განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2019
საქმის ნომერი
050100119002839037
ინსტანცია
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-267-2019წ.

(050100119002839037)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--–------ დ------–---ის ძე გ------–--ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–----- იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 4----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ჩ-----------ი, სოფელი გ------–-------ი.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ--–------ გ------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ------–-------ში, საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ვ--–------ გ------–--ემ თავის დას-ა----–--ა გ------–--ეს საძინებელ ოთახთან დაკავშირებით დაუწყო კამათი, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ვ--–------ გ------–--ემ ა----–--ა გ------–--ეს შეაგინა დედის მისამართით, ხელით მოქაჩა თმებში და ერთხელ დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განაჩენით ვ--–------ გ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2019 წლის 15 იანვრიდან 2019 წლის 22 იანვრამდე - გათვალისწინებით სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და ვ--–------ გ------–--ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65 (სამოცდახუთი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ--–------ გ------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- შ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ვ--–------ გ------–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, თავისუფლების აღკვეთის სახით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები, ის რომ დაზარალებულს საკმაოდ მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ამდენად, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი და ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ--–------ გ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ--–------ გ------–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ -ა----–--ა გ------–--ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების ვ----–-- გ------–--ის, რ--------- გ------–--ის, ლ---- ვ-–--–-----ის, ს------ შ----ის გამოკითხვის ოქმებით, ვ--–------ გ------–--ის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ვ--–------ გ------–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ვ--–------ გ------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ვ--–------ გ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2019 წლის 15 იანვრიდან 2019 წლის 22 იანვრამდე - გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და ვ--–------ გ------–--ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65 (სამოცდახუთი) საათის ვადით.

 

გაუქმდეს მსჯავრდებულ ვ--–------ გ------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო. ვ--–------ გ------–--ის (პ/ნ 4----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ა-–-------რე ტ-------ი (პ/ნ 4----------), ვ----– ტ-------ის (პ/ნ 4----------), მ------ შ-------–---–ის (პ/ნ 4----------), ქ------- ტ-------ის (პ/ნ 4----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ 2-----------.) მდებარე ჩ-----------ის მუნიციპალიტეტი, სოფელი შ----------ი შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - ჩ-------------------------------------–--------------------------------–------------------ გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ--–------ გ------–--ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

"CD" დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე