განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-199-2019 წელი
№110100119002825596
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
11 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ-------- ა-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ნ-------- ა-----ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ს--------------------------–-----ში, მსჯავრდებულია ზესტაფო-ნის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პი-რობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, და-მატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლე-ბების შეზღუდვა და აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლება 02 (ორი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ნ-------- ა-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, სისტემა-ტური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი-ვილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათ-ვალისწინებული შედეგი
– სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს--------------–----–----------------–-----ში მცხოვრები ნ-------- ა-----ე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, 2018 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით, ალკოჰოლური სიმთვრა-ლის მდგომარეობაში ყოფნისას, სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა დედას - ს---–---- ა-----ეს, რამაც ს---–---- ა-----ის ტანჯვა გამოიწვია.
2018 წლის 23 დეკემბერს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ნ-------- ა-----ე, იმ მიზეზით, რომ დედა - ს---–---- ა-----ე, მისივე ჯანმრთელობის მდგომარე-ობიდან გამომდინარე, სთხოვდა ალკოჰოლური სასმელი არ მიეღო, ემუქრებოდა მას ცე-მით, რა დროსაც ს---–---- ა-----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ილია გელბახიანმა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ნ-------- ა-----ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ნ-------- ა-----ე არის ალკოჰოლზე დამოკიდებული. ალკოჰო-ლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კი ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას, რის გამოც არსე-ბობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მის მიერ დედის მიმართ ჩადენილ ქმედებას უფრო მძიმე და გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს.
საპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა ნ-------- ა-----ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივ-რებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ნ-------- ა-----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ-------- ა-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა, გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯე-ლის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლე-ნილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედე-ბის განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსუ-ლი ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე გაითვა-ლისწინა ის გარემოება, რომ ნ-------- ა-----ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგო-რიის დანაშაულები, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, არ არის ნასამარ-თლევი, დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩ-ნია, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ იგი არ არის კანონთან კონფლიქტში და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და ნ-------- ასანი-ძის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწინააღმ-დეგო შედეგის გათვალისწინებით ჩადენილი დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახით დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრე-ბული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი ნ-------- ა-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ნ-------- ა-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ნ-------- ა-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვე-თა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაე-თვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, ნ-------- ა-----ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირე-ბული უფლებების შეზღუდვა და აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლება 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ-------- ა-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, ნ-------- ა-----ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს იარაღთან დაკავში-რებული უფლებების შეზღუდვა და აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლება 02 (ორი) წლის ვადით;
სასჯელის (თავისუფლების აღკვეთის) აღსრულების შემთხვევაში ნ-------- ა-----ეს სას-ჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 23 დეკემბრიდან -
2018 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.
ნ-------- ა-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნ-დეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ-ში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ნ-------- ა-----ეს დაეკისროს მოვალეობა – პრობა-ციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძ-ველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდე-ბულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, რომე-ლიც ინახება ს------ის შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დაზიანებუ-ლი მაგიდის გადასაფარებელი, რომელიც ინახება ს------ის შს რაიონულ სამმართვე-ლოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღე-ბის შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili