განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.06.2018
საქმის ნომერი
330210016001523904
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
20.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001523904

საქმე №2ბ/1570-18

დ ა უ ს წ რ ე ბ ე ლ ი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - ნ-----------–---–-

წარმომადგენელი - მ----------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ვ-–------–-----------------

 

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.02.2018 წლის გადაწყვეტილება.

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.02.2018 წლის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.02.2018 წლის გადაწყვეტილებით ნ-----------–---–-- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლომ მიუთითა შემდეგი:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულად:

 

ქ.თბილისი, ა----–-----–---------–- მდებარე სახლთმფლობელობის 1-- ნაწილი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ს-------------–-------------------------

- მტკიცებულება/საბინაო წიგნი (იხ. ს/ფ 14-28).

 

1978 წელს, ვ----–----–---–--------------------- მემკვიდრისგან შეიძინა 51 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 5 კვ.მ სარდაფი.

- მტკიცებულება/ხელწერილი (იხ. ს/ფ 12).

 

სერგო კ--------------გან შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი ა----–-----–----------------- (საცხოვრებელი ფართი 51 მ2 და სარდაფი 5 მ2 ) ვ----–----–---–-- 1996 წელს ნ-----------–---–- მიჰყიდა 8100 აშშ დოლარად.

- მტკიცებულება/ხელწერილი (იხ. ს/ფ 12).

 

უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, დ-----------–-----–----------------------------------------------- წილი 1.00/6.00 – 2----- ნაწილის მესაკუთრეს, 02.03.1971 წ.სამემკვიდრეო მოწმობის (-------- საფუძველზე წარმოადგენს ვ-–------–-----------------.

- მტკიცებულება/ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

ნ-----------–---–-- მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი მოიცავს ვ-–------–-----------------ს საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც სხდომის თარიღი ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” პუნქტის მიხედვით, მოსარგებლე – პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით საცხოვრებელი სადგომი არის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი, მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ჩათვლით, იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილიც ის არის.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელი).

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეს წარმოდგენილი აქვს ნასყიდობის დადებულად ცნობის შესახებ სარჩელი. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი-ს მე-3 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მსგავსი მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭიროა არსებობდეს ერთდროულად ორი წინაპირობა: 1) მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და 2) მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს.

 

საქართველოს სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრიბათობის პრინციპიდან გამომდინარე მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათიდამტკიცების ტვირთი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 1978 წელს ს---------------------- და ნ-----------–---–- შორის უძრავი ნივთის ნაწილზე ფორმის დაუცველად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა და ნ-----------–---–-- აღიარება აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანში სწორედ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების (საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და უძრავი ქონების 30წლის განმავლობაში ფლობა) დამტკიცება შედის.

 

სარჩელში მითითებული და დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად: ქ,თბილისი ა----–-----–-----------------–- მდებარე სახლთმფლობელობის 1-- ნაწილი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ს--------------–------------------------- 1978 წელს, ვ----–----–---–--------------------- მემკვიდრისგან შეიძინა 51 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 5 კვ.მ სარდაფი. 1996 წელს კი აღნიშნული ქონება ნ-----------–---–-- 8100 აშშ დოლარად შეიძინა ვ. ალადაშვილისაგან. სასამართლომ მიუთითა, რომ დღეის მდგომარეობით, სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია ვ-–------–-----------------ს სახელზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----------–---–- სანოტარო წესის დაუცველად ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული არ აქვს სადავო საცხოვრებელი ფართის მესაკუთრესთან. ყოველივე აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელია და არ არსებობს წარმოდგენილი მოთხოვნის ფარგლებში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ნ-----------–---–-- სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

სარჩელი მოპასუხეს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, რომელმაც არ წარმოადგინა შესაგებელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად მსგავს შემთხვევებში სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გადაამეტა თავის უფლებებს და ინკვიზიციურობის მეთოდის გამოყენებით დაიწყო საქმის არსებითი განხილვა და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები სარჩელზე დართული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იმ დროინდელი მესაკუთრისგან ვ----–----–---–-- იყიდა ფორმის დაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულებით სადავო საცხოვრებელი ფართი, ხოლო, შემდგომ კი ალადაშვილისგან - ნ-----------–---–--. შესაბამისად, უსაფუძვლოა იმაზე მსჯელობა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას, რის გამოც, აპელანტის განმარტებით, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.03.2018 წლის განჩინებით ნ-----------–---–-- სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად, ამავე განჩინებებით სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, რომელიც დანიშნული იყო 15.05.2018 წელს, 10:00 საათზე, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე - ვ-–------–-----------------, რომელსაც სასამართლო უწყება ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რის გამოც სასამართლო სხდომა გადაიდო 20.06.2018 წელს, 16:00 საათზე.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, 20.06.2018 წელს, 16:00 საათზე, კვლავ არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე - ვ-–------–-----------------, რომელსაც სასამართლო უწყება ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, სადგომის ფართად მიუთითა 50.38 კვ.მ. და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მოითხოვა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის შესაბამისად:

1. თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.

3. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ (სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ დაადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ 20.06.2018 წელს, 16:00 საათზე დანიშნული სხდომის უწყება ვ-–------–----------------- ჩაბარდა საჯარო შეტყობინების გზით - 23.05.2018 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.05.2018 წლის განჩინების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამავე მუხლის მერორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე და 230-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, მოწინაღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დამტკიცებულებდ უნდა იქნეს მიჩნეული აპელანტის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

- ქ.თბილისი, ა----–-----–---------–- მდებარე სახლთმფლობელობის 1-- ნაწილი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ს-------------–-------------------------

- 1978 წელს, ვ----–----–---–--------------------- მემკვიდრისგან შეიძინა 51 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 5კვ.მ სარდაფი.

 

- სერგო კ--------------გან შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი ა----–-----–----------------- (საცხოვრებელი ფართი 51 მ2 და სარდაფი 5 მ2 ) ვ----–----–---–-- 1996 წელს ნ-----------–---–- მიჰყიდა 8100 აშშ დოლარად.

 

- უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, დ-----------–-----–----------------------------------------------- წილი 1.00/6.00 – 2----- ნაწილის მესაკუთრეს, 02.03.1971 წ.სამემკვიდრეო მოწმობის (-------- საფუძველზე წარმოადგენს ვ-–------–-----------------.

 

პალატა მიუთითებს, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნებს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3 მუხლების საფუძველზე. ამასთან, არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას მასზედ, რომ ნ-----------–---–- სანოტარო წესის დაუცველად ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული აქვს არაუფლებამოსილ პირთან, არამესაკუთრესთან. აღნიშნულის საპირისპიროდ პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამტკიცებულად მიჩნეულია გარემოებები იმის თაობაზე, რომ ნ-----------–---–-- ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა სადავო სადგომი ვ. ალადაშვილისაგან, რომელიც, ასევე, დამტკიცებულად მიჩნეული გარემოების თანახმად, თავის მხრივ, წარმოადგენს 1978 წლიდან, ს. კ--------------აგან (მესაკუთრისაგან) ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო სადგომით მოსარგებლე პირს. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს მესაკუთრის (კ--------------) მიერ სადგომის გასხვისების თაობაზე გამოვლენილ ნებაზე, ხოლო, მოსარჩელე ნ-----------–---–- კი მოსარგებლის სტატუსი მოპოვებული აქვს ვ. ალადაშვილის მიერ მოსარგებლის უფლებების ნ-----------–---–-------- გადაცემის (დათმობის) საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი როგორც პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას, ასევე, არსებობს სააპელაციო სასამართლოში, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ნ-----------–---–-- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ვ-–------–----------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება (1410+1880).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე, 234-ე, 236-237-ე, 372-ე, 385-ე, 387-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ-----------–---–-- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.02.2018 წლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მიღებული იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ნ-----------–---–-- სარჩელი მოპასუხე ვ-–------–-----------------ს მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

4. დადებულად იქნეს ცნობილი სანოტარო წესის დაუცველად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ნივთის ნაწილზე, მდებარე ქ. თბილისი, ა----–-----–----------------------------------------------- და მოსარჩელე ნ-----------–---–- ცნობილ იქნეს ვ-–------–-----------------ს (პ/ნ. 2---------) საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ა----–-----–----------------------------------------------, 2----- წილიდან 50.38 კვ.მ. საცხოვრებელი ფართისა და 5 კვ.მ. სარდაფის მესაკუთრედ.

5. მოპასუხე ვ-–------–----------------- დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 1410 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

6. ვ-–------–----------------- დაეკისროს ნ-----------–---–-- მიერ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 1880 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

7. მოწინააღმდეგე მხარეს განემარტოს, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანა შეუძლია ამავე სასამართლოში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 10(ათი) დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და აღარ გასაჩივრდება;

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

 

ოთარ სიჭინავა