განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.02.2018
საქმის ნომერი
330210017001798859
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001798859

საქმე №2ბ/5314-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

ხათუნა არევაძე

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - ნ--------------–--ე, ი-----–---------- (კანონიერი წარმომადგენელი ნ--------------–--ე), ა-–------------------- (კანონიერი წარმომადგენელი ნ--------------–--ე)

წარმომადგენელი - ა-----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ--–----------

წარმომადგენელი - მ--------------–----

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.07.2017წ. გადაწყვეტილება.

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.07.2017წ.წ. გადაწყვეტილებით:

1. ნ--–---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

2.ნ--------------–--ის, ა-–------------------ის და ი-----–---------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. თბილისში, თ-------------–---, IV მ/რ, მე-6 კორპუსში მდებარე ბინა №193, საკადასტრო კოდით 0---------------------- და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს ნ--–----------ს.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, თ-------------–---, IV მ/რ, მე-6 კორპუსში მდებარე ბინა №193, საკადასტრო კოდით 0----------------------, რეგისტრირებულია ნ--–---------ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 1998 წლის 15 სექტემბერს, დამოწმებული ნოტარიუს მ--------იძის მიერ რეესტრით N5----(ს/ფ. 13-14);

 

დადგენილია, რომ ქ. თბილისში, თ--------------–---, IV მ/რ, მე-6 კორპუსში მდებარე №193 ბინას, საკადასტრო კოდით 0----------------------, ფლობენ ნ--------------–--ე, ა-–------------------- (დაბ. 11.03.2008) და ი-----–---------- (დაბ. 17.04.2015). ა-–------------------- და ი-----–---------- არიან ნ--------------–--ის და შ------------ძის შვილები.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ ნ--------------–--ე ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა შ------------ძესთან 2007 წლიდან 2017 წლამდე. მოსარჩელე ნ--–----------- არის შ------------ძის დედა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, თ-------------–---, IV მ/რ, მე-6 კორპუსში მდებარე ბინა №193, საკადასტრო კოდით 0----------------------, რეგისტრირებულია ნ--–---------ის საკუთრებად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მოპასუხე განმარტავს, რომ მართლზომიერად ფლობს სადავო ბინას, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება, ასევე, რაც შეხება მოპასუხის მითითებას ბებიის საალიმენტო მოვალეობებზე, სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლი განსაზღვრავს პაპისა და ბებიის მოვალეობას არჩინონ თავიანთი არასრუწლოვანი შვილიშვილები იმ შემთხვევაში, თუ ისინი დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი მშობლებისგან, რა გარემოებაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

 

მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ასევე, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. გამომდინარე აღნიშნულიდან, ნ--–---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ნ--------------–--ის, ა-–------------------ისა და ი-----–---------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას ქ. თბილისში, თ-------------–---, IV მ/რ, მე-6 კორპუსში მდებარე ბინა №193, საკადასტრო კოდით 0---------------------- და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრე ნ--–----------ს.

 

მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის

,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუთითა მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელეს არ ააქვს დაასაბუთებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობა, რის გამოც შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გადაწყვეტილების მე-3 გვერდზე, 6.1. და 6.2 მუხლებში მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებზე, რა დროსაც განმარტა მესაკუთრის უფლებები და მიუთითა იმ წინაპირობებზე, რაც უნდა არსებობდეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის, თუმცა მოსამართლის მიერ არ იქნა გამოყენებული „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მოთხოვნები, ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცენდენტული გადაწყვეტილებები და საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა. მოცემულ საქმეზე დადგენილია იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომ დავის ერთ მხარეზე არსებობს მოსარჩელის საკუთრების დაცვის ლეგიტიმური ინტერესი (საქართველოს სსკ-ის 170-172-ე მუხლების, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით), ხოლო ამ უფლების საპირწონედ, წარმოდგენილია მოსარჩელის- მესაკუთრის არასრულწლოვანი და მცირეწლოვანი შვილიშვილების მწვავე საჭიროება საცხოვრებელ ბინაზე (თავშესაფარზე), სადაც ისინი შეძლებენ ოჯახურ გარემოში - დედასთან ერთად ცხოვრებასა და გაზრდას.

 

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანთან და მცირეწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები, მოზარდის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სიკეთით, რომელიც ბავშვს მისცემს ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტით, ამავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველ პუნქტით, კონვენცია წევრი ქვეყნებისათვის სამი განსხვავებული სახის ვალდებულებას ადგენს: 1. თუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს სხვადასხვა ინტერესები უპირისპირდება, ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, რომ გარანტირებულად და უპირატესად მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და გათვალისწინებულ იქნეს; 2. თუ სამართლებრივ ნორმას ერთზე მეტი განმარტება შეიძლება მიეცეს, არჩეულ უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე ეფექტურად ემსახურება (განმარტების ფარგლებს გვთავაზობს ის უფლებები, რომლებიც კონვენციაში და დამატებით ოქმებშია მოცემული); 3. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს ბავშვის ინტერესებზე ამ გადაწყვეტილების შესაძლო ზეგავლენის შედეგები (დადებითი თუ უარყოფითი) და გადაწყვეტილებაში პირდაპირ უნდა აისახოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უპირატესად შეფასდა და მხედველობაში იქნა მიღებული. „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ კონცეფცია მიზნად ისახავს კონვენციის მიერ აღიარებული ყველა უფლებით სრულ და ეფექტურ სარგებლობას და ბავშვის კომპლექსურ განვითარებას. ზრდასრულების განსჯა „ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა“, კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის ყველა უფლების პატივისცემას ვერ უკუაგდებს. არ არსებობს კონვენციაში გათვალისწინებული უფლებების იერარქია. ყველა უფლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის და არცერთი უფლების უარყოფა არ შეიძლება „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ ნეგატიური განმარტებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ შესაგებელში მითითებული იყო აღნიშნული გარემოებების შესახებ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ისინი და მათ საერთოთ არ მისცა სამართლებრივი შეფასება.

 

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მოსარჩელე არამართლზომიერად იყენებს მესაკუთრის უფლებებს, მოსარჩელე, რომელიც არის ბავშვების ბებია, მისი ზნეობრივი მოვალეობაა იზრუნოს არასრულწლოვან და მცირეწლოვან შვილიშვილებზე. მოცემულ შემთხვევაში არ არის მხოლოდ მესაკუთრესა და უძრავი ქონების მფლობელებს შორის ურთიერთობა, არამედ იგი მოიცავს ასევე ბებიისა და შვილიშვილების ურთიერთობასაც. იმ პირობებში, როდესაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება მესაკუთრის უპირატესი ინტერესი მოპასუხეების ინტერესთან მიმართებით (იგი უთითებს მხოლოდ ერთ გარემოებაზე, რომ არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი), უნდა მივიჩნიოთ, რომ მოსარჩელე არამართლზომიერად იყენებს მესაკუთრის უფლებებს და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებლად უნდა შეფასდეს. მოსარჩელე ასევე ცდილობდა წარმოეჩინა, რომ მოპასუხე ნ--------------–--ე და მისი ოჯახის წევრები აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა აღნიშნული არ იქნა დადასტურებული, რასაც ამტკიცებს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოსარჩელე წლებია ნებყოფლობით ცხოვრობს ყოფილი მეუღლის სახლში, სადაც გადასვლას არავინ აიძულებდა. მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა სასამართლოში აღნიშნული გარემოება. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მოწმის მოყვანაც ვერ შეძლო სასამართლოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსარჩელის მიმართ არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ არ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი გარემოება იმის შესახებ,რომ მოსარჩელებს სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ, რის გამოც ნ--------------–--ე თავის მცირეწლოვან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად ფაქტიურად რჩება ქუჩაში. მოსარჩელეს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს გააჩნია საკუთრებაში სხვა საცხოვრებელი ფართი, სასამართლოში არ წარუდგენია. ამდენად, მოსარჩელეს უფრო მეტი მტკიცების ვალდებულება აქვს თავისი სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში ვიდრე სხვა, მესამე პირების წინააღმდეგ არსებულ სარჩელზე.

 

მოსამართლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული მოცემულ დავებთან დაკავშირებით საქართველოში დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა. ამ მხრივ საგულისხმოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, №ას-454-426-2017 საქმეზე, 2017 წლის 05 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილება.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი და გადაწყვეტილების 6.5 ნაწილში განმარტა, რომ საკუთრება და მემკვიდრეობას უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. თუმცა არ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მართალია საკუთრების უფლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ის არ არის აბსოლუტური.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის აღნიშნა, რომ არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, მათი საუკეთესო ინტერესები არის უპირატესი. გარემოებათა სადავოობის შემთხვევაში, სწორედ ბავშვის ინტერესებს ენიჭება უდავო მტკიცებულებითი ძალა. ამ მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აპელირებს "ბავშვის უფლებათა კონვენციის” დებულებებზე და განმარტავს, რომ ბავშვს უფლება აქვს, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და მხედველობაში იქნეს მიღებული როგორც უპირატესი ღირებულება ყველა მოქმედებასა და გადაწყვეტილებაში, რაც უკავშირდება მას, ორივე - საჯარო და კერძო სფეროში და ეს პრინციპი ამ კონვენციის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე მესაკუთრის-ნ--–---------ის უფლება უნდა დროებით შეიზღუდოს სწორედ ამ უკანაკსკნელის -არასრულწლოვანი და მცირეწლოვანი შვილიშვილების ინტერესების გათვალისწინებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ;

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, თ-------------–---, IV მ/რ, მე-6 კორპუსში მდებარე ბინა №193, საკადასტრო კოდით 0----------------------, რეგისტრირებულია ნ--–---------ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 1998 წლის 15 სექტემბერს, დამოწმებული ნოტარიუს მ--------იძის მიერ რეესტრით N5----(ს/ფ. 13-14);

 

დადგენილია, რომ ქ. თბილისში, თ--------------–---, IV მ/რ, მე-6 კორპუსში მდებარე №193 ბინას, საკადასტრო კოდით 0----------------------, ფლობენ ნ--------------–--ე, ა-–------------------- (დაბ. 11.03.2008) და ი-----–---------- (დაბ. 17.04.2015). ა-–------------------- და ი-----–---------- არიან ნ--------------–--ის და შ------------ძის შვილები.

 

მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ ნ--------------–--ე ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა შ------------ძესთან 2007 წლიდან 2017 წლამდე. მოსარჩელე ნ--–----------- არის შ------------ძის დედა.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და დასკვნებს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, თ-------------–---, IV მ/რ, მე-6 კორპუსში მდებარე ბინა №193, საკადასტრო კოდით 0----------------------, რეგისტრირებულია ნ--–---------ის საკუთრებად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მოპასუხე განმარტავს, რომ მართლზომიერად ფლობს სადავო ბინას, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება, ასევე, რაც შეხება მოპასუხის მითითებას ბებიის საალიმენტო მოვალეობებზე, სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლი განსაზღვრავს პაპისა და ბებიის მოვალეობას არჩინონ თავიანთი არასრუწლოვანი შვილიშვილები იმ შემთხვევაში, თუ ისინი დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი მშობლებისგან, რა გარემოებაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

 

მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ასევე, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია გარემოებები იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვან ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასა და შვილების მიმართ საალიმენტო ვალდებულებების დადგენის თაობაზე დავა არასრულწლოვანი ბავშვების მშობლების ნ--------------–--ესა და შ------------ძეს შორის მოწესრიგებლია ურთიერთშეთანხმებით (მორიგებით). აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი მოცემულობით არასრულწლოვანი შვილების მოვლა-პატრონობას, მათზე ზრუნვას ახორციელებენ მათი მშობლები, ნ--------------–--ე და შ------------ძე, რაც კიდეც წარმოადგენს მათთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, მათ შორის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის კუთხით.

 

რაც შეეხება ბავშვების ბებიის, მოსარჩელე ნ--–---------ის ინტერესებს, პალატა მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება (შესაგებელი, ს/ფ 64-66) აპელანტი არასრულწლოვან შვილებთან ერთად ოჯახის შექმნის დღიდან, 2007 წლიდან ფლობს და სარგებლობს ნ--–---------ის საკუთრებაში არსებული ბინით, იმ პირობებში, როდესაც ნ--–---------ის მითითებით, თავად ნ--–----------, მესაკუთრე ცხოვრობს სხვა მისამართზე და ვერ სარგებლობს კუთვნილი უძრავი ქონებით. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ დავაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში შეფასებით არ არსებობს არასრულწლოვნების უფლებების საზიანოდ ნ--–---------ის სარჩელის მოთხოვნის, როგორც მესაკუთრის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებად მიჩნევის საფუძველი.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ--------------–--ის, ა-–------------------ის და ი-----–---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.07.2017წ. გადაწყვეტილება;

3.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

4.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

 

ხათუნა არევაძე