განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002703435
საქმე №1/ბ-13-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 თებერვალი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა, რ----- ჯ----ს ძე კ-----ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ოჩამჩირე, ტ--------–ის ქ. N5, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, ჟ--–--------ს ქ. N4/108;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ----- კ-----ემ ჩაიდინა ადევნება, ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაცია სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლ--- შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის სექტემბრის დასაწყისიდან 2017 წლის 20 დეკემბრამდე რ----- კ-----ე არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ქ--------ე გ---–--–--ესთან. კერძოდ, სისტემატურად დადიოდა ქუთაისში, ნ-----------ს ქ. N4-ში მდებარე შპს „---------------------–--, ქ--------ე გ---–--–--ის სამსახურში, ხვდებოდა მას ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და მიყვებოდა სამსახურამდე, ასევე ხვდებოდა სამსახურიდან გამოსულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ----- კ-----ე უხსნიდა სიყვარულს ქ--------ე გ---–--–--ეს და უარის მიღების გამო ხდებოდა აგრესიული, აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდა ხელით შეხებას. ვინაიდან, ქ--------ე გ---–--–--ეს გაუჩნდა რ----- კ-----ისაგან მოსალოდნელი ძალადობის განხორციელების საფუძვლ---ი შიში, ის იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი. მას სკოლიდან ვეღარ გამოყავდა 8 წლის შვილი და ვეღარ გადაადგილდებოდა მარტო. ასევე რ----- კ-----ის ქმედებამ შეუქმნა ქ--------ე გ---–--–--ეს ცხოვრების წესის - სამუშაო ადგილის შეცვლის რეალური საჭიროება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით რ----- კ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 02 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 02 აგვისტოდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ--- დ--------–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენში და რ----- კ-----ეს მისი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, ინტესივობისა და ქმედების განმეორების საფრთხის გათვალისწინებით, განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით.
მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ----- კ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადას------ებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ქ--------ა გ---–--–--ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა - ჟ--ა ნ--------ის, ნ---- კ--–-----–---–ის, შ------ა ჯ----–--–---–ის, ლ---ა კ----------ის, კ------------ე ბ----------ს, ა. ო--------ის, თ-------- გ--–---ის, ა. გ-------ის, შ----- მ--–---ს, ლ---- ს------უას გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ფოტომასალის დათვალიერების ოქმებით; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; ამბულატორიული ფსიქიატრიულ - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და სტაციონარული ფსიქიატრიულ - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; ბალისტიკური ექსპერტიზის N1---- დასკვნით; ნასამართლობის ცნობით; ფსიქიატრიული ცნობით; შეტყობინებებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ რ----- კ-----ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ გაუხდია, რ----- კ-----ე წარსულში არ არის ნასამართლევი, საქმეში წარმოდგენილი ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანხმად, იგი შეზღუდულ შერაცხადია, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ რ----- კ-----ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--- დ--------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
რ----- კ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
რ----- კ-----ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 02 აგვისტოდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
რ----- კ-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე