განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100118002686957
საქმე №1/ბ-53-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
პროკურორის - შ----ა ჩ----ის
მსჯავრდებულის - ო---- ჩ----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო---- გ-------ს ძე ჩ----ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი N3----------, დაუოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ. ოზურგეთი, ჭ---–----------ის ქ. N16;
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ო---- ჩ----ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 11 ივნისს, ქ. ოზურგეთში, ჭ--–-----------ის ქუ-- N16-ში მცხოვრებმა ო---- ჩ----ემ, ოზურგეთში, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, სარგებლობის უფლებით გადაცემული და შპს ,,მ-----’’-ზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ,,N-----------’’-ს მარკის, O-------- სარეგისტრაციო ნომრის მქონე ავტომანქანა დაშალა და მიითვისა ავტომანქანის ძარა და შემადგენელი ნაწილები. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ ორგანიზაციას მიაყენა 6444.94 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ო---- ჩ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ----ა ჩ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენში ო---- ჩ----ის მიმართ და მას განესაზღვროს ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად არ შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორს შ----ა ჩ----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ ო---- ჩ----ეს, რომელიც არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ო---- ჩ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ო---- ჩ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ნ------ ც---–--ის მიმართვის წერილით, კერძო აღმასრულებლის ზ---– ფ---–---–--–---–ის მიმართვის წერილით გურიის პოლიციის დეპარტამენტს, ზ---– ფ---–---–--–---–ის მიმართვის წერილით ო---- ჩ----ეს, ო---- ჩ----ის გამოკითხვის ოქმებით, 2016 წლის 17 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე, შპს ,,მ-----’’-ს და ო---- ჩ----ეს შორის 2015 წლის 25 დეკემბერს დადებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით, მოწმეების: ნ-------- ჟ------ის, ნ--- ბ------ის და ი-–-- დ-----ას დოკუმენტის დათვალიერების ოქმით თანდართული შესყიდვების აქტით, 2017 წლის 25 ნოემბრის ი-----–--–-–------–ის მიმართვის წერილით უ-- ჩ---------თან, 2018 წლის 22 იანვრის და 2018 წლის 23 აპრილის დადგენილებებით შპს ,,მ-----ს’’ დაზარალებულად ცნობის შესახებ, ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, შპს ,,მ-----’’-ს წარმომადგენლის ლ---–ა მ----–----–--ის გამოკითხვის ოქმით, ო---- ჩ----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით, ო---- ჩ----ის ხელწერილით ნივთების ჩაბარებაზე და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ო---- ჩ----ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ო---- ჩ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო ო---- ჩ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამნაშავის პიროვნება და წარსული, იგი არ არის ნასამართლევი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, ასევე ჩადენილი ქმედების სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება და აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით ო---- ჩ----ეს განუსაზღვრა სასჯელი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებში, ჯარიმის სახით, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----ა ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ო---- ჩ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ო---- ჩ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები - ოთხი ცალი სავარძელი, უკანა მარჯვენა კარები, ავტომანქანის ოთხი ცალი სალონი, საწვავის ავზი, წინა სალონი (,,ტორპედო’’), მაგნიტოფონი, ძრავის რეზინის ორი ცალი მილი, კარების ოთხი ცალი რეზინი, ოთხივე კარების მინის ამწევი მექანიზმი, ერთი ცალი წინა მარჯვენა მაშუქი, ბორტკომპიუტერი, ფეხის მუხრუჭის სისტემა, საწვავის საქაჩი ტუმბო, ღვედის დამცავი მექანიზმი, ორი ცალი ჭკვიანი გასაღები, დისტანციური დაქოქვის სისტემა, ორი ცალი საჰაერო ბალიში, ორი წყვილი უსაფრთხოების ღვედი, რომლებიც ინახება ო---- ჩ----ესთან, დაუბრუნდეს მესაკუთრეს შპს "მ-----ს’’, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე