განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2019
საქმის ნომერი
080210015001152219
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №0-021001-001--2219

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-364-2017 10 მაისი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი): მოსამართლეები: ლაურა მიქავა თამარ სვანიძე ირმა პერანიძე სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

 

I აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი I I აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - ბ---------------, ი------------- - ნ-----–------------ - ნ-----–------------ - რ-----------–---–- - ნ-----–------------ - რ-----------–---–- - ბ---------------, ი------------- - ნ-----–------------

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება -

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება

 

1. I აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ-----–------------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

 

1.1. II აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- ნ-----–------------ს სარჩელი ბო---- ომ------ და ი-------------ს მიმართ დაკმაყოფილდა;

- ნ-----–------------ს სარჩელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვითა სამინისტროს მიმართ არ დაკმაყოფილდა;

- ნ-----–------------ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. წყ--–-------, კო------- ქ. N1- (ს.კ. 2-.0-.3-.0--), გამოსახლებული იქნა ბ--------------- და ი-------------;

- ბო---- ომ------ და ი-------------ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- ნი----–-- კო------ ბო---- ომ------ და ი-------------ს სასარგებლოდ დაეკისრა 2-93.09 ლარის გადახდა;

- ნი----–-- კო------ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ 201- წლის 1- ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 480 ლარი, რომელიც ამოირიცხა შემდეგი ანგარიშიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში BAGAGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3001831-0;

- ბ---------------ს და ი-------------ს ნ-----–------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრათ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 60 ლარი;

- ნი----–-- კო------ ბო---- ომ------ და ი-------------ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის თანხის 89.79 ლარის და ექსპერტიზის ხარჯის 83.27 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. დადგენილია, რომ უძრავი ქონების, მდებარე ქ. წყ--–------- ქუჩა კო------- (ყოფილი ჯა--------) N1-, ს.კ. 2-.0-.3-.0--, მესაკუთრედ 20-- წლის 13 ნოემბრიდან რეგისტრირებულია ნი----–----ი კო------, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია სამკვიდრო მოწმობა N13-------, დამოწმების თარიღი 0-.1-.20--;

 

2.2. დადგენილია, რომ 201- წლის 27 აგვისტოს ნი----–-- კო------- განცხადებით მიმართა წყ--–-------ს შს განყოფილებას, მისი საკუთრებიდან ბო---- ომ------ ოჯახის გამოსახლების მოთხოვნით, 201- წლის 2 სექტემბერს კი მიმართა პროკურატურას;

 

2.3. დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ უძრავ ქონება რეგისტრირებული ნ-----–------------ს სახელზე შეფასებულია 18000 ლარად;

 

2.4. სასამართლომ მიუთითა, რომ ბ---------------მ და ი-------------მ ვერ დაადასტურეს, მათსა და ნ-----–------------ს დას შო---- უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. წყ--–------- კო------- ქ. N1-, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების ფაქტი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასამტკიცებლად ისინი შემოიფარგლნენ თავიანთი ახსნა-განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით, რომელიც სასამართლომ არ მიიჩნია სარწმუნოდ, ბუნდოვანების და ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის გამო. მხარეთა ახსნა–განმარტებები, რაც მტკიცებულების ერთ–ერთი სახეა, ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგან ერთი მხარე მიუთითებს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე, მეორე კი არ ადასტურებს ამ ფაქტობრივ გარემოებას, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადება კი არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ნიშანდობლივია სარჩელში მითითებული ახსნა–განმარტებაც, კერძოდ, უძრავი ქონების მფლობელები განმარტავენ, რომ მათ საცხოვრებელი სახლი იყიდეს 1000 აშშ დოლარად, საიდანაც გადაიხადეს 300 აშშ დოლარი, ეს კი ადასტურებს რომ შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც გარიგების პირობები არ შესრულებულა, ამასთან, მათ მიერ გამყიდველად მითითებული პიროვნებაც (ნ-----–------------ს და) არც 1994 წელს და არც შემდგომ არ ყოფილა მესაკუთრე. ამდენად, ბო---- ომ------ და ი-------------ს მითითება სადავო უძრავი ქონების შეძენის შესახებ არაა დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულებით;

 

2.5. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბ--------------- და ი------------- ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაეუფლენ რა უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. წყ--–------- კო------- ქ. N1-, ქონების გაუმჯობესების მიზნით გასწიეს ხარჯები. მოპასუხე ნი----–-- კო------- უარყო მოსარჩელეთა მხრიდან რაიმე სახის სამუშაოების ჩატარების ფაქტი, თუმცა ადგილზე დათვალიერებისას დაადასტურა, რომ ღობე და ახალი ჭიშკარი მოწყობილია უძრავი ქონების მფლობელების მიერ, თუმცა არა ადრინდელი ღობის ადგილას, არამედ მისი საკუთრების საზღვრებს გარეთ, შესაბამისად, მის მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნია, რის გამოც მოსარჩელეებს შეუძლიათ მოხსნან და წაიღონ ეს ღობე და ჭიშკარი, თუმცა უნდა აღადგინონ ის, რაც მანამდე იყო. მანვე დაადასტურა, რომ ეზოში ჰქონდათ ხის დამხმარე შენობა, რომლის ნაცვლადაც აშენებულია ქვის შენობა და არც ამ ქონების მიმართ გააჩნია რაიმე ინტერესი. ასევე მოსარჩელეების მიერ შეღებილია ჭერი, გაკრულია ახალი შპალერი, ჩადგმულია მეტალოპლასტმასის ფანჯარა, მის კუთვნილ ხის ჩარჩოში ჩადგმულია სხვა ფანჯარა (ხის), დაგებულია ლინოლეუმი;

 

2.6. რაც შეეხება სხვა სამუშაოების ჩატარებას, მოსარჩელემ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დაადასტურა, რომ ნ-----–------------ს ეზოში იდგა წყალი, რის გამოც აუცილებელი გახდა მიწის შემოტანა, სხვა სამუშაოების შესრულების შესახებ მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა და არც ადგილზე დათვალიერებისას გაირკვა რა იყო ადრე და რა გააკეთეს არაუფლებამოსილმა პირებმა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 01 მარტის N0-------- დასკვნითაც შეფასებულია მოსარჩელის მიერ მითითებული სამუშაოების ღირებულება, თუმცა ვის მიერ და როდისაა იგი შესრულებული არ ირკვევა;

 

2.7. სასამართლომ, ნ-----–------------ს აღიარებიდან, მოწმეების ჩვენებიდან და ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ უფლებამოსილი პირის კუთვნილი უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა 2-93.09 ლარით, შემდეგი სამუშაოების ჩატარების შედეგად: ეზოში გრუნტის შეტანა – 687.05 ლარი, ლინელიუმის დაგება – 181.36 ლარი, შპალერის მოწყობა 1648.95 ლარი, ჭერის შეღებვა –120.59 ლარი, მეტალოპლასტმასის ფანჯრის დაყენება – 2-1,17 ლარი, ხის ფანჯრის დაყენება – 63.97 ლარი (ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია ხის ფანჯრის ბლოკის ღირებულება 1-7 ლარი, თუმცა თავად მოსარჩელე ი-------------მ ადგილზე დათვალიერებისას განმარტა, რომ იგი შეიძინა 50 ლარად);

 

2.8. გაწეული ხარჯების ოდენობა განსაზღვრულია ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე, თუმცა მას არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც გააბათილებდა მითითებულ დასკვნას. მიუხედავად მითითებისა, მან ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სამუშაოების მას შემდეგ შესრულებას, რაც ნ-----–------------ გამოჩნდა და უძრავი ქონების მფლობელებს მოსთხოვა სახლის დაცლა. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ხარჯებს, რაც დაკავშირებულია დღგ–ს გადამხდელი იურიდიული პირის საქმიანობასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მის ბინაში სამუშაოების ჩაატარა დღგ–ს გადამხელმა იურიდიულმა პირმა;

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეოთხე მუხლის პირველი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნ-----–------------ს წარმომადგენელი ხარჯების ოდენობის თაობაზე შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა–განმარტებით, რაც არ არის საკმარისი ექსპერტზის დასკვნის გასაბათილებლად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება;

 

2.1-. დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;

 

2.12. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების, მდებარე ქ. წყ--–------- ქუჩა კო------- (ყოფილი ჯა--------) N1-, ს.კ. 2-.0-.3-.0--, მესაკუთრეა მოსარჩელე ნ-----–------------;

 

2.13. დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უკანონოდ ფლობენ სხვის საკუთრებას, გარდა ამისა, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. რაც შეეხება ნ-----–------------ს სარჩელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, არ დაკმაყოფილდა, რადგან მოსარჩელეს მის მიმართ რაიმე მოთხოვნა არ გააჩნია, შესაბამისად, იგი მითითებულ დავაში მოპასუხედ ვერ ჩაითვლებოდა;

 

2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლით, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად. სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება;

 

2.1-. სასამართლომ განმარტა, რომ ნივთის მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც ნივთს ფლობს სამართლებრივად ნამდვილი უფლების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ბო---- ომ----- და ინ---- ჯა---- უძრავ ნივთის ფლობდნენ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სასამართლო გაიზიარებდა მათ მითითებას ნ-----–------------ს დასთან უძრავი ქონების ნასყიდობის ზეპირი გარიგების დადების თაობაზე, ისინი ვერ ჩაითვლებოდნენ მართლზომიერ მფლობელებად, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183–ე მუხლით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში, გარიგება არ დადებულა წერილობით ფორმით და არც უფლების რეგისტრაცია განხორციელებულა. ამასთან, ნ-----–------------ს დის უფლებამოსილება, გაესხვისებინა უძრავი ქონება, არაა დადასტურებული არცერთი მტკიცებულებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ნ-----–------------ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლს დაეუფლენ არარსებული გარიგების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59–ე მუხლი პირველი ნაწილით, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა;

 

2.16. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ--------------- და ი------------- არიან როგორც არამართლზომიერი, ასევე არაკეთილსინდისიერი მფლობელები. კეთილსინდისიერი არის მფლობელი, რომელიც მართალია ნივთს ფლობს არამართლზომიერდ, მაგრამ ამ ფაქტის მიმართ კეთილსინსიდისიერია, ე.ი. არ იცის და არც შეიძლება იცოდეს მფლობელობის ხარვეზის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში არამართლზომიერმა მფლობელებმა იცოდნენ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაუდიათ და იმ შემთხვევაშიც თუკი სასამართლო გაიზიარებდა მითითებას ზეპირი ხელშეკრულების შესახებ, იცოდნენ რომ ნასყიდობა არ გაუფორმებიათ და არც მათ მიერ მითითებული ნასყიდობის თანხა გადაუხდიათ სრულად, ეს ნიშნავს, რომ ისინი იყვნენ არაკეთილსინდისიერი მფლობელები;

 

2.17. სსკ 164–ე მუხლით, არაკეთილსინდისიერ მფლობელსაც შეუძლია მოითხოვოს ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი თუკი აღნიშნულს ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად;

 

2.18. მითითებული ნორმის გამოსაყენებლად სახეზე უნდა იყოს უფლებამოსილი პირის გამდიდრება, რაც გამოწვეულია არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიერ ნივთზე გაწეული ხარჯით, ამასთან, ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესება მიმართული უნდა იყოს არსებულიდან უკეთესისაკენ და უნდა ზრდიდეს ნივთის ღირებულებას;

 

2.19. აღნიშნული ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987–ე მუხლითაც, რომლის თანახმადაც, 1. პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. 2. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს;

 

2.20. განსახილველ შემთხვევაში არაუფლებამოსილმა მფლობელებმა მოითხოვეს უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1-821.48 ლარის ოდენობით, თუმცა მათ ვერ დაადასტურეს, რომ ქონების ღირებულება ამ ოდენობით გაიზარდა მას შემდეგ რაც უკანონოდ დაეუფლნენ მას. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეებმა გასწიეს ხარჯი, რამაც გამოიწვია უძრავი ქონების გაუმჯობესება და შესაბამისად, მესაკუთრის გამდიდრება, კერძოდ, ჩასვეს მეტალოპლასტმასის ფანჯარა (ღირებულება 2-1.17 ლარი), ხის ფანჯარა (ღირებულება 63.97 ლარი), შეღებეს ჭერი (ღირებულება 120.59 ლარი), გააკრეს შპალერი (ღირებულება 1648.95 ლარი), დააგეს ლინოლეუმი (ღირებულება 181.36 ლარი), ეზოში შეი---ნეს გრუნტი (ღირებულება 687.05 ლარი), ჯამში ქონების ღირებულება გაუმჯობესდა 2-93.09 ლარით, შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილდა;

 

2.21. მოსარჩელეებმა ასევე დაადასტურეს, რომ მათ მიერ მოწყობილი იქნა ახალი ჭიშკარი და ღობე, ეზოში ააშენეს დამხმარე შენობა ქვისაგან, სადაც მოწყობილი ჰქონდათ ინკუბატორი. თუმცა მათზე გაწეული ხარჯი არ უნდა დაეკისროს მოპასუხეს, რადგან გაუმჯობესება არ შეესაბამება მესაკუთრის ინტერესებს. კერძოდ, ნ-----–------------ს განმარტებით ღობე და ჭიშკარი მოწყობილია მისი ნაკვეთის გარეთ, შესაბამისად, სახეზეა არაა გაწეული ხარჯის შედეგად მესაკუთრის გამდიდრება, რაც შეეხება ინკუბატორს, იგი ემსახურებოდა არაუფლებამოსილი მფლობელობის ინტერესებს და ნი----–-- კო------ კი არ სჭირდება ასეთი დანიშნულების. ამდენად, ხარჯი, რომელიც არ შეესაბამება მესაკუთრის ინტერესს, არ შეიძლება ჩაითვალოს ქონების გაუმჯობესებად, რაც იწვევს მესაკუთრის გამდიდრებას;

 

2.22. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ნი----–-- კო------ ბო---- ომ------ და ი-------------ს სასარგებლოდ დაეკისრა 2-93.09 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ

 

3.1. ბო---- ომ------ და ი-------------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტების მითითებით, ნი----–-- კო------- დაადასტურა, რომ ჰყავს და, თუმცა ამ უკანასკნელთან წარმოებული გარიგება სადავო ქონებასთან მიმართებაში არ აღიარა, რამეთუ მხოლოდ საკუთარ თავს თვლიდა ერთადერთ მესაკუთრედ. არავინ დავობს იმაზე, რომ სადავო ქონება შეძენილი იქნა მათი მხრიდან, ისინი ამტკიცებდნენ მხოლოდ ზეპირ გარიგებას მოსარჩელის დასთან, რომელსაც ჰქონდა ლეგიტიმური უფლება საკუთრებაზე და ამასთანავე, უძრავი ქონების განკარგვის უფლებამოსილება;

 

3.1.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 01 მარტის №0-------- დასკვნით შეფასებულია ჩატარებული სამუშაოების ღირებულება, თუმცა ვის მიერ და როდის იქნა შესრულებილი არ ირკვევა. ყოველივე აშკარად მიმართულია მათი მხარის საზიანოდ, რადგან სასამართლო სხდომაზე და ადგილზე დათვალიერების დროს მკაფიოდ და ნათლად მიცემული იქნა შესაბამისი ახსნა-განმარტება ჩატარებული სამუშაოების შესახებ, რაც სასამართლომ უგულებელყო;

 

3.1.3. როგორც სამართლებრივი, ისე სამართლიანობის თვალსაზრისით, ნ-----–------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოების დადგომის შემთხვევაში, კერძოდ: უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების სრულად გადახდისთანავე, მანამდე კი მათ ოჯახს უნდა შეუნარჩუნდეს სადავო უძრავ ქონებაში (მდებარე: ქ.წყ--–-------, კო------- ქუჩა №1--ში) ცხოვრების უფლება;

 

3.1.4. სასამართლომ, მოიშველია რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე და 987-ე მუხლები და სამართლებრივ დასაბუთებაში აღნიშნა, რომ მათ ვერ დაადასტურეს უძრავ ქონებაზე გაწეული 1-821,48 ლარის ოდენობით ხარჯებისა და ამ ოდენობით ქონების ღირებულების გაზრდის ფაქტი, თანაც მას შემდეგ, რაც უკანონოდ დაეუფლნენ მას. სასამართლომ, ფაქტობრივად გაიზიარა ნ-----–------------ს ე.წ. აღიარება და დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა იმ ნაწილში, რაც დაამოწმა მოწინააღმდეგე მხარემ. რაც შეეხება, სხვა გაწეულ ხარჯებს, სასამართლომ დასძინა, რომ არ უნდა დაეკისროს მოპასუხეს, რადგან გაუმჯობესება არ შეესაბამება მესაკუთრის ინტერესებს, რაც ალოგიკური და დაუსაბუთებული მსჯელობაა.

 

3.2. ნ-----–------------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.2.1. აპელანტის მითითებით, სარჩელს არ ახლავს არანაირი დოკუმენტი, რომ მისთვის ცნობილი იყო რაიმე სამუშაოთა შესრულების შესახებ და მით უმეტეს თანხმობა ამ სამუშაოთა შესრულებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, მოსარჩელეები არამც თუ აფრთხილებდნენ რაიმე სახის სამუშაოების შესახებ, არამედ საერთოდ არ აძლევდნენ უფლებას არამცთუ მისი საკუთრების სარგებლობისა, არამედ სიახლოვეს მიკარებისას. აღნიშნულს ადასტურებს მის მიერ სარჩელზე დართული განცხადებები პოლიციასა თუ პროკურატურაში;

 

3.2.2. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ის არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან, ის არ ეთანხმებოდა მოსარჩელის მიერ რაიმე სახის სამუშაოთა შესრულებისა და შესრულების აუცილებლობის ფაქტს. თუნდაც ასეთს ჰქონდეს ადგილი, მას ამაზე არ ჰქონდა, მისი, როგორც მესაკუთრის არც ნება და არც თანხმობა;

 

3.2.3. სასამართლომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება განსაზღვრა ექსპერტიზის მიერ შედგენილ დასკვნაზე დაყრდნობით. სასამართლოს მხრიდან დასკვნა არასწორად იქნა შეფასებული. მოსარჩელემ მის მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შო---- არ არსებობდა არანაირი შეთანხმება, რაც ვერც მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებულია თითქოსდა შესრულებული სამუშაოთა სტანდარტული კალკულაცია. რაც ასევე დაადასტურა ექრპერტმა სასამართლოს მიერ ადგილზე გასვლის დროს. როგორც ექსპერტმა განმარტა ექსპერტი ვერ ამოწმებს მხარის მიერ რაიმე სახის სამუშაოს შესრულება-არშესრულების ფაქტს, არამედ ის ახდენს შეფასებას მხარის მიერ ზეპირსიტყვიერად მითითებული გარემოებების მიხედვით იმ სტანდარტით, რომელიც დადგენილია და სარგებლობს საექსპერტო ბიუროები. ადგილზე დათვალიერებით ნათლად ჩანს, რომ მასალა, რომელიც გამოყენებულ იქნა მხარის მიერ, მაგალითად, შპალერი (რომელიც ექსპერტიზამ შეაფასა 1648.95 ლარად), შეღებილი ჭერი (რომელიც შეფასებულ იქნა 120.59 ლარად) და ლინელიუმი (181.36 ლ.) არ წარმოადგენს ღირებულს, მეტალოპლასტმასის და ხის ფანჯარა კი არ შეუძენია, არამედ - აჩუქეს. რაც შეეხება გრუნტს (687.05) მოპასუხემ განმარტა, რომ მხარეს არ შემოუტანია და არც მოსარჩელეს დაუდასტურებია ეს გარემოება. მიუხედავად ამისა სასამართლოს მიერ მაინც გაზიარებულ იქნა ზემოთ ხსენებული დასკვნა, იმის დასაბუთების გარეშე, თუ რატომ მისცა უპირატესობა სასამართლომ აღნიშნულ დასკვნას;

 

3.2.4. სასამართლომ, იმსჯელა ჭიშკარსა და ღობეზე, ასევე დამხმარე შენობაზე, და განმარტა, რომ ჭიშკარი და ღობე, ასევე დამხმარე ნაგებობა არ წარმოადგენდა მოპასუხის ინტერესებს, მაშინ, როდესაც არც მიწის გრუნტის, შპალერის, ლინოლიუმის დაგება და ჭერის გაღებვა არ შეესაბამებოდა მოპასუხის ინტერესებს, ვინაიდან მათ გარეშე ზოგადად სახლი არ დაზიანდებოდა და მოპასუხე თავად შეძლებდა მისი შეხედულებისამებრ ამ სამუშაოთა შესრულებას. მათი შესრულება არც წარმოადგენდა ქონების გაუმჯობესებისა და მისი ღირებულების გაზრდის მიზანს. ისინი შესრულებულ იქნა მას შემდეგ, რაც მოპასუხემ განაცხადა პრეტენზია მის საკუთრებაზე, მოსთხოვა სახლის დაცლა და გაფრთხილებულ იქნა, რომ სახლთან დაკავშირებით არ უნდა განეხორციელებინა არანაირი სარემონტო სამუშაო;

 

3.2.5. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 105-ე, 127-ე და 134-ე მუხლების მოთხოვნები. სამართლომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც არასარწმუნოა, ვინაიდან არ არის გამაგრებული სხვა მტკიცებულებებით. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 971-974-ე მუხლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. 04.09.201- წლის საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების, მდებარე ქ. წყ--–------- ქუჩა კო------- (ყოფილი ჯა--------) №1-, ს.კ. 2-.0-.3-.0--, დაზუსტებული ფართობი 600 კვ.მ., შენობა ნაგებობის ჩამონათვალი №01-55.5 კვ.მ., მესაკუთრედ 20-- წლის 13 ნოემბრიდან რეგისტრირებულია ნი----–---- კო------, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია სამკვიდრო მოწმობა №13-------, დამოწმების თარიღი 0-.1-.20-- (იხ. ამონაწერი, ტომი 1, ს/ფ 17-18);

 

4.2. მხარეთა შო---- სადავო არაა ის გარემოება, რომ ნ-----–------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. წყ--–------- ქუჩა კო------- (ყოფილი ჯა--------) №1-, ს.კ. 2-.0-.3-.0--, ფლობენ ბ--------------- და ი-------------;

 

4.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინების საფუძველზე ჩატარებული - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსტერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 თებერვლის №0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:

- ქალაქ წყ--–-------ში კო------- ქუჩა №1--ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 2-.0-.3-.0--) 201- წლის 04 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერში რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 22600 ლარს;

- ქალაქ წყ--–-------ში კო------- ქუჩა №1--ში მდებარე უძრავი ქონების ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 28300 ლარს;

- ქალაქ წყ--–-------ში კო------- ქუჩა №1--ში მდებარე რეგისტრირებულ 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული არარეგისტრირებული შენობა-ნაგებობის ნაწილის 56,46 კვ.მ. საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 4900 ლარს;

- ქალაქ წყ--–-------ში კო------- ქუჩა №1--ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 2-.0-.3-.0--) უკანა მხარეს მდებარე არარეგისტრირებული 33,74 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ნაწილის 9,33 კვ.მ. საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარებით საორიენტაციოდ შეადგენს 1-00 ლარს;

- ქალაქ წყ--–-------ში კო------- ქუჩა №1--ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 2-.0-.3-.0--) წინა მხარეს მდებარე არარეგისტრირებული 59,22 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 1600 ლარს (იხ. დასკვნა, ტ.II, ს/ფ 141-1-3);

 

4.4. მოცემულ შემთხვევაში, ნ-----–------------ წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას. თავის მხრივ, მოპასუხეებმა ბ---------------მ და ი-------------მ წარადგინეს შეგეგებული სარჩელი და მოითხოვეს უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების - 1-821.48 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეების მითითებით, ნ-----–------------ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების შემდეგ;

 

4.5. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ მოპასუხეები ბ--------------- და ი------------- არ წარმოადგენენ ნ-----–------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კეთილსინდისიერ მფლობელებს, რის გამოც, სსკ-ის 163-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, მათ გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე უძრავი ქონების დაკავების უფლება არა აქვთ;

 

4.6. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;

 

4.7. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;

 

4.8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ-----–------------ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები არიან სადავო უძრავი ქონების მფლობელები. მათ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება;

 

4.9. პალატა განმარტავს შემდეგს: მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლით არსებობაში. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უძრავი ნივთის მესაკუთრე, მოპასუხის მფლობელობის წინააღმდეგია. მოპასუხე ვერ ასაბუთებს ისეთი სამართლებრივი საფუძვლის არსებობაზე, რომელიც მესაკუთრეს კანონისმიერი ან სხვაგვარი (სახელშეკრულებო) შებოჭვის ფარგლებში მოაქცევდა. აქედან გამომდინარე, მოპასუხე სადავო ნივთის არაკეთილსინდისიერი მფლობელია, რაც მას ავალდებულებს ეს ნივთი დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს, ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს (სსკ-ის 164-ე მუხლი - არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს ნივთი). აქედან გამომდინარე, რაკი შესრულებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს;

 

4.10. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც შესრულებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს. შესაბამისად, ნ-----–------------ს სასარჩელო მოთხოვნა სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები;

 

4.1-. სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად. სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება;

 

4.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

 

4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში;

 

4.14. №0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ქალაქ წყ--–-------ში კო------- ქუჩა №1--ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 2-.0-.3-.0--) 201- წლის 04 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერში რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 22600 ლარს; ქალაქ წყ--–-------ში კო------- ქუჩა №1--ში მდებარე უძრავი ქონების ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 28300 ლარს. ამდენად, პალატა თვლის, რომ უძრავი ქონების გაუმჯობესების ხარჯი საერთო ჯამში შეადგენს 5700 ლარს (28300-22600=5700), რომელსაც უნდა გამოაკლდეს ნ-----–------------სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უძრავი ნივთის გაუმჯობესებისათვის დაკისრებული თანხა 2-93.09 ლარის ოდენობით და ნი----–-- კო------ ბო---- ომ------ და ი-------------ს სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს 2706,91 (5700-2-93,09=2706,91) ლარის ანაზღაურება. პალატა აქვე არნიშნავს, რომ №0-------- ექსპეტიზის დასკვნაში მითითებული ,,ქალაქ წყ--–-------ში, კო------- ქუჩა №1--ში მდებარე არარეგისტრირებული შენობა-ნაგებობების ღირებულება, საერთო ჯამში 8000 ლარის ოდენობით არ უნდა დაეკისროს ნი----–-- კო------ ბო---- ომ------ა და ი-------------ს სასარგებლოდ, რადგან მოსარჩელეთა (შეგებებული) მიერ უძრავ ნივთის/მასზე გაწეული ხარჯების, როგორც სამართლებრივი სიკეთის მიმღები (მატარებელი) არ არის ნ-----–------------ და ეს ,,სიკეთე’’ რჩება ნ-----–------------ს საკუთრების ფარგლებს გარეთ. შესაბამისად მას ამ დავის ფარგლებში არარეგისტრირებული ქონების მიმართ არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის ინტერესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არარეგისტრირებულ ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზრაურება არ უნდა დაეკისროს ნი----–-- კო------ მოსარჩელეთა (შეგებებული) სასარგებლოდ. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ საქმეში, გარდა №0-------- ექსპერტიზის დასკვნისა, არ არის წარმოდგენილი სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებითაც შეიძლება დამატებით დადგინდეს რეგისტრირებული ქონების გაუმჯობესების ღირებულება, რაც გამორიცხავს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის სრული მოცულობით დაკმაყოფილების შესაძლებლობას;

 

4.1-. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ ნ-----–------------ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ხოლო ბო---- ომ------ა და ი-------------ს სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია ნაწილობრივ და იგი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ 2706,91 ლარის მოთხოვნის ნაწილში;

 

4.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 3-3-ე და 3-4-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 3-3-ე, 3-4-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;

 

4.18. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

4.19. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ ნ-----–------------ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბო---- ომ------ა და ი-------------ს სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ნი----–-- კო------ ბო---- ომ------ და ი-------------ს სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს 2706,91 ლარის ანაზღაურება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ნ-----–------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ბო---- ომ------ და ი-------------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ნი----–-- კო------ ბო---- ომ------ და ი-------------ს სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს 2706,91 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი;

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოი---ნს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

6.2. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის ფასია - 12828,3- ლარი, აქედან სააპელაციო მოთხოვნა დაკმაყოფილდა 2706,91 ლარის ნაწილში და სწორედ აღნიშნული თანხიდან უნდა მოხდეს სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შო----, კერძოდ ნი----–-- კო------, ბო---- ომ------ და ი-------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო წარმოებისათვის მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 189,48 ლარის ოდენობით გადახდა (2706,91/7%=189,48);

 

6.3. დადგენილია, რომ ბო---- ომ------ და ი-------------ს მიერ გადახდილია ექსპერტიზის ხარჯებიც, საერთო ჯამში 720 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ ბო---- ომ------ და ი-------------ს სააპელაციო მოთხოვნის 21,1% დაკმაყოფილდა (12828/100*21,1=2706) 2706 ლარის ოდენობით და სწორედ ამ (21,1%) პროცენტულობით უნდა დაანგარიშდეს ზემოთ მითითებული საექსპერტო ხარჯებიდან ნ-----–------------სათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობა, რაც შეადგენს - 1-1,92 ლარს (720/100*21,1%= 1-1,92).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----–------------ს სააპელაციო სდაჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ბო---- ომ------ და ი-------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

3. ნი----–-- კო------ ბო---- ომ------ და ი-------------ს სასარგებლოდ დამატებით დაეკისროს 2706.91 ლარი;

 

4. ნი----–-- კო------ ბო---- ომ------ და ი-------------ს სასარგებლოდ დაეკისროს, პირველ და მეორე ინსტანციაში წინასწარ გაწეული საპროცესო ხარჯის ნაწილის - 189,48 ლარის გადახდა;

 

5. ნი----–-- კო------ ბო---- ომ------ და ი-------------ს სასარგებლოდ დაეკისროს, ექსპერტიზის ხარჯის ნაწილის - 1-1,92 ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: თამარ სვანიძე

 

ირმა პერანიძე