განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100116001508423
საქმე №1/ბ-596-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ ნ-------- ჯ----ის
მსჯავრდებულების _ გ------- გ-------ის, გ------- გ-----ის, ნ--–------ წ----–---იას, კ---- ტ--–--–-–---–ის
ადვოკატის _ ზ------ ბ--–----ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულის _ ვ-–-------- გ---–--ის მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე, ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილის, ნ-------- ჯ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------):
ვ-–-------- გ---–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 0----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ------–--–--------–---–----------------------–-, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, 4 ეპიზოდი).
გ------- გ-------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------- ქ.თბილისში, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 0----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ------–--–---–----------------------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
გ------- გ-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------- ქ.თბილისში, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 0----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ------–--–------------------------–-, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
ნ--–------ წ----–---იას მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------- ჩხოროწყუში, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 1----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლევის, რეგიტრირებულის დ------------–---–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ------–--–-----------–---–----------------------------------------–-, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
კ---- ტ--–--–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-----–-, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 1----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ------–--–-------------–------------------------------------–---------------------------–-, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
აწ/გარდაცვლილი გ-------- ტ-----–--ის მიმართ, დ----------–--------–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 5----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლევის, გარდაცვალებამდე მცხოვრების ქ------–--–-------------------------------------–-, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, გ------- გ-------ს, გ------- გ-----ეს, ნ--–------ წ----–---იას, კ---- ტ--–--–-–---–ს და გ-------- ტ-----–--ეს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხოლო ვ-–-------- გ---–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 22 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში მიმდინარეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები. საარჩევნო უბანი №-- გახსნილი იყო კ----–---–ის საჯარო სკოლაში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი იყვნენ მოქალაქეები. დაახლოებით 13:00 საათზე, ქუჩაში შეკრებილ მოქალაქეებთან მივიდნენ ნ-------- მ--–--, გ------- ბ------ია, თ------ გ-----ა, მ-------- ქ-------ა, ლ-–- დ------, ა---- მ---–---–ი და სხვები. მოქალაქეებთან საუბრისას ნ-------- მ--–--ს შელაპარაკება მოუვიდა გ------- გ-------თან, ვ-–-------- გ---–--ესთან, ნ--–------ წ----–---იასთან, გ-------- ტ-----–--ესთან, გ------- გ-----ესთან, კ---- ტ--–--–-–---–თან და იქ მყოფ სხვა პირებთან, რა დროსაც ვ-–-------- გ---–--ემ, გ------- გ-------მა, გ-------- ტ-----–--ემ, ნ--–------ წ----–---იამ, კ---- ტ--–--–-–---–მა, გ------- გ-----ემ და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, გამოხატეს რა იქ შეკრებილი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ძალადობის გამოყენებით, უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნ-------- მ--–--ს და მასთან ერთად მყოფ ზემოთაღნიშნულ პირებს. მათ შორის, ვ-–-------- გ---–--ემ რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი ნ-------- მ--–--ს, დ--ა ლ-–---ს, ლ-–- დ------ს, ა---- მ---–---–ს და ა-–---- ლ-–---ს, მანვე ხელკეტი დაარტყა ზ------ კ----–-–---–ს. გ------- გ-------მა ნ-------- მ--–--ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში. გ-------- ტ-----–--ემ რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის არეში ზ------ კ----–-–---–ს. გ------- გ-----ემ რამდენჯერმე დაარტყა ხელი ნ-------- მ--–--ს, დ--ა ლ-–---ს, ზ------ კ----–-–---–სა და ა-–---- ლ-–---ს. ნ--–------ წ----–---იამ გ------- ბ------იას ხელი დაარტყა სახის არეში. კ---- ტ--–--–-–---–მა რამდენჯერმე ხელი დაარტყა ზ------ კ----–-–---–ს. ვ-–-------- გ---–--ის, გ------- გ-----ის, კ---- ტ--–--–-–---–ის, ნ--–------ წ----–---იას, გ------- გ-------ის, გ-------- ტ-----–--ის და გამოძიებით დაუდგენელი პირების ხულიგნური ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, რის შედეგადაც შეფერხდა მოქალაქეების გადაადგილება, დაირღვა იქ შეკრებილი საზოგადოების მყუდროება და სიმშვიდე.
ზემოაღნიშნულის გამო გ------- გ-------ს, გ------- გ-----ეს, ნ--–------ წ----–---იას, კ---- ტ--–--–-–---–ს და გ-------- ტ-----–--ეს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვ-–-------- გ---–--ეს _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით.
2.გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენით:
გ------- გ-------ის, გ------- გ-----ის, გ-------- ტ-----–--ის, კ---- ტ--–--–-–---–ის, ნ--–------ წ----–---იას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
ვ-–-------- გ---–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია _ ოთხი ეპიზოდი).
გ-------- ტ-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის დაუნიშნავად.
გ------- გ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
გ------- გ-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
ნ--–------ წ----–---ია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ნ--–------ წ----–---იას მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
კ---- ტ--–--–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.
ვ-–-------- გ---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ა-–---- ლ-–---ს მიმართ ჩადენილი ქმედება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
ვ-–-------- გ---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ა---- მ---–---–ის მიმართ ჩადენილი ქმედება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
ვ-–-------- გ---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ზ------ კ----–-–---–ის მიმართ ჩადენილი ქმედება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.
ვ-–-------- გ---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ-–- დ------ს მიმართ ჩადენილი ქმედება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ვ-–-------- გ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით.
ვ-–-------- გ---–--ის, კ---- ტ--–--–-–---–ის, ნ--–------ წ----–---იას, გ------- გ-----ის, გ-------- ტ-----–--ის და გ------- გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეთ გირაოს შემტან პირებს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცებები: თ------ გ-----ას პერანგი, ლ---- კ---------ას პერანგი, ზ----- ჯ---------ს პერანგი, ჯ---- ბ--–-----ს პერანგი, ლ-–- დ------ს მაისური, თ------ ჭ----ს ქურთუკი, ი---- მესხიას მობილური ტელეფონი, ა---- მ---–---–ის პერანგი, ზ------ კ----–-–---–ის ჯემპრი, ნ-------- მ--–--ს პერანგი უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; თ----- ზ----------სგან, ე---------ე გ-------–---–ისაგან, ლ---- კ--–------სგან, ქ------- ჩ-----–-სგან, ინტერნეტ ვებგვერდ „youtube“-ის დათვალიერებისას ამოღებული, პ----- ქ-----ვას, ტელეკომპანია „რ----------“-ის მიერ წარმოდგენილი, კ---- ტ--–--–-–---–ის, გ------- გ-----ის, ნ--–------ წ----–---იას, გ-------- ტ-----–--ის, ვ-–-------- გ---–--ის, გ------- გ-------ის ფოტოსურათების, ა-–---- ლ-–---ს სამედიცინო გამოკვლევების ამსახველი დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით; ანაწმენდები განადგურდეს.
3.გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2016 წლის 22 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში მიმდინარეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები. საარჩევნო უბანი №-- გახსნილი იყო კ----–---–ის საჯარო სკოლაში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის, თბილისიდან ჩამოსული „------------–------–----------------ის“ ლიდერები და ადგილობრივი მხარდამჭერები, ასევე „---------–----–---------------------–--------------–--ს“ ადგილობრივი წარმომადგენლები და მხარდამჭერები. ჟურნალისტებმა შენიშნეს მათთან ერთად სპორტული აღნაგობის პირები, რომლებიც არ იყვნენ ადგილობრივები. ქართული ო–---ის კანდიდატის მხარდასაჭერად საარჩევნო უბანთან მივიდნენ ასევე წინა დღეს ზუგდიდში ერთად ჩამოსული გ------- გ-------ი, ვ-–-------- გ---–--ე, ნ--–------ წ----–---ია, გ-------- ტ-----–--ე, გ------- გ-----ე, კ---- ტ--–--–-–---–ი. საარჩევნო უბნის წინ, ერთი მხრივ, პოლიტიკური პარტია „---------–----–---ის“ წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს, მეორე მხრივ, პოლიტიკური პარტია „------------–------–----------------ის“ წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს შორის გაიმართა საუბარი საარჩევნო უბანში შესასვლელი ადგილის გათავისუფლებისა და ორივე პარტიის წარმომადგენლების უკან გადაწევის შესახებ, რა დროსაც, პოლიტიკური პარტია „------------–------–----------------ის“ წარმომადგენელ გ------- ბ------იას მხრიდან მშვიდობის შენარჩუნების სურვილის გამოხატვას და საუბრისას ფიზიკური ძალადობის მიზნით სპორტსმენების ჩამოსვლის საკითხის წამოწევას მოჰყვა გ------- ბ------იასა და ბრალდებულებს: ნ--–------ წ----–---იას და გ-------- ტ-----–--ეს, ასევე მათთან ერთად მდგარ სხვა პირებს შორის მცირედი შელაპარაკება _ ვითარების გარკვევა, რა დროსაც აღინიშნა, რომ სპორტსმენები სტუმრად იყვნენ ჩამოსულები და მათი ადგილზე ყოფნა არ უკავშირდებოდა მათი მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესაძლებლობას. საუბარს მოჰყვა პოლიტიკური პარტია „---------–----–---ის“ წარმომადგენელ მ------- ნ-----სა და მისი პარტიის მხარდამჭერების მოწოდება გ------- ბ------იასადმი, ვითარება არ დაეძაბა, რადგან ეს არცერთ მხარეს არ აძლევდა ხელს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები, მათ შორის, ბრალდებულებიც, განლაგდნენ საარჩევნო უბანთან შორიახლოს, სხვადასხვა ადგილას და შეძლებისდაგვარად, ჩრდილს შეაფარეს თავი.
შუადღისთვის სოფელ ნ-–-----ს საარჩევნო უბნიდან სოფელ კ----–---–ის №---ე საარჩევნო უბანთან დაბრუნდა „------------–------–----------------ის“ წარმომადგენელი ნ-------- მ--–--, რომელიც მიუახლოვდა და გაესაუბრა ბრალდებულებს: ვ-–-------- გ---–--ეს და კ---- ტ--–--–-–---–ს, ასევე მათთან ერთად მყოფ სხვა პირებს. ნ-------- მ--–--ს მხრიდან საუბარმა, რომელიც შეეხებოდა იქ მყოფი ფიზიკურად ძლიერი პირების სპეციალურად ჩამოყვანას, შეიძინა გამომწვევი ხასიათი და გადაიზარდა შელაპარაკებაში. ამასობაში იქვე შეიკრიბნენ „--–------–----------------ის“ წევრები, ჟურნალისტები, ოპერატორები, რომლებმაც დაიწყეს მიმდინარე მოვლენების დაფიქსირება და სხვა პირები. საუბრის უსიამოვნო ხასიათიდან გამომდინარე, იქ მყოფმა პირებმა ნ-------- მ--–--სთან მისულ გ------- ბ------იას, თ------ გ-----ას, ა---- მ---–---–ს, ე-- ხ--------–--ეს და სხვებს სიტყვიერად და ჟესტიკულაციის მოშველიებით თხოვეს ნ-------- მ--–--ს გაყვანა, მას ინტრიგანი უწოდეს და აღნიშნეს, რომ ის ხელოვნურად ძაბავდა ვითარებას. ნ-------- მ--–-- შეეცადა განეგრძო საუბარი, რა დროსაც ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ მოუწოდა ხელებით არ შეხებოდა მას საუბრისას. ხელების დამორჩილებისკენ მოუწოდა ნ-------- მ--–--ს ასევე ბრალდებულმა ვ-–-------- გ---–--ემ, რის შემდეგ ნ-------- მ--–--ს სახეში მოხვდა უკნიდან მოქნეული ხელი. ამას მოჰყვა ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა, ფიზიკური დაპირისპირება, რაშიც სხვა პირებთან ერთად ჩაერთო ასევე ბრალდებული გ------- გ-------ი. კერძოდ, გ------- გ-------მა თავიდან ნ-------- მ--–-- კისერში უკნიდან ხელის ჩავლებით გამოსწია უკან და გამოარიდა იქ მყოფ პირებს, რის შემდეგაც ნ-------- მ--–--მ მისგან თავი გაითავისუფლა. ამის შემდეგ ნ-------- მ--–--სა და ვ-–-------- გ---–--ეს შორის იყო საფრთხე ფიზიკური დაპირისპირების, თუმცა მათ ერთმანეთის მოქნეული ხელი არ მოხვედრიათ. ვ-–-------- გ---–--ე გაერიდა ნ-------- მ--–--ს, რის შემდეგაც გ------- გ-------მა დაარტყა ხელი ნ-------- მ--–--ს თავის არეში. მას შეუერთდნენ ასევე სხვა პირებიც. ნ-------- მ--–--მ მოახერხა ერთ-ერთი თავდამსხმელის წაქცევა, რის შემდეგაც გ------- გ-------მა და სხვა პირებმა რამდენჯერმე დაარტყეს ხელი ნ-------- მ--–--ს თავის არეში. თავის მხრივ, ნ-------- მ--–-- თმებში წვდა გ------- გ-------ს და ორივე წაიქცა. აღნიშნულის შემჩნევის შემდეგ სხვა პირებს შეუერთდა გ------- გ-----ე, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი ნ-------- მ--–--ს. ამავდროულად გ------- გ-------თან მივიდა იქვე მყოფი ა---- მ---–---–ი, რომელსაც ვ-–-------- გ---–--ემ ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში ძლიერად, რის შემდეგაც ა---- მ---–---–ი წაიქცა. ამავე დროს მოჩხუბრებთან მივიდა იქვე მყოფი გ------- ბ------ია, რომელსაც მათთან მისულმა ნ--–------ წ----–---იამ სახეში დაარტყა ძლიერად ხელი. გ------- ბ------ია წაიქცა, რის შემდეგაც დაეხმარნენ ადგომაში.
აღნიშნულის შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება შეწყდა რამდენიმე წუთით. ამ ხნის განმავლობაში „------------–------–----------------ის“ მხარდამჭერებმა მოუწოდეს ერთმანეთს, წასულიყვნენ მოწინააღმდეგე ბანაკისკენ პასუხის გასაცემად, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მოწინააღმდეგე პოლიტიკური ბანაკის მხარდამჭერებს, მათ შორის, მოჩხუბრებს, შეაგინეს მათ, დამამცირებლად მოიხსენიეს. „---------–----–---ის“ მხარდამჭერთა მხრიდან გაისმა ასევე ნ-------- მ--–--ს მისამართით გინება, მითითება იმაზე, რომ სწორედ მან მოახდინა სპორტსმენების პროვოცირება. „------------–------–----------------ის“ წარმომადგენლებმა, მათ შორის, ლ--–- ქ------იამ და მისი პარტიის მხარდამჭერებმა „---------–ი ო–---ის“ წარმომადგენელ მ------- ნ-----ს დაუწყეს კამათი იმის თაობაზე, რომ ეს მისი პარტიის ორგანიზებული ძალადობა იყო, რასაც მ------- ნ----- უარყოფდა. იგი განრიდებულ იქნა კამათიდან მისივე თანაპარტიელ ლ-–- გ-----–იას მიერ, თუმცა ეხლა უკვე მას დაუწყეს კამათი ლ--–- ქ------იამ და მისმა თანაპარტიელმა ე-- ხ--------–--ემ. ბრალდებულები: გ-------- ტ-----–--ე, გ------- გ-----ე და ვ-–-------- გ---–--ე სხვა პირებთან ერთად „---------–----–---ის“ მხარდამჭერებმა გაარიდეს იქაურობას, თუმცა „--–------–----------------ის“ მხარდამჭერები, მიუხედავად სიმშვიდისკენ გ------- ბ------იას არაერთი მოწოდებისა, აგრძელებდნენ ქართული ო–---ის მხარდამჭერების, მათ შორის, მოჩხუბრების ლანძღვას და სიტყვიერ შეურაცხყოფას. „ე-------------–------–-------------------“ წევრების მისამართითაც გაისმა გინება და შეურაცხყოფა „---------–----–---ის“ მხარდამჭერის მხრიდან.
არსებულ ვითარებას ისევ მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რაშიც ჩაება ასევე ვ-–-------- გ---–--ე, რა დროსაც მისკენ ხელი მოიქნია „--–------–----------------ის“ მხარდამჭერმა ა-–---- ლ-–---მ. აღნიშნულის შემდეგ ვ-–-------- გ---–--ე და სხვა პირები გადაერთნენ ა-–---- ლ-–---სკენ, რა დროსაც ვ-–-------- გ---–--ემ თავჩაწეულ მდგომარეობაში მყოფ ა-–---- ლ-–---ს სამჯერ დაარტყა ხელი ზევიდან თავის უკანა მხარეს. აღნიშნულის შემდეგ ვ-–-------- გ---–--ემ შენიშნა პირი, რომელიც პლასტმასის მილს იქნევდა და გაემართა მისკენ, გადაუჭირა მოქნეული მილი და წაართვა ის, რის შემდეგაც გაემართა ზ------ კ----–-–---–ისკენ, რომელსაც მის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო უკვე ეჩხუბებოდა სხვა პირი, დაარტყა მას პლასტმასის მილი, რის შემდეგაც ის სხვა პი---- დაარწმუნა, რომ მილი გადაეცა მისთვის. იქვე მივიდა გ-------- ტ-----–--ე, რომელმაც წამომდგარ ზ------ კ----–-–---–ს ხელი დაარტყა თავში. გაისმა სიტყვები _ „ქვა ვის დაარტყი“ და წაქცეულ ზ------ კ----–-–---–ის წინ გაგორდა მოზრდილი ზომის ქვა. როცა ზ------ კ----–-–---–ი ცდილობდა გაცლოდა იქაურობას, დაეცა, რა დროსაც კ---- ტ--–--–-–---–მა ქვევიდან მუშტი ამოარტყა სახეში. აღნიშნულის შემდეგ ლ-–- დ------ს დაარტყა სხვა პირმა ხელი, რის პასუხადაც მან გამოხატა უკმაყოფილება. ლ-–- დ------სთვის დარტყმა და მისი უკმაყოფილება შენიშნა და გაიგო ვ-–-------- გ---–--ემ, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი ლ-–- დ------ს თავის არეში.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სასამართლოში იმის დამადასტურებელ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ ბრალდებულებს ამოძრავებდათ შემთხვევის ადგილზე მყოფი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და რომ ისინი ამის გამო უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ბრალდებულების მხრიდან შემთხვევის ადგილზე შეკრებილი მთლიანი საზოგადოებისადმი უპატივცემულობის გამოხატვისა და დაპირისპირების სურვილი, საკუთარი ყოვლისშემძლეობის დამტკიცების მოტივი, საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი ნორმების არაფრად ჩაგდების განწყობა. სასამართლოს განმარტებით, ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ხულიგნობის შემადგენლობის ყველა ობიექტური და სუბიექტური ნიშნის არსებობის შესახებ დასკვნის გამოტანა, რაც გამორიცხავს ბრალდებულების ქმედებების ხულიგნობად დაკვალიფიცირებას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- გ-----ემ ჩაიდინა ნ-------- მ--–--ს განზრახ ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; გ------- გ-------მა ჩაიდინა ნ-------- მ--–--ს განზრახ ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ნ--–------ წ----–---იამ ჩაიდინა გ------- ბ------იას მიმართ განზრახ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; გ-------- ტ-----–--ემ ჩაიდინა ზ------ კ----–-–---–ის განზრახ ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; კ---- ტ--–--–-–---–მა ჩაიდინა ზ------ კ----–-–---–ის მიმართ განზრახ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ვ-–-------- გ---–--ემ ჩაიდინა: ა---- მ---–---–ის განზრახ ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ა-–---- ლ-–---ს განზრახ ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ზ------ კ----–-–---–ის მიმართ განზრახ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ლ-–- დ------ს განზრახ ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4.აპელანტის მოთხოვნა:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილე ნ-------- ჯ----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა იმ კვალიფიკაციით, რაც ბრალად ჰქონდათ წარდგენილი მსჯავრდებულებს, კერძოდ: კ---- ტ--–--–-–---–ის, ნ--–------ წ----–---იას, გ------- გ-------ის, გ-------- ტ-----–--ის და გ------- გ-----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვ-–-------- გ---–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მათთვის კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელის შეფარდება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა გ------- გ-------ის, გ------- გ-----ის, ნ--–------ წ----–---იას, კ---- ტ--–--–-–---–ის, გ-------- ტ-----–--ის და ვ-–-------- გ---–--ის ბრალეულობას მათთვის წარდგენილი კვალიფიკაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლითაც ბრალდებულთა ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა ქმედებაზე. სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტები და მსჯელობა, რაც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს შეცვლილი კვალიფიკაციით, არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან.
სასამართლომ მსჯავრდებულთა ქმედება შეაფასა არა როგორც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობა, არამედ, როგორც ცემა და სხვაგვარი ძალადობა. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულებმა განხორციელებული ძალადობით, აშკარა უპატივცემულობა გამოხატეს შემთხვევის ადგილზე მყოფი საზოგადოების მიმართ და რომ სწორედ ეს იყო მათი განზრახვა. მათ სურდათ საზოგადოებისათვის თავის დაპირისპირება, დაენახებიათ ყველასათვის, რომ ისინი არაფრად აგდებენ საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს და რომ ისინი ყოველთვის იქცევიან ისე, როგორც სურთ. ობიექტურად ეს გამოიხატა მათ მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებაში, რომელიც ყველა ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ მათ დემონსტრირება გაუკეთეს ამ განწყობას. თუმცა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კონკრეტულ დაზარალებულებს, რაც გამოწვეული იყო წინარე ვითარების გამო აღელვებით, თავის შეურაცხყოფილად გრძნობით, მათი შეურაცხყოფით გამოწვეული უსიამოვნო ვითარების დასრულების სურვილით და შეურაცხმყოფელ პირთა ან ასეთად აღქმულ პირთა მიმართ შურისძიებით.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გ------- გ-------ის, გ------- გ-----ის, გ-------- ტ-----–--ის, კ---- ტ--–--–-–---–ის, ნ--–------ წ----–---იას და ვ-–-------- გ---–--ის მიმართ განაჩენის გამოტანისას, დაარღვია რა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების მიერ განხორციელებულ ქმედებებს და გამოიტანა დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ შეაფასა ობიექტურად და მათი საწინააღმდეგო დასკვნები ასახა განაჩენში, რაც, თავის მხრივ, არღვევს განაჩენის გამოტანისას კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ-------- ჯ----ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულებმა გ------- გ-------მა, გ------- გ-----ემ, ნ--–------ წ----–---იამ, კ---- ტ--–--–-–---–მა და მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------ ბ--–----ემ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5.გასაჩივრებული განაჩენის უცვლ--–-დ დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილის, ნ-------- ჯ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთა მათ და მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების დანაშაულებრივ ქმედებებს, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება მსჯავრდებულების მიერ ხულიგნობის ჩადენა, შესაბამისად, არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას კ---- ტ--–--–-–---–ის, ნ--–------ წ----–---იას, გ------- გ-------ის, გ-------- ტ-----–--ის და გ------- გ-----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვ-–-------- გ---–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან, თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილი და დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), კერძოდ:
დაზარალებულების _ ნ-------- მ--–--ს, გ------- ბ------იას, ა---- მ---–---–ის, ა-–---- ლ-–---ს, ზ------ კ----–-–---–ის და ლ-–- დ------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობის დროს სოფელ კ----–---–ის №-- საარჩევნო უბანთან ყოფნისას, ნ-------- მ--–--ს შელაპარაკება მოუვიდა „------------–------–----------------ის“ წარმომადგენლების მიმართ აგრესიულად განწყობილი სპორტსმენების ჯგუფთან, რაც ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც აღნიშნულმა პირებმა, მათ შორის, ვ-–-------- გ---–--ემ, გ------- გ-------მა, გ------- გ-----ემ, ნ--–------ წ----–---იამ, კ---- ტ--–--–-–---–მა და გ-------- ტ-----–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ (დაზარალებულებს). იგივე გარემოებები დასტურდება შემთხვევის ადგილზე დაზარალებულებთან ერთად მყოფი პირების _ თ------ გ-----ას, ი---- ნ-------–---–ისა და ნ-------- წ---–-----ის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებებით.
მოწმეების _ ა------- რ------ს, ე------ თ--------ს, გ------- კ-----–---–იას, გ----------–---–ის, ი-----–--------–იას, პ----- თ---–--------, პ----- თ---–--------, რ------ კ-----–---–იას, თ------–- თ--------ს, ე-- ა---–--ას, ი---- ბ------ის, ს------- ჯ-----ს, ი-----–- რ------ს, გ------- მ--------ას, გ-----------–--ს, გ---- კ-----–---–იას, ლ-–- გ---------ას, ტ------–-------------, რ--------------, ლ---- ხ---------ს, მ------- ნ-----ს, თ----- ზ----------ს, თ------ ჭ--------ს, ს----- ლ-----–--ას, მ---- შ-----–-ას, მ-------- ქ-------ას, ა------ ლ-----–--ას, ბ---- ფ-----ს, ლ-–- კ-----–---–იას, ს--–---- მ---–-----ს, ჯ---- ბ--–-----ს, ზ----- ჯ---------ს, ლ---- კ---------ას, თ------ ჭ----ს, ე----------იას, პ----- ქ-----ვას, ლ-–- გ-----–იას, ზ----- ა--–------ს, ნ----- ბ------–--ას, თ----- ქ-------ას, ლ--–- ქ------იას, ლ---- კ--–------ს, ნ------ თ--------ს, ნ-------------ს, გ---- ჭ--------–--ის და სხვათა ჩვენებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში მიმდინარეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები და ამავე სოფლის საჯარო სკოლაში გახსნილი იყო №-- საარჩევნო უბანი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიტიკური პარტია „------------–------–----------------ის“ წარმომადგენლებსა და „---------–----–---ის“ მხარდამჭერებს მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში, რა დროსაც საარჩევნო უბანთან მყოფმა სპორტსმენებმა ცემეს ნ-------- მ--–-- და მასთან ერთად მყოფი პირები.
დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებში მითითებული გარემოებები დასტურდება ასევე საქმეზე წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმებით, ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებითაც უტყუარადაა დადგენილი, რომ მსჯავრდებულები _ ვ-–-------- გ---–--ე, ნ--–------ წ----–---ია, გ------- გ-----ე, გ------- გ-------ი, კ---- ტ--–--–-–---–ი და გ-------- ტ-----–--ე ნამდვილად მონაწილეობდნენ 2016 წლის 22 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში, ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას №-- საარჩევნო უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში, რა დროსაც მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაზარალებულებს, კერძოდ, გ------- გ-------მა და გ------- გ-----ემ ცემეს ნ-------- მ--–--, ნ--–------ წ----–---იამ ძალადობა განახორციელა გ------- ბ------იას მიმართ, გ-------- ტ-----–--ემ ცემა ზ------ კ----–-–---–ი, კ---- ტ--–--–-–---–მა და ვ-–-------- გ---–--ემ ძალადობა განახორციელეს ზ------ კ----–-–---–ის მიმართ და ვ-–-------- გ---–--ემ ასევე ცემა ა---- მ---–---–ი, ა-–---- ლ-–--- და ლ-–- დ------, რასაც სადავოდ არც დაცვის მხარე ხდის.
თავად მსჯავრდებულებმა ვ-–-------- გ---–--ემ, ნ--–------ წ----–---იამ, გ------- გ-----ემ, გ------- გ-------მა და კ---- ტ--–--–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურეს დაზარალებულებთან ჩხუბისა და მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულების ქმედებებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლიდან არასწორად გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და რომ აღნიშნული ქმედებები არასწორად შეაფასა როგორც ცემა და სხვაგვარი ძალადობა. პალატის შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ დადგენილად იქნეს მიჩნეული კ---- ტ--–--–-–---–ის, ნ--–------ წ----–---იას, გ------- გ-------ის, გ-------- ტ-----–--ის და გ------- გ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხოლო ვ-–-------- გ---–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, კერძოდ:
პალატა აღნიშნავს, რომ ობიექტური მხრივ ხულიგნობა არის ქმედება, რომელსაც ახასიათებს შემდეგი ნიშნები: 1.პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი; 2.ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და 3.ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ ნიშნებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას.
ამასთან, ხულიგნობის შემადგენლობის არსებობისათვის საკმარისი არ არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, არამედ ეს დარღვევა უნდა იყოს უხეში, რაც შეფასებითი ცნებაა. ხულიგნობისათვის დამახასიათებელი მეორე ნიშანია საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა. ამ შემთხვევაში სახეზეა ორი მომენტი: 1.ხულიგნობის ჩამდენს სურს თავი დაუპირისპიროს საზოგადოებას, დაანახოს ყველას, რომ იგი არაფრად აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რომ იგი ყოველთვის იქცევა ისე, როგორც სურს და 2.მისი ამ განწყობის დემონსტრირებისთვის პირი სჩადის ისეთ ქმედებას, რომლითაც გარშემომყოფთათვის აშკარაა, რომ ეს პიროვნება იგნორირებას უკეთებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს. აქედან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ ხულიგნობად არ ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელსაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რითაც ირღვევა სხვა პირთა მყუდროება და ცხოვრების ნორმალური რიტმი, მაგრამ ამ დროს მის ჩამდენ პირს ამოძრავებს პირადი მოტივი და არა იმის სურვილი, რომ თავი დაუპირისპიროს საზოგადოების, დაამტკიცოს თავისი ყოვლისშემძლეობა, ე.ი. ეს პირი ამ შემთხვევაში არ გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი. ხულიგნობის მესამე ნიშანია ქმედების ჩადენა ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ძალადობაში იგულისხმება ისეთი აგრესიული ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ხოლო ძალადობის მუქარაში _ ყველა სახის მუქარა.
ამდენად, ხულიგნური ქმედება არ გამოიხატება მხოლოდ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობაში. იგი არც მხოლოდ ძალადობასა და ძალადობის მუქარაში ჰპოვებს გამოხატვას. ხულიგნური ქმედება მოიცავს ორივე ამ ნიშანს _ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობასა და ძალადობას ან ძალადობის მუქარას, მაგრამ ხულიგნობის დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ამგვარი ქმედების ჩადენა, აუცილებელია მას შედეგად მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა.
პალატა ყურადღეაბას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხულიგნობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვას გულისხმობს. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ძალადობით ან მისი მუქარით სჩადის ისეთ ქმედებას, რომლითაც არაფრად აგდებს საზოგადოებას, სურს რა თავისი ყოვლისშემძლეობის დამტკიცება, ასევე გაცნობიერებული აქვს, რომ ასეთ ქმედებას მოჰყვება საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა და სურს ეს შედეგი. რაც შეეხება დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ქმედების ხულიგნობად კვალიფიკაციისათვის. კერძოდ, ხულიგნობის მოტივს და მიზანს წარმოადგენს პირის მისწრაფება, დაუპირისპირდეს საზოგადოებას, აგრესიული ქმედების ჩადენით დაუმტკიცოს მას, რომ არაფრად თვლის გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რაც მისი აზრით, საზოგადოების სხვა წევრების მიმართ მის უპირატესობას ადასტურებს. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ პირის მოტივი და მიზანი არ მოიცავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ ქმედებას რომც მოჰყვეს შედეგად საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, ხულიგნობას ადგილი არ ექნება. მაგალითად, თუ პირის ქმედებას თან ახლდა ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგიც უხეშად დაირღვა, მაგრამ ქმედება ჩადენილი იყო პირადი მოტივით (შურისძიებით), ეს ქმედება ხულიგნობად ვერ ჩაითვლება. ხულიგნობის დროს აგრესიული ქმედების ჩადენას მაშინ აქვს ადგილი, როცა მსხვერპლს შურისძიებისათვის საბაბი არ მიუცია, ანდა ეს საბაბი იმდენად უმნიშვნელოა, რომ ნორმალური ფსიქიკის ადამიანში არ იწვევს შურისძიების გრძნობას.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ბრალად შერაცხული ქმედებების განხორციელებისას მსჯავრდებულების _ ვ-–-------- გ---–--ის, გ------- გ-------ის, გ------- გ-----ის, ნ--–------ წ----–---იას, კ---- ტ--–--–-–---–ის და გ-------- ტ-----–--ის მოტივსა და მიზანს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა წარმოადგენდა, რაც გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობის არსებობას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულებს ამოძრავებდათ არა საზოგადოებასთან დაპირისპირების სურვილი, არამედ მათთან ჩხუბში ჩართული კონკრეტული პირების მიმართ შურისძიების მოტივი და აღნიშნულ პირებთან ფიზიკური ანგარიშსწორების მიზანი. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულების მიერ დაზარალებულების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს შედეგად მოჰყვა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ეს ქმედებები ხულიგნობად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან, მსჯავრდებულების მოტივი და მიზანი არ მოიცავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას. ასეთ შემთხვევაში კი ქმედების კვალიფიკაცია უნდა მოხდეს ადამიანის წინააღმდეგ დანაშაულის შესაბამისი მუხლით, რის გამოც უნდა დავასკვნათ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა ვ-–-------- გ---–--ის, გ------- გ-------ის, გ------- გ-----ის, ნ--–------ წ----–---იას, კ---- ტ--–--–-–---–ის და გ-------- ტ-----–--ის მიერ ჩადენილი ქმედებების კვალიფიკაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მტკიცება, თითქოს, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ვ-–-------- გ---–--ის, გ------- გ-------ის, გ------- გ-----ის, ნ--–------ წ----–---იას, კ---- ტ--–--–-–---–ის და გ-------- ტ-----–--ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 239-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში, არის საფუძველს მოკლებული და გაზიარებული ვერ იქნება. გასაჩივრებული განაჩენით ამომწურავად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც დააკვალიფიცირა პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულების ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), როგორც ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, რასაც სააპელაციო პალატაც იზიარებს. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენის შეცვლის საფუძველი.
რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენით დანიშნულ სასჯელებს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ ისინი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულების პიროვნებას, ისე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ--–------ წ----–---იასთვის საბოლოო სასჯელის დანიშვნისას არასწორად გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს სასჯელის დანიშვნის წესს იმ შემთხვევისათვის, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ნ--–------ წ----–---ია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ივნისის განაჩენით ნ--–------ წ----–---ია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. ნ--–------ წ----–---იას ბოლო დანაშაული ჩადენილი აქვს 2016 წლის 22 მაისს, ე.ი. ზემოაღნიშნული განაჩენების გამოტანის შემდეგ, რის გამოც მის მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომელიც ადგენს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესს და მას აღნიშნული ნორმის საფუძველზე უნდა განესაზღვროს საბოლოო სასჯელი, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რაც არ გამოიწვევს განაჩენის შეცვლას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილის, ნ-------- ჯ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენი ვ-–-------- გ---–--ის, კ---- ტ--–--–-–---–ის, ნ--–------ წ----–---იას, გ------- გ-------ის, გ------- გ-----ის და გ-------- ტ-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლ--–-დ.
3.გ------- გ-------ის, გ------- გ-----ის, კ---- ტ--–--–-–---–ის, ნ--–------ წ----–---იას და გ-------- ტ-----–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
4.ვ-–-------- გ---–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, ოთხი ეპიზოდი).
5.გ-------- ტ-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის დაუნიშნავად.
6.გ------- გ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
7.გ------- გ-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8.ნ--–------ წ----–---ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
9.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნ--–------ წ----–---იასთვის წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ნ--–------ წ----–---იას სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
10.კ---- ტ--–--–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
11.ვ-–-------- გ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ა-–---- ლ-–---ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
12.ვ-–-------- გ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ა---- მ---–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
13.ვ-–-------- გ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ზ------ კ----–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
14.ვ-–-------- გ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ლ-–- დ------ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
15.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ვ-–-------- გ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
16.ცნობად იქნას მიღებული, რომ კ---- ტ--–--–-–---–ის, ნ--–------ წ----–---იას, გ------- გ-----ის, გ-------- ტ-----–--ის, გ------- გ-------ის და ვ-–-------- გ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს შემტან პირებს სრულად დაუბრუნდეთ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
17.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: თ------ გ-----ას პერანგი, ლ---- კ---------ას პერანგი, ზ----- ჯ---------ს პერანგი, ჯ---- ბ--–-----ს პერანგი, ლ-–- დ------ს მაისური, თ------ ჭ----ს ქურთუკი, ი---- მესხიას მობილური ტელეფონი, ა---- მ---–---–ის პერანგი, ზ------ კ----–-–---–ის ჯემპრი, ნ-------- მ--–--ს პერანგი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; CD-R და DVD-R დისკები, რომლებიც 1 პაკეტად დალუქული ერთვის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით, ხოლო ანაწმენდები საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
18.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
19.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/თ.სვანიძე/