განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
010100117002222543
ინსტანცია
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100117002222543

საქმე №1/ბ-6-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - ლევან მურვანიძის

ადვოკატის - ნ---- დ------ის

მსჯავრდებულის - ა-–- ქ-----------ს

თარჯიმნის - ლ---- ბ-------ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის ა-–- ბექირის ძე ქ-----------ს მიმართ, დაბადებული: 1---------წ. თურქეთის მოქალაქე, საშუალო განათლება, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თურქეთის რესპუბლიკა, დ------–------–-----, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ბათუმი, შ--–----- ქ. N24, ბინა 64;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყევტილება:

 

1.1 გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა-–- ქ-----------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა-–- ქ-----------მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0, 05601 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. 2017 წლის 22 ნოემბერს, დილის საათებში, ა-–- ქ-----------ს დროებით საცხოვრებელ ბინაში (მისამართი: ქ. ბათუმი, შ--–----- ქ. N24, ბინა N64), ა-–- ქ-----------მ ზ---- ა–----ზე უკანონოდ გაასაღა (საზღაურის გარეშე) ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი.

 

1.2 გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა-–- ქ-----------მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა-–- ქ-----------მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0, 21586 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. 2017 წლის 22 ნოემბერს, ა-–- ქ-----------ს დროებით საცხოვრებელ ბინაში (მისამართი: ქ. ბათუმი, შ--–----- ქ. N24, ბინა N64), მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით ა-–- ქ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ა-–- ქ-----------ს სასჯელის სახით განესაზღვრა 06 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 22 ნოემბრიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებულ ა-–- ქ-----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ---- დ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით და ამ კვალიფიკაციით მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელი დარჩეს. დაცვის მხარის განმარტებით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარად გამოიკვეთა, რომ ა-–- ქ-----------ს ქმედებაში ადგილი არ ჰქონია ნარკოტიკის შეძენას, შენახვას და გასაღებას, არ არსებობს მტკიცებულება, სადაც ა-–- ქ----------- ზ---- ა–----ზე ასაღებდა ნარკოტიკს. მსჯავრდებულის განმარტებით, ზ---- ა–---- მივიდა მასთან სტუმრად, რა დროსაც გაირკვა, რომ ზ---- ა–----ს ნარკოტიკული ნივთიერების მოტანა უთხოვია ჰ-----ი ბ---------ათვის, რაც ა-–- ქ-----------სათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ა-–- ქ-----------მ ნებაყოფლობით წარმოადგინა მხოლოდ მასთან არსებული ნარკოტიკული ნივთიერება, რაც მას ჰქონდა და აღიარა, რომ არის მომხმარებელი.

 

პროკურორს დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ა-–- ქ-----------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ---- დ------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძეს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ა-–- ქ-----------ს მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-–- ქ-----------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

მოწმე მ------ ფ----------ის ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ მუშაობს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. სამსახურიდან გამომდინარე მისთვის ცნობილი იყო, რომ ზ---- ა–----, რომლის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებები, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და აცხადებდა, რომ ეს ნარკოტიკული საშუალებები შეძენილი ჰქონდა თურქი მოქალაქისაგან, ქ. ბათუმში შ--–----- ქუჩა N24, ბინა N64-ში დროებით მცხოვრები, ა-–- ქ-----------საგან. 2017 წლის 22 ნოემბერს, ზ---- ა–---- აპირებდა შეეძინა ნარკოტიკული საშუალება ა-–- ქ-----------სგან ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში. ზ---- ა–---- აღიჭურვა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით შეხვედრის აუდიო და ვიდეო ჩაწერის მიზნით. ზ---- ა–----სთვის მიცემული ინსტრუქციის მიხედვით, მას ნარკოტიკული საშუალებები უნდა შეეძინა და ამის შემდეგ ბინიდან გამოსვლის შესახებ მობილური ტელეფონით მისთვის ეცნობებინა, რის შემდეგ ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც აღნიშნული ბინის კართან ელოდებოდნენ, დაუყოვნებლივ უნდა შესულიყვნენ ა-–- ქ-----------ს საცხოვრებელ ბინაში, რათა მას ან მასთან მყოფ სხვა პირებს ვერ მოესწროთ ნივთმტკიცებების განადგურება. 2017 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე ზ---- ა–---- შევიდა ქ. ბათუმში, შ--–----- ქ. N24-ში მდებარე ა-–- ქ-----------ს დროებით საცხოვრებელ ბინა N64-ში. რამდენიმე წუთის შემდეგ დაურეკა მას და აცნობა ბინიდან გამოსვლის შესახებ, რაც ეცნობა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ზ---- ა–----ს გამოსვლის შემდეგ შევიდნენ ა-–- ქ-----------ს ბინაში.

 

საქმეში წარმოდგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს, ქ. ბათუმში, შ--–----- ქ. N24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ, ქუჩაში ზ---- ა–----სგან ამოღებული იქნა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მოყავისფრო ფერის ფხვნილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი - ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებელი, ჯ------ მ--–--ე, რომელმაც დაადასტურა ამოღების ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინა-–-სტიკური დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ, 2017 წლის 23 ნოემბერს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №ქ---- დასკვნის თანახმად, ზ---- ა–----სგან ამოღებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით - 3, 9447 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 0,05601 გრამი. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, ბ-----------------–---–--.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ, 2017 წლის 22 ნოემბერს გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის №9------ დასკვნის თანახმად, ა-–- ქ-----------ს დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, რ-------------–--–---

 

მოწმე ზ---- ა–----ს ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში თავის სახლთან ახლოს გაიცნო ა-–- ქ-----------, რომელთანაც ერთად მოიხმარა ნარკოტიკი - ,,ექსტაზი.’’ რადგან არის მეტადონის მომხმარებელი, მისი თხოვნის საფუძველზე, ა-–- 150 ლარად თითო აბი ,,სუბოქსინის“ შოვნას დაპირდა. აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა. მეორე დღეს მივიდა მასთან სახლში, სადაც ა-–-მ გადასცა 3 აბი. ასევე უთხრა, რომ შესაძლებელი იყო ,,სირეცის“ ჩამოტანა უცხოეთიდან და ამისათვის საჭირო იყო ფულის ნაწილი. 1143 ლირა იშოვა და ა-–-ს მიუტანა. შეთანხმდნენ, ნარკოტიკი, რომ ჩამოვიდოდა ა-–- დაურეკავდა და ეტყოდა, რომ სასწორი წამოეღო. იმ დღეს ა-–-დან კიდევ 4 აბი ,,სუბოქსინი" წამოიღო და წამოვიდა. გზაში დააკავეს პოლიცის თანამშრომლებმა. ნებაყოფლობით აღიარა ყველაფერი და გადაწყვიტა ეთანამშრომლა გამოძიებასთან. ერთ კვირაში, 22 ნოემბერს დაურეკა ქ-----------მ და უთხრა, რომ ჩამოვიდა ნარკოტიკი და წამოეღო სასწორი, რის გამოც წავიდა პოლიციაში და ნებაყოფლობით აღიჭურვა ვიდეო კამერით. პოლიციელებმა მიიყვანეს შ--–----- ქუჩაზე, ა-–- ქ-----------ს სახლთან. ავიდა მე-7 სართულზე, ქ-----------ს ბინაში. შევიდა საძინებელში, სადაც ქ-----------ს გარდა იყო მეორე კაცი, რომელსაც არ იცნობს. ა-–-ს მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი ცალკე ოთახში იყვნენ. ა-–- ეწეოდა ფოლგაში გახვეულ ,,სირეცს". პატარა მაგიდაზე დადებული იყო ცელოფნის პარკში შეხვეული ,,სირეცი“. ა-–-მ გადასცა ნარკოტიკი, წამოიღო და წამოვიდა. კარები, რომ გაიღო შემოვიდნენ სამმართველოს თანამშრომლები. ქვემოთ, რომ ჩამოვიდა, დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც გადასცა ნარკოტიკული საშუალება.

 

ზ---- ა–----ს მიერ ა-–- ქ-----------საგან ნარკოტიკების შეძენის ფაქტი ასახულია ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერში. აღნიშნული აუდიო-ვიდეო მასალა კრებსით ამონაწერთან ერთად გამოკვლეულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე. ვიდეო ჩანაწერის თანახმად, ა-–- ქ-----------ს დროებით საცხოვრებელ სახლში (ქ. ბათუმი, შ--–----- ქ. N24, ბინა N64) ყოფნისას, ა-–- ქ----------- ზ---- ა–----ს უდასტურებს, რომ ნარკოტიკთან დაკავშირებით ახდა მისი ოცნება და უხსნის, რომ ,,სირეცის“ მოწევაც შეიძლება და ყველაზე კარგი ნარკოტიკია - ,,ერთ რამეს გეტყვი. ეს ყველაზე უკეთესი ნარკოტიკია. ყველაზე კარგი“. შემდეგ ზ---- ა–----ს ეუბნება, რომ წაიღოს ნარკოტიკი - ,,წეიღე, და..’’, ხოლო წასვლისას ზ---- ა–----ს უხსნის, რომ ამ ნარკოტიკს ,,ლიმონმჟავა და წყა-–- უნდა’’, რაზეც ზ---- ა–---- პასუხობს, რომ იცის აღნიშნულის თაობაზე - ,,ვიცი, ვიცი. დავაი, ბიჭები. გლახათ ვარ, გლახათ. მტკივა’’. ა-–- ქ----------- ,,სირეცის“ გარდა ახსენებს სხვა ნარკოტიკებსაც, კერძოდ, ,,სუბოქსინს“ და ,,ექსტაზს“ და ამბობს, რომ ,,სუბოქსინი ზეგე“ იქნება, ხოლო ,,ექსტაზი ხუთი დღე უნდა’’.

 

მსჯავრდებულმა ა-–- ქ-----------მ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას ა-–- ქ-----------ს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების ბრალდებაში (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით) უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, რომ ზ---- ა–----მ მისთვის ნარკოტიკის მიტანა სთხოვა ჰ-----ი ბ---------ს და რომ ა-–- ქ-----------ს ზ---- ა–----ზე ნარკოტიკული საშუალება არ გაუსაღებია, აღნიშნული მოსაზრება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და არსებით წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, კერძოდ, პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს მოწმე ზ---- ა–----ს ჩვენებას, რომელიც ადასტურებს ნარკოტიკული საშუალების ა-–- ქ-----------საგან გადაცემას, ასევე მისი ჩვენებით დასტურდება, რომ ა-–- ქ-----------ს სახლში ამ უკანასკნელის გარდა სხვას, კერძოდ, მეორე პირს იგი საერთოდ არ იცნობდა. გარდა აღნიშნულისა, ა-–- ქ-----------ს მიერ ზ---- ა–----ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფარული-ვიდეო აუდიო ჩანაწერით, მოწმეების: მ. ფ----------ის, ჯ. მ--–--ის ჩვენებებით.

 

პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მტიცებულებები წარმოადგენს ურთიერთავსებად, დამაჯერებელ და შეთანხმებულ მტკიცებულებებს და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.

 

აქვე პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე, ეს ხერხებია: გაყიდვა, გაცვლა სხვა ნივთში და ა.შ. უკანონო გასაღება დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე, გადასცემს მას სხვას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულიად ეთანხმება გასაჩვრებული განაჩენის დებულებებს ა-–- ქ-----------ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-–- ქ-----------მ ზ---- ა–----ზე გაასაღა ის ნარკოტიკული საშუალება, რომლის კანონიერად შეძენის ნებართვა მას არ ჰქონდა, ხოლო უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას, სანამ გადასცემდა ზ---- ა–----ს, ინახავდა თავისივე საცხოვრებელ ბინაში. შესაბამისად, მსჯავრდებულ ა-–- ქ----------ეს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით და ამ ნაწილში განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

რაც შეეხება ა-–- ქ-----------ს მიმართ საქართელოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით შერაცხულ მსჯავრს, ამ ნაწილში განაჩენი დაცვის მხარის მიერ სადაოდ არ არის მიჩნეული; სააპელაციო პალატას აღნიშნული ბრალდება დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ა-–- ქ-----------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების: ჯ. ც-–--–--ის, ჯ. მ--–-----ის, ს. დ----ის ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის Nქ---- დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ა-–- ქ-----------ს მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა-–- ქ-----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- დ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენი ა-–- ქ-----------ს მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ა-–- ქ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 თვის ვადით.

 

ა-–- ქ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

ა-–- ქ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ა-–- ქ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად, ა-–- ქ-----------ს 05 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები ჩამოერთვას 15 წლის ვადით, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა-–- ქ-----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 ნოემბრიდან.

 

ნივთმტკიცებები - ზ---- ა–----ს პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოები, ზ---- ა–----ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ამსახველი ფოტოები, ა-–- ქ-----------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოები, ა-–- ქ-----------ს ბინის ჩხრეკის ამსახველი ფოტოები, ჰ-----ი ბ---------ს პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოები - ერთ ცალ დისკზე და ფარული აუდიო ვიდეო გადაღების ამსახველი აუდიო - ვიდეო ფაილი ჩაწერილი ერთ ცალ სიდი დიკზე დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

- ზ---- ა–----ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ზ---- ა–----სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ზ---- ა–----ს ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ა-–- ქ-----------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ჰ-----ი ბ---------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

- ა-–- ქ-----------ს ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე