორი ცალი მობილური ტელეფონი, რაც დალუქული სახით ინახება ვ--ის შს რაიონულ სამმართვე-ლოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მი-ღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – „ბმვ“-ს მარკის, სახ. ნომრის G-------- მქონე ავტომანქანა, დაუბრუნ-დეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – 2018 წლის 28 აპრილს, ექსპეტიდან ამოღებული აწ. გარდაცვლილ ნ----- ფ---–--ის ტანსაცმელი, კერძოდ, მომწვანო ფერის პერანგი, მოწითალო ფერის მაისური, მორუხო ფერის აზღუდი, მოშავო ფერის შარვალი და მოშავო ფერის ტრუსი, რაც დალუ-ქული სახით ინახება ვ--ის შს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებუ-ლის უფლებამონაცვლეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელა-ციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
maka gorgoZe