განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2019
საქმის ნომერი
330210016001377473
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001377473

საქმე №2ბ/4670-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ა-–-------–----

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს----------------–---–------–-------–-------------------------------

წარმომადგენელი - გ-----------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს------------–--------------------------–-

წარმომადგენელი - ს-------------------

 

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.06.2018 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.06.2018 წლის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ა-–---- ბ-–----- სარჩელი ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ა-–-------–---- 2016 წლის 01 იანვრიდან, სამმხრივი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ს----------------–---–------–-------–---------------------------------- და ს-------–--------–-------------------------–------, რა დროსაც, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 500 ლარს (დარიცხული). მანამდეც ის, როგორც მანდატური, შრომით მოვალეობებს ასრულებდა თბილისის სხვა საჯარო სკოლებში (იხ. შრომითი ხელშეკრულებები, ტ. 1, ს.ფ. 102-111; მხარეთა ახსნა-განმარტება; სასამართლოს სხდომის ოქმი, ტ. 2, ს.ფ. 56-66; აუდიო ჩანაწერი, დისკი, ს.ფ. 55);

 

ს----------------–---–------–-------–-------------------------------ს 2015 წლის 02 ოქტომბრის N------- ბრძანებით, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურ ა-–-------–----ს (რომელიც დასაქმებული იყო ს-------–--------–-------------------------–-–-) დაეკისრა დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება (იხ. მოხსენებითი ბარათი, ტ. 1, ს.ფ. 119; ახსნა-განმარტება, ტ. 1, ს.ფ. 120; მონიტორინგის სამმართველოს დასკვნა, ტ. 1, ს.ფ. 121-122; ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 123; მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

ს--------------------------------------------------------–------------------–--- კოორდინატორის 2016 წლის 03 თებერვლის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ა-–-------–---- ს-------–--------–-------------------------–-–-, სამუშაო ადგილზე, ყოველდღე ცხადდებოდა დაგვიანებით, 2016 წლის 15 იანვრიდან 2016 წლის 03 თებერვლამდე დაიგვიანა თერთმეტჯერ. ს-------------------------------------------------------------–--- დასკვნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის მე-3 თავის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ა-–---- ბ-–----- მიმართ დისციპლინური სახდელის - საყვედურის გამოყენება. ს----------------–---–------–-------–-------------------------------ს 2016 წლის 19 თებერვლის ბრძანებით, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის, ა-–-------–----ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი - საყვედური (იხ. მოხსენებითი ბარათი, ტ. 1, ს.ფ. 20; მონიტორინგის სამმართველოს დასკვნა, ტ. 1, ს.ფ. 22-23; ბრძანება, ტომი 1, ს.ფ. 24; ა. ბ-–----- წერილობითიახსნა-განმარტება, ტ. 1, ს..ფ. 21; მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

ს--------------------------------------------------------–------------------–--- კოორდინატორის 2016 წლის 07 მარტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2016 წლის 04 მარტს, N--- საჯარო სკოლის მანდატურმა ა-–-------–----მ სამსახურებრივი ფორმა გამოიცვალა და ნებართვის გარეშე დატოვა სკოლის შენობა 12:56 საათიდან 13:17 საათამდე. თავდაპირველი განმარტებით, იგი იმყოფებოდა სკოლის წინ მდებარე აფთიაქში, შემდეგ განაცხადა, რომ ისარგებლა კუთვნილი შესვენებით, რაც არ დადასტურდა მორიგეობის გრაფიკით, რომლის თანახმად, მას დასვენება ეკუთვნოდა მე-4 და მე-6 გაკვეთილზე, მან კი სკოლა დატოვა მე-5 გაკვეთილის მსვლელობის დროს;

 

2016 წლის 10 მარტის ახსნა-განმარტებაში, ა-–-------–---- აღნიშნავს, რომ მისი შესვენება იწყებოდა 13:00 საათზე და სრულდებოდა 14:00 საათზე. კამერის დრო რეალურ დროს ჩამორჩება, რის გამოც იგი სამსახურიდან შესვენებაზე გავიდა არა _ 12:56 საათზე, არამედ 13:00 საათზე; ს-------------------------------------------------------------–--- დასკვნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის მე-3 თავის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,მ“ და ,,ჟ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ა-–---- ბ-–----- მიმართ დისციპლინური სახდელის - სასტიკი საყვედურის გამოყენება (იხ. მოხსენებითი ბარათი, ტომი 1, ს.ფ. 25; ა. ბ-–----- წერილობითი ახსნა-განმარტება, ტ. 1, ს.ფ. 26; მონიტორინგის სამმართველოს დასკვნა, ტ. 1, ს.ფ. 27-28; მოპასუხის ახნა-განმარტება);

 

ს----------------–---–------–-------–-------------------------------ს 2016 წლის 14 მარტის ბრძანებით, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის, ა-–-------–----ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი - სასტიკი საყვედური (იხ. ბრძანება, ტომი 1, ს.ფ. 29; მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

ს--------------------------------------------------------–------------------–--- მანდატურმა (ა-–---- ბ-–----- მეწყვილე ქალმა მანდატურმა) 2016 წლის 24 მარტს, მოხსენებითი ბარათით მიმართა მ------------------------- და მიუთითა, რომ ა-–-------–---- სკოლაში მისვლის დღიდან მასთან და დანარჩენ მანდატურებთან საუბარში, მინისტრის და მანდატურის ს----------- უფროსების მიმართ აფიქსირებდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მათ. ასევე, ამ ყველაფერზე საუბრობდა დირექციის წარმომადგენლებთანაც, რის გამოც იყო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. ამის გამო რამდენჯერმე უთხრა უშუალო კოორდინატორს და აუხსნა, რომ ასეთი ტიპის ადამიანთან მუშაობა არის რთული და სთხოვა, მიეღო ზომები. მან ა-–-------–----ს პირად საუბრებშიც განუმარტა, რომ არ ეთანხმებოდა მის მოსაზრებებს, რაზეც მას ჰქონდა მძაფრი რეაქცია და კოორდინატორის თანდასწრებით უწოდა ინტრიგანი. ამის შემდეგ არ მალავდა უარყოფით დამოკიდებულებას, რაც გამოიხატებოდა დერეფანში შეხვედრისას დამცინავი, ცინიკური სიცილით და საუბრებით. 24 მარტს, სკოლის დირექტორმა უთხრა, რომ წინა დღეს, მასთან საუბარში ა-–-------–----მ მიაყენა შეურაცხყოფა, უწოდა ინტრიგანი, რომელიც ცდილობდა შარის მოდებას. ეს არის შეურაცხმყოფელი, ულახავს რეპუტაციას და აყენებს უხერხულ მდგომარეობაში. შესაბამისად, მეწყვილე მანდატურმა მოითხოვა სასწრაფო ზომების მიღება. ეს ფაქტები დაადასტურეს გასაუბრების ოქმში სკოლის დირექტორმა, მანდატურის ს----------- მონიტორინგის სამმართველოს მანდატურმა და მანდატურის ს----------- მონიტორინგის სამმართველოს კოორდინატორმა (იხ. მოხსენებითი ბარათი, ტ. 1, ს.ფ. 30-31; გასაუბრების ოქმი, ტ. 1, ს.ფ. 32; ახსნა-განმარტებები, ტ. 1, ს.ფ. 33-35; მოპასუხის ახსნა განმარტება);

 

ს-------------------------------------------------------------–--- დასკვნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის მე-2 თავის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, მე-3 თავის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ არაერთხელ არის გამოყენებული დისციპლინური სახდელები, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ა-–---- ბ-–----- მიმართ დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება (იხ. მონიტორინგის სამმართველოს დასკვნა, ტ. 1, ს.ფ. 37-38; მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

დისციპლინური გადაცდომის განმხილველმა ორგანომ, 2016 წლის 31 მარტს მიიღო გადაწყვეტილება: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს, ა-–-------–----ს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის N---- ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით დაეკისროს სამსახურიდან დათხოვნა (გათავისუფლება), _იხ. დასკვნა, ტ. 1, ს.ფ. 39; მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

ს----------------–---–------–-------–-------------------------------ს 2016 წლის 05 აპრილის N------- ბრძანებით, ა-–-------–----ს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაეკისრა დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა (გათავისუფლება), _იხ. ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 40; მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

ს-------–--------–-------------------------–-- 2016 წლის 07 აპრილის N------ ბრძანებით, დასაქმებულის მიერ დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 481-ე მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ა-–-------–----ს შეუწყდა 2015 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული N------ შრომითი ხელშეკრულება (იხ. ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 41; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

ა-–-------–----მ თავდაპირველად, სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2016 წლის 19 აპრილს, რომელიც განსჯადობით გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ამ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ა-–-------–----ს ეთქვა უარი, ასევე უარი ეთქვა 2016 წლის 10 მაისს წარდგენილი სარჩელის მიღებაზე. საბოლოოდ, სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2016 წლის 30 მაისს წარდგენილი სარჩელი (იხ. განჩინებები, ტ. 2, ს.ფ. 4-12; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

2016 წლის 28 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, იმის გამო, რომ სასამართლოში მიმდინარეობს საქმისწარმოება, შეაჩერა ა-–---- ბ-–----- განცხადების განხილვა, რომლითაც ის ითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას (იხ. გადაწყვეტილება, ტ. 2, ს.ფ. 31-32; მოსარჩელის ახსნა-განმარტება);

 

სასამართლომ განმარტა, რომ ა-–---- ბ-–----- სარჩელი ხანდაზმულია: მოსარჩელე ს----------------–---–------–-------–-------------------------------ს უფროსის 2016 წლის 05 აპრილის ბრძანებას გაეცნო 2016 წლის 11 აპრილს, ხოლო ს-------–--------–-------------------------–-- 2016 წლის 07 აპრილის ბრძანებას გაეცნო იმავე დღეს. სარჩელი, რომელიც მიღებულ იქნა წარმოებაში, სასამართლოში შეტანილია 2016 წლის 30 მაისს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით (საქმეზე № ას-493-467-2015), აღნიშნულია, რომ ხანდაზმულობის ვადას წყვეტს უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი განცხადება ან სარჩელი, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს, ხოლო, თუ სასამართლო უფლებამოსილი პირის განცხადებას ან სარჩელს არ მიიღებს წარმოებაში, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება. ასევე, ხანდაზმულობის შეწყვეტა ხდება სასარჩელო წარმოების დაწყებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით სარჩელი განუხილველი იქნება დატოვებული, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში კვლავ შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ მხედველობაში ვერ იქნება მიღებული ა-–---- ბ-–----- მიერ 2016 წლის 19 აპრილს და 10 მაისს წარდგენილი სარჩელები, იმ მიზეზით, რომ ისინი წარმოებაში არ იქნა მიღებული. ასევე, დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით არის გასაჩივრებული სადავო ბრძანებები, დისციპლინური სახდელების _ საყვედურის, სასტიკ საყვედურის დაკისრების შესახებ (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება, განჩინებები; სარჩელი);

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 2013 წლის 04 ივლისიდან მოქმედი რედაქციით.

 

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

მხარეებს შორის არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა. სშკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით ერთი მხარე, დასაქმებული (მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო კვალიფიკაციის, თანამდებობისა და დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, შრომის ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ამა თუ იმ ურთიერთობის, მოვლენის შემდეგ მეტნაკლებად ხანგრძლივი დროის გასვლა აძნელებს და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის სადავო გარემოებების უტყუარად აღდგენას, სამოქალაქო კანონმდებლობით დაწესებულია ხანდაზმულობის ვადები, რაც ავალდებულებს (აიძულებს) სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლებების განხორციელებისა და დაცვისათვის. ხანდაზმულობის ვადის გასვლა, როგორც წესი, გამორიცხავს თუნდაც დარღვეული უფლების აღდგენას. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა (მაგრამ არა _ სასამართლოსთვის ან სხვა ორგანოსთვის მიმართვის უფლება).

 

სასამართლოს განმარტებით, ა-–---- ბ-–----- სარჩელი ხანდაზმულია, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე; დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30კალენდარული დღის ვადაში, სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე, 2016 წლის 05 აპრილის ბრძანებას გაეცნო 2016 წლის 11 აპრილს, ხოლო, სსიპ ქ. თბილისის 107-ე საჯარო სკოლის 2016 წლის 07 აპრილის ბრძანებას გაეცნო იმავე დღეს. მოსარჩელეს კანონით დადგენილი, 30 კალენდარული დღის ვადაში არ მოუთხოვია მოპასუხეებისგან მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთება. თუმცა, მას შეეძლო იმავე ვადაში, ანუ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მიემართა სასამართლოსთვის სარჩელით. მართალია მან თავდაპირველად სასამართლოს მიმართა მითითებულ ვადაში, მაგრამ აღნიშნული სარჩელი არ იქნა წარმოებაში მიღებული. სარჩელი, რომელიც მიღებულ იქნა წარმოებაში შეტანილია 2016 წლის 30 მაისს, რის გამოც სარჩელი არის ხანდაზმული. იმისთვის, რომ სარჩელი არ ყოფილიყო ხანდაზმული, სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებული სარჩელი სასამართლოში მოსარჩელეს უნდა შეეტანა _ მანდატურის ს----------- მიმართ_11 მაისამდე, საჯარო სკოლის მიმართ_07 მაისამდე;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 144-ე მუხლების თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებითი დაცვის შესაძლებლობას. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის, 128-ე მუხლის მესამე ნაწილის, 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მეტად მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი, ზოგ შემთხვევაში, უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული. თუ კანონში ასეთი პირდაპირი მითითება არ არის, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი კანონით, სახელდობრ, სშკ-ის 38-ე მუხლის 4-7 პუნქტებითაა განსაზღვრული. მოსარჩელემ სასამართლოს მომართა სარჩელით ამ ვადის გასვლის შემდეგ, 2016 წლის 30 მაისს, ერთთვიანი ვადის დარღვევითაა გასაჩივრებული ასევე ბრძანებები დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე ა-–-------–----მ ვერ დაასაბუთა, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული, მოპასუხეებმა: ს----------------–---–------–-------–-------------------------------- და ს-------–--------–-------------------------–-- კი დაუსაბუთეს სასამართლოს ა-–---- ბ-–----- სარჩელის ხანდაზმულობა, რამაც განაპირობა, ა-–---- ბ-–----------- სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მისი ხანდაზმულობის გამო. შესაბამისად, ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობა იწვევს თანმდევი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმასაც.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;

 

აპელანტის განმარტებით, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, ვინაიდან, ა-–---- ბ-–----- სარჩელი არ არის ხანდაზმული. მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა 2017 წლის 19 აპრილს, ხოლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ კი საქმე განსჯადობით გადასცა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული სარჩელი არ არის ხანდაზმული. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აპელანტი მიუთითებს, რომ ბრძანებები, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს იგი, არ არის კანონიერი, რის გამოც უნდა მოხდეს მათი ბათილად ცნობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

პალატას დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ა-–-------–---- 2016 წლის 01 იანვრიდან, სამმხრივი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ს----------------–---–------–-------–---------------------------------- და ს-------–--------–-------------------------–------, რა დროსაც, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 500 ლარს (დარიცხული). მანამდეც ის, როგორც მანდატური, შრომით მოვალეობებს ასრულებდა თბილისის სხვა საჯარო სკოლებში.

 

ს----------------–---–------–-------–-------------------------------ს 2015 წლის 02 ოქტომბრის N------- ბრძანებით, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურ ა-–-------–----ს (რომელიც დასაქმებული იყო ს-------–--------–-------------------------–-–-) დაეკისრა დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება.

 

ს--------------------------------------------------------–------------------–--- კოორდინატორის 2016 წლის 03 თებერვლის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ა-–-------–---- ს-------–--------–-------------------------–-–-, სამუშაო ადგილზე, ყოველდღე ცხადდებოდა დაგვიანებით, 2016 წლის 15 იანვრიდან 2016 წლის 03 თებერვლამდე დაიგვიანა თერთმეტჯერ. ს-------------------------------------------------------------–--- დასკვნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის მე-3 თავის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ა-–---- ბ-–----- მიმართ დისციპლინური სახდელის - საყვედურის გამოყენება. ს----------------–---–------–-------–-------------------------------ს 2016 წლის 19 თებერვლის ბრძანებით, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის, ა-–-------–----ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი - საყვედური.

 

ს----------------–---–------–-------–-------------------------------ს 2016 წლის 14 მარტის ბრძანებით, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის, ა-–-------–----ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი - სასტიკი საყვედური.

 

ს-------------------------------------------------------------–--- დასკვნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის მე-2 თავის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, მე-3 თავის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ არაერთხელ არის გამოყენებული დისციპლინური სახდელები, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ა-–---- ბ-–----- მიმართ დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება.

 

დისციპლინური გადაცდომის განმხილველმა ორგანომ, 2016 წლის 31 მარტს მიიღო გადაწყვეტილება: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს, ა-–-------–----ს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის N---- ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით დაეკისროს სამსახურიდან დათხოვნა (გათავისუფლება).

 

ს----------------–---–------–-------–-------------------------------ს 2016 წლის 05 აპრილის N------- ბრძანებით, ა-–-------–----ს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაეკისრა დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა (გათავისუფლება).

 

ს-------–--------–-------------------------–-- 2016 წლის 07 აპრილის N------ ბრძანებით, დასაქმებულის მიერ დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 481-ე მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ა-–-------–----ს შეუწყდა 2015 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული N------ შრომითი ხელშეკრულება.

 

ა-–-------–----მ თავდაპირველად, სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2016 წლის 19 აპრილს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.04.2016 წლის განჩინების საფუძველზე განსჯადობით გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. აღნიშნული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ა-–-------–----ს ეთქვა უარი, ასევე, მას უარი ეთქვა 2016 წლის 10 მაისს წარდგენილი სარჩელის მიღებაზე. საბოლოოდ, სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2016 წლის 30 მაისს წარდგენილი სარჩელი (იხ. განჩინებები, ტ. 2, ს.ფ. 4-12; მხარეთა ახსნა-განმარტება);

განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საპროცესო-სამართლებრივი წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით ა-–---- ბ-–----- სარჩელი ხანდაზმული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ამავე კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

ამავე კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

 

პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმეში №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".

 

ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..."

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ ა-–-------–----მ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას თავდაპირველი სარჩელით მიმართა 2016 წლის 19 აპრილს, ხოლო, ს----------------–---–------–-------–-------------------------------ს უფროსის 2016 წლის 05 აპრილის ბრძანებას ა-–-------–---- გაეცნო 2016 წლის 11 აპრილს, ს-------–--------–-------------------------–-- 2016 წლის 07 აპრილის ბრძანებას კი - იმავე დღეს. შესაბამისად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–---- ბ-–----- მიერ სადავო ბრძანებები გასაჩივრებული იქნა კანონით დადგენილ 30 დღიან ვადაში. ამასთან, ვერ იქნება გაზიარებული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან 2016 წლის 19 აპრილს წარდგენილი სარჩელი, არ იქნა სასამართლოს მიერ მიღებული წარმოებაში, რის გამოც შემდგომში ა-–-------–----მ სარჩელი წარადგინა 2016 წლის 30 მაისს (30 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ), სარჩელი არის ხანდაზმული. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე და 140-ე მუხლების შესაბამისად, ხანდაზმულობა წყდება სარჩელის თავდაპირველად წარდგენის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, მიღებული იქნება სარჩელი წარმოებაში თუ არა, თუ ახალი სარჩელი წარდგენილი იქნება 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული გულისხმობს შემდეგს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და უფლებამოსილი პირი 6 თვის ვადაში კვლავ მიმართავს ახალი სარჩელით სასამართლოს, ხანდაზმულობის ვადა ითვლება შეწყვეტილად პირველი სარჩელის შეტანიდან, რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ თავდაპირველი სარჩელი ა-–---- ბ-–----- მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა 2016 წლის 19 აპრილს, ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილ 30 დღიან ვადაში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სარჩელი სასამართლოს მიერ არ იქნა მიღებული წარმოებაში, ა-–---- ბ-–----- სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ითვლება შეწყვეტილად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო, ამასთან, სადავო გარემოებების დადგენა-შეფასებასთან დაკავშირებით მსჯელობას არ შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას სადავო ბრძანებების ბათილად ცნობასთან და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს, პალატა მოცემულ შემთხვევაში მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სარჩელის საფუძვლიანობაზე და მისი დაკმაყოფილების წინაპირობებზე.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.06.2018 წლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთათვის დაკისრების საკითხი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–---- ბ-–----- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.06.2018 წლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

4.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

 

ოთარ სიჭინავა