განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
050100118002392507
ინსტანცია
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002392507

საქმე №1/ბ-731-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ შოთა ჩხაიძის

ადვოკატის _ მ----- ფ-----------ს

მსჯავრდებულის _ გ----- ქ-----ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ----- ქ-----ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ფ-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ----- ქ-----ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 0--------–- ოზურგეთში, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მისამართზე: ოზურგეთი, ა-------–ი, მ-–--------ს ქუჩა №-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ” ქვეპუნქტით, 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

1.1.ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ----- ქ-----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

1.1.1.ოჯახური დანაშაული _ ძალადობა, კერძოდ, სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ” ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1995 წელს გ----- ქ-----მ ცოლად შეირთო ნ---- ო---–----ა, რომელთანაც 2011 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. იგი მეუღლესთან, შვილებთან მ------ და ლ---- ქ------თან და სიდედრთან, დ-–-- ლ---------–---თან ერთად ცხოვრობდა ქ.ოზურგეთში, მ-–--------ს ქუჩა №--ში. 2014-2016 წლებში, გ----- ქ----- ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, საცხოვრებელ სახლში, არასრუწლოვანი შვილების _ მ------ და ლ---- ქ------ის თანდასწრებით, უმიზეზოდ სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე, ნ---- ო---–----აზე, კერძოდ, ცემდა ხელებით სახის არეში, აგრეთვე წვდებოდა თმებში და ათრევდა მას. გ----- ქ-----ს მხრიდან სისტემატურად განხორციელებული ცემისა და სხვაგვარი ძალადობის შედეგად ნ---- ო---–----ამ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

 

1.1.2.ოჯახში ძალადობა, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი და მეტი პირის მიმართ, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1995 წელს გ----- ქ-----მ ცოლად შეირთო ნ---- ო---–----ა, რომელთანაც 2011 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. იგი მეუღლესთან, შვილებთან მ------ და ლ---- ქ------თან და სიდედრთან, დ-–-- ლ---------–---თან ერთად ცხოვრობდა ქ.ოზურგეთში, მ-–--------ს ქუჩა №--ში. 2014-2016 წლებში, გ----- ქ----- ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, საცხოვრებელ სახლში, უმიზეზოდ, ოჯახში სიტემატურად ძალადობდა როგორც არასრულწლოვან შვილებზე, მ------ და ლ---- ქ------ზე, აგრეთვე მათი თანდასწრებით მეუღლეზე, ნ---- ო---–----აზე და სიდედრზე, დ-–-- ლ---------–---ზე, კერძოდ, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მათ, რითაც აყენებდა სულიერ ტანჯვას არასრულწლოვან შვილებს _ მ------ და ლ---- ქ------ს, მეუღლეს _ ნ---- ო---–----ას და სიდედრს _ დ-–-- ლ---------–---ს. 2018 წლის იანვრის თვიდან, მას შემდეგ, რაც გ----- ქ----- მეუღლესთან, ნ---- ო---–----ასთან ერთად დაბრუნდა თურქეთის რესპუბლიკიდან, კვლავ დაიწყო ალკოჰოლური სასმელის მიღება და უმიზეზოდ მეუღლისა და სიდედრის სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რითაც სულიერ ტანჯვას აყენებდა მათ. 2018 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ----- ქ-----მ ისევ იძალადა მეუღლეზე და მასთან ოჯახში მცხოვრებ სიდედრზე, დ-–-- ლ---------–---ზე, კერძოდ, დაამცირა და შეურაცხყო ისინი, ამასთან, დააზიანა საცხოვრებელ სახლში არსებული ჭურჭელი. გ----- ქ-----ს მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად ნ---- ო---–----ამ და დ-–-- ლ---------–---მა განიცადეს სულიერი ტანჯვა.

 

1.1.3.ოჯახური დანაშაული, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ----- ქ-----მ, განაწყენებულმა იმით, რომ ქ.ოზურგეთში, მ-–--------ს ქუჩა №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი ჩაკეტილი დახვდა, შეურაცხყო და დაამცირა როგორც მეუღლე ნ---- ო---–----ა, აგრეთვე, მასთან ოჯახში მცხოვრები სიდედრი დ-–-- ლ---------–---ი, რის შემდეგაც დააზიანა საცხოვრებელ სახლში არსებული ჭურჭელი და სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ნ---- ო---–----ას და დ-–-- ლ---------–---ს, რომლებსაც გ----- ქ-----ს მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც ნ---- ო---–----ა დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და ითხოვა პოლიციის დახმარება.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით:

 

გ----- ქ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ” ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ----- ქ-----ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ----- ქ-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 თებერვლიდან.

 

გ----- ქ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

ნივთიერთი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „ვესტელის” ფირმის ტელევიზორი, რომელიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ---- ო---–----ას.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----- ფ-----------მ, რომლებმაც ითხოვეს გ----- ქ-----სთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების მოხსნა, როგორც ზედმეტად წარდგენილის, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების მოხსნა და მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირება, შემდეგი საფუძვლით:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით გ----- ქ-----ს ქმედება არასწორადაა დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ” ქვეპუნქტით და მისი ქმედება ამ ეპიზოდში უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი და მეტი პირის მიმართ, ვინაიდან, გ----- ქ-----ს მხრიდან არც ნ---- ო---–----ას და არც შვილების მიმართ არასდროს ჰქონია ადგილი ფიზიკურ ძალდობას. რაც შეეხება შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტებს, ის აღნიშნულს არ უარყოფს, ამის გამო სასამართლო სხდომაზე ბოდიშიც მოუხადა თავისი ოჯახის წევრებს და აღუთქვა მათ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება. გ----- ქ-----ს ასევე ზედმეტად აქვს წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან, როდესაც იგი 2018 წლის 25 თებერვალს, მამის ორმოციდან დაბრუნდა სახლში, კარები აჭედილი დახვდა და შინ არც მეუღლე იმყოფებოდა და არც სიდედრი, შესაბამისად, გ----- ქ----- არათუ არ დამუქრებია მათ, არამედ საერთოდ არც უნახავს ისინი სახლში და არც არაფერი დაუმტვრევია.

 

სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ დაზარალებულ ნ---- ო---–----ას ჩვენება, რომელშიც საუბარია სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ფაქტებზე და რომლის იდენტურია დანარჩენი დაზარალებულების ჩვენებები, შურისძიების და ანგარიშსწორების მოტივითაა განპირობებული, ხოლო რაიმე სხვა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა გ----- ქ-----ს მიერ ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, საქმეში არ მოიპოვება. საქმის მასალებით დადგენილია მხოლოდ ის გარემოება, რომ გ----- ქ----- სისტემატურად შეურაცხყოფდა მეუღლეს, ნ---- ო---–----ას და ოჯახის სხვა წევრებს.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ----- ქ-----მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----- ფ-----------მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა შოთა ჩხაიძემ ითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ----- ქ-----ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ფ-----------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

უპირველეს ყოვლისა, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ იგი არ აფასებს გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებას გ----- ქ-----ს მსჯავრდების შესახებ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდში, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი და მეტი პირის მიმართ, ვინაიდან, ასეთი მოთხოვნით დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოსთვის არ მოუმართავს.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გ----- ქ-----ს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ” ქვეპუნქტით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რადგან აღნიშნული პოზიცია არის უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ----- ქ-----ს მიმართ გამოტანილ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ:

 

დაზარალებულ ნ---- ო---–----ას ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 1995 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ----- ქ-----სთან. ეს უკანასკნელი მას სისტემატურად ცემდა და აიძულებდა მუშაობას, კერძოდ, ორსულობის დროს აიძულა ამოეთხარა ჭა. გ----- ქ-----მ ასევე მოსთხოვა ორალური სქესობრივი კავშირი, რაზეც უარის მიღების შემდგომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და შეაგდო კარადაში. 2013 წლიდან გ----- ქ----- სისტემატურად აშიმშილებდა, რის გამოც დაიწყო ფიზიკური სამუშაოების შესრულება, ბარავდა მიწის ნაკვეთებს და ამ გზით გამოიმუშავებდა ფულს. მეუღლე კი სახლში მთვრალი მიდიოდა, ურტყამდა და აიძულებდა მთელი ღამე ფეხზე მდგარიყო. არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ცემის ერთ-ერთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, როდესაც გ-----მ მეზობლის ორმოცზე მიიღო ალკოჰოლური სასმელი, კარები გატეხა და სცემა, რა დროსაც დიდი ტკივილი განიცადა, ბავშვებს კი შეეშინდათ. გ----- ქ----- ყოველდღე მთვრალი იყო და სასმელი მუდამ ჯიბით დაჰქონდა. იგი ცდილობდა დახმარებოდა მას, რათა გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან და მეზობლის დახმარებით, მისთვის ალკოჰოლის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას გეგმავდა, თუმცა აცრამდე გ-----მ სცემა ის და დედამისი დ-–-- ლ---------–---ი და ბავშვებთან ერთად გამოყარა სახლიდან. 2013 წელს გ----- ქ-----ს არაერთხელ ჰქონდა მცდელობა, დანით მიეყენებინა მისთვის დაზიანებები და ემუქრებოდა. ამიტომ მეზობლის რჩევით გადაწყვიტა, რომ მთვრალი მეუღლის სახლში მისვლის დროს დამალულიყო, რათა არ გაეღიზიანებინა იგი, თუმცა აღნიშნულმა გ----- უფრო გააბრაზა, გააღვიძა მძინარე ბავშვები და სიდედრი, რომლებიც გაიყვანა გარეთ, თან წაიღო ხმალი და დაიმუქრა, რომ თუ არ გამოვიდოდა სამალავიდან, თავებს მოჭრიდა შვილებს და სიდედრს. სამალავიდან გამოსვლის შემდეგ გ----- ქ-----მ დაუწყო ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. აღნიშნულ დღეს იძულებული გახდა დედასთან _ დ-–-- ლ---------–---თან ერთად გაქცეულიყო სახლიდან. დედამისმა ვერ შეძლო სირბილი და გ----- ქ----- ეწეოდა მას, რის გამოც დაბრუნდა მასთან დასახმარებლად, თუმცა გ----- დაეწია და კვლავ დაუწყო ცემა. შვილებთან ერთად სახლიდან გაქცევის შემდეგ ისინი შეიფარა ბავშვების მასწავლებელმა ი----- მ----–------მ და გარკვეული დრო მასთან ცხოვრობდნენ. ამჟამად ცხოვრობს ოზურგეთში, მ-–--------ს ქუჩა №--ში მდებარე ბინაში. აღნიშნულ ბინაში გ----- ქ-----ს მიჰყავდა თავისი ალკოჰოლზე დამოკიდებული მეგობრები _ ა------ ა-----------ი და ტ------– მ---–---ა, რომლებთან ერთადაც იგი სვამდა ალკოჰოლს, შემდეგ კი იწყებდა მის ცემას. როცა მისი ცემით გულს იჯერებდა, დააგდებდა დივანზე, მიიყვანდა თავის მეგობრებს და იწყებდნენ მის განსჯას, თუ როგორი ქალი იყო. ამის შემდეგ კი აგრძელებდნენ ალკოჰოლის სმას. მამის ასეთ საქციელს ხედავდნენ ბავშვები, რომლებიც ძალიან განიცდიდნენ და ტიროდნენ. გ----- ქ-----ს არ უყვარდა შვილები და ცუდად ექცეოდა მათ. იგი ხშირად აგინებდა ლ---- ქ-----ს, ეძახდა არაკაცს და ქალუსიას, რასაც ბავშვი ძალიან განიცდიდა.

 

ნ---- ო---–----ამ განმარტა, რომ 2014 წლიდან მან დაიწყო ბიბლიის კითხვა, რაც ძალას აძლევდა, რამდენიმე საათი იდგა მუხლებზე და ლოცულობდა. გ----- ქ-----, აცლიდა ლოცვას, ხოლო ლოცვის დასრულების შემდეგ ცემდა. არაერთი დღე გაათენა ლოცვაში, გ----- ქ-----ს მხრიდან ცემა რომ აერიდებინა თავიდან. გ----- ქ----- ასევე დამამცირებლად ეპყრობოდა სიდედრს, დ-–-- ლ---------–---ს. კერძოდ, მიმართავდა მას სიტყვებით: „ადექი სიდედრი, დაჯექი სიდედრი” და დედამისიც იძულებული იყო ყოველ დაძახებაზე შეესრულებინა ეს მოთხოვნა, რადგან ეშინოდა მისი. გ----- ქ----- უკმაყოფილებას გამოთქვამდა სიდედრის მიმართ და ამბობდა, რომ დ-–-- ლ---------–---ი ბევრს ჭამდა. იგი მოითხოვდა მისგან, რომ დედამისის თვალწინ დაემყარებინათ სქესობრივი კავშირი, რადგან დ-–-- ლ---------–---ი მაინც ვერ დაინახავდა მათ. შვილები _ მ------ და ლ---- ქ------ი ეუბნებოდნენ, რომ დაუსრულებელმა ჩხუბებმა და მათ მიმართ გინებამ ჭკუიდან შეშალათ და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებოდნენ. ლ----ი შველას და დახმარებას თხოვდა, რადგან აღარ შეეძლო მამამისის მხრიდან ამდენი ძალადობის მოთმენა. 12 წლის იყო ლ----ი, როდესაც მას გამოესარჩლა, მაგრამ გ----- ქ----- კისერში წვდა ბავშვს ხელით და კინაღამ კისერი ამოუღო, რის გამოც იგი შარფით დადიოდა სკოლაში, რათა თანაკლასელებს და მასწავლებლებს არ დაენახათ დაზიანება. 2015 წელს, როდესაც შვილები სტუდენტები გახდნენ და ქ.თბილისში მიემგზავრებოდნენ, განიცდიდნენ მის დარჩენას სახლში, რადგან მშველელი არავინ ეყოლებოდა.

 

ნ---- ო---–----ას ჩვენებით, ის და გ----- ქ----- თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ სამუშაოდ, საიდანაც 2018 წლის იანვარში დაბრუნდნენ გ-----ს მამის გარდაცვალების გამო. გ----- ორი დღის განმავლობაში არ სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და აქებდა მეუღლეს, ორი დღის შემდეგ კი დათვრა და ისევ დაუწყო უმიზეზოდ ცემა. იგი ყოველდღე აყენებდა მას და დედამისს, დ-–-- ლ---------–---ს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც ისინი განიცდიდნენ სულიერ ტანჯვას. 2018 წლის 25 თებერვალს, შინ მთვრალ მდგომარეობაში დაბრუნებულმა მეუღლემ კვლავ დაუწყო ჩხუბი. მან სამჯერ გატეხა სახლის კარები და სახლში დააზიანა ნივთები, ამბობდა, რომ პოლიციის არ ეშინოდა და დაამტვრევდა ყველაფერს. აღნიშნულის გამო იგი იძულებული გახდა დედასთან ერთად გაქცეულიყო სახლიდან. გ----- ქ----- კი გამოეკიდათ და ეძახდათ, რომ აჩეხავდა და აკუწავდა, რა დროსაც გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების შიში. ამის გამოც დარეკა პოლიციაში და ითხოვა დახმარება.

 

დაზარალებულ მ------ ქ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მამამისი გ----- ქ----- მას და მის ძმას _ ლ---- ქ-----ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ისინი სულიერ ტანჯვას განიცდიდნენ. მამას მისთვის ხელი არასდროს დაურტყამს, თუმცა აგინებდა დედის მისამართით და ამის გამო სკოლაში დათრგუნული დადიოდა. მეგობრები ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდნენ, დასცინოდნენ და უჭირდა მათთან ურთიერთობა. ოჯახის წევრებს შორის ყველაზე ძლიერად ის იტანდა მამის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას, ხოლო მისი ძმა, ლ----ი ძალიან განიცდიდა მამის მიერ მიყენებულ შეურაცხყოფას, რომელიც მას არაკაცს უწოდებდა და დედის მისამართით აგინებდა. 2014 წელს მამამ ის და მისი ოჯახის წევრები სახლიდან გაყარა და თან გინებით მიჰყვებოდათ უკან. გ----- ქ-----ს მხრიდან გინებას ადგილი ჰქონდა ყოველდღიურად, როდესაც იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ხშირად შესწრებია მის მიერ დედის, ნ---- ო---–----ას მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ასევე შეესწრო დედის მიმართ სექსუალურ ძალადობას, რაც ძლიერ განიცადა და სახლიდან გაიქცა. ლ---- ო---–----ამ ვეღარ აიტანა დედის მიმართ ძალადობა და წინააღმდეგობა გაუწია მამას, რომელიც მას ფიზიკურად გაუსწორდა, რასაც თავად შეესწრო. გ----- ქ-----ს მხრიდან ძალადობის ფაქტებს ადგილი ჰქონდა 2013-2016 წლებში, ვიდრე იგი საზღვარგარეთ გაემგზავრებოდა. დაზარალებულ მ------ ქ-----ს განმარტებით, მთელი ბავშვობა უყურებდა დედის ცრემლებს, რაც ძლიერ თრგუნავდა. გ----- ქ-----მ არაერთხელ გამოყარათ სახლიდან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ისინი კლასის დამრიგებელმა ი----- მ----–------მ შეიფარა. ასევე გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ დედამისის მეგობარ მ----ა რ-----სთანაც. გ----- ქ-----ს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ასევე ბებიამისთან, დ-–-- ლ---------–---თან და ხშირად ეჩხუბებოდა მას. მისივე განმარტებით, ამჟამად იგი ეუფლება ფსიქოლოგის პროფესიას, რადგან მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო დიდი ტრამვა აქვს მიღებული და დღემდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

 

დაზარალებულ ლ---- ქ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მამამისი გ----- ქ----- არის ალკოჰოლზე დამოკიდებული პირი, რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებდა მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას. მამის ქცევის გამო დაღამების ეშინოდა, რადგან როცა იგი სახლში ბრუნდებოდა, იწყებდა ძალადობას და ატერორებდა მათ. ოჯახში არსებული ძალადობის გამო ჩამოყალიბდა ასოციალურ ადამიანად და ძალიან უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. როდესაც მამა იწყებდა დედაზე ძალადობას, ყველანი სახლში იყვნენ და ძალადობის გამო გარბოდნენ სახლიდან. დედა ასრულებდა ყველა სახის ფიზიკურ სამუშაოს, თხრიდა ჭას და ფეხების დალურჯებამდე კრეფდა ჩაის, თუმცა მამას მაინც არ მოსწონდა და სულ ეჩხუბებოდა. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის წევრები ისხდნენ დივანზე და მამამ უმიზეზოდ, ხელუკუღმა დაარტყა დედას ხელი, რის შედეგადაც ნ---- ო---–----ამ გონება დაკარგა. როცა დედის დაცვა დააპირა, მამამ ძლიერად მოუჭირა ხელი კისერში და დაზიანება მიაყენა, რის გამოც სკოლაში შარფით დადიოდა, რადგან მიყენებული დაზიანება არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია. გ----- ქ----- არასრულწლოვანი შვილების _ მისი და მისი დის თვალწინ ახორციელებდა ნ---- ო---–----ას მიმართ ფიზიკურ ძალადობას. იგი აიძულებდა ოჯახის წევრებს, სახლიდან წასულიყვნენ. როდესაც დედასთან და დასთან ერთად სახლიდან გარბოდა, მამა მისდევდათ და აგინებდათ. მთელ დასახლებას ესმოდა მათი განწირული კივილის ხმა, თუმცა არავინ ეხმარებოდათ. სახლიდან ერთ-ერთი მორიგი გამოყრის დროს ისინი კლასის დამრიგებელმა, ი----- მ----–------მ შეიფარა. ერთი პერიოდი ასევე თავს აფარებდნენ დედის მეგობარ მ----ა რ-----სთან. დაზარალებულ ლ---- ქ-----ს განმარტებით, მას დედა მხოლოდ ატირებული ახსოვს, რადგან საშინელ მდგომარეობაში უწევდა ცხოვრება. ისეთი სიმთვრალე, როგორიც მამამისს ჰქონდა, იშვიათია, რადგან ერთი ჭიქა ალკოჰოლიც კი ძალიან ათრობდა და დედას აკუწვით ემუქრებოდა. გ----- ქ----- ასევე ძალადობდა ბებიამისზე, დ-–-- ლ---------–---ზე, რომელსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. იგი გ-----ს ბრძანებაზე დგებოდა და ჯდებოდა. დ-–-- ლ---------–---ი განიცდიდა ასეთ მოპყრობას და ტიროდა. ოჯახში ძალადობის დროს გ----- ქ----- ასევე იწყებდა ნივთების სროლას და მტვრევას. მისი თანდასწრებით გ----- ქ-----მ შეშის ნაჭერი ესროლა დედამისს, რომელიც ტელევიზორს მოხვდა. ასევე იყო შემთხვევა, როცა მან ნაჯახი აიღო და სახლის კედლის ჩამოთლა დაიწყო. მამის მხრიდან მომდინარე ძალადობის გამო მისმა დამ, მ------ ქ-----მ ერთხელ ქვა აიღო და თავის თავში ჩარტყმას აპირებდა, რისი საშუალებაც მან არ მისცა.

 

მოწმე დ-–-- ლ---------–---ის გამოკითხვის ოქმებით (რომლებიც სსსკ 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე), დადგენილია, რომ გ----- ქ----- მისი შვილის, ნ---- ო---–----ას მეუღლეა. იგი თითქმის სულ მთვრალი იყო და წლების განმავლობაში მას და მის შვილს, ნ---- ო---–----ას, ასევე შვილიშვილებს _ ლ---- და მ------ ქ------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც განიცდიდნენ სულიერ ტანჯვას. 2014-2016 წლებში, როდესაც ლ---- და მ------ ქ------ი არასრულწლოვნები იყვნენ, გ----- ქ----- ფსიქოლოგიურად ძალადობდა მათზე. პირადად მისთვის გ-----ს ხელი არასდროს დაურტყამს და რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, იგი წლების განმავლობაში, ხშირად ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას მეუღლის _ ნ---- ო---–----ას მიმართ. 2018 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ----- ქ----- მთვრალი მივიდა სახლში, რა დროსაც ძალით შეამტვრია სახლის კარები, დაიწყო მისთვის და ნ---- ო---–----ასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, დაამტვრია სახლში არსებული ჭურჭელი, რის გამოც ის და მისი შვილი სასწრაფოდ გავიდნენ სახლიდან გარეთ, რის შემდეგაც მისმა შვილმა, ნ---- ო---–----ამ დარეკა 112-ზე და ითხოვა პოლიციის დახმარება, ვინაიდან, ჩხუბის დროს გ----- ქ----- აკუწვით და დაჩეხვით ემუქრებოდა მათ და არსებობდა მისი მხრიდან მათზე ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე.

 

მოწმე ი----- მ----–------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის იყო ნ---- ო---–----ას შვილლების _ მ------ და ლ---- ქ------ის კლასის დამრიგებელი. 2015 წელს, ღამის საათებში, ნ---- ო---–----ა შვილებთან ერთად მივიდა მასთან სახლში, რა დროსაც ბავშვები აფორიაქებულები და ანერვიულებულები იყვნენ. როგორც მათ უამბეს, ისინი მამას გამოუყრია სახლიდან და თხოვეს დახმარება. ნ---- ო---–----ა და მისი შვილები რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ მასთან, ხოლო შემდეგ სხვასთან გადავიდნენ საცხოვრებლად, რადგან ოჯახში მშობლებს შორის კონფლიქტი იყო. მისივე განმარტებით, იგი ხედავდა, რომ სკოლაში სწავლის დროს მ------ და ლ---- ქ------ი დათრგუნულები იყვნენ.

 

მოწმე ნ--- მ---–---ამ, რომელიც მსჯავრდებულის მეზობელია, აჩვენა, რომ გ----- ქ----- არის ალკოჰოლური სასმელის მოყვარული და ხშირად იყო მთვრალი. მანვე დაადასტურა ის ფაქტი, რომ გ----- ქ-----ს მეუღლე, ნ---- ო---–----ა და მისი შვილები რამდენიმე თვის განმავლობაში წასული იყვნენ სახლიდან და შემდეგ დაბრუნდნენ.

 

მოწმის სახით დაკითხული ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გ---- უ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 თებერვალს, იგი გ-- ხ------------სთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მორიგემ აცნობათ, რომ დაბა ა-------–ში ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობას. შემთხვევის ადგილზე მისვლამდე, გზად შეხვდათ ნ---- ო---–----ა და დედამისი, დ-–-- ლ---------–---ი, რომლებმაც უამბეს, რომ გ----- ქ----- ბოლო ერთი თვის განმავლობაში სისტემატურად აყენებდათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც განიცდიდნენ ტანჯვას.

 

მოწმის სახით დაკითხული ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, გ-- ხ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 თებერვალს, ის და გ---- უ----–--ე შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, დაბა ა-------–ში, სადაც ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობის ფაქტს. შემთხვევის ადგილზე მისვლამდე, მათ ქუჩაში, კორპუსებთან ნახეს ნ---- ო---–----ა და დ-–-- ლ---------–---ი. ნ---- ო---–----ა იყო აღელვებული და ტიროდა. მან უამბოთ, რომ გ----- ქ-----ს მხრიდან განიცდიდა ძალადობას, კერძოდ, იგი აგინებდა, ცემდა და ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც იყო შეშინებული.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ქ.ოზურგეთში, მ-–--------ს ქუჩა №--ში მდებარე ნ---- ო---–----ას საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კარს აღენიშნებოდა გარედან საკეტის ადგილზე დაზიანების კვალი, ხოლო შესასვლელი კარიდან მარცხნივ არსებული დამხმარე სათავსო ოთახის იატაკზე იდო „ვესტელის” ფირმის ტელევიზორი, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა ეკრანი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ოქმის შემდგენმა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა თ------ რ-----–---–მა.

 

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ გ----- ქ-----ს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ” ქვეპუნქტითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, ვინაიდან, აღნიშნული პოზიცია ეწინააღმდეგება საქმის მასალებით დადგენილ გარემოებებს, კერძოდ: დაზარალებულების _ ნ---- ო---–----ას, მ------ ქ-----ს, ლ---- ქ-----ს და დ-–-- ლ---------–---ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ გ----- ქ-----, წლების განმავლობაში, არასრულწლოვანი შვილების _ მ------ და ლ---- ქ------ის თანდასწრებით, სისტემატურად ცემდა მეუღლეს, ნ---- ო---–----ას და ძალადობდა მასზე, რის შედეგადაც ნ---- ო---–----ა განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. ასევე დაზარალებულების _ ნ---- ო---–----ას და დ-–-- ლ---------–---ის ჩვენებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ 2018 წლის 25 თებერვალს, გ----- ქ----- სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მათ. ის გარემოება, რომ ნ---- ო---–----ას და დ-–-- ლ---------–---ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დასტურდება, როგორც მათივე ჩვენებებით, ასევე მოწმე პოლიციელების _ გ---- უ----–--ის და გ-- ხ-----------ის ჩვენებებით, რომლებითაც დადგენილია, რომ შეშინებული დაზარალებულები გაიქცნენ სახლიდან და დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს. აქედან გამომდინარე, გ----- ქ-----ს ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ” ქვეპუნქტით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ყველა ნიშანი, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი აღნიშნული კვალიფიკაციით მისი მსჯავრდების ნაწილში (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) კანონიერია და არ არსებობს ამ ნაწილში მისი შეცვლის საფუძველი.

 

უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის პოზიცია დაზარალებულების ჩვენებების არასარწმუნოობის შესახებ, ვინაიდან, მათი ჩვენებები თანმიმდევრული და ურთიერთშესაბამისია და რაიმე საფუძველი მათში ეჭვის შეტანისა, სააპელაციო პალატას არ გააჩნია.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რადგან მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციულია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი გ----- ქ-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ გ----- ქ-----ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ფ-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი გ----- ქ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.გ----- ქ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ” ქვეპუნქტით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ----- ქ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

5.მსჯავრდებულ გ----- ქ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 თებერვლიდან.

 

6.გ----- ქ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.ნივთიერთი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „ვესტელის” ფირმის ტელევიზორი, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ---- ო---–----ას.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/