განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100118002621796, №1/ბ-1512-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და---------–-----ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ავ--------– ნო-----ის ძე ია-----–---–ი, დაბადებული 199--–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თე-–----------–-------------.
ადვოკატი - იმ-----------–--ე.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილი - დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა.
სასჯელი:
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, ავ--------– ია-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის გაზაფხულზე, ავ--------– ია-----–---–მა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მდებარე ქ.თე-–----------–--------------ში, უკანონოდ დათესა, მოიყვანა, უვლიდა და ახდენდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების კულტივირებას. 2018 წლის 10 აგვისტოს ჩატარებული ავ--------– ია-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს ჩხრეკის შედეგად, შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა სამი ძირი კულტივირებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე, რომლებიც, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკშემცველ კანაფის მცენარეს, საერთო წონით 235,46 გრამს.
2018 წლის აგვისტოს თვეში, ქ.თ--–--–ი, მდინარე ალ----ის პირას ავ--------– ია-----–---–მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ სახელოსნოში.
2018 წლის 10 აგვისტოს, ქ.თე-–--–--------–--------------ში ჩატარებული ავ--------– ია-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სახელოსნოს ჩხრეკისას, შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს მომწვანო ფერის მცენარეული მასა.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავ--------– ია-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სახელოსნოს ჩხრეკისას ამოღებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“, საერთო წონით 179,38 გრამს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, ავ--------– ია-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 2731 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისთვის არ დაენიშნა სასჯელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის N1/9/701,722,725 გადაწყვეტილების საფუძველზე.
ავ--------– ია-----–---–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა და---------–-----მა. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ისე 2731 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, პროკურორ და---------–-----ის მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე მსჯავრდებულ ავ--------– ია-----–---–ის მიმართ, რაც შეთანხმებულია ზემდგომ პროკურორთან.
შუამდგომლობის თანახმად, ავ--------– ია-----–---–ს განემარტა საპროცესო შეთანხმების არსი, რაზეც მსჯავრდებულმა, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, განაცხადა ნებაყოფლობითი თანხმობა ბრალზე გარიგებისა და სასჯელზე შეთანხმების თაობაზე. 2019 წლის 15 მაისს, მსჯავრდებულს, მის ადვოკატსა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების შესახებ.
პროკურორმა ითხოვა მსჯავრდებულთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობებით:
ავ--------– ია-----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე პირობით ჩათვლა. ასევე, ავ--------– ია-----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე პირობით ჩათვლა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა 80 საათის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრი სასჯელის შთანთქმა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, მისი ჩათვლა პირობით ამავე გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-41 პუნქტის საფუძველზე, 10 (ათი) წლის ვადით საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლების, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლების ჩამორთმევა, 5 (ხუთი) წლის ვადით: საადვოკატო საქმიანობის უფლების, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლების, პასიური საარჩევნო უფლების; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლების ჩამორთმევა, ხოლო 6 (ექვსი) თვის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა და---------–-----მა, მსჯავრდებულმა ავ--------– ია-----–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იმ-----------–--ემ. პროკურორმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ავ--------– ია-----–---–ს სრულად აქვს მოხდილი თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - 300 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეში „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (ამასთან დაკავშირებით სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, § 17, Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27 November 2008; რუცინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, § 12, Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20 February 2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამო არ არის (იხ: ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6 July 2010). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება შეიძლება წარმოადგენდეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან საშუალებას. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება. აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (ვრცლად იხ. ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014 წლის 24 აპრილი).
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით ავ--------– ია-----–---–მა უარი თქვა სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ უფლებაზე უარის თქმა საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული ავ--------– ია-----–---–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მისი განმარტებით, სრულად ეთანხმება დადგენილებაში და განაჩენში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ავ--------– ია-----–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულთა ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულთათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ავ--------– ია-----–---–ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. მსჯავრდებულ ავ--------– ია-----–---–ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების: მა----------–-------–-–---–ის და რო-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ავ--------– ია-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება ავ--------– ია-----–---–ის მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
ამასთან, პალატას სურს ყურადღების გამახვილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებაზე, რაც თელავის რაიონულმა სასამართლომ საფუძვლად დაუდო მის გადაწყვეტილებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელის დანიშვნის ნაწილში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული თავისუფლების აღკვეთა 151 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის. რაც შეეხება 266 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვას ან მოყვანას, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია არა თავისუფლების აღკვეთა ზოგადად, არამედ ამ მუხლით გათვალისწინებული სანქცია - „ექვსიდან თორმეტ წლამდე“. მოცემულ შემთხვევაში არსებული ოდენობა (235,46 გრამი), პალატის მოსაზრებით, არ შეესაბამებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თავისუფლების აღკვეთის არაკონსტიტუციურობის თაობაზე, რაც ასევე დასტურდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკითაც (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განჩინება საქმეზე N21აგ-18, 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საქმეზე N65აგ-18).
პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარი თქვა სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებაც, რომ ავ--------– ია-----–---–ს მოხდილი აქვს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით, რაც დასტურდება კახეთის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 13 მარტის N2--------- და 2019 წლის 2 მაისის N2-------- წერილებით. შუამდგომლობით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და ოქმებით ავ--------– ია-----–---–ისთვის დამატებითი სასჯელის სახით მოთხოვნილია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა მხოლოდ 80 საათის ვადით. შესაბამისად, წარმოდგენილი წერილების საფუძველზე, აღნიშნული სასჯელი (80 საათი) მას უნდა ჩაეთვალოს მოხდილად. რაც შეეხება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დარჩენილ მოხდილ 220 საათს, უნდა ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი - თავისუფლების აღკვეთის 1 დღე, მთლიანობაში 44 დღე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, -
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ და---------–-----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ ავ--------– ია-----–---–ს შორის.
ცვლილება შევიდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში.
ავ--------– ია-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 2731 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ავ--------– ია-----–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათის ვადით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ავ--------– ია-----–---–ს 6 თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ავ--------– ია-----–---–ს 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით მოხდილი აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათის ვადით.
ავ--------– ია-----–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს მოხდილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 საათი, რაც შესაბამისობაშია თავისუფლების აღკვეთის 44 დღესთან.
ნივთიერი მტკიცებულება - 1 ცალი cd დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო მცენარეული მასა, წონით 178,38 გრამი, მცენარის თესლი 1,02 გრამი და მცენარეები, საერთო წონით 206, 34 გრამი, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა - დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე