განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100118002751719
საქმე №1ბ/429-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ნ--–---------------ის,მსჯავრდებულ - გ------------------–ის,ადვოკატ - თ--------–--–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ------------------–ის ადვოკატ თ--------–--–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ------------------–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები; ქ------–------------------–------------. დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია), 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენით:
გ------------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით მოსახდელად განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
ასევე, გ------------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით მოსახდელად განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
გ------------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით მოსახდელად განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით, 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, მოსახდელად განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით, 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები.
გ------------------–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 ოქტომბრიდან.
დამატებითი სასჯელის მოხდის ათვლა გ------------------–ს დაეწყო ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.
გაუქმდა გ------------------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
გ------------------–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; აგრეთვე, ჩაიდინა მისივე ოჯახის წევრის მიმართ ნივთის დაზიანება.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 10 საათზე გ------------------–ი მივიდა ყოფილი მეუღლის ქ-------------–---–ის საცხოვრებელ სახლში ქალაქ დ--–---–ი, ე-----–--------------------ში, სადაც ქ-------------–---–ს უთხრა, რომ არ გაახარებდა, ვინაიდან დაშორდა, მასვე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, საწოლზე მჯდომ ქ-------------–---–ს ყელზე მიადო დანა და დაემუქრა მოკვლით. ქ-------------–---–მა ხელი ჰკრა გ------------------–ს და წამოდგა საწოლიდან, მაგრამ გ------------------–მა ჯერ თავში ჩაარტყა მუშტი, შემდეგ კი ორჯერ მკერდში, რა დროსაც ქ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მასვე გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, აღნიშნულის შემდეგ ქ-------------–---–მა ხელში აიღო თავისი კუთვნილი ,,HUAWEI’’-ს ფირმის მობილური ტელეფონი და უთხრა გ------------------–ს, რომ დარეკავდა პოლიციაში. აღნიშნულზე განაწყენებულმა გ------------------–მა ხელიდან გამოსტაცა მას მობილური ტელეფონი, დააგდო ძირს, შედგა ფეხით და დაამტვრია, რის შედეგადაც ქეთევან ყეინაშვილს მიაყენა 600 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------------------–ის ადვოკატმა თ--------–--–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და გ------------------–ის მიმართ სსკ-ის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის - 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის, არასაპატიმრო სასჯელით შეცვლა და მისთვის საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, 06 (ექვსი) თვით პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 (ექვსი) თვის ვადით პირობითად ჩათვლა.
დაცვის მხარე აპელირებს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი გ------------------–ის მიმართ სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დაცვის მხარე მიზანშეწონილად მიიჩნევს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ გ------------------–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ ქ-------------–---–ის, მოწმეების რ---------------–---–-----–------------–-----ის გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დანართი ფოტოილუსტრაციებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს; ამოღებულ ნივთმტკიცებას; მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განაჩენს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ------------------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია), 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------------------–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის არასაპატიმრო სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა გ------------------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ბრალის აღიარება და ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი მონანიება) და დამამძიმებელი გარემოებები (წარსულში ნასამართლევია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, სიმძიმე და ინტენსივობა; გაითვალისწინა ასევე დამნაშავის წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა, მისი მხრიდან სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა, დაზარალებულის პოზიცია და წარსული ნასამართლობიდან გამომდინარე რეციდივის გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს. განსახილველ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულების ხასიათისა და ხერხის, ასევე ქმედების ინტენსივობის გათვალისწინებით, მხოლოდ მსჯავრდებულის აღიარება და მონანიება, ან თუნდაც დაზარალებულის პოზიცია, ვერ გადაწონის იმ საზოგადოებრივ ინტერესს და მიზანს, როგორიცაა აღნიშნული დანაშაულის თავიდან აცილება. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გ------------------–ის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილი არ არის მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის არასაპატიმრო სასჯელით შეცვლა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაცო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ------------------–ის ადვოკატის თ--------–--–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრი განაჩენი დარჩეს უცვლელად;
გ------------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
ასევე, გ------------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
გ------------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით, 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ------------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები.
გ------------------–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 ოქტომბრის 15 საათი და 20 წუთიდან.
დამატებითი სასჯელის მოხდის ათვლა გ------------------–ს დაეწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.
გ------------------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ გ------------------–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები: ერთი ცალი ,,HUAWEI’’-ს ფირმის მობილური ტელეფონი თავისი ჩასადებით, რომელიც ინახება დუშეთის შს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ქეთევან ყეინაშვილს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, რომლის აღსრულება დაევალოს პოლიციის დასახელებულ სამმართველოს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.კაპანაძე