განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
010100116001243475
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001243475

საქმე №1/ბ-556-2017წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)

მარინა სირაძე, მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივნის _ ლ---- ტაბიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ი-----–ი დ--------–--ის

ადვოკატის – ნ---- დ------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულის – ხ---ა დ---–-------ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე, აჭარის ა/რ პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ი-----–ი დ--------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ხ---ა დ---–-------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 6----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, მცხოვრების ქ----–--------–-----–---------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ---ა დ---–-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ხ---ა დ---–-------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს – სროლისათვის ვარგის, ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ ნომინალური კალიბრის ”G-------------”-მოდელის №8---- პისტოლეტს, რაც 2016 წლის 19 იანვარს პოლიციის მუშაკების მიერ ქ.ბათუმში, ს----------------------------–- ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

ზემოაღნიშნულის გამო ხ---ა დ---–-------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენით:

 

ხ---ა დ---–-------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ხ---ა დ---–-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ხ---ა დ---–-------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2016 წლის 19 იანვრიდან 2016 წლის 21 იანვრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ხ---ა დ---–-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

ხ---ა დ---–-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: ცეცხლსასროლი იარაღი და ერთი მჭიდი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემდგომი განკარგვის მიზნით.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა _ აჭარის ა/რ პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ი-----–ი დ--------–--ემ, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ხ---ა დ---–-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საუარესოდ შებრუნების პრინციპის გათვალისწინებით, მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა – ი-----–ი დ--------–--ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულ ხ---ა დ---–-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- დ------ემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ი-----–ი დ--------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ხ---ა დ---–-------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას ხ---ა დ---–-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არის დადგენილი, რომ ხ---ა დ---–-------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ აღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტი, კერძოდ:

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხული, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის, ლ---- გ------აძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 19 იანვარს მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქ.ბათუმში, სო-----------------------–- მდებარე მ------ ლ--------ის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა ხ---ა დ---–-------ე, რომელიც ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ის პოლიციის მუშაკებთან _ თ------ ხ---–--ესთან და ი-----–ი ბ-----–--ესთან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე. ხ---ა დ---–-------ე დაკავებული იქნა ხსენებულ ბინაში, რა დროსაც მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შესახებ მის მიერ შედგა შესაბამისი ოქმი, რომელიც სრულად ასახავს საგამოძიებო მოქმედების შინაარს და შედეგებს.

 

საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების _ თ------ ხ---–--ისა და ი-----–ი ბ-----–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 19 იანვარს სამმართველოში შესული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქ.ბათუმში, ს---------------------, ბ-------–- დროებით მცხოვრებ მ------ ლ--------ესთან და ნ---- კ----–--ესთან სტუმრად იმყოფებოდა ხ---ა დ---–-------ე, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. ამის შედმეგ ისინი სამსახურებრივი ავტომანქანით გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე და როცა ბინაში შევიდნენ, იქ დახვდათ ხ---ა დ---–-------ე, რომელიც დაკავებული იქნა მათ მიერ. ხ---ა დ---–-------ეს მისივე თანხმობით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის საქამრიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი, რომელიც ადგილზევე დაილუქა.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ხ---ა დ---–-------ე დაკავებული იქნა 2016 წლის 19 იანვარს, 15:15 საათზე, ქ.ბათუმში ს-------------------–-------------- ბინაში, სადაც იმყოფებოდა სტუმრად. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ხ---ა დ---–-------ეს აღმოაჩნდა ზურგის მხარეს, საქამრეზე ჩამოდებული შავი ფერის პისტოლეტისმაგვარი ნივთი, წარწერით ”G-------------”, რომელიც ამოღებული იქნა პოლიციის მუშაკების მიერ და დაილუქა. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილია როგორც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლების, ასევე თავად ბრალდებულ ხ---ა დ---–-------ის მიერ.

 

საქმეზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტის №7-- დასკვნით დადგენილია, რომ ხ---ა დ---–-------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული და ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღი მჭიდით, არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ ნომინალური კალიბრის „G-------------“ - მოდელის №8---- პისტოლეტი, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რომან ბერიძემ.

 

აპელანტი _ აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორი ი-----–ი დ--------–--ე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ხ---ა დ---–-------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტს. მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ, მართალია, ხ---ა დ---–-------ე დაკავებული იქნა ბინაში, მაგრამ აღნიშნული ბინა არ წარმოადგენდა მის საცხოვრებელს და ის სტუმრად იმყოფებოდა იქ. აპელანტის მტკიცებით, ხ---ა დ---–-------ე სანამ სტუმრად მივიდოდა ხსენებულ ბინაში, ის გადაადგილდებოდა ცეცხლსასროლი იარაღით. მისივე მოსაზრებით, ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული იარაღი ხ---ა დ---–-------ეს აღნიშნულ ბინაში არ უპოვნია და იქ მყოფი პირებისგან არ შეუძენია, არამედ ის სწორედ ამ იარაღით მივიდა სტუმრად, რაც ქმნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენატაციას და აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება გულისხმობს იარაღთან ერთად გადაადგილებას, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხ---ა დ---–-------ე საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა, როდესაც მისგან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება მისი ამ იარაღით გადაადგილების ფაქტი, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილთან მიმართებით, აღნიშნული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ხ---ა დ---–-------ე ზემოთ ხსენებულ ბინაში მისვლამდე გადაადგილდებოდა ცეცხლსასროლი იარაღით, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამდენად, აპელანტის მოთხოვნა ხ---ა დ---–-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დამნაშავედ ცნობის შესახებ, უსაფუძვლოა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე ხ---ა დ---–-------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ხ---ა დ---–-------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხ---ა დ---–-------ის მიმართ დაუშვებელი იყო პირობითი მსჯავრის გამოყენება, ვინაიდან, იგი წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის, პალატა მას არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხ---ა დ---–-------ე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 05 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის განაჩენით ხ---ა დ---–-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 05 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებით, ხ---ა დ---–-------ეს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით განესაზღვრა 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარი. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2015 წლის 18 თებერვლიდან იმავე წლის 18 ივნისის ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ ხ---ა დ---–-------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით, რამაც შთანთქა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 05 ნოემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მას სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით, რისი ათვლაც უნდა დაწყებოდა დაკავების დღიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 07 ივნისის განაჩენით ცვლილება შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის განაჩენში და ხ---ა დ---–-------ეს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ სულ 08 თვე და 17 დღე, იგი ჩაითვალა სასჯელმოხდილად და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების _ „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ _ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ”მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

 

ამდენად, ვინაიდან, ხ---ა დ---–-------ის პირველი ნასამართლობა წარმოშვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 05 ნოემბრის განაჩენით მისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დამნაშავედ ცნობამ, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ იწვევს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აღარ არსებობს ხ---ა დ---–-------ის ორი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ პირად მიჩნევის საფუძველი. შესაბამისად, მისთვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.აჭარის ა/რ პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ი-----–ი დ--------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენი ხ---ა დ---–-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ხ---ა დ---–-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.ხ---ა დ---–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.ხ---ა დ---–-------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2016 წლის 19 იანვრიდან 2016 წლის 21 იანვრის ჩათვლით.

 

6.მსჯავრდებულ ხ---ა დ---–-------ის ყოფაქცევაზე კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.მსჯავრდებულ ხ---ა დ---–-------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

8.ხ---ა დ---–-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

 

9.ნივთიერი მტკიცებულება – ცეცხლსასროლი იარაღი და ერთი მჭიდი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემდგომი განკარგვის მიზნით.

 

10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/მ.გორგოძე/