განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100116002664743
საქმე №1/ბ-659-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის- დ------- ვ------------ს
ადვოკატების- ე--- ნ--------ს და მ------ ი-----–---ის
გამართლებულების - გ--- გ-----------–---–ის და მ------ ფ----–------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე :
გ--- გ---------ს ძე გ-----------–---–ის მიმართ - დაბადების თარიღი: 0---------წ. პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ბაღდათის რაიონი, სოფელი დ---;
მ------ ზ----ს ძე ფ----–------ის მიმართ- დაბადების თარიღი: 2---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ჯ-----------;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 გ--- გ-----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 18 დეკემბერს, დღის საათებში, ქუთაისში, კ. გ-------------ს ქ. N96-ში მდებარე მ------- ე---ის საცხოვრებელი სახლიდან, ქურდობისათვის და ძარცვისათვის ნასამართლევი გ--- გ-----------–---–ი, მ------ ფ----–------ესთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად დაეუფლა მ------- ე---ის ფულად თანხას 725 ლარის ოდენობით და 8100 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულებს და სხვადასხვა დასახელების ნივთებს.
1.2. მ------ ფ----–------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 18 დეკემბერს, დღის საათებში, ქუთაისში, კ. გ-------------ს ქ. N96-ში მდებარე მ------- ე---ის საცხოვრებელი სახლიდან, მ------ ფ----–------ე, ქურდობისათვის და ძარცვისათვის ნასამართლევ გ--- გ-----------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად დაეუფლა მ------- ე---ის ფულად თანხას 725 ლარის ოდენობით და 8100 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულებს და სხვადასხვა დასახელების ნივთებს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენით:
გ--- გ-----------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
მ------ ფ----–------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ------- ვ------------ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენი და გ--- გ-----------–---–ი დამნაშავედ იქნეს ცნობილი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სასჯელი; ასევე, მ------ ფ----–------ე დამნაშავედ იქნეს ცნობილი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გ--- გ-----------–---–ის და მ------ ფ----–------ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არ ემყარება მოცემულ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ--- გ-----------–---–ის და მ------ ფ----–------ის ბრალეულობას ქურდობის ჩადენაში. გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რითაც არსებითად დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნები.
გამართლებული მ------ ფ----–------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მ------ ი-----–---ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორს დ------- ვ------------ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულებს: გ--- გ-----------–---–ს, მ------ ფ----–------ეს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს ე--- ნ--------ს და მ------ ი-----–---ს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი გ--- გ-----------–---–ის და მ------ ფ----–------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებს:
საქმეში წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა N1) დადგენი-–--, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს, გამოძიებით დაუდგენელი პირის მიერ გაქურდული იქნა, ქალაქ ქუთაისში, კ. გ-------------ს ქ. N96-ში მცხოვრები მოქალაქე მ------- ე---ის საცხოვრებელი სახლი, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ ოქროს ნივთებს: სამაჯურს, ხუთ ცალ ბეჭედს, საყურეებს და ფულად თანხას 700 ლარის ოდენობით.
საქმეში წამოდგენილი შეტყობინების რეგისტრაციის ბარათით №2------ დადგენი-–--, რომ „110“ საპატრულო ეკიპაჟის პ/ინსპექტორმა მ. მ-------ემ ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებას აცნობა, რომ ქალაქ ქუთაისში, კ. გ-------------ს ქ. N96 საცხოვრებელი სახლიდან მოპარულია ოქროს ნივთები: სამაჯური, ხუთი ცალი ბეჭედი, საყურეები და ფულადი თანხა 700 ლარის ოდენობით.
2015 წლის 18 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილის (საცხოვრებელი სახლის) დათვალიერება განხორციელდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მ------ წ-–--–-–---–ის, ექსპერტების - გ--- ხ------ს, ო----- ხ-----------ს და თვით დაზარალებულ მ------- ე---ის მონაწილეობით. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 15:30 სთ-ზე და დასრულდა 16:15 სთ-ზე. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისში, კ. გ-------------ს ქუჩა N96-ში მცხოვრები მ------- ე---ის საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას, ექსპერტის მიერ საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა სიგარეტის ნამწვი, იმავე საწოლის გვერდით ხის ტუმბოს ზედაპირიდან ამოღებული იქნა თმის ღერები, რომლებიც დაილუქა შესაბამის პაკეტებში. სასტუმრო ოთახში არსებული საწოლის გვერდით იატაკიდან ასევე ამოღებული იქნა სიგარეტის ნამწვი, რომელიც ასევე დაილუქა. საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული იქნა ორი ცალი რეზინის ხელთათმანი, რომლებიც დაილუქა შესაბამის პაკეტებში. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
2015 წლის 18 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენი-–--, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების ადმინისტრაციის შენობაში 2015 წლის 18 დეკემბერს 17:45 სთ-ზე. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა მოწმის სახით დაკითხული გ---- გ------–--ე მისი კანონიერი წარმომადგენელი მ--–---- ლ-----ე, უბნის ინსპექტორ გამომძიებელი მ------ წ----ე, ი-–-- მ-------–-–---–ი, ასევე ექსპერტები ო-–--- ს-----ე და ნ-----–---- ს--------ა. მონაწილეებს განემარტათ მათი უფლება-მოვალეობები. მოწმე გ---- გ------–--ეს გამომძიებლის მიერ წაეკითხა მის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენება, რის შემდეგაც მიეცა წინადადება მიეთითებინა ჩვენებაში მითითებული ადგილები, რაზედაც მან განაცხადა თანხმობა. გ---- გ------–--ის მითითებით მივიდნენ ქალაქ ქუთაისში ნ----ს ქუჩა N17-ში მდებარე N17 კომპლექსურ სკოლასთან და გ------–--ემ განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ სკოლაში შეხვდა 2015 წლის 18 დეკემბერს დილით მ------ ფ----–------ეს და გ--- გ-----------–---–ს, რომლებთანაც ერთად გაემართა ქალაქ ქუთაისში კ. გ-------------ს ქუჩა N96-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ასევე განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ სახლში შევიდნენ მ------ ფ----–------ე და გ--- გ-----------–---–ი. შემდეგ მან მიუთითა აღნიშნული სახლის გვერდით კ. გ-------------ს ქუჩა N94-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისკენ და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული სახლის ჭიშკართან დაემუქრნენ მას მ------ ფ----–------ე და გ--- გ-----------–---–ი სიცოცხლის მოსპობით, რის შემდეგაც დათანხმდა ის დახმარებოდა მათ ზემოხსენებული სახლის გაქურდვაში. ამის შემდეგ შევიდნენ ი----- კ--–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც გ---- გ------–--ემ მიუთითა საცხოვრებელი სახლისკენ და განმარტა, რომ სწორედ ამ სახლში იმალებოდა ის და უყურებდა მ------- ე---ეს, რომელიც მეზობელთან იყო გადასული. ასევე მან მიუთითა ფანჯარა, საიდანაც დაინახა მ------ ფ----–------ე და გ--- გ-----------–---–ი მ------- ე---ის საცხოვრებელ სახლში. საგამოძიებო ექსპერიმენტი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენი-–--, რომ გ--- გ-----------–---–ი დაკავებული იქნა 2015 წლის 18 დეკემბერს 18:23 სთ-ზე ქალაქ ქუთაისში ნ----ს ქუჩის N17-ში მდებარე კომპლექსური სპორტული სკოლის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე განთავსებული ექიმის კაბინეტის წინ მდებარე დერეფანში. მისი ფაქტობრივი დაკავება მოახდინეს უბნის ინსპექტორ- გამომძიებლებმა გ------ კ--------ემ და დ----- ხ----–--ემ. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შეადგინა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა თ------ი ქ---------ემ. ოქმი შედგენილ იქნა პოლიციის განყოფილებაში, ვინაიდან არ იყო განათება და საჭირო პირობები. დაკავებულ გ--- გ-----------–---–ს დაკავებისას ვიზუალური დათვალიერებით დაზიანების კვლები არ აღენიშნებოდა. პირადი ჩხრეკისას გ--- გ-----------–---–ს ტანთცმული ქურთუკის მარცხენა ქვედა ჯიბეში აღმოაჩნდა ფულადი თანხა 225 ლარი. ტანთცმული ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში აღმოჩნდა 4,30 ლარი. ფულადი თანხა მოთავსდა ერთ პაკეტში და დაილუქა. ქურთუკის გარე მარჯვენა ჯიბეში აღმოჩნდა ხისგან დამზადებული კრიალოსანი, სიგარეტი „სობრანიე“, შავი ფერის სანთებელა, მაჯის საათი სამაჯურის გარეშე, ციფერბლატზე წარწერით ,,S----. საათზე უკანა მხარეს ამოტვიფრულია ასო ,---- მარჯვენა ხელის მაჯიდან მოხსნილი იქნა ,,ს------- ფირმის საათი. აღნიშნული ნივთები ერთად შეიფუთა და დაილუქა ერთ პაკეტში. გ--- გ-----------–---–ისაგან ასევე ამოღებული იქნა შავი ფერის ზურგჩანთა, რომელშიც აღმოჩნდა ორი წყვილი წინდა, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ერთი ცალი სპორტული მაისური, ერთი ცალი ქურთუკი და ერთი ცალი პირსახოცი. ამოღებული ნივთები დაილუქა ერთ პაკეტში.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მ------ ფ----–------ე დაკავებული იქნა 2015 წლის 18 დეკემბერს 18:25 სთ-ზე ქალაქ ქუთაისში ნ----ს ქუჩის N17-ში მდებარე N17 კომპლექსურ სკოლაში. მისი ფაქტობრივი დაკავება მოახდინა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ბ----- ე-–----მ. მანვე შეადგინა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი. ჩხრეკა-დაკავებაში მონაწილეობა მიიღეს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ა---------– ფ------–---მ და მ-----– დ------ემ. ოქმი შედგენილ იქნა პოლიციის განყოფილებაში, ვინაიდან ფაქტობრივი დაკავების ადგილას არ იყო ელექტროენერგ-- და საჭირო პირობები. დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში ყოველგვარი იძულების გარეშე, დღეღამის ბნელ დროს ხელოვნური განათების პირობებში. დაკავებულს მარცხენა ყვრიმალზე აღენიშნებოდა დაზიანება, რომელიც მისი განმარტებით, მიიღო რამდენიმე დღის წინ ვარჯიშისას. მ------ ფ----–------ემ განაცხადა თანხმობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, ვინაიდან მისი განმარტებით, აღნიშნული ნივთები მას არ ჰქონდა. მ------ ფ----–------ის პირადი ჩხრეკისას ტანთცმული შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში მოთავსებული ჰქონდა მოყავისფრო ფერის საფულე, ფულადი თანხა: ოთხი ცალი 5 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, 2 ცალი 10 თეთრიანი მონეტა, 1 ცალი 5 თეთრიანი მონეტა. ე.წ. მეტრომანი, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, პირადობის მოწმობა, ასევე ერთჯერადი ცხვირსახოცი და ერთი ცალი შავი ცხვირსახოცი. აღნიშნული ნივთები ერთად იქნა მოთავსებული და დაილუქა ერთ პაკეტად. ასევე გაჩხრეკილი იქნა თანქონებული ხელჩანთა, სადაც მას ტანსაცმელთან ერთად მოთავსებული ჰქონდა შავი ფერის ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო ორი ცალი საყურე, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად, ხოლო ხელჩანთა მასში არსებული ტანსაცმლით ამოღებული იქნა და დაილუქა ცალკე პაკეტად.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის თანახმად, 18.12.2015 წელი 22:35 – 22:45 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ------ ფ----–------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და სისხლჩაქცევის სახით - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება ქვედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ შიგნითა ზედაპირზე ლორწოვანზე არსებული სისხლჩაქცევის სახით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანება მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე არსებული სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის თანახმად, 18.12.2015 წელი 22:25 – 22:35 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. გ--- გ-----------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ჩირქოვანი გამონაყარი და დაზიანებები ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
დაზიანება მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე მესამე თითის ნების ძვლის საპროექციო მიდამოში არსებული ნაჭდევის სახით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანება მარცხენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ზემოაღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შოთა თათვიძემ.
2015 წლის 18 დეკემბრით დათარიღებული სპორტული სკოლის ოთახის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქალაქ ქუთაისში ნ----ს ქუჩის N17-ში განთავსებული N17 კომპლექსურ სკოლაში ჩატარდა გ--- გ-----------–---–ის და მ------ ფ----–------ის საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკა, მდებარე სპორტული სკოლის მე-3 სართულზე N10- ში. ჩხრეკის შედეგად რაიმე ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა. ჩხრეკა ჩაატარა დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა მ------ წ-–--–-–---–მა პ----- ნ------ის მონაწილეობით.
2015 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობ პირს მ------- ე---ეს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის მ------ წ-–--–-–---–ის მიერ წარედგინა ამოსაცნობი საგნები. მოწმე მ------- ე---ემ მიუთითა, რომ წარმოდგენილი მოყვითალო ფერის საყურეებიდან მარცხენა მესამე, ამავე რიგითი ნომრით აღნიშნული ერთი წყვილი საყურე მარჯვნიდან პირველი არის სწორედ მისი კუთვნილი ოქროსფერი საყურეები, რომელიც ქ. ქუთაისში კ. გ-------------ს ქუჩა N 96-ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლიდან მოიპარეს 2015 წლის 18 დეკემბერს.
2015 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობ პირს მ------- ე---ეს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის მ------ წ-–--–-–---–ის მიერ წარედგინა ამოსაცნობი საგნები. მოწმე მ------- ე---ემ მიუთითა, რომ წარმოდგენილი ქალის მაჯის საათებიდან მარცხნიდან პირველი, ამავე რიგითი ნომრით აღნიშნული ქალის მაჯის საათი მარჯვნიდან მესამე არის სწორედ ის მისი კუთვნილი მაჯის საათი, რომელიც ქ. ქუთაისში კ. გ-------------ს ქუჩა N 96-ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლიდან მოიპარეს 2015 წლის 18 დეკემბერს.
მოწმის სახით დაიკითვისას დაზარალებულმა მ------- ე---ემ განმარტა, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით დილის 8 საათზე მასთან მივიდნენ მეზობლის დისშვილი გ---- გ------–--ე (მოწმემ განმარტა, რომ ძმები ერთმანეთს ჰგვანან და ვერ არჩევს მათ სახელებს) კითხვით, იყო თუ არა მისი შვილი ბ--- სახლში. მან გ----ს შეატყო, რომ რაღაც უცნაურად იქცეოდა. მისივე კითხვაზე იყო თუ არა სახლში ბიცოლა ხ------- კ--–-----–---–ი, პირველ ჯერზე უპასუხა, რომ არ იყო, შემდეგ კი დაბნეულმა უთხრა: კი სახლშია და სძინავსო. რეალურად კი სახლში მინასვლელი არ იყო ბიჭი. დაახლოებით ერთ ან საათნახევრის შემდეგ ის მივიდა ბიჭების ბიცოლა ხ-------სთან და ჰკითხა, თუ სად იყო გ--ა. ბიცოლამ არ იცოდა ბიჭების შესახებ, მისგან შეიტყო ბიჭის მასთან მისვლის ამბავი.
მოწმის განმარტებით, სწორედ მისი მეზობელთან გადასვლის პერიოდში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში შევიდნენ სახლში გასაქურდად. მეზობელთან ყოფნისას მ------- ე---ეს ძაღლის ხმაური შემოე--- და იფიქრა, ვინმე ხომ არ იყო მისული. წავიდა სახლში და ეზოში ჩასვლისას როდესაც გადაიხედა, უკანა ეზოდან დაინახა როგორ გადავიდა ეზოზე გ----, ბავშვი, რომელიც დილით იყო მასთან მისული. მ------- ე---ემ გააღო სახლის კარი, წინ „ტრი-–--ჟზე “ ეწყო სხვადასხვა ნივთები. ოქრო მათ შორის ბევრი არ იყო. ყველაფერი აღებული დახვდა, ასევე ედო 25 ლარი, 3 ლარის ხურდა. როდესაც ოთახებისკენ წავიდა ნახა, რომ ყველაფერი არეული იყო, ნოხი გადმოყირავებული, ბავშვის საძინებელში საწოლები არეული. ყოველივეს ნახვის შემდეგ ის უკან დახევით გავიდა სახლიდან. შეეშინდა, რომ სახლში ვინმე ყოფილიყო. მოწმემ განმარტა, რომ მაშინვე მიხვდა, რომ გ----ს გაკეთებული იყო, რომელიც მისი ეზოდან გადასული დაინახა. სასწრაფოდ წავიდა ხ-------სთან, უამბო მომხდარი. ბიცოლამ უთხრა, რომ სკოლაში იყო გ---- და დაურეკავდა. მ------- ე---ე ითხოვდა სასწრაფოდ მიეყვანათ მასთან ეს ბავშვი. ასევე ფიქრობს, რომ მარტო გ---- ვერ გაბედავდა სახლში შესვლას და დამხმარეც ეყოლებოდა.
მოწმის განმარტებით, მისი ჩანთიდან, რომელიც საძინებელ ოთახში ედო, ამოღებული იყო ოქროს ნივთები, ხოლო დაბადების მოწმობები და ყველა საბუთები ამოყრილი იყო. მისი ინიციატივით დარეკეს პოლიციაში, რა დროსაც მან დაინახა, რომ მოდიოდა ეს ბავშვი და ნერვიულობისგან ისე დაეტაკა, ვინმე რომ არ ყოფილიყო შემოაკვდებოდა ხელში. ბიჭმა უარყო ყველაფერი და დედას იფიცებდა, რომ ის არ ყოფილა. პოლიციის მოსვლისა და ცოტახნის საუბრის შემდეგ ეს ბავშვი გაქრა საერთოდ, სკოლაში წასულა. როდესაც პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ, მ------- ე---ემ მომხდარის შესახებ ყველაფერი უამბო, პოლიცია წავიდა სპორტსკოლაში და აიყვანეს ბავშვები. დაკავებისას აღიარეს ჩადენილი დანაშაული. ეს ინფორმაცია მ------- ე---ემ უბნის რწმუნებულიდან შეიტყო. მოწმის განმარტებით, საერთო ჯამში სახლიდან წაღებულია დაახლოებით 20 წლის წინ ნაყიდი ოქროს ნივთები შემდეგი ღირებულებით: სამაჯური -1300 ლარი; ნაძვის ფორმა, გრეხილი ქსოვის ცეფი - 19 გრამი - 900 ლარი; ღვთისმშობლის ხატით კულონი - 10 გრამი - 400 ლარი; ბეჭედი ნ-----–----ის მონეტით- 1400 ლარი; საყურეები - 9 გრამი - 900 ლარი; ბეჭედი - 7 გრამი - 550 ლარი; ბეჭედი - 1100 ლარი; ბავშვის საყურე „დასეტკილი“ - 270 ლარი; ბავშვის ბერძნული ქსოვის სამაჯური - 5 გრამამდე - 200 ლარი; ესპანური ოქროს საყურე - 500 ლარი; ბეჭედი ფოთოლის ფორმის - 370 ლარი; ბიჟუტერია, რომელიც არ არის ძვირადღირებული; ფულადი თანხა ყავისფერი საფულიდან - 700 ლარის ოდენობით, მწვანე საფულიდან - 5 დოლარი, იყო 2 ცალი თითო დოლარიანი, ასევე 28 ლარი. ბიჟუტერიის საერთო ღირებულებას მოწმე ვერ ასახელებს. ასევე არ იცის ამ ნივთების დღევანდელი საბაზრო ღირებულება.
იგი დაიკითხა მოწმის სახით ნ----ს განყოფილებაში. შემდეგ შეიტყო, რომ დაკავებულების ჯიბიდან ამოღებულ იქნა მისი შვილის ნივთები - საათი და საყურე. ნივთების ამოღების შემდეგ მან მიიღო მონაწილეობა ამოცნობაში, ამოიცნო შვილის საყურე და ვერცხლისფერი რკინის საათი სამაჯურის გარეშე. საათზე უკანა მხარეს ამოტვიფრული იყო ასო ,,ს“ და საყურესაც დამახასიათებელი კაბიანი ქალის ფორმა ჰქონდა. მოწმის განმარტებით, მისი მეზობლები ზრდიდნენ ძმებს გ--ა და გ---- გ------–--ეებს, მშობლები გარდაეცვალათ და ბიცოლას და ბიძას ჰყავდათ აყვანილი. 16 წლის არის ეს ბავშვი. მეგობრობდა მის შუათანა შვილთან - ბ---სთან. ის სახელებით ვერ ანსხვავებს ძმებს, თუმცა ერთ-ერთს აქვს ,,შრამი“, კიდევ ყურზე აქვს რაღაც. მან არ იცის უშუალოდ ვინ არია მისი სახლი. მოწმის მოსაზრებით, დანაშაული ჩაიდინეს გ--- გ-----------–---–მა და მ------ ფ----–------ემ იქიდან გამომდინარე, რომ მას უთხრეს ვინ იყო დაკავებული და ვისი ჯიბიდან ამოღებული ნივთებიც ამოიცნო. მას არ დაუნახავს გ-----------–---–ის და ფ----–------ის ქურდობა, დაინახა მხოლოდ „იმ ბავშვის“ ეზოდან გადასვლა.
მოწმე გ------ კ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. მოწმის განმარტებით, 2015 წლის დეკემბრის თვეში მოხდა ქურდობის ფაქტი მ------- ე---ის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. ოპერატიული ინფორმაცია მიიღო თანამშრომელმა ე------ ჟ----–---–---მა, რომლის ინფორმაციითაც შესაძლოა დანაშაული ჩაედინა ინფორმაციაში მოხსენიებულ პირებს და ნივთები ჰქონოდათ თან მათივე საცხოვრებელ სპორტული სკოლის ოთახში. ეს პირები ცხოვრობდნენ ნ----ს N17- ში არსებულ სპორტულ სკოლაში, რის გამოც საღამოს საათებში გაემართნენ გ------ კ--------ე, გამომძიებელი თ------ ქ---------ე და დ----- ხ----–--ე. სპორტული სკოლის მეორე სართულზე, რომელიც ყოველგვარი განათების გარეშე იყო, სრულიად ჩაბნელებული, შეხვდნენ გ--- გ-----------–---–ს, სადაც მოხდა მისი დაკავება გ------ კ--------ის მიერ. განემარტა უფლება-მოვალეობები, ადვოკატის ყოლის უფლება, უფლება არ დაებრალებინა დანაშაული და გამოეყენებია დუმილის უფლება. შემდეგ გ--- გ-----------–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ფულადი თანხა, მაჯის საათი და მეორე საათი „ხელზე ჰქონდა შეხსნილი“. მაჯის საათს სამაჯურები არ ჰქონდა. მეორე სართულზე განათების გარეშე ხილვადობა რთული იყო. მოწმის განმარტებით, „თანამშრომელი შეიძლება გაგერჩია, მაგრამ რთულად“. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე, საჭირო ლუქები თან ჰქონდათ, მოწმეს არ ახსოვს ხელმოწერებიც თუ ადგილზე გაკეთდა. დაკავებული პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში და შედგა დაკავების ოქმი. ოქმის შედგენა, ასევე ხელის მოწერა განხორციელდა განყოფილებაში იმის გამო, რომ სკოლაში იმ სართულზე იყო სიბნელე, „ბევრი ბავშვები ირეოდნენ “ და შეუძლებელი იყო იქ შედგენა. მოწმეს არ ახსოვს მოაწერა თუ არა ხელი ოქმს გ--- გ-----------–---–მა. უშუალოდ ჩხრეკა გამომძიებელმა ჩაატარა. იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა გ--- გ-----------–---–ის დაკავება და ჩხრეკა, მ------ ფ----–------ე იმყოფებოდა იმავე სართულზე, ცოტათი მოშორებით, სადაც ასევე მიმდინარეობდა მისი დაკავება და ჩხრეკა. გ-----------–---–ის დაკავების საფუძველი იყო ოპერატიული ინფორმაცია. მოწმეს არ ახსოვს საიდან მოხდა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმში დროების მითითება. გ------ კ--------ე პირადად დაუკავშირდა გ--- გ-----------–---–ის კანონიერ წარმომადგენელს, თუმცა კანონიერი წარმომადგენელი რამდენ ხანში გამოცხადდა არ ახსოვს.
მოწმე თ------ი ქ---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებელი. 2015 წლის 18 დეკემბერს გაიქურდა გ-------------ს ქუჩის N98-ში მდებარე მ------- ე---ის საცხოვრებელი ბინა. საქმეზე დაიწყო გამოძიება. მოხდა მოწმეთა დაკითხვა, რომლებიც უშუალოდ ამხელდნენ პირებს. ჩატარებული გამოძიების შემდეგ ასევე ხელმძღვანელობისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ დანაშაული ჩადენილი უნდა ყოფილიყო გ--- გ-----------–---–სა და მ------ ფ----–------ის მიერ. ასევე მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ ნ----ს ქუჩა N17-ში მდებარე მრავალპროფი-–--ნ სპორტულ სკოლაში და მიიღეს გადაწყვეტილება მათი ბრალდებულის სახით დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ.
დაახლოებით საღამოს 6 ან 7-ის ნახევარზე, უკვე დაღამებული იყო, მივიდნენ დასახელებულ სპორტულ სკოლაში. შენობის მეორე სართულზე (სულ არის 4 სართული) ექიმის კაბინეტის წინ პოლიციის განყოფილების ორ თანამშრომელს, ერთ-ერთი იყო გ------ კ--------ე, შეჩერებული ჰყავდათ გ--- გ-----------–---–ი, რომელიც თავისუფლად იდგა. მოწმემ მას წარუდგინა თავი, ასევე ჰკითხა სახელი, გვარი. აუხსნა ვითარება, რომ ტარდებოდა მისი პირადი ჩხრეკა. თავად წაუკითხა და გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებელი პირადი ჩხრეკის შესახებ. უშუალოდ მოწმის მიერ განხორციელდა გ-----------–---–ის ადგილზე გაჩხრეკა, გამოყენებულ იქნა დამატებითი განათების საშუალება, ამოღებულ იქნა ფულადი თანხა, 225 ლარი ქაღალდის ფული, 10, 20, 50 ლარიანი კუპიურებით, ასევე ჯიბეში ჰქონდა 4 ლარი და 50 ან 70 თეთრი. სიგარეტი „სობრანიე“, ხის მძივი ე.წ. კრიალოსანი, ერთი საათი ეკეთა ხელზე, მეორე ჯიბეში ჰქონდა. ასევე ჰქონდა სპორტული ჩანთა, მასში მოთავსებული იყო სპორტული ტანსაცმელი. მოწმის მიმართვაზე, რომ მიეცა ნივთები, გ-----------–---–მა თავად ამოიღო როგორც ფული ასევე საათი. მოწმის განმარტებით, თანხა ისეთ ადგილზე ჰქონდა შენახული, ცოტა გაუჭირდა ამოღება. ამოღებული ნივთები სამ პაკეტად დაილუქა და დაიპლომბა ადგილზევე, ხელმოწერები გაკეთდა განყოფილებაში. გ-----------–---–ს რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია. რადგანაც ტერიტორიაზე არ იყო პირობები და იყო სიბნელე, ამოღებული ნივთები მოთავსდა ერთად. დააკავეს პირი და გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც დაუყოვნებლივ შედგა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები. დაკავებისა და ჩხრეკის დაწყების დროდ მიეთითა სწორედ სკოლის შენობაში დაკავებისა და ჩხრეკის დაწყების საათი, რომელიც ჰქონდათ დამახსოვრებული. ხელბორკილი არასრულწლოვანის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა, რადგან ამის საჭიროება არც იყო. განყოფილებაში ოქმების შედგენა გამოწვეული იყო დაკავების ადგილზე სინათლის არარსებობის გამო. მოწმემ განმარტა, რომ „არასრულწლოვანი იყო და ვერ დავიწყებდი გარკვევას სად იყო სინათლე. ყველა კაბინეტი დაკეტილი იყოო“. არ ახსოვს რა ეცვა გ-----------–---–ს. გ-----------–---–მა არცერთ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, მიზეზს არ ასახელებდა, აღნიშნული მიეთითა ოქმებში. როდესაც ადვოკატიც წარუდგინა მოწმემ, შემდეგ განყოფილებიდან პირადი სამსახურებრივი ნომრიდან დაუკავშირდა გ-----------–---–ის მამას. დაკავშირების შემდეგ განუმარტა, რომ დაკავებული იყო მისი შვილი, აუხსნა, თუ რატომ დააკავეს და სად იმყოფებოდა.
მოწმეს მოცემულ საქმეზე ჩატარებული აქვს შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: დადგენილება პირის ჩხრეკის შესახებ. განყოფილებაში შეადგინა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ბრალდებულის ახლობლებისათვის დაკავების შეტყობინება, ადვოკატის წარდგენა. მოწმის ინფორმაციით, სპორტსკოლაში მაშინ, როდესაც ხორციელდებოდა გ--- გ-----------–---–ის პირადი ჩხრეკა, იქვე იმყოფებოდა ასევე განყოფილების თანამშრომლების მიერ შეჩერებული მ------ ფ----–------ე, ხორციელდებოდა მისი პირადი ჩხრეკა და შემდეგ მოხდა დაკავება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ხ----–--ემ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. დეკემბრის თვე იყო, დილით შევიდა შეტყობინება პოლიციის განყოფილებაში. ადგილზე გავიდა ე------ ჟ----–---–---ი, ვინაიდან მისი უბნიდან იყო შეტყობინება. შეტყობინება შეეხებოდა ბრალდებულებს. საღამოს სხვა თანამშრომლებთან ერთად მივიდა მე-17 სპორტსკოლაში. კიბეებზე ადიოდნენ მეორე სართულზე, როდესაც დააკავეს გ--- გ-----------–---–ი. დაკავების პროცესში გამომძიებელმა თ---------- ქ---------ემ დაკავებულს განუმარტა უფლება-მოვალეობები, მათ შორის ჩხრეკის შესახებ. გ---ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. გ--- გ-----------–---–ს ჩხრეკა ჩაუტარა უშუალოდ მან. ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს 200 ლარი, მარცხენა შარვლის ჯიბეში ჰქონდა ხურდა ფული, სიგარეტი, სანთებელა და საათი სამაჯურის გარეშე. შენობაში შუქი არ იყო საერთოდ, ამიტომ ტელეფონის შუქზე ხდებოდა ეს ყველაფერი. ჩხრეკას გ---ს მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. გამომძიებელმა განაცხადა, რომ ამ პირობებში ოქმის შედგენა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ გადაიყვანეს ბრალდებულები პოლიციის განყოფილებაში. განყოფილებაში შედგა ოქმი. პოლიციაში გ---ს თან ჰქონდა ზურგჩანთა, სადაც სპორტული ტანსაცმელი ეწყო. ეს ყველაფერი დაილუქა სათანადოდ და ხელი მოაწერეს. როგორც ახსოვს, გ---ს ხელი არ მოუწერია. გ-----------–---–ისაგან ამოღებული ნივთების დალუქვა მოხდა პოლიციის განყოფილებაში, ხოლო ჩხრეკა ჩატარდა მე-17 სპორტულ სკოლაში. დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი შეივსო მეოთხე განყოფილებაში, რადგან იქ შევსება შეუძლებელი იყო, შუქი არ იყო კორპუსში. მეორე სართულზე როგორც კი შევიდნენ იქ შეხვდათ გ--- გ-----------–---–ი და იქ დააკავეს. ჩხრეკა გაგრძელდა ნახევარ საათამდე. დაკავების მომენტში მ------ ფ----–------ეც იქ იყო მაგრამ სხვა ჯგუფი უტარებდა ჩხრეკას. დარბაზი განათებული იყო, მაგრამ ფოიე პირველ სართულზეც და მეორე სართულზეც ჩაბნელებული იყო.
მოწმის სახით დაკითხულმა ე------ ჟ----–---–---მა განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. დაზარალებულ მ------- ე---ეს იცნობს სამსახურეობრივად, არის იმ უბნის რწმუნებული, სადაც დაზარალებული ცხოვრობს. 2015 წლის 18 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გაქურდული იქნა მ------- ე---ის საცხოვრებელი სახლი. იმავე დღეს სანდო წყაროდან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ-----------–---–ი და ფ----–------ე მოპარულ ოქროს ნივთებსა და ფულს ინახავდა მე-17 სპორტულ სკოლაში. მე-17 სპორტული სკოლაც მოწმის სამოქმედო ტერიტორიაა. მოწმის განმარტებით მიღებული ინფორმაციის წყარო საიდუმლოა, ხოლო მიღებული ინფორმაციის შესახებ აცნობა განყოფილების უფროსს ლაშა კ--------ეს. გარდა ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებისა, მოწმეს სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. მ------- ე---ის ბინის გაქურდვის შესახებ მოწმისთვის ცნობილი გახდა პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინებიდან, ხოლო ოპერატიული ინფორმაცია სანდო წყაროსგან მიიღო პირადი საუბრის შემდეგ. ინფორმაციის თანახმად, გ--- გ-----------–---–ის და მ------ ფ----–------ის გაქურდული იყო მ------- ე---ის საცხოვრებელი სახლი.
მოწმის სახით დაკითხულმა მ-----– დ------ემ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. განყოფილებაში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, გავიდნენ ბრალდებულების დასაკავებლად მე-17 სპორტსკოლაში. სკოლის ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფებოდნენ აღნიშნული პირები. მოწმეს უშუალოდ მოუწია ფ----–------ის დაკავება. განუმარტეს ბრალდებულებს უფლებები, შემდეგ მოხდა მათი ჩხრეკა, შემდეგ გადაიყვანეს განყოფილებაში. მოწმესთან ერთად ფ----–------ის ჩხრეკა-დაკავებაში მონაწილეობდა ფ------–---, ხოლო გამომძიებელი იყო ბ----- ე-–----. სკოლის მეორე სართულზე დააკავეს ბრალდებულები. დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას წინააღმდეგობა არ გაუწევია მ------ს. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგა განყოფილებაში, ვინაიდან ადგილზე ბევრი ხალხი იყო - მწვრთნელები, მოჭიდავეები, თან ძალიან ბნელოდა. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე მოწმეს ხელი მოწერილი აქვს. გ-----------–---–ის ჩხრეკაც იქვე ხდებოდა, ოღონდ სხვა ჯგუფის მიერ. მ------ ფ----–------ე ადმინისტრაციულ შენობაში დააკავეს. სავარჯიშო დარბაზში არ დაუკავებიათ, უბრალოდ ეძებდნენ და თითქმის ყველგან შევიდნენ სანამ მოძებნიდნენ. მას ყურადღება საქმეზე ჰქონდა გადატანილი და არ ახსოვს ჩხრეკას რომელიმე მწვრთნელი თუ აკვირდებოდა, ზოგადად ბევრი ხალხი იყო ადგილზე. ჩხრეკისას ტანსაცმელთან ერთად ზარდახშაც ამოიღეს მ------ის ჩანთიდან, სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩენილა. მოწმეს არ ახსოვს მ------მა რამე თუ თქვა ზარდახშასთან დაკავშირებით. სიბნელეში ბრალდებულების ჩხრეკა განაპირობა უბრალო პროცედურამ - სადაც დააკავეს იქვე ჩაუტარდათ ჩხრეკა.
მოწმის სახით დაკითხულმა ა---------– ფ------–---მ განმარტა, რომ იგი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. მოწმის განმარტებით, თანამშრომელ ე------ ჟ----–---–---ის მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, ასევე საქმეზე არსებობდა ჩვენებები, მათ შორის დაზარალებულის. საღამო იყო, როდესაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოწმე თანამშრომლებთან ერთად, ნ----ს ქუჩა N17-ში მდებარე სპორტულ სკოლაში მივიდნენ და სკოლის მეორე სართულზე შეხვდნენ კიბეებზე მომავალ გ--- გ-----------–---–სა და მ------ ფ----–------ეს. პოლიციის თანამშრომლები იყვნენ ორ ჯგუფად, ერთ ჯგუფში იყვნენ გ------ კ--------ე, გამომძიებელი თ------ ქ---------ე და დ----- ხ----–--ე, ხოლო მეორეში ა---------– ფ------–---, მ-----– დ------ე და ბ----- ე-–----. ჯგუფმა, რომელშიც თავად იმყოფებოდა, დააკავა მ------ ფ----–------ე, ხოლო მეორე ჯგუფმა დააკავა გ--- გ-----------–---–ი. მ------ ფ----–------ის ჩხრეკა განხორციელდა შენობის მეორე სართულზე. იყო სიბნელე, ხალხიც მოგროვდა. ადგილზევე მოხდა ფ----–------ის პირადი ნივთების ამოღება, რომელიც დაილუქა. ფ----–------ეს თან ჰქონდა სპორტული ჩანთა, რომელშიც იდო ტანსაცმელი და შავი ყუთი. ყუთში იდო ორი ცალი ოქროსფერი საყურე, რომელიც ასევე ამოღებულ და დალუქულ იქნა ადგილზევე. რადგან სიბნელე და ხალხმრავლობა იყო,გამომძიებლის გადაწყვეტილებით ოქმის შევსება განხორციელდა პოლიციის განყოფილებაში. ფ----–------ის მხრიდან რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. მისგან ცოტა მოშორებით ასევე ხორციელდებოდა გ--- გ-----------–---–ის პირადი ჩხრეკა.
მოწმის განმარტებით, დარბაზიდან მისი და მისივე თანამშრომლების მიერ მოხდა ფ----–------ის ადმინისტრაციულ შენობაში გადაყვანა, სადაც დახვდათ სიბნელე, იქ ასევე იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, მათ შორის მწვრთნელებიც მოვიდნენ. დარბაზში მ------ ფ----–------ე ვარჯიშობდა. ვარჯიშიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა მისი დაკავება. მოწმეს არ ახსოვს რა პირობები იყო, როგორც იხსენებს სინათლე გარეთ იყო. მოწმეს არ ახსოვს ფ----–------ის დაკავების ზუსტი დრო, თუმცა უთითებს, რომ უკვე საღამო იყო, ალბათ 7 საათი. პირველ რიგში მოხდა დაკავება, განემარტა უფლებები და შემდეგ ჩატარდა ჩხრეკა. ჩანთის ჩხრეკა მიმდინარეობდა „ფანარის’’ დახმარებით, რომელიც ეკავა თანამშრომელს.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მ--------- კვე---ემ განმარტა, რომ მუშაობს მე-17 სპორტული საჯარო სკოლის მწვრთნელ-მასწავლებლის თანამდებობაზე. ბავშვებს წვრთნის თავისუფალ ჭიდაობაში. შემთხვევის დღეს ახსოვს, რომ ვარჯიშის პროცესში იყვნენ, როდესაც სავარჯიშო დარბაზში შემოვიდა სამი პიროვნება, რომლებიც კითხულობდნენ მ------ ფ----–------ეს. მ------მა უპასუხა და ის გაიყვანეს გამოსაცვლელ ოთახში. შემდეგ გადაიყვანეს მეორე კორპუსში, რომელიც 40-50 მეტრითაა დაშორებული დარბაზიდან. სულ სპორტული სკოლა ორი კორპუსისგან შედგება: ერთი, რომელშიც სავარჯიშო დარბაზია ორ სართულიანია, ხოლო მეორე კორპუსი ოთხ სართულიანი. როდესაც გამოსაცვლელ ოთახში გაიყვანეს მ------ი, მოწმემ გაიგონა რომ ჰკითხეს: შენი ჩანთა სადააო. მ------მა მისცა და იმ ჩანთიდან ამოიღეს პირსახოცები, მეტი არაფერი იყო. შემდეგ მ------მა გამოიცვალა და წავიდნენ მეორე კორპუსში ამ სამ პოლიციელთან ერთად. იმ კორპუსში ძალიან ბნელოდა. მეორე კორპუსში ავიდნენ მეორესართულზე, სადაც დახვდათ გ-----------–---–ი და კიდევ სხვა პოლიციელები. ადგილზე იყო სრული სიბნელე, ტელეფონის შუქებზე იკითხებოდნენ. მასწავლებლებმა, მათ შორის პირადად მან განუცხადა, რომ ჩასულიყვნენ ან პირველ სართულზე ან მესამეზე სადაც განათება იყო. ორივე ბრალდებული ამ მეორეზე სართულზე გაიჩხრიკა. ჩხრეკის დროს მოწმეც იქ იყო, მაგრამ ხუთი ექვსი მეტრით უკან დაწიეს პოლიციელებმა. თქვეს მხოლოდ ერთი მწვრთნელი დარჩეს და დანარჩენებმა უკან დაიხიეთო. სიბნელეში მოწმეს ხმები ესმოდა რაც ხდებოდა. საუბრობდნენ თითქოს რაღაც ნივთი ამოიღეს მ------ის ჩანთიდან, მ------ი უარყოფდა. დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში იჩხრიკებოდნენ. ამის შემდეგ მ------ი და გ--- გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოწმე სხვა საგამოძიებო მოქმედებას არ დასწრებია. სადღაც ექვსის ნახევრიდან ექვსამდე ხდებოდა ეს ყველაფერი. შემთხვევის დღეს, როგორც ახსოვს, 10 საათზე ჰქონდათ ვარჯიში. რამდენადაც ახსოვს, მ------იც იყო დილის ვარჯიშზე და ივარჯიშა. რაც შეეხება გ---ს, არ ახსოვს დილით, ხოლო საღამოს ვერ ივარჯიშა, რაღაც აწუხებდა და ამის გამო. ჩხრეკისას გ---ს ხმა არ გაუგონია, შესაბამისად იფიქრა, რომ მისი ჩანთიდან არაფერი ამოუღიათ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ----- ნ------ემ განმარტა, რომ ის არის გ--- გ-----------–---–ის ნათლია, ის და მ. ფ----–------ე მისი მოსწავლეები იყვნენ. 2015 წლის 18 დეკემბერს ოთახის ჩხრეკას დაესწრო. ჩხრეკა ჩატარდა მესამე სართულზე გ---ს და მ------ის საცხოვრებელ ოთახში. იმ დღეს ვარჯიშზე იყვნენ. პოლიციის თანამშრომლები მოულოდნელად შეცვივდნენ და დაიწყეს ჩხრეკა. ოთახის ჩხრეკისას არაფერი ყოფილა ამოღებულა. ოთახის ჩხრეკისას ელექტრო ენერგ-- იყო. ისინი პირადად მეორე სართულზე გაიჩხრიკნენ, სადაც შუქი არ იყო. ოთახების ჩხრეკის ოქმი შედგა ადგილზე და ხელიც მოაწერა. ვარჯიში იწყებოდა, როცა პოლიციელები მოვიდნენ. მ------ი ვარჯიშობდა უკვე მასთან ერთად, ხოლო გ--- ჩამოდიოდა ქვემოთ. მ------ს დაუძახეს და წაიყვანეს. მეორე სართულზე გ---ს შეხვდნენ, როგორც ჩანს ზემოთ სართულებისკენ გ---ს საძებნად მიდიოდნენ. პირადი ჩხრეკისას რა ნივთები იქნა ამოღებული მოწმე ინფორმაციას არ ფლობს.
მოწმის სახით დაკითხულმა მ------ წ-–--–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლად. 2015 წლის 18 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ქუთაისში, კ. გ-------------ს N96-ში მცხოვრები მ------- ე---ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, მოპარული იყო ოქროს ნივთები, სამკაულები და ფულადი თანხა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან დაიწყო გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. მან ჩაატარა შემდეგი სახის საგამოძიებო მოქმედებები: მ------- ე---ის თანხმობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მისი საცხოვრებელი ბინა, ეზო, ასევე მის გვერდით მცხოვრები მეზობლის საცხოვრებელი ბინის ეზო. შემთხვევის ადგილის დათვალიერებით გაირკვა, რომ საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, რომელიც საცხოვრებელი სახლის სამხრეთით მდებარეობს, იყო ღია მდგომარეობაში. დაზარალებულის განმარტებით, შესასვლელ ოთახში ,,ტრი-–--ჟიდან“ მოპარული იყო სამკაულები და ფულადი თანხა. ასევე საძინებლიდან მოპარული იყო საფულე და სხვადასხვა დასახელების ნივთები.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საძინებელი ოთახებიდან ამოღებული იქნა სიგარეტის ნამწვი, ასევე თმის ღერები და დასავლეთ მხარეს, საცხოვრებელი ბინიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით რეზინის ხელთათმანი, ასევე მ------- ე---ის მეზობლად მცხოვრები მოქალაქის საცხოვრებელი ბინის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული იქნა რეზინის ხელთათმანი. მის მიერ მოწმის სახით იქნა დაკითხული დაზარალებული მ------- ე---ე. მოწმის განმარტებით, მისი თანამშრომლის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტი უნდა ჩაედინა გ--- გ-----------–---–ს და მ------ ფ----–------ეს, რომლებიც აღნიშნულ ნივთებს უნდა ინახავდნენ პირადად ან თავიანთ საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ გაჩხრეკილი იქნა ქ. ქუთაისში, ნ----ს ქუჩა N17-ში არსებული სპორტულ-კომპლექსური სკოლის ის ოთახი, სადაც გ--- გ-----------–---–ი და მ------ ფ----–------ე ღამეს ათევდნენ. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ამავე კომპლექსური სკოლის მწვრთნელის, პ----- ნ------ის თანხმობით და თანდასწრებით, რაიმე ნივთი და საგანი მათი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, მის მიერ მოწმის სახით ასევე დაიკითხნენ ა---------– ფ------–---, მ-----– დ------ე, გ------ კ--------ე, დ----- ხ----–--ე და პ----- ნ------ე. მის მიერვე იქნა შედგენილი ოქმები პაკეტის გახსნისა და დათვალიერების შესახებ. უშუალოდ მან დაზარალებულ მ------- ე---ეს ამოსაცნობად წარუდგინა 2015 წლის 18 დეკემბერს მ------ ფ----–------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ოქროს ერთი წყვილი საყურე, რა დროსაც დაზარალებულმა ამოიცნო წარმოდგენილი სამი ნივთიდან ოქროსფერი საყურე. მისი განცხადებით, აღნიშნული ნივთი იყო სწორედ ის ნივთი, რომელიც მისი საცხოვრებელი სახლიდან იქნა მოპარული. დაზარალებულს ასევე სხვა ორ ნივთთან ერთად წარედგინა გ--- გ-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საათი, რომელიც ასევე ამოიცნო დაზარალებულმა და მიუთითა ნიშნები, რომელითაც მოხდა მისი ამოცნობა. მოწმის მიერ ასევე შედგენილი იქნა ოქმები პაკეტების გახსნისა და დათვალიერების შესახებ და ფოტოსურათების დათვალიერების ოქმი.
მოწმის სახით დაკითხულმა ბ----- ე-–----მ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მან დაკითხა არასრულწლოვანი მოწმე გ---- გ------–--ე მეურვის, ბიძის მ--–---- ლ-----ის თანდასწრებით. ბ----- ე-–----ს განმარტებით, მოწმე საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლეოდა, ის ამხელდა რამდენიმე პირს უშუალოდ დანაშაულის ჩადენაში. ასახელებდა მათ სახელებს და გვარებს. ამასთან განმარტავდა, რომ იძულების წესით, სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, იძულებული იყო თავადაც მიეღო მონაწილეობა აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარებოდა მათ. ბ----- ე-–----ს მიერ მოწმესთან ერთად ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი. გამოძიება დაიწყო 18 დეკემბერს, იმავე დღეს, საღამო საათებში, გ---- გ------–--ის ჩვენებიდან გამომდინარე, სადაც მან ამხილა გ--- გ-----------–---–ი და მ------ ფ----–------ე, გამოცხადდა ქუთაისში, ნ----ს ქუჩა N17-ში მდებარე სპორტულ სკოლაში, რადგან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ სწორედ ამ მისამართზე.
მოწმის განმარტებით, აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ სკოლის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე, სადაც მან გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, დააკავა და პირადი ჩხრეკა ჩაუტარა მ------ ფ----–------ეს. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების თანამშრომლების მ-----– დ------ის და ა---------– ფ------–---ს მონაწილეობით. ოქმის შევსება დაიწყო ადგილზე, ხოლო ოქმის შედგენა მოხდა განყოფილებაში, უშუალოდ მის მიერ, რადგან პირადი ჩხრეკისა და ფაქტობრივი დაკავების ადგილზე არ იყო ოქმის შედგენისთვის სათანადო პირობები, კერძოდ, არ იყო ელექტროენერგ--, იყო ღამის საათები, ბნელოდა და არ იყო ტექნიკური საშუალება. მან მ------ ფ----–------ე გადაიყვანა განყოფილებაში მ-----– დ------ესა და ა---------– ფ------–---სთან ერთად. მოწმის განმარტებით, გ--- გ-----------–---–ი იმყოფებოდა მეორე სართულზე, მისგან რამდენიმე მეტრის დაცილებით და მასთან მუშაობდნენ სხვა პირები. პირადი ჩხრეკის დროს მ------ ფ----–------ისგან ამოღებული იქნა პირადი ნივთები, საფულე. ასევე თანქონებული სპორტული ჩანთიდან ამოღებული იქნა პატარა, სამკაულებისთვის განკუთვნილი ყუთის მსგავსი, რომელშიც აღმოჩნდა ორი ცალი ოქროსფერი საყურე. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მ------ ფ----–------ეს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
მოწმე ბ----- ე-–----მ ასევე განმარტა, რომ მ------ ფ----–------ის მიყვანა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ადგილზე არ მომხდარა, რადგან ის უკვე იმყოფებოდა მეორე სართულზე. ადგილზე მოხდა მისი შეჩერება, დაკავება და პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მას, განემარტა უფლებები და აღნიშნული დადასტურებულია განყოფილებაში მიყვანის შემდეგ შესაბამის ოქმებზე ხელმოწერით. ასევე განმარტა, რომ მ------ ფ----–------ეს რაიმე სახის შენიშვნა არ გაუკეთებია და ასეთის არსებობის შემთხვევაში მითითებული იქნებოდა ოქმში, ხოლო ზეპირი სახის შენიშვნას ვერ იხსენებს. მოწმის განმარტებით, დაკავებული პირით სიარული შენობის სხვადასხვა ნაწილში და განათებული ოთახის ძებნა უფრო ღირსების შემლახველია, ვიდრე მისი იქ გადაყვანა, სადაც დაკავების შედეგ ისედაც უნდა გადაეყვანათ. მ------ ფ----–------ისგან ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე, რადგან ეს არის დოგმა. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ტექნიკური საშუალება, ნივთის დალუქვა მოხდა ადგილზე, გაკეთდა შესაბამისი წარწერა და ხელმოწერა, ხოლო ოქმის შევსება ფორმალურად დასრულდა განყოფილებაში.
მოწმის სახით დაკითხულმა გ---- გ------–--ემ განმარტა, რომ 2015 წელს სწავლობდა და პერიოდულად ცხოვრობდა მე-17კომპლექსურ სკოლაში, ეუფლებოდა ძიუდოს. სწავლის პერიოდში რჩებოდა ხოლმე ბიძასთან და ბიძაშვილებთან გ-------------ს 107 ნომერში. გ---ს იცნობდა სკოლიდან, ამ პერიოდში მასთან ერთად სწავლობდა, ხოლო მ------ი გაიცნო გ---სგან. გ---სთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. გამოძიებაში დაიკითხა 18 დეკემბერს. დაკითხვამდე ერთი კვირით ადრე ესაუბრა გ---ს და მ------ს, რომლებმაც უთხრეს, რომ შენი უბანი გვაინტერესებსო, სად ცხოვრობო. შემდეგ წავიდნენ ამ უბანში, რომელიც ახალგაზრდობის გამზირია. ამოირჩიეს ერთი სახლი და უთხრეს: ეს სახლი უნდა გავძარცვოთო და შენ უნდა დაგვეხმაროო. მ------- ე---ის სახლი იყო, მდებარე გ-------------ს 96 ნომერში. როგორც იცის, შეძლებული ოჯახი იყო. მ------ს და გ---ს მოეწონათ სახლი და თქვეს, კარგი სახლიაო და ამის გაძარცვა გვინდაო. იმ დღეს დილით ის, მ------ი და გ--- მივიდნენ მ------- ე---ის სახლში. მ------ი და გ--- შევიდნენ შიგნით, ხოლო ის დარჩა გარეთ, რათა „დაელივერებია“ სიტუაცია. მოწმის განმარტებით, ის იძულებული იყო ეს გაეკეთებინა, ვინაიდან მუქარას ჰქონდა ადგილი. დანით დაემუქრნენ მოკვლით მას და მის ძმას. ის დარჩა გარეთ, გ-----------–---–ი და ფ----–------ე შესული იყვნენ შიგნით, დაახლოებით ათ წუთში გამოვიდნენ და უთხრეს მოწმეს, რომ წასულიყო. რა ეცვათ იმ დღეს მათ არ ახსოვს. ერთადერთი ახსოვს, რომ შესვლისას ეკეთათ ხელთათმანები, ხოლო გამოსვლისას აღარ. გამოსვლისას რაღაც ოქროსებური ნივთებიც ჰქონდათ. როცა გ---მ და მ------მა გამოუშვეს, ის წავიდა სპორტსკოლაში. შემთხვევიდან დაახლოებით სამ-ოთხ საათში დაკითხეს. შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტშიც მიიღო მონაწილეობა.
მოწმის განმარტებით, ნივთები ჰგავდა ოქროს, ოქროს საყურეს, ზუსტად ვერ ადასტურებს იყო თუ არა ოქროსი. ნივთები ხელში ეკავათ, კონკრეტულად გ---ს ეჭირა ერთი-ორი ნივთი. ამის შემდეგ ის წავიდა და აღარ იცის სად წაიღეს ეს ნივთები გ-----------–---–მა და ფ----–------ემ. შემთხვევამდე ბევრჯერ იყო ნამყოფი მ------- ე---ის სახლში. მუქარის შესახებ არავისთან გაუმხელია. მუქარა განახორციელა გ---მ სიტყვიერი მუქარით და დანით. შემთხვევის დღეს სპორტსკოლაში შეხვდა ბრალდებულებს. სპორტსკოლიდან წამოვიდნენ და გავიდნენ უბანში. მ------- ე---ის სახლის გვერდზე ცარიელი სახლია, მხოლოდ კედლებია. მოწმე იმ სახლის ეზოში გადავიდა, ხოლო გ--- და მ------ი შევიდნენ მ------- ე---ის სახლში. მ------- ე---ე გადასული იყო მის ბიცოლასთან. ეს დაინახეს გ---მ და მ------მაც, როცა უბანში იდგნენ დაახლოებით 50 მეტრში მ------- ე---ის სახლთან. მოწმის განმარტებით, ის მიტოვებულ სახლში იყო შესული, რომელსაც არც ფანჯრები აქვს და არც კარები. საიდან გამოვიდნენ ფ----–------ე და გ-----------–---–ი ზუსტად არ ახსოვს, ვერც იმას დაადასტურებს მ------- ე---ის სახლიდან გამოვიდნენ თუ არა. შემდეგ მივიდნენ მასთან და ისიც იმ წუთასვე წავიდა იქიდან. მათ რა გააკეთეს მ------- ე---ის სახლში არ იცის, რადგან იქ არ ყოფილა. არც ის იცის ჰქონდა თუ არა მ------- ე---ეს ოქროს ნივთები.
მოწმის განმარტებით, როცა ის იმ ადგილიდან - მიტოვებული სახლიდან მიდიოდა/გარბოდა, ლურჯი ქურთუკი ეცვა. დაინახა მ------- ე---ემ, ქურთუკით იცნო და დარეკა პოლიციაში. ამის შემდეგ ის მოწმის სახით დაიკითხა პოლიციაში. ის პირადად არ გამოცხადებულა პოლიციაში, პოლიციამ მიაკითხა სპორტსკოლაში და წაიყვანეს დასაკითხად. დილით მარტო დაიკითხა, ხოლო მოგვიანებით ბიძასთან ერთად. ბიძამისის მისვლამდე პოლიციამ არაოფიციალურად გამოჰკითხა, ხოლო ბიძამისის მისვლის შემდეგ ოფიციალურად დაკითხეს, მაშინ 16 წლის იყო. დაკითხვა 3-4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ გაუშვეს ბიძასთან ერთად სახლში. სპორტსკოლაში მას შემდეგ აღარ უვლია. საგამოძიებო ექსპერიმენტი და სურათების გადაღება საღამოსკენ მოხდა. ზეწოლა მასზე არავის განუხორციელებია.
გ--- გ-----------–---–მა თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ შემთხვევის დროს ის სწავლობდა და ვარჯიშობდა ქ. ქუთაისში მე-17 სპორტულ სკოლაში. მ------ ფ----–------ეს იცნობს დაახლოებით 5-6 წელია, სპორტული სკოლიდან. სადავო ფაქტის დღეს დილით 10 საათიდან 2-ის ნახევრამდე იმყოფებოდა ჭ-------ის გამზირზე, ხოლო 6-ის ნახევრამდე შუალედში დაისვენა და 6-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან, რომ წასულიყო სპორტულ სკოლაში სავარჯიშოდ. როდესაც სპორტული სკოლის დარბაზის კიბეებიდან ჩამოდიოდა, მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს. უთხრეს, რომ ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი და განყოფილებაში უნდა წაეყვანათ. მან მოითხოვა ადვოკატი და მშობლებთან დარეკვა, მაგრამ პოლიციამ არ მისცა უფლება. დაიწყეს მისი გაჩხრეკა სიბნელეში. რამდენიმე წუთში მოიყვანეს მ------ ფ----–------ეც, რომელსაც მოჰყვა რამდენიმე მწვრთნელი და სპორტსმენი. ამ დროს პოლიციის თანამშრომელმა ჩაუდო საათი ჩანთაში და ჰკითხეს, მისი იყო თუ არა ეს საათი, რომელზეც უპასუხა, რომ ის მისი იყო ნამდვილად. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა ამოიღო მეორე საათიც, რომელზეც იგივე კითხვა დაუსვა, მაგრამ გ--- გ-----------–---–მა უპასუხა, რომ აღნიშნული საათი მას არ ეკუთვნოდა. პოლიციის თანამშრომელმა უთხრა, რომ მოეწერა ხელი რაღაც ფურცლებზე, მაგრამ მას ხელი არაფერზე მოუწერია. ამის შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში სადაც სცემეს, რომ ეღიარებინა ბრალი.
გ--- გ-----------–---–ის განმარტებით, მისი ჩხრეკა და დაკავება განხორციელდა სპორტული შენობის მეორე სართულზე, სადაც იყო სიბნელე და არ არსებობდა არანაირი განათების საშუალება და პოლიციის თანამშრომლები სარგებლობდნენ მხოლოდ ტელეფონის განათებით. ჩხრეკაში მონაწილეობას იღებდნენ ვ--–---- კ--------ე და ბ----- ე-–----. მან ასევე აღნიშნა, რომ პირველი საათი, რომელიც პოლიციამ ჩხრეკის დროს ამოიღო, მეგობარმა აჩუქა და დაამატა, რომ მას ჩანთაში ჰქონდა ფული 200-300 ლარი, რომელიც ოჯახმა მისცა; სპორტული ტანსაცმელი, ბეჭედი და ჯვარი. მისი განმარტებით, მან პოლიციელების მიერ წარმოდგენილ ოქმს იმ მოტივით არ მოაწერა ხელი, რომ არ ენდობოდა და შეეშინდა, ხოლო ეს უნდობლობა ჩხრეკის დროს გაგონილი პოლიციელების საუბრიდან იყო გამოწვეული, რომლებიც ერთმანეთში ლაპარაკობდნენ საათთან დაკავშირებით. აღნიშნული საათი მას წინათ არასდროს უნახავს და არც იცის ვისია. ის აღნიშნავს, რომ ექსპერტიზაზე იმის გამო გადაიყვანეს, რომ მას ჰქონდა მიღებული დაზიანებები, რომელიც მიიღო განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ. კერძოდ, მას ჰქონდა ჩაქცევა თითში, რომელიც მიიღო განყოფილებაში გასაღების ჩარტყმის შედეგად, როდესაც ძალის გამოყენებით ცდილობდნენ ჩაეცვათ მისთვის ხელთათმანები, რომელსაც არ იცმევდა და შეგნებულად ხევდა, რომ არ გამოეყენებინათ მის წინააღმდეგ. მ------ ფ----–------ე ნახა პირველად დილის საათებში, რომლის შემდეგაც დაკავებამდე აღარ უნახავს, მაგრამ აღნიშნავს, რომ იცოდა, მ------ი უნდა წასულიყო ტაძარში წირვაზე, რადგან ის სულ ესწრება წირვას. გ---- გ------–--ეს იცნობს სკოლიდან, ვინაიდან ისინი იყვნენ კლასელები. მათ არასოდეს ჰქონიათ ახლო ურთიერთობა და ბოლო პერიოდშიც იშვიათად ხედავდნენ ერთმანეთს. ხოლო შემთხევის დადგომამდე მას გ---- გ------–--ე ერთი-ორი კვირა არ უნახავს. დაზარალებულ მ------- ე---ეს არ იცნობს, არ იცის სად ცხოვრობს და პირველად ნახა ის სასამართლო სხდომაზე.
მ------ ფ----–------ემ თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2015 წლის დეკემბერში, სადავო ფაქტის დროს ის ვარჯიშობდა ქ. ქუთაისში ნ----ს ქუჩაზე მდებარე №17 სპორტულ სკოლაში, სადაც მ------ი ცხოვრობდა კიდეც და ამავე დროს ის ემზადებოდა სპორტული ოლიმპიადისთვის. დილას და საღამოს ვარჯიშობდა. დილით დაახლოებით 10-ის ნახევრიდან 12-ის ნახევრამდე, ხოლო საღამოს 6 საათიდან 8 საათამდე. მ------ ფ----–------ის განმარტებით, სადავო ფაქტის დღეს ის დილით ადგა სავარჯიშოდ. ვარჯიშობდა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. როდესაც ვარჯიშს მორჩა, მან ჩაალაგა თავისი თეთრეული და ტანსაცმელები, რომ წასულიყო თავის სახლში, რომელშიც კვირაში მხოლოდ ერთხელ მიდიოდა. მან სახლში დაჰყო დაახლოებით 2 საათი, რის შემდეგაც ის დაბრუნდა ისევ ქ. ქუთაისში სპორტულ სკოლაში და სანამ სპორტულ სკოლაში მივიდოდა, მივიდა წმ. გ-------ს სახელობის ეკლესიაში, საიდანაც დაბრუნდა სპორტულ სკოლაში 4-5 საათისთვის. შევიდა თავის ოთახში და ემზადებოდა 6 საათზე დასაწყები ვარჯიშისათვის. როდესაც მ------ ფ----–------ემ ჩაალაგა ჩანთა და მიდიოდა უკვე სავარჯიშოდ, დაინახა გ--- გ-----------–---–ი, რომელიც იმყოფებოდა ოთახში და უთხრა, რომ ის მიდიოდა სავარჯიშოდ. გ---მ უპასუხა, რომ ის წასულიყო და თვითონაც მალე შემოუერთდებოდა. მ------მა გააგრძელა გზა და მივიდა სავარჯიშო დარბაზთან, რომელიც არის დაახლოებით 10 მეტრში. როდესაც შევიდა შიგნით, დაინახა რამდენიმე უცხო სახე, რომლებიც მას ეგონა, რომ იყვნენ ახალ მოსული ბავშვების მშობლები. მიესალმა მათ და გააგრძელა გზა. შევიდა სპორტულ გასახდელში, სადაც ყველა მოჭიდავე ლაპარაკობდა სპორტზე და სპორტულ ამბებზე. როდესაც მცირეწლოვნები მორჩნენ ვარჯიშს, მ------ ფ----–------ე და თავისი მეგობრები გავიდნენ სავარჯიშოდ და დაიწყეს ვარჯიში თავიანთ მეწყვილეებთან ერთად. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დარბაზში შემოვიდნენ ზემოთ აღნიშნული უცხო ხალხი, რომლებმაც იკითხეს მ------ ფ----–------ე. მ------ ფ----–------ემ როდესაც გაიგონა რომ მისი სახელი ახსენეს, იფიქრა, რომ მას იმიტომ ეძახოდნენ, რომ მისთვის სპორტულ სკოლაში სწავლა დაეფინანსებინათ. როდესაც მივიდა მ------ი მათთან, აღმოაჩინა, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები მეოთხე განყოფილებიდან. მათ მ------ს ჰკითხეს თუ სად იყო მისი ჩანთა და დაამატეს რომ აეღო და გაჰყოლოდა მათ. მაგრამ მ------მა უთხრა, რომ გარეთ სიცივე იყო და სანამ არ გამოიცვლიდა ვერ გაჰყვებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა მისცეს მ------ს უფლება, რომ გამოეცვალა მას ტანსაცმელი და ისე გაჰყოლოდა. მ------ს ეგონა, რომ ის მიჰყავდათ პოლიციის მე-4 განყოფილებაში, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა ის აიყვანეს თავისი ოთახისკენ, რომელიც არის მესამე სართულზე. მაგრამ მათ მ------ი არა მესამეზე, არამედ მეორე სართულზე გააჩერეს, სადაც იყო სიბნელე და არაფერი ჩანდა. ამის შემდეგ, როდესაც გ--- გ-----------–---–მა იცნო მ------ ფ----–------ე, გ---მ ჰკითხა მ------ს ნამდვილად ის იყო თუ არა, რის შემდეგაც გ--- გააჩუმეს და უთხრეს, რომ მას ლაპარაკის უფლებაც არა აქვს.
მ. ფ----–------ის განმარტებით, მეორე სართულზე მხოლოდ ის დერეფანი არ იყო განათებული, სადაც ისინი იმყოფებოდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს ჩანთის გაჩხრეკა, საიდანაც ამოიღეს საყურეები და ჰკითხეს, თუ საიდან ჰქონდა მას ეს საყურეები, რაზეც მან უპასუხა, რომ ისინი მას არ ეკუთვნოდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა შეადგინეს ოქმი და დაკავებულები გადაიყვანეს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, სადაც აიყვანეს მეორე სართულზე და შეიყვანეს ოთახში. როდესაც ის დასვეს სკამზე, პოლიციის თანამშრომლებმა მოიტანეს სამედიცინო ხელთათმანები, რომელიც ძალის გამოყენებით ჩააცვეს მ------ს და უთხრეს, რომ მას უკვე შეეძლო მოეხსნა ეს ხელთათმანები. ხოლო ამის შემდეგ ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი მიეპარა უკნიდან და მას მოაცალა თმები, რომელიც მოათავსა პაკეტში, დალუქა და წავიდა. ამის შემდეგ შემოვიდა სხვა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ჰკითხა თუ სად ცხოვრობდა მ------ი, ვინ იყვნენ მისი მშობლები და ა.შ. ხოლო როდესაც მიიღო კითხვაზე პასუხი, პოლიციის თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომ ის იცნობდა მის ოჯახს და განსაკუთრებით ბებიას, რომელიც მ------ის განმარტებით, 2001 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მ------ს უთხრა, რომ ის მას ვერ დაიჭერდა და შესთავაზა, რომ დანაშაული გადაებრალებინა გ--- გ-----------–---–ისათვის, რის გაგონებაზეც მ------ი აღშფოთდა. როდესაც მან უარი განაცხადა, რომ ხელი დაედო და დაებრალებინა დანაშაული გ-----------–---–ისათვის, ის შეიყვანეს პოლიციის უფროსის კაბინეტში, სადაც მასზე პოლიციის განყოფილების უფროსმა განახორციელა მუქარა და უთხრა, რომ თუ გ---ს ხელს არ დაადებდა, მაშინ მასაც ციხეში ჩასვამდა. მაგრამ მ------ი მაინც მტკიცე უარზე იდგა და არ აპირებდა, რომ გ---სათვის დაედო ხელი. ამის შემდეგ მ------ი გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მეორე დღეს გამომძიებელმა წ-–--–-–---–მა წარუდგინა ბრალი და უთხრა, რომ შემთხვევის ადგილას აღმოჩენი-–-- ხელთათმანები, სიგარეტის ნამწვი და თმა, ეკუთვნის მას და გააფრთხილა, რომ ეღიარებინა დანაშაული.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, გ. გ-----------–---–ის და მ. ფ----–------ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყურად ადასტურებენ მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტები არსებითად ეწინააღმდეგება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ და სარწმუნო მტკიცებულებაბად, მათი შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათ ერთმანეთთან თავსებადობას და შესაბამისობას, თუ რამდენად ზუსტად, წვრილმანებში და დეტალურად ადასტურებენ ისინი იმ ფაქტებს, რომლის დასადგენადაც არიან წარმოდგენილნი.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მტკიცებულებები მთელ რიგ დეტალებში შეუსაბამოა ერთმანეთთან და არ არის ურთიერთთავსებადი, კერძოდ, საქმეზე დაკითხულ პოლიციელთა ჩვენებები არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავია, ეწინააღმდეგებიან საქმეზე დაკითხული მოწმეების: პ.ნ------ის და მ.კვე---ის ჩვენებებს გამართლებულების გ. გ-----------–---–ის და მ. ფ----–------ის ფაქტობრივი დაკავების ადგილთან მიმართებაში, წინააღმდეგობაა, აგრეთვე, გ. გ-----------–---–ის და მ. ფ----–------ის ჩრეკისასა ამოღებული ნივთების დალუქვასთან დაკავშირებით. მოწმე გ. კ--------ე აჩვენებს, რომ ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე, საჭირო ლუქები თან ჰქონდათ, ხოლო ხელმოწერები სად გაკეთდა არ ახსოვს, მოწმე თ. ქ---------ის განმარტებით, ამოღებული ნივთები სამ პაკეტად დაილუქა ადგილზევე, ხელმოწერები გაკეთდა განყოფილებაში. მოწმე დ. ხ----–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ გ. გ-----------–---–ისაგან ამოღებული ნივთების დალუქვა მოხდა პოლიციის განყოფილებაში, ხოლო ჩხრეკა ჩატარდა მე-17 სპორტულ სკოლაში. მოწმე ა. ფ------–---ს ჩვენებით დასტურდება, რომ მ. ფ----–------ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე, მოწმე ბ. ე-–----ს ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ მ. ფ----–------ისაგან ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ტექნიკური საშუალება, გაკეთდა შესაბამისი წარწერა და ხელმოწერა, ხოლო ოქმის შევსება ფორმალურად დასრულდა განყოფილებაში. აღნიშნული ჩვენებების ურთიერთშეჯერებით გაუგებარია და არ არის დადგენილი ერთმნიშვნელოვნად, თუ სად დაილუქა გ. გ-----------–---–ის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენი-–--, რომ გამართლებულების ჩხრეკა განხორციელდა ბნელ გარემოში, მობილური ტელეფონის შუქზე. დასტურდება ასევე, რომ გ. გ-----------–---–ი და მ. ფ----–------ე არ დაუკავებიათ იმ ადგილზე, სადაც პირად ჩხრეკა ჩაუტარდათ. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენი-–--, რომ მხოლოდ მეორე სართულზე არ იყო განათება, რის გამოც მწვრთნელების მიერ მიეთითა პოლიციის თანამშრომლებს, რომ განათებულ ადგილზე გადაეყვანათ დაკავებულები. პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ არასრულწლოვან გ. გ-----------–---–ის და მ. ფ----–------ის დაკავება და ჩხრეკა განხორციელებული იყო იმ პირობებში, რა პირობებშიც მათ ჩაუტარდათ ჩხრეკა.
პალატა აქვე ყურადღებას მიაპყრობს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომლის მიხედვითაც შემთხვევის ადგილზე ამოღებული იქნა სიგარეტის ნამწვი, თმის ღერები და რეზინის ხელთათმანები, რომლებზედაც არანაირი ექსპერტიზა არ ჩატარებულა.
მ. ფ----–------ის ხელჩანთის ჩხრეკისას ამოღებულ ქალის ოქროსფერ საყურეებთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ნივთი არ ყოფილა დართული სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაზე და შესაბამისად ის, როგორც მტკიცებულება, პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ არასრულწლოვან გ--- გ------–--ის ჩვენებას, აღნიშნული ჩვენება ვერ ქმნის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს. დაზარალებული მ. ე---ე კი არ წარმოადგენს პირდაპირი სახის მოწმეს, მას უშუალოდ არ დაუნახავს გ. გ-----------–---–ის და მ. ფ----–------ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი, მან დაინახა მხოლოდ გ. გ------–--ის ეზოდან გასვლა. ამდენად, მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არასრულწლოვან გ.გ------–--ის ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გ. გ-----------–---–ის და მ. ფ----–------ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
პალატას მიაჩნია, რომ გ. გ-----------–---–ის და მ. ფ----–------ის მხრიდან ქურდობის ჩადენა წარმოადგენს ბრალდების მხარის ეჭვს, რომელიც უნდა გადაწყდეს მათ სასარგებლოდ და შესაბამისი მტკიცებულებით სტანდარტის არარსებობის გამო გ. გ-----------–---–ი და მ.ფ----–------ე სწორად გაამართლა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი გ--- გ-----------–---–ის და მ------ ფ----–------ის მიმართ კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენი გ--- გ-----------–---–ის და მ------ ფ----–------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ--- გ-----------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გ--- გ-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია და მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა გ-- გ-----------–---–ის (პ/ნ 1----------), გ------- გ-----------–---–ის (პ/ნ 0----------) და ზურაბი გ-----------–---–ის (პ/ნ 1----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ბაღდათის რაიონი, სოფელი დ--- (საკადასტრო კოდი: 3-----------).
გ--- გ-----------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მ------ ფ----–------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
მ------ ფ----–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია და მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა ზ---- ფ----–------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე, წყალტუბოს რაიონი, სოფელი ჯ----------- (საკადასტრო კოდი: 2-----------).
მ------ ფ----–------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი:
- საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთ CD-R დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ CD-R დისკზე, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- მ. ფ----–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოყავისფრო ფერის საფულე, ფულადი თანხა: ოთხი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ოც თეთრიანი მონეტა, ორი ცალი ათ თეთრიანი მონეტა და ერთი ცალი ხუთ თეთრიანი მონეტა, ე.წ. მეტრომანი, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- გ--- გ-----------–---–ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 225 ლარი, 4.30 ლარი, სიგარეტი „სობრანიე“, სანთებელა, მაჯის საათი, „სეიკოს“ ფირმის საათი, შავი ფერის ზურგჩანთა, ორი წყვილი წინდა, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ერთი ცალი სპორტული მაისური, ერთი ცალი ქურთუკი და ერთი ცალი პირსახოცი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ნამწვავები, თმის ღერები და ხელთათმანები, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე