განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
100100118002615196
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 100100118002615196 (№1/ბ-704-2018წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 დეკემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ---თ ლ----ის ძე ძ--–--იძის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი №5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ჭიათურის რაიონის სოფელ ს----ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

დ---თ ძ--–--იძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრე-ბით, მისი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს----ში მცხოვრებმა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ---თ ძ--–--იძემ 2018 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 2300-დან 2330 საათამდე პერიოდში, საცხოვრებელ სახლში შელაპარაკებისას, რეგისტრირებული ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ--- წ------ელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ძლიერად მოქაჩა თმებში ხელი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დ---თ ძ--–--იძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

მსჯავრდებულ დ---თ ძ--–--იძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 22 ივლისიდან 2018 წლის 25 ივლისის ჩათვლით - 04 (ოთხი) დღე;

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–----ანის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და დ---თ ძ--–--იძისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ---თ ძ--–--იძის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმით, დაზარალებულ: მ--- წ------ლის გამოკითხვებით, მოწმეების: ი-----–-------–----–--------–-------------------–---------–--- წ------ლის გამოკითხვებით, ბრალდებულ დ---თ ძ--–--იძის დაკავების ოქმით, ბრალდებულ დ---თ ძ--–--იძის გამოკითხვით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ დ---თ ძ--–--იძის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ დ---თ ძ--–--იძის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–----ანძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

დ---თ ძ--–--იძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

დ---თ ძ--–--იძეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2018 წლის 22 ივლისიდან 2018 წლის 25 ივლისის ჩათვლით - 04 (ოთხი) დღე.

დ---თ ძ--–--იძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე