განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001434529
საქმე N1/ბ-37-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ შ----- ქ---–---–ის
მსჯავრდებულის _ ა-–---- ბ------–---–ის
ადვოკატის _ ი--- გ--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ა-–---- ბ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–---- ბ------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------------–ი, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 3----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ----------–----------------------------------------–---------------------–----------------------–----------------------------------------–ი, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-–---- ბ------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ს--- ო-----–---–თან და შ----- ა-----ესთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გ---–---- ჯ----ის სავალუტო პუნქტში (სადგომში) უკანონო შეღწევით ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა ს--- ო-----–---–თან და შ----- ა-----ესთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გ------- ჯ--------ის სავალუტო პუნქტში (სადგომში) უკანონო შეღწევით ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 03 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, ი----------------------–- არსებულ გ---–---- ჯ----ის სავალუტო პუნქტში (სადგომში) უკანონო შეღწევით, ა-–---- ბ------–---–ი, ს--- ო-----–---–ი და შ----- ა-----ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ გ---–---- ჯ----ის ფულად თანხას 500 ლარის ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2016 წლის 03 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, ი.ჭავჭავაძის ქუჩა N37-ში არსებულ გ------- ჯ--------ის სავალუტო პუნქტში (სადგომში) უკანონო შეღწევით, ა-–---- ბ------–---–ი, ს--- ო-----–---–ი და შ----- ა-----ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ გ------- ჯ--------ის ფულად თანხას 200 ლარის ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ზემოაღნიშნულის გამო ა-–---- ბ------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:
ა-–---- ბ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გ---–---- ჯ----ის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გ------- ჯ--------ის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ა-–---- ბ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
ა-–---- ბ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.
ა-–---- ბ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ვიდეოჩანაწერები, რომლებიც დისკების სახით ერთვის საქმეს, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით; სუნის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო ფულადი თანხა და ტანსაცმელი, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–---- ბ------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 03 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, ი----------------------–- მდებარე გ---–---- ჯ----ის სავალუტო პუნქტში (სადგომში) უკანონო შეღწევით, ა-–---- ბ------–---–ი სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ---–---- ჯ----ის ფულად თანხას 500 ლარის ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 2016 წლის 03 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, ი-----------------------–- მდებარე გ------- ჯ--------ის სავალუტო პუნქტში (სადგომში) უკანონო შეღწევით, ა-–---- ბ------–---–ი სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ------- ჯ--------ის ფულად თანხას 200 ლარის ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა-–---- ბ------–---–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონიერად და ობიექტურად არ იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებებს მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რის შედეგადაც მიღებული იქნა უსამართლო გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ა-–---- ბ------–---–მა და მისი ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა ი--- გ--------ემ დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, იმ საფუძვლით რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულებს ზიანი ანაზღაურებული აქვთ და მათ მსჯავრდებულის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ. სახელმწიფო ბრალმდებელმა შ----- ქ---–---–მა ითხოვა დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა-–---- ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ ა-–---- ბ------–---–ის ჩვენებით, ასევე ბრალდებულების _ შ----- ა-----ის და ს--- ო-----–---–ის ჩვენებებით; დაზარალებულების _ გ---–---- ჯ----ის და გ------- ჯ--------ის ჩვენებებით; მოწმეების _ ნ--–------ კ---–--–--ის და რ----- რ-----ის ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით; ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა-–---- ბ------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რასაც სადავოდ არც აპელანტი ხდის.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ა-–---- ბ------–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული და დაასახელა თანამონაწილეები, მაგრამ პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ მან თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, ამასთან, მხედველობაში იღებს ა-–---- ბ------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათსა და სიმძიმეს, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა-–---- ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ა-–---- ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი ა-–---- ბ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ა-–---- ბ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების (ორი ეპიზოდი) ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გ---–---- ჯ----ის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გ------- ჯ--------ის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ა-–---- ბ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
5.ა-–---- ბ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.
6.ა-–---- ბ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2017 წლის 21 ნოემბრიდან.
7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: სუნის ნიმუშები საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს; ფულადი თანხა და ტანსაცმელი, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო ვიდეოჩანაწერები, რომლებიც დისკების სახით ერთვის საქმეს, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/