განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
330100115001077597
ინსტანცია
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100115001077597

საქმე №1/ბ 339-19

g ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნა-------------–-ს

ადვოკატის: ილ-----–--–-–---–-ს

მსჯავრდებულის: რი------–---ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ რი------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რი------–---ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ------–--------------------------------------------–--------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით , საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენით, რი------–---ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

რი------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

რი-------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, რი------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.

რი------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 26 ივლისიდან 2015 წლის 28 ივლისის ჩათვლით.

რი------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2015 წლის 23 ივლისის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ჭრ----–-------------–-------–-- რი------–--ემ ლი-------–-–---–ს აშკარად გასტაცა მისი კუთვნილი 1000 ლარად ღირებული K------------ მოდელის მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედებით ლი-------–-–---–ს მიადგა 1000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

მანვე, ჩაიდაინა ძარცვა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია(2015 წლის 25 ივლისის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში , თბილისში გ-------–---–--------------------------------------------------––-- რი------–--ემ ლი-------–-–---–ს ყელიდან ჩამოგლიჯა და აშკარად გასტაცა ოქროს ჯაჭვი მასზე ჩამოკიდებული ოქროს ჯვარით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედებით ლი-------–-–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი 1500 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, რი------–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (2015 წლის 23 ივლისის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ჭრ----–-------------–-------–-- რი------–--ემ ლი-------–-–---–ს აშკარად გასტაცა მისი კუთვნილი K------------ მოდელის მობილური ტელეფონი, რომლის ღირებულება სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგენს 50 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მანვე, ჩაიდაინა ძარცვა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია(2015 წლის 25 ივლისის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში გ-------–---–--------------------------------------------------––-- რი------–--ემ ლი-------–-–---–ს ყელიდან ჩამოგლიჯა და აშკარად გასტაცა ოქროს ჯაჭვი მასზე ჩამოკიდებული ოქროს ჯვარით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედებით ლი-------–-–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი 1500 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რი------–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2019 წლის 17 მაისს, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათ-----------–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულ რი------–---ს მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა დაზუსტებული მოთხოვნით იშუამდგომლა, რომ რი------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000(სამი ათასი)ლარის ოდენობით.

რი------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლისა და 6(ექვსი)თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 1(ერთი)წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი)წელი და 6(ექვსი)თვე თავისუფლების აღვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოოლოდ, მსჯავრდებულ რი------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლისა და 6(ექვსი)თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1(ერთი)წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა რი------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ილ-----–-–-–---–მა.

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს და აღიარებს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის ეთანხმება. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ რი------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ელსმენის შეტყობინების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თ-------------–---–-- ჩვენებით, ნი-----------–---–-ს ჩვენებით, ლი---------–-–---–-- ჩვენებით, მარ------------–---–-ს ჩვენებით, ლე-------–---–------ს ჩვენებით, მაკ----–-------–---–-ს ჩვენებით, ლი-------–-–---–ის ჩვენებით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ოქროს ჯვარით და ცეპით, კომპლექსური ტექნოლოგიურ-მასალათმცოდნეობითი და საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N-------- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულ რი------–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ ნათ-----------–სა და მსჯავრდებულ რი------–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. მსჯავრდებულ რი------–---ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

რი------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 23 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით

რი------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 25 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1(ერთი)წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი)წელი და 6(ექვსი)თვე;

4. მსჯავრდებულ რი------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 დეკემბრიდან, მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 26 ივლისიდან 2015 წლის 28 ივლისის ჩათვლით;

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ რი------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;

6.პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ რი------–---ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7.ნივთიერი მტკიცებულებები:

-ერთი ცალი ცეპი, ჯვარი და მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

-დისკები - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი