განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002613961 (№1/ბ-722-2018წ.)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 დეკემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ--ო გ------ის ძე ბ--–------ძის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი №2----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თერჯოლის რაიონის სოფელ რ--------ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბ--ო ბ--–------ძემ ჩაიდინა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) დაუდევრად შენახვა, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბ--ო ბ--–------ძე 2015 წლის 17 აგვისტოდან შენახვისა და ტარების უფლებით ფლობდა „ტოზ ბმ" მოდელის, 16 მმ კალიბრის, „1-----" საქარხნო ნომრის სანადირო გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღს - თოფს, რომელსაც ინახავდა ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე - თერჯოლის მინიციპალიტეტის სოფელ რ--------ში, მისი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ „იარაღის შესახებ" საქართველოს 2003 წლის 08 მაისის კანონის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტის მოთხოვნის თანახმად, ბ--ო ბ--–------ძე ვალდებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი შეენახა ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომ უზრუნველყოფილიყო იარაღის დაცვა და უსაფრთხოება, ასევე, არ მომხდარიყო იარაღთან გარეშე პირის დაშვება, ეს უკანესკნელი ზემოხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში არსებულ საწოლის ლეიბების ჩასაწყობ სათავსოში ისე, რომ გარეშე პირს დაუბრკოლებლად შეეძლო ამ იარაღის დაუფლება და გამოყენება; ყოველივე აღნიშნულმა განაპირობა ის, რომ 2017 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე ბ--ო ბ--–------ძის ძმა ბ--- ბ--–------ძე დაუბრკოლებლად დაეუფლა რა აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს, ლითონის საჭრელი ხერხის გამოყენებით გადაჭრა ლულები, მივიდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლაში მცხოვრებ ბ--- გ-------იძესთან, სადაც საძინებელ ოთახში ესროლა საწოლზე მჯდომ ბ--- გ-------იძეს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განაჩენით ბ--ო ბ--–------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის რ---ო თ--------იას მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ბ--ო ბ--–------ძისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ბ--ო ბ--–------ძის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოილუსტრაციით, ბრალდებულ ბ--- ბ--–------ძის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა - გ------ი ბ--–------ძის, ქ-----------–------------------------–-----------–-------–-------------------–---------------------------------–----------------–------------------–---–-------------------–----------------–----------------–-------–----------------------–----–----- ბ--–------ძის გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ბ--- ბ--–------ძის მონაწილეობით; მიმართვის წერილით შსს საინფორმაციო ცენტრს სანადირო თოფის რეგისტრაციის შესახებ და შესაბამისი პასუხით; ცნობით სანადირო თოფის რეგისტრაციის შესახებ; ბალისტიკური ექსპერტიზის N1----- დასკვნით; ქიმიური ექსპერტიზის N3------- დასკვნით; ბ--- გ-------იძის გვამის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი ბ--- ბ--–------ძის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ბ--ო ბ--–------ძის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 238-ე მუხლით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ბ--ო ბ--–------ძის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის - რ---ო თ--------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
ბ--ო ბ--–------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
ბ--ო ბ--–------ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1500 (ათას ხუთასი) ლარი.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- ბ--- ბ--–------ძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ბ--ო ბ--–------ძის სახელზე გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა N I---------, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე