განაჩენი

სისხლის სამართლის 30.11.2018
საქმის ნომერი
010100118002604964
ინსტანცია
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100118002604964

საქმე №1/ბ-710-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№1-----------) ე----- ქ-----ს მიმართ, დაბადებული: 1---------წ. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ. ბათუმი, გ-------------ს ქ. 29-31, ბინა N102; ფაქტობრვად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ზ. გ-------–--ის ქ. N114, ბინა N161;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე----- ქ----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბათუმში, ზ. გ-------–--ის ქ.N114, ბინა N161-ში მცხოვრებმა ე----- ქ----მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახისა და მარჯვენა ხელის არეში ხელების დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ--–---ა ფ---------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ე----- ქ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 01 აგვისტოდან, 2018 წლის 04 აგვისტომდე პერიოდი.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-–---------- ძ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ე----- ქ----ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით; ბრალდების მხარის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათს, მის პიროვნებას, ასევე სასჯელის მიზნებს.

 

მსჯავრდებულ ე----- ქ-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ხ------ა ქ-----–ია წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ე----- ქ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ე----- ქ-----ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმ----ბის ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ--–---ა ფ---------ის ჩვენებით, მოწმე მ----ა ბ---–----ის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ე----- ქ-----ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

რაც შეეხება ე----- ქ-----ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანმშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულს, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული; ყოველივეს მხედველობაში მიღებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად ე----- ქ-----ს სასამართლომ დაუნიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ე----- ქ-----ს მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნა პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- ძ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ე----- ქ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 01 აგვისტოდან 2018 წლის 04 აგვისტომდე.

 

ე----- ქ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია, გირაოს სახით გადახდილი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ხ------ა ქ-----–იას (3000 ლარი) და ე----- ქ----ს (2000 ლარი), განაჩენის აღსრულებიდან 01 თვის ვადაში.

 

პირობით მსჯავრდებულის მიმართ კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო პირობით მსჯავრდებულს დაევალოს არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე