განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002628011 (№1/ბ-757-2018წ.)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორის - დ---თ ჭ------ის
ადვოკატის - პ----ა ბ---–--აძის
მსჯავრდებულის - ნ-----ო შ-------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----ო ხ--–---ის ასული შ-------ის მიმართ, დაბადებული: 3---------წ. პირადი №6----------, ქვრივი, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ზედა კ-------ი; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ბათუმი, ი--------ის ქ.№11ა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ-----ო შ-------ემ ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთების სამალავით და საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 აგვისტოს, ნ-----ო შ-------ემ, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“, სპეციალურად მოწყობილი სამალავით და საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 18 162, 18 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო წონა შეადგენს 260,02 გრამს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით ნ-----ო შ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ასევე ნივთმტკიცება - 18162.18 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნაკეთობები (საერთო წონით 260.02 გრამი), როგორც დანაშაულის საგანი, სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, ჩამოერთვა სახელმწიფოს სასარგებლოდ.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის დ---თ ჭ------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა მსჯავრდებულ ნ-----ო შ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი-----–ი ა--–--ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნ-----ო შ-------ის საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობას, სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნას და მის მიერ საქართველოში საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი ოქროს ნივთების უკან დაბრუნებას.
სააპელაციო საჩივარებზე მხარეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ დ---თ წ------ეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– აპელანტს, მსჯავრდებულ ნ-----ო შ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - პ----ა ბ---–--აძეს, რომლებიც, რომლებიც არ დაეთანხმნენ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ-----ო შ-------ის მიმართმსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - თ---------------------------------------------------------------------–----------–---–-- გამოკითხვის ოქმებით; ხელბარგის დათვალიერების ოქმით; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით; მებაჟე-ოფიცერ თ------------ის და ნ-----ო შ-------ის კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ნ-----ო შ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, ხოლო აპელანტი (დაცვის მხარე) ნ-----ო შ-------ის მიერ საქართველოში საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი ოქროს ნივთების უკან დაბრუნებას.
მსჯავრდებულ ნ-----ო შ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, მსჯავრდებულ ნ-----ო შ-------ის სათანადო საბაჟო პროცედურების განხორციელების შემდეგ მისგან ამოღებული ოქროს ნაკეთობების დაბრუნების თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლს, რომლის თანახმად: 1. ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. 2. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. 3. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ინიშნება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. გარდა ზემოაღნიშნულისა, ნ-----ო შ-------ეს წარსულში ჰქონდა კანონთან კონფლიქტი ზუსტად ანალოგიური დანაშაულის ჩადენის გამო, რასაც მოჰყვა მისი მსჯავრდება და დანაშაულის საგნის ჩამორთმევა, შესაბამისად, მისთვის კარგად იყო ცნობილი ყველა იმ მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის შესახებ, რაც მისი მხრიდან ამ სახის დანაშაულის ჩადენას მოჰყვებოდა. რაც შეეხება ნ.შ-------ის მატერიალურ მდგომარეობას, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს დანაშაულის საგნის ჩამორთმევის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის დ---თ წ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ნ-----ო შ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----–ი ა--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ნ-----ო ხ--–---ის ასული შ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ნივთმტკიცება - 18162.18 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნაკეთობები (საერთო წონით 260.02 გრამი), როგორც დანაშაულის საგანი, სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, ჩამოერთვას სახელმწიფოს სასარგებლოდ.
ნივთმტკიცება - მებაჟე-ოფიცერ თ------------ის და ბრალდებულ ნ-----ო შ-------ის კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, ჩაწერილი CD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე