განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002713295
საქმე №1/ბ-175-2019წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) მ------ ბ-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების ქ.ბათუმში, გ-------–----------------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------ ბ-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე დროის პერიოდში, ქ.ბათუმში, გ-------– გ------ი კ--------ის ქ.№3-, ბინა №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მ------ ბ-----ე თავის მეუღლეს, ნ----- ბ-----ეს, არასრულწლოვანი შვილის, ნ------ ბ-----ის თანდასწრებით აყენებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა ნ----- ბ-----ის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2018 წლის 30 სექტემბერს, ქ.ბათუმში, გ-------– გ------ი კ--------ის ქ.№3-, ბინა №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მ------ ბ-----ე თავის მეუღლეს, ნ----- ბ-----ეს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე დროის პერიოდში, ქ.ბათუმში, გ-------– გ------ი კ--------ის ქ.№3-, ბინა №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მ------ ბ-----ე ფიზიკური ძალის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით, სისტემატურად ცემდა და სხვაგვარად ძალადობდა მეუღლის, ნ----- ბ-----ის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა.
ზემოაღნიშნულის გამო მ------ ბ-----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენით:
მ------ ბ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
მ------ ბ-----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე.
მ------ ბ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 საათის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 270 საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ ბ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 270 საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მ------ ბ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 01 ოქტომბრიდან 2018 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, ე.ი. 4 დღე და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდათი) საათის ვადით.
მ------ ბ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და დ------–--- ბ-----ის (პ/ნ 2----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ 7000 (შვიდი ათასი ) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ.ბათუმში, დასახლება მ-------–---–ი _ საკადასტრო კოდი №0-----------, უნდა მოეხსნას ყადაღა.
ნივთიერი მტკიცებულება _ დანა, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს კახაბრის პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიდნენ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარის და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარობაში, რომლის მიხედვით, მ------ ბ-----ე თავის მეუღლეს, ნ----- ბ-----ეს, არასრულწლოვანი შვილის, ნ------ ბ-----ის თანდასწრებით აყენებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა ნ----- ბ-----ის ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რადგან ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ------ ბ-----ის ქმედებებიდან გამომდინარე, ნ----- ბ-----ე არ განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას, შესაბამისად, მ------ ბ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა ყოფილიყო უდანაშაულოდ და გამართლებულიყო. ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ მ------ ბ-----ის მიმართ ძალადობის ნაწილში წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე, ვინაიდან, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ----- ბ-----ე არ განიცდიდა ტანჯვას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------ ბ-----ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 30 სექტემბერს, ქ.ბათუმში, გ-------– გ------ი კ--------ის ქ.№3-, ბინა №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს მ------ ბ-----ე თავის მეუღლეს, ნ----- ბ-----ეს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე დროის პერიოდში, ქ.ბათუმში, გ-------– გ------ი კ--------ის ქ.№3-, ბინა №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მ------ ბ-----ე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს, ნ----- ბ-----ეს აყენებდა ფიზიკურ ტკივილს.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---- მ--------მ, რომელმაც ითხოვა მ------ ბ-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელი განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, იგი არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული დაზარალებულ ნ----- ბ-----ის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვით, მსჯავრდებული მ------ ბ-----ე მას წლების განმავლობაში აყენებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც იგი თავს გრძნობდა დამცირებულად და შეურაცხყოფილად, ხოლო სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. დაზარალებულმა გამოკითხვისას ასევე მიუთითა მის მიმართ განხორციელებული სისტემატური ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, რა დროსაც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. აღნიშნული გარემოებები, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დასტურდება აგრეთვე მათი არასრულწლოვანი შვილის ჩვენებით, შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერის ოქმებით, შემაკავებელი ორდერებით და საქმის სხვა მასალების ერთობლიობით, რაც არასათანადოდ შეფასდა სასამართლოს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა პროკურორის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: ბრალდებულ მ------ ბ-----ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ნ----- ბ-----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების _ ნ------ ბ-----ის, მ-----–- ბ---–----ის, ზ------ შ-------ის, ა-----– გ-----ის და მ----–- ჯ----–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით (უდავო მტკიცებულებები), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ------ ბ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს სასამართლოს მიერ დადგენილი კვალიფიკაციის ნაწილში და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია მ------ ბ-----ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების, ასევე სისტემატური ფიზიკური ძალადობის ფაქტები, შესაბამისად, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ნაწილში მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), ხოლო სისტემატური ფიზიკური ძალადობის ნაწილში _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია), რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება. ამ შემთხვევაში შეურაცხყოფის ან დამცირების მახასიათებელია სისტემატურობა, ამასთან, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით დაკვალიფიცირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები გამოიწვევს მსხვერპლის ტანჯვას, რაც გაგებული უნდა იქნეს, როგორც აუტანელი მორალური ტრავმა (ფსიქიკური ტკივილი), რომელსაც პირი განიცდის სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მ------ ბ-----ის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ან დამცირების შედეგად ნ----- ბ-----ემ განიცადა ტანჯვა. მ------ ბ-----ის ქმედებით ასეთი შედეგის გამოწვევა გამოირიცხა თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება), რომლითაც დადგენილია, რომ მ------ ბ-----ის ქმედებებიდან გამომდინარე, ნ----- ბ-----ე არ განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) მ------ ბ-----ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.
რაც შეეხება მ------ ბ-----ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილიდან იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებას, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით დასჯად ქმედებას წარმოადგენს სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სადავო საკითხის შეფასებისას სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული იწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას. ამდენად, ქმედება სისტემატურ ცემად ან სხვაგვარ ძალადობად (სსკ 126-ე მუხლის 12 ნაწილი) რომ დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია მას შედეგად მოჰყვეს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------ ბ-----ის მიერ მეუღლის, ნ----- ბ-----ის მიმართ სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია. პალატა განმარტავს, რომ ფიზიკური ტანჯვა ეს არის ხანგრძლივი და აუტანელი ფიზიკური ტკივილი, რომელსაც პირი განიცდის ძალადობის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რომ მ------ ბ-----ის მხრიდან ნ----- ბ-----ის მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემატურ ძალადობას, რომელმაც დაზარალებულს ფიზიკური ტანჯვა განაცდევინა. აღნიშნულის საპირისპიროდ საქმეში წარმოდგენილია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა (უდავო მტკიცებულება), რომლის თანახმად, მ------ ბ-----ის ქმედებებიდან გამომდინარე, ნ----- ბ-----ე არ განიცდიდა ტანჯვას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, მ------ ბ-----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე, ვინაიდან, საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს მ------ ბ-----ე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობდა მეუღლის _ ნ----- ბ-----ის მიმართ, რითაც ფიზიკურ ტკივილს აყენებდა მას (ოჯახში ძალადობის შემადგენლობა) და მისი ქმედება ამ ნაწილში სწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, მხედველობაში იღებს რა მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს, მიიჩნევს, რომ მ------ ბ-----ისთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი მ------ ბ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.მ------ ბ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.მ------ ბ-----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე.
5.მ------ ბ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 270 (ორას სამოცდაათი) საათის ვადით.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ ბ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 270 (ორას სამოცდაათი) საათის ვადით.
7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მ------ ბ-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, სულ 4 დღე, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდათი) საათის ვადით.
8.ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ------ ბ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას დ------–--- ბ-----ის (პ/ნ 2----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების (მდებარე ქ.ბათუმში, დასახლება მ-------–---–ი - საკადასტრო კოდი №0-----------) 7000 (შვიდი ათასი ) ლარის ღირებულების წილს.
9.ნივთიერი მტკიცებულება - დანა, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს კახაბრის პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/