განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
820100119002793894
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100119002793894

საქმე №1/ბ-173-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 მარტი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა, კ------- გ-------ს ძე ტ-------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ლანჩხუთი, სოფელი ღ--------–ე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, შ----–--ის მე-2 შესახვევი, ბინა 4;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ კ------- ტ-------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ბათუმში, მ-----– შ----–--ის ქ. მე-2 ჩიხი, სახლი N4-ის ეზოში, კ------- ტ-------ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილების ა-- და გ------- ბ------–---–ების თანდასწრებით, თავის მეუღლეს დ------ ბ------–---–ს ხელი დაარტყა სახეში და მიაყენა დაზიანება, ფიზიკური ძალადობის შედეგად დ------ ბ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განაჩენით კ------- ტ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კ. ტ-------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 4 დეკემბრიდან 2019 წლის 21 იანვრის ჩათვლით და საბოლოოდ, სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ვადით.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა---- მ------ია წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განაჩენში და კ------- ტ-------ეს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი და არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ოჯახის წევრის, მეუღლის მიმართ ძალადობრივი ხასიაითის დანაშაული, რომელიც განსაკუთრებული საშიშროებით ხასიათდება, აღნიშნული ქმედება განხორციელდა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ.

 

მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ კ------- ტ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ დ------ ბ------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების შ. ბ----–--ის, ვ. გ--------ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ კ------- ტ-------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტნაციის სასამართლომ მსჯავრდებულ კ. ტ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მისი წარსული ცხოვრება, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება; ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ დაზარალებულ დ------ ბ------–---–ის განცხადებას, რომლითაც ირკვევა, რომ ამ უკანასკნელს პრეტენზია არ გააჩნია მისი მეუღლის კ. ტ-------ის მიმართ, ჰყავთ შვილები და მსჯავრდებული არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ითხოვს მის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები და შეეფარდოს არასაპატიმრო სასჯელი; ასევე, საქმეში წარმოდგენილია ქ. ბათუმში, მ-----– შ----–--ის ქ. N4-ში მცხოვრები მეზობლების დახასიათება, რომლის მიხედვითაც კ. ტ-------ე ხასიათდება როგორც მშვიდი, გაწონასწორებული, დადებითი პიროვნება, ოჯახი არის სოციალურად დაუცველი და განიცდის მატერიალურ სიდუხჭირეს. ყოველივე ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ კ------- ტ-------ეს მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---- მ------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის გა--ჩენი დარჩეს უცვლელი:

 

კ------- ტ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ კ. ტ-------ეს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო (2018 წლის 04 დეკემბრიდან 2019 წლის 21 იანვრის ჩათვლით) ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის ვადაში და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ვადით.

 

განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე