განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002491325 (№1/ბ-812-2018 წ.)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატაის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - კ---- ს-----ის
გამართლებულის - ლ-–- ჩ----იძის
ადვოკატის - ა-–-------რე თ-----–-შვილის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–- დ-----ის ძე ჩ----იძის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომ----: 1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, ნ.ბ-------–--ლის ქ.N18.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მ--ედვით, ლ-–- ჩ----იძეს ბრალი ედება ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 04:30 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ლ-–- ჩ----იძე, სადგომში უკანონო შეღწევით, თავს დაესხა ქ.ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩა N48-ში განთავსებულ შპს "რ------------–-------------–---“ (R----------------), ზესტაფონის ავტოგასამართი სადგურის ოპერატორებს - კ----- მ---ს და თ-------აზ მ--------ანს, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცა შპს "რ------------– საქართველოს“ (R----------------) კუთვნილი ფულადი თანხა 550 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ლ-–- ჩ----იძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის მიერ, გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც განაჩენის გაუქმება და ლ-–- ჩ----იძის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.
ბრალდების მხარე თვლის, რომ სასამართლოს მიერ არ მოხდა დაზარალებულების - კ----- მ---ის და თ-------აზ მ--------ანის ჩვენებების გაზიარება, ვინაიდან არ მიიჩნია უტყუარ მტკიცებულებად, მაშინ როცა დაზარალებულებმა დეტალურად აღწერეს მომხდარი ფაქტი და მიუთითეს ლ-–- ჩ----იძის წარსულ ნაცნობობაზე და ამოსაცნობ ნიშნებზე.
აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოვლად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა გ------ი კ----–ის განმარტება, რომ მან ჩანაწერის დათვალიერებისას იცნო ლ-–- ჩ----იძე მისი სიარულის მანერით და მოძრაობით. რომელმაც ასევე განმარტა, რომ ლ-–- ჩ----იძეს უჩანდა ცხვირი, ზედა ტუჩი და ცხვირში გაკეთებული ჰქონდა ბამბები. სასამართლოს განმარტებით, პროცესზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერიდან გამომდინარე ვერ დარწმუნდა, რომ გ------ი კ----–ი შეძლებდა თავდამსხმელის ცხვირის, ცხვირში გაკეთებული ბამბებისა და ზედა ტუჩის დანახვას, რის გამოც მისი ჩვენება არასარწმუნოდ მიიჩნია, თუმცა ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ დაზარალებულის განმარტებით მან თავდამსხმელში ლ-–- ჩ----იძე ამოიცნო არა ცხვირით, ცხვირში გაკეთებული ბამბებით და ზედა ტუჩით, არამედ სიარულის მანერით და მოძრაობით, რადგან წლებია იცნობს მას.
აღსანიშნავია, რომ ლ-–- ჩ----იძის მიერ დაზარალებულებზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების ფაქტზე, სასამართლო მიუთითებს მხოლოდ დაზარალებულების კ----- მ---ის და თ-------აზ მ--------ანის ჩვენებებზე, რაც არ მიაჩნია უტყუარ მტკიცებულებებად. ასევე განმარტავს და ითხოვს ამოსაცნობი ნიშნების უფრო დეტალურ მითითებას მაშინ როდესაც თავდამსხმელს უჩანს სახის ძირითადი ნაწილი (წარბები, თვალები, ცხვირი და ზედა ტუჩი), მიუხედავად იმისა, რომ ცხვირში ბამბები ჰქონდა გაკეთებული ხმის შესაცვლელად დაზარალებულებმა ამოიცვნეს ხმით და ასევე ქცევის მანერით. ამასთან დაზარალებულების განმარტებით ლ-–- ჩ----იძეს იცნობენ წლების განმავლობაში როგორც ზესტაფონის და მათივე უბნის მაცხოვრებელს და ბენზოგასამართ სადგურის „რ------------–ის“ ხშირ მომხმარებელს.
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ლ-–- ჩ----იძის მიერ ჩადენილი ქმედება ასევე დასტურდება დაზარალებულებების ჩვენებებით, რომლებმაც მიუხედავად ყველაფრისა იცვნეს თავდამსხმელი. ასევე ლ-------ძის მიერ მიღებული და გაგზავნილი ტექსტური შეტყობინენებით, რომელშიც საუბარია დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით და აღნიშნული შეტყობინებების გაგზავნა ხდება უშუალოდ დანაშაულის ჩადენის წინ, მაშინ როცა დაცვის მხარის მტკიცებით ლ-------ძე თითქოსდა სახლში იმყოფება. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იარაღით, რაც ლ-------ძის მიერ გამოყენებული იქნა ყაჩაღური თავდასხმისას და რომელზედაც დატოვებულია მისი ბიოლოგიური კვალი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ კ---- ს-----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ ლ-–- ჩ----იძეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ა-–-------რე თ-----–-შვილს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეებმა ჟუტა კალანდაძემ და ნ---- გ--------–-ილმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
მოწმის სახით დაკითხული ლ-–- ჩ----იძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 თებერვალს, იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად. ასევე, იყო მისული ბებიის სანახავად საავადმყოფოში. მეუღლის მშობლების სახლში მივიდა დაახლოებით 23:00 საათზე და აღნიშნულის შემდეგ სახლიდან არ გასულა და დარჩა იქ. 13-ში დაახლოებით ღამის თორმეტი საათისათვის, შვილი წაიყვანა დასაძინებლად და როდესაც დაიძინა, ჩავიდა ქვევით, დაახლოებით 40 წუთში და პირველ სართულზე, კომპიუტერთან იჯდა. უყურა ორ ფილმს, დაახლოებით 02:00 საათიდან, 05:00 საათამდე პერიოდში. ასევე, პირველ სართულზე იმყოფებოდა მისი სიმამრი, რომელიც იჯდა ტელევიზორთან, მასთან ახლოს და ისიც უყურებდა ფილმებს. დაახლოებით 05:00 საათზე ავიდა დასაძინებლად. ლ-------ძის განმარტებით, სახლში ყოფნის დროს ის სმს-ებს უგზავნიდა მეუღლეს, რომელთანაც ნაჩხუბარი იყო პირად საქმეზე. სმს-ების შინაარსი მიმართულია იქითკენ, რომ ნ---- წერდა თავი დაენებებინა თამაშისათვის და ასულიყო ზევით, ხოლო ის რომ ინანებდა მის საქციელს, ლ-–-მ მიწერა ნ----ს, ვინაიდან ნ----ს დაბლოკილი ჰქონდა ლ-–-ს ე.წ. „იუზერი“ აზარტული თამაშების ვებ გვერდზე. ბრალდებულის განმარტებით, ვინჩესტერის იარაღზე მისი დნმ-ის აღმოჩენას ხსნის იმ გარემოებით, რომ როდესაც იარაღი გაფუჭდა, ახალი წლის პერიოდში, ის რამდენჯერმე შეეხო თოფს, ვინაიდან აჩვენებდა მისულ სტუმრებს, დაზიანების გაკეთების მიზნით. მისივე განმარტებით, 2018 წლის 13 თებერვლის ღამიდან, 2018 წლის 14 თებერვლის დილის საათებამდე არც ის და არც ნ---- გ--------–-ილი სახლიდან არ გასულან, ასევე არც მათ სარგებლობაში არსებული ტელეფონები გაუტანია ვინმეს ეზოს იქეთ.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა თ-------აზ მ--------ანმა განმარტა, რომ მუშაობს „რ------------–ის“ ბენზოგასამართ სადგურზე, ოპერატორად. 2018 წლის 13 თებერვალს, დილის 0900 საათიდან, 2018 წლის 14 თებერვლის 0900 საათამდე იმყოფებოდა სამსახურში, მეწყვილე კ----- მ---თან ერთად. 14 თებერვალს, ღამის საათებში, როდესაც მოვიდა მისი დასვენების დრო, შევიდა მენეჯერის ოთახში დასასვენებლად. დაახლოებით ნახევარ საათში ხმაურის ხმა შემოესმა და როდესაც ფეხზე წამოდგა, ოთახში შევიდა კ----- მ---ი და მას უკან მიჰყვა ნიღბიანი და შავი ფერის, ვინჩესტერის მარკის თოფით შეიარაღებული პირი. შეეცადა მასთან მიახლოვებას, თუმცა უთხრა, არ მიკარებოდა, თორემ მოკლავდა. თავდამსხმელმა მოსთხოვა თანხა. მან და კ----- მ---მა თანხა მისცე თავდამსხმელს. მან 250 ლარი, ხოლო კ-----მ დაახლოებით 220 ლარამდე მისცა. როდესაც თავდამსხმელი წავიდა, უთხრა, რომ უკან არ გაჰყოლოდნენ. მოწმის განმარტებით, როდესაც თავდამსხმელი შევიდა ოთახში, მას თავზე ეკეთა შავი ფერის პარიკი, სახეზე რაღაც ხორცისფერი „მატერია“ ჰქონდა, კაპიშონი წამოფარებული და ცხვირში ბამბები გაკეთებული. თავდამსხმელს უჩანდა ცხვირი, რკალისებური წარბები და თვალები, ასევე ზედა ტუჩი. მ--რა-მოხრით, თვალებით, რკალისებური წარბით, ცხვირით და ზედა ტუჩით იცნო, რომ თავდამსხმელი იყო ლ-–- ჩ----იძე. მართალია მენეჯერის ოთახში შუქი არ ენთო, თუმცა გარედან შემოსული შუქი, ანათებდა ოთახს და მან, კარგად დაინახა თავდამსხმელი. ლ-–-ს იცნობს კვალითის დასახლებიდან, მეზობლები არიან. ასევე, ლ-–- მათი ბენზოგასამართი სადგურის ხშირი მომხმარებელია. მისივე განმარტებით, პარიკს, რომელიც ეკეთა ლ-–-ს, თმა მუცლამდე ჩამოდიოდა, შავი ფერის, რომელიც უფარავდა ნიკაპს და თავის ზედა ნაწილს, იყო ყავისფერი „მატერიით“. თავდამსხმელის ვიზუალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამბობს რომ ის იყო დაახლოებით 33-35 წლის მამაკაცი. თავდასხმის დროს, თავდამსხმელი კოჭლობდა.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა კ----- მ---მა განმარტა, რომ მუშაობს „რ------------–ის“ ბენზოგასამართ სადგურზე უფროს ოპერატორად. 2018 წლის 13 თებერვალის 0900 საათიდან, 2018 წლის 14 თებერვლის 0900 საათამდე, მეწყვილე თ-------აზ მ--------ანთან ერთად იყო მორიგე. 14 თებერვალს, ღამე, როდესაც თ---------იანი ისვენებდა, თვითონ კი იჯდა მენეჯერის ოთახის წინ მდებარე, შესასვლელ ოთახში, შევიდა ნიღბიანი პირი, რომელმაც შავი ფერის იარაღი ამოიღო ქურთუკის ქვედა მხრიდან, მიადო მუცელზე და იარაღის მუქარით შეიყვანა მენეჯერის ოთახში, სადაც იყო თ---------იანი, რომელიც მათ დანახვაზე ადგა და ორი ნაბიჯი გადადგა ნიღბიანი პიროვნებისკენ, თუმცა ნიღბიანმა უთხრა ფეხი არ გადაედგა, რასაც თ---------იანი დაემორჩილა. თავდამსხმელის მოთხოვნით მას მისცეს თანხა, სულ 550 ლარამდე. 280 ლარი მას ჰქონდა, ხოლო თ-------აზს 270 ლარი. როდესაც თავდამსხმელი გავიდა ოთახიდან, მათ უთხრა, რომ არ გაჰყოლოდნენ. კ-----ის განმარტებით, თავდამსხმელს, რომელსაც ნიღაბი ეკეთა ეცვა მუქი შარვალი და მოსაცმელი, ჰქონდა გრძელი თმები, თავზე „კაპიშონი“ წამოფარებული, რომელიც უფარავდა შუბლს. სახის ქვედა ნაწილს, ქვედა ტუჩის ჩათვლით, უმალავდა შემოხვეული კაშნე. ცხვირში კი ბამბები ჰქონდა გაკეთებული, ხმის შესაცვლელად, თუმცა ხმას ძალიან არ უცვლიდა. თავდამსხმელს უჩანდა თვალები, წარბები, ცხვირი და ზედა ტუჩი, ცოტას კოჭლობდა. თვალის ფერით, რკალისებური წარბით, სწორი ცხვირით და ზედა ტუჩით იცნო, რომ თავდამსხმელი იყო ლ-–- ჩ----იძე. კ----- მ---ის განმარტებით, როდესაც თავდამსხმელი შევიდა ოთახში და მას მუცელზე მიადო იარაღი, მანაც მოკიდა ხელი იარაღს ლულაზე, აინტერესებდა ნამდვილი იყო თუ არა.
მოწმის სახით დაკითხულმა (დაზარალებულის წარმომადგენლმა) გ------ი კ----–მა განმარტა, რომ მუშაობს „რ------------–ის“ ბენზოგასამართ სადგურზე, მენეჯერის თანამდებობაზე. 2018 წლის 14 თებერვალს, მას დაუკავშირდა თ---------იანი და უთხრა, რომ დააყაჩაღეს და მისულიყო. როდესაც ადგილზე მივიდა, იქ დახვდა პოლიცია, თ---------იანი და კ-----ი. როგორც შემდგომ გაიგო, მათ თავს დაესხა ლ-–- ჩ----იძე. მან თავადაც ნახა ვიდეო ჩანაწერი და აღნიშნულის შემდეგ, ვიდეოში არსებული პირი ამოიცნო მ--რა-მოხრით, სიარულით და მ--ვდა, რომ იყო ლ-–- ჩ----იძე. ასევე, კ-----მაც და თ-------აზმაც უთხრეს, რომ ლ-–- იცნეს მ--რა-მოხრით და სიარულით. ლ-–-ს დაახლოებით 3 წელია იცნობს, ის მათი ბენზოგასამართი სადგურის ხშირი მომხმარებელია, თითქმის ყოველდღიურად დადიოდა. იგი, ხშირად გადმოსულა მანქანიდან ბენზოგასამართ სადგურზე ყოფნის დროს, მისულა მაღაზიასთან არსებულ ჩასარიცხ აპარატთან და ჩაურიცხავს ფული. გ.კ----–ის განმარტებით, ყაჩაღობის შედეგად წაღებული იქნა თანხა 550 ლარის ოდენობით და აღნიშნული ზიანი მიადგა ბენზოგასამართ სადგურს, რომელიც დღემდე ანაზღაურებული არ არის. მისივე განმარტებით, როდესაც ვიდეოს უყურა, იქ ჩანდა, რომ თავდამსხმელს თავზე კაპიშონი ეფარა, ხელში ვინჩესტერი ეჭირა და სახეზე აფარებული ჰქონდა. ხოლო ცხვირთან უჩანდა თეთრი ბამბები. თმა, შუბლი, ყური, კისერი არ უჩანდა. უჩანდა ნახევარი ცხვირი, ოდნავ ზედა ტუჩი. ეცვა ჯინსის შარვალი და ხელებზე ხელთათმანები ეკეთა. კაპიშონი ჰქონდა წამოფარებული და ქვედა ტუჩამდე რაღაც აფარებული.
მოწმის სახით დაკითხულმა რ---- ტ------ძემ განმარტა, რომ მუშაობდა „რ------------–ის“ ბენზოგასამართ სადგურზე, ოპერატორად. თანამშრომლებისგან, კერძოდ შ--–-ა ჟ------ისგან გაიგო, რომ დააყაჩაღეს ბენზოგასამართი სადგური და წაიღეს თანხა. ოდენობა და თავდამსხმელის ვინაობა არ იცის და მაშინ არც მათ იცოდნენ. როგორც შემთხვევიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ გაიგო, თავდამსხმელი იყო ლ-–- ჩ----იძე. მოწმის განმარტებით, ლ-–- ჩ----იძე მათი ბენზოგასამართი სადგურის ხშირი მომხმარებელი იყო და იცნობდა. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2018 წლის 15 თებერვალს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „2018 წლის 14 თებერვალს, მე გავიგე ჩემი თანამშრომლებისგან, თუ რომლისგან ზუსტად აღარ მახსოვს, რომ დააყაჩაღეს „რ------------–ის“ ავტოსაგამართი სადგური თ-------აზ მ--------ანის და კ----- მ---ის მორიგეობის დროს. მე მივედი „რ------------–ზე“ და ჩემმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ თ-------აზმა და კ-----მ, დაყაჩაღების დროს იცნეს ყაჩაღი და ის იყო ლ-–- ჩ----იძე“. გამოქვეყნების შემდეგ, პროკურორის შეკითხვებზე, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოება და იქვე დაამატა, რომ არ ახსოვს კონკრეტულად თუ რომელმა თანამშრომელმა უთხრა აღნიშნულის შესახებ.
მოწმის სახით დაკითხული შ----- კ-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს „რ------------–ის“ ბენზოგასამართ სადგურზე, ოპერატორად. 2018 წლის 15 თებერვალს, შ--–-ა ჟ------ისაგან და მ-----ა ჩ-----–--ისგან გაიგო, რომ ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღეს. თავდამსხმელი იყო ვინმე ლ-–-, რომლის გვარიც მისთვის არ უთქვამთ. მოწმის განმარტებით, ლ-–- ჩ----იძე მათი ბენზოგასამართი სადგურის მომხმარებელი იყო და იცნობს მას. მისივე განმარტებით, ვინმე ლ-–-ს გვარი, რომელზეც უთხრეს, რომ თავდამსხმელი იყო დღემდე არ იცოდა, მხოლოდ დღეს გაიგო.
მოწმის სახით დაკითხულმა შ--–-ა ჟ------მა განმარტა, რომ მუშაობდა „რ------------–ის“ ბენზოგასამართ სადგურზე, ოპერატორად. 2018 წლის 14 თებერვალს, დილით როდესაც გამოცხადდა სამსახურში, თანამშრომლებისგან გაიგო, რომ ბენზოგასამართი სადგური იყო დაყაჩაღებული. მენეჯერმა გ------ი კ----–მა უთხრა, რომ ბიჭებმა იცნეს თავდამსხმელი და ის იყო ჩ----იძე, სახელი არ ახსოვს. კ-----მ და თ------იმ თქვეს, რომ იცნეს თავდამსხმელი. ადვოკატის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2018 წლის 15 თებერვალს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია 1) „რა დროსაც სამსახურში მოვიდა მ-----ა ჩ-----–--ეც. რა დროსაც წინა ცვლისგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 14 თებერვლის ღამეს, დაახლოებით 04:30 საათზე, ჩვენს ბენზოგასამართ სადგურზე მომხდარა ყაჩაღური თავდასხმა, რა დროსაც თავდამსხმელს იარაღის მუქარით გაუტაცებია ოპერატორებისაგან ფულადი თანხა, მაგრამ თანამშრომლებისათვის რაიმე დაზიანებების შესახებ არაფერი არ უთქვამთ. იმ დროს მე დაზარალებული ცვლა კ----- მ---ი და თ-------აზ მ--------ანი წავიდნენ პოლიციაში და მათთან სხვა რამე არ გვისაუბრია“. 2) „როგორც გ------ი კ----–მა გვითხრა მე და მ-----ას, მას ხელში ქონია ვინჩესტერის მოდელის თოფი თავდასხმის დროს“. გამოქვეყნების შემდეგ, მოწმემ ადვოკატის პირველ შეკითხვაზე უპასუხა, რომ როდესაც მივიდა სამსახურში მას კ----- მ---ი და თ-------აზ მ--------ანი არ უნახავს, ხოლო მეორე შეკითხვაზე უპასუხა, რომ არ იცის რა არის ვინჩესტერი.
მოწმის სახით დაკითხულმა მ-----ა ჩ-----–--ემ განმარტა, რომ მუშაობდა „რ------------–ის“ ბენზოგასამართ სადგურზე ოპერატორად. 2018 წლის 14 თებერვალს, როდესაც გამოცხადდა სამსახურში, მოვალეობის შესასრულებლად, მეწყვილე შ--–-ა ჟ------თან ერთად, გაიგო, რომ ღამის საათებში მოხდა ყაჩაღობა და წაღებული იყო თანხა. თანამშრომლებმა კ----- მ---მა და თ-------აზ მ--------ანმა უთხრეს, რომ მოხდა ყაჩაღობა და წაიღეს თანხა. მეორე დღეს, დილის საათებში, როდესაც მივიდა მენეჯერი, უთხრა, რომ თავდამსხმელი დაჭერილი იყო, რომელიც მათი მომხმარებელი - ლ-–- ჩ----იძე იყო, ზედმეტსახელად ჩ----ა. ადვოკატის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2018 წლის 15 თებერვალს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია 1) „რა დროსაც წინა ცვლისგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 14 თებერვლის ღამეს, დაახლოებით 04:30 საათზე, ჩვენს ბენზოგასამართ სადგურზე მომხდარა ყაჩაღური თავდასხმა, რა დროსაც ყოფილა ერთი თავდამსხმელი და იარაღის მუქარით გაუტაცებია ოპერატორებისაგან ფულადი თანხა, ხოლო თანამშრომლების დაზიანებების შესახებ არაფერი არ უთქვამთ. იმ დროს მე დაზარალებულ ცვლასთან კ----- მ---თან და თ-------აზ მ--------ანთან მეტი საუბარის დრო არ მქონია, რადგან ისინი წამოვიდნენ პოლიციაში გამოკითხვის მიზნით“; 2) „როგორც გ------ი კ----–მა გვითხრა მე და შ--–-ას, მას ხელში ქონია ვინჩესტერის მოდელის თოფი თავდასხმის დროს“. გამოქვეყნების შემდეგ, მოწმემ ადვოკატის შეკითხვებზე დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები და ასევე, განმარტა, რომ მაშინ ახსოვდა ალბათ, ახლა კი აღარ ახსოვს სად წავიდნენ მისი თანამშრომლები.
მოწმის სახით დაკითხული მ---- გ--------–-ილის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 13 თებერვალს, საღამოს საათებში, მასთან სახლში მივიდა ლ-–- ჩ----იძე, ნ---- გ--------–-ილი და მათი შვილი, რომლებიც გავიდნენ ლ-------ძის ბებიის სანახავად საავადმყოფოში და სახლში გვიან დაბრუნდნენ. ამის შემდეგ, კი ისინი სახლიდან არ გასულან. დასაძინებლად დაწვა დაახლოებით პირველ საათზე რა დროსაც ლ-–- სახლში იყო. მის ქმართან ერთად ტელევიზორს უყურებდა. რამდენიმე ხანში, ლ-–- ავიდა ზევით, თუმცა შემდეგ ისევ ჩავიდა ქვევით და დ----- გ--------–-ილთან ერთად უყურებდა ტელევიზორს. მოწმის განმარტებით, პირველ სართულზე ჩასასველი კიბეები მისი საძინებლის წინ არის, შესაბამისად, ის გაიგებდა ადამიანის გავლისა და გამოვლის ხმას, ვინაიდან აქვს ფხიზელი ძილი. ასევე, მეორე სართულიდან გასასვლელი კარიც, მისი საძინებლის წინაა და აუცილებლად გაიგებდა კარების გაღების ხმას. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 13 თებერვლის ღამის საათებში, ლ-–- ჩ----იძე სახლიდან არ გასულა, იმყოფებოდა სახლში. მეორე დღეს, 2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 08:00 საათზე, როდესაც შევიდა ლ-–-ს და ნ----ს საძინებელ ოთახში, რათა საჭმელი მიეწოდებინა მისი მცირეწლოვანი შვილიშვილისთვის, ლ-–- იმყოფებოდა სახლში. მისივე განმარტებით, სახლში, ჰყავთ ორი ძაღლი, რომლებიც ყეფენ სტუმრის თუ ოჯახის სხვა წევრების შესვლა-გასვლაზე. 2018 წლის 13 თებერვლის ღამეს, 14-ში გამთენიას, მას ძაღლების ყეფის ხმა არ გაუგია. მ---- გ--------–-ილის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლების მიერ, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მისი შვილის - ნ---- გ--------–-ილის კუთვნილი და ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებული ვინჩესტერი.
მოწმის სახით დაკითხულმა დ----- გ--------–-ილმა განმარტა, რომ 2018 წლის 13 თებერვალს, ლ-–- ჩ----იძე და ნ---- გოგბერაშილი სახლიდან გავიდნენ დაახლოებით 18:00-19:00 საათზე და წავიდნენ ლ-–-ს ბებიის სანახავად საავადმყოფოში, საიდანაც დაბრუნდნენ დაახლოებით 2300 საათზე. როდესაც დაბრუნდნენ, ის და ლ-–- იმყოფებოდნენ პირველ სართულზე და უყურებდნენ. დაახლოებით 0130 საათზე ჩაეძინა და როდესაც გამოეღვიძა, ლ-–- ადგილზე იყო, იჯდა კომპიუტერთან, სადაც ფილმი იყო ჩართული და ასევე, ლ-–-ს ხელში ეჭირა ტელეფონი. ჩაძინებიდან, დაახლოებით 2 ან 3 საათში გაეღვიძა და როდესაც გაიღვიძა, ლ-–- სახლში იმყოფებოდა. დაემშვიდობა მას და ავიდა დასაძინებლად. მოწმის განმარტებით, მას სახლში, ეზოში ორი ძაღლი ჰყავს, რომლებიც ეზოში ადამიანის შესვლისა და გასვლის დროს ყეფენ. შესაბამისად, 2018 წლის 14 თებერვალს, ღამე, სახლიდან ვინმე რომ გასულიყო, აუცილებლად გაიგებდა ძაღლების ყეფის ხმას.
მოწმის სახით დაკითხულმა ზ-----ბ გ--–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტად. 2018 წლის 14 თებერვალს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის, ქ.ზესტაფონი, თ-----------ს ქუჩა N48-ში მდებარე „რ------------–ის“ ბენზოგასამართი სადგურის დათვალიერებაში გამომძიებელ ლ-–- პ------–-–-ილთან, ბენზოგასამართი სადგურის მენეჯერ გ------ი კ----–თან, უბნის ინსპექტორ გ.ც---–---ესთან და კო-–--ა ზ---დ რ-------ესთან ერთად, რა დროსაც ამოღებული იქნა ხელის კვალი, კარის სახელური, სამუშაო მაგიდის სამი უჯრის, სამი სახელური. 2018 წლის 14 თებერვალს, გამომძიებელ კ.ღ------ესთან, უბნის ინსპექტორებთან ს.ქ--------სთან და მ.ბ-----ესთან ერთად, ნ---- გ--------–-ილის მონაწილეობით, მონაწილეობა მიიღო ნ---- გ--------–-ილის მშობლების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. მოწმის განმარტებით, იარაღების ნახვა მოხდა გამომძიებლების მიერ, მან მოახდინა ფიქსაცია და მოთავსება შესაბამის ყუთში. ასევე, მოახდინა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - ფოტოგადაღება. იარაღში შეამოწმა ვაზნა იყო თუ არა და ამ დროს, იარაღი არ დაშლილა.
მოწმის სახით დაკითხულმა ზ---დ რ-------ემ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, მთავარი ექსპერტიზის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამომძიებელ ლ-–- პ------–-–-ილთან, კო-–--ა ზ-----ბ გ--–-–---–თან და კიდევ ერთ პირთან ერთად, რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს, მონაწილოება აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. დათვალიერების დროს, ამოღებული იქნა ნივთები, რაც დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს. შესაბამისი ოქმი შედგენილი იქნა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. მოწმის განმარტებით, პიროვნება, რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს, ესაუბრებოდა გამომძიებელს და უხსნიდა მომხდარის შესახებ. თავად კი მასთან შეხება არ ჰქონია. დათვალიერების დროს, ამოღებული იქნა კარიდან ორი თითის კვალი, კარების სახელური და მაგიდის უჯრის სახელურები. ასევე, მოახდინეს შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება.
მოწმის სახით დაკითხულმა შ--–-ა გ------იძემ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტად. მოცემულ საქმეზე, მონაწილეობა აქვს მიღებული მ--ეილ გ--------–-ილის საგამოძიებო ექსპერიმენტში, ამოღებაში და ნერწყვის ნიმუშების აღებაში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, შეჩერებული იქნა მოქმედება და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ამოღებული იქნა პროცესორი, შემდეგ კი გაგრძე-–--- საგამოძიებო მოქმედება. ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობის დროს, ამოღებული იქნა პისტოლეტი. ნერწყვის ნიმუშები აღებული იქნა მ--ეილ გ--------–-ილისგან, თ-------აზ მ--------ანისაგან და კ----- მ---ისგან.
მოწმის სახით დაკითხულმა ო-–-- ს-----ემ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მონაწილეობა აქვს მიღებული მ--ეილ გ--------–-ილის საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ამოღებული იქნა კომპიუტერის პროცესორი და საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან პისტოლეტი. ასევე, მონაწილეობა მიიღო მ--ეილ გ--------–-ილის ნერწყვის ნიმუშის აღებაში.
მოწმის სახით დაკითხულმა ო----- ხ---------იამ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის იმერეთის სამმართველოს მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 15 თებერვალს ლ-–- ჩ----იძეს აუღო ნერწყვის ნიმუში. საგამოძიებო მოქმედების შესახებ შედგენილი იქნა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, აღებული ნიმუში დალუქა შესაბამის, ნომრიან, ბიოლოგიურ პაკეტში და გადასცა გამომძიებელს.
მოწმის სახით დაკითხულმა ავთანდილ ვეფხვაძემ განმარტა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 14 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაახლოებით დღის მეორე ნახევარში მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რაც თავის მხრივ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. ასევე, პატაკის ირგვლივ, გამოიკითხა მოწმის სახით.
მოწმის სახით დაკითხულმა პ----ა ჯ------–მა განმარტა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 15 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მის მიერ მიღებული იქნა ოპერ----ული ინფორმაცია, რაც თავის მხრივ მოახსენა ხელმძღვანელობას. ასევე, პატაკის ირგვლივ, გამოიკითხა მოწმის სახით.
მოწმის სახით დაკითხულმა კ--- ღ------ემ განმარტა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა შემდეგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებულის წარმომადგენელი, ჩაატარა ლ-------ძის მეუღლის, ნ---- გ--------–-ილის მშობლების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ბუხრის თავიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, ხოლო საძინებელი ოთახიდან ნ---- გ--------–-ილის კუთვნილი ვინჩესტერის იარაღი. ასევე, ამოიღო პროცესორი. მოწმის განმარტებით, ნ.გ--------–-ილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარა ს.ქ--------სთან, მ.ბ-----ესთან და ექსპერტ ზ.გ--–-–---–თან ერთად, ასევე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა ლ-------ძის მეუღლე, ნ---- გ--------–-ილი. იარაღი, რომელიც ამოღებული იქნა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კარგად დამაგრებული არ ყოფილა, დაშლილი იყო.
მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ც---–---ემ განმარტა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 14 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება ყაჩაღობის შესახებ. გამომძიებელ ლ-–- პ------–-–-ილთან, „რ------------–ის“ ბენზოგასამართი სადგურის მენეჯერ გ------ი კ----–თან და ორ ექსპერტთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც, ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ორი ხელის კვალი, ორი საკეტი და უჯრის სახელურები. საგამოძიებო მოქმედების ოქმი, შედგენილი იქნა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ თ---------იანი და კ-----ი, თუმცა მათ, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–---- ნ------იძემ განმარტა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 14 თებერვალს, სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ცნობილი გახდა ყაჩაღობის ჩამდენი პირის ვინაობა, რომელიც იყო ლ-–- ჩ----იძე. შესაბამისად, საქმეზე არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ე-–---რ კ--------ძესთან ერთად, მის მიერ მოხდა ლ-–- ჩ----იძის დაკავება.
მოწმის სახით დაკითხულმა ე-–---რ კ--------ძემ განმარტა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 14 თებერვალს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერ----ული ინფორმაციის საფუძველზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ.ნ------იძესთან ერთად, ქ.ზესტაფონში, ლაღიძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთაზე, დაკავებული იქნა ლ-–- ჩ----იძე, რომელსაც ადგილზე, გამომძიებლის მიერ განემარტა მისი უფლებები და გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
მოწმის სახით დაკითხულმა ს------აკ ქ--------მ განმარტა, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში მუშაობდა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 14 თებერვალს, იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამმართველოში მიღებული იქნა ინფორმაცია ყაჩაღობის შესახებ და დაიწყო გამოძიება. აღნიშნულ საქმეზე, ასევე, დაკავებული იქნა ლ-–- ჩ----იძე. თანამშრომლებთან კ.ღ------ესთან, მ.ბ-----ესთან და ექსპერტ ზ.გ--–-–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო ნ---- გ--------–-ილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და სანადირო თოფი ვინჩესტერი.
მოწმის სახით დაკითხულმა მ--–--ზ ბ-----ემ განმარტა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 14 თებერვალს, კ--- ღ------ესთან, ს------აკ ქ--------სთან და ზ-----ბ გ--–-–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო ნ---- გ--------–-ილის მშობლების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და საძინებელ ოთახში, საწოლის ქვემოდან, შავ სვიტერში გახვეული ვინჩესტერი.
მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ა-----აძემ განმარტა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შპს „ჯეოსელიდან“, კერძოდ კი კ--- ლ------სგან, გამოითხოვა ლ-–- ჩ----იძის და მისი მეუღლის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომრებზე არსებული დეტალური ინფორმაცია.
მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–--ემ განმარტა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაკითხა დაზარალებული კ----- მ---ი, მოწმეები შ----- კ-----ე, რ---- ტ------ძე და ნ---- გ--------–-ილის მონაწილოებით, ლ-–- ჩ----იძის წერილობითი თანხმობით, ჩაატარა ლ-–- ჩ----იძის მობილური ტელეფონის დათვალიერება.
მოწმის სახით დაკითხულმა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა - ზ---- ც------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს, ხელმძღვანელობის დავალებით, მის მიერ ლ-–- ჩ----იძე გადაყვანილი იქნა ქუთაისის სამმართველოში, სადაც ამ უკანასკნელის თანხმობით, აღებული იქნა ნიმუში, ხოლო აღებული ნიმუში გადაეცა მას, რაც შემდგომ გადასცა გამომძიებელს.
მოწმის სახით დაკითხულმა ა-----– ა---–------მა განმარტა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა ნ---- გ--------–-ილი და ასევე, მისგან ამოიღო, „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი.
მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–-ძემ განმარტა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული აქვს შემდეგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა დაზარალებული კ-----ი და მოწმეები მ--ეილ გ--------–-ილი და ლ-–- ჩ----იძე (ბრალდებული). ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი მ--ეილ გ--------–-ილის მონაწილეობით, რა დროსაც, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ასევე, ჩაატარა ორი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება კომპიუტერის პროცესორის და პისტოლეტის ამოღება. ასევე, შეადგინა ნიმუშის აღების ოქმები კ----- მ---ის, თ-------აზ მ--------ანის და მ--ეილ გ--------–-ილის მიმართ.
მოწმის სახით დაკითხულმა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელმა - ლ-–- პ------–-–-ილმა განმარტა, რომ იყო ლ-–- ჩ----იძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ჩაატარა თოფების ამოცნობა, დაათვალიერა სატელეფონო მიმოწერა, ჩაატარა ლ-–- ჩ----იძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, გამოითხოვა „რ------------–ის“ ბენზოგასამართი სადგურის ვიდეო ჩანაწერები, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალი წარუდგინა ლ-–- ჩ----იძეს. გამოითხოვა სხვადასხვა დოკუმენტაცია ლ-–- ჩ----იძის მიმართ და განახორციელა სხვა საპროცესო მოქმედებები.
2018 წლის 14 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ „შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, თ-----------ს ქუჩა N48-ში და წარმოადგენს შპს „რ------------–ის“ კუთვნილ ბენზოგასამართ სადგურს, რომელსაც აქვს ერთ სართულიანი საოპერატორო შენობა. შენობის შესასვლელი არის შემინული და არ აქვს კარები. შესასვლელში განთავსებულია საოპერატორო მაგიდა და სკამები. ოთახიდან ჩრდილოეთის მხარეს არის ოთახი, სადაც განთავსებულია ელექტრო მოწყობილობები. შესასვლელი ოთახიდან დასავლეთის მხარეს ერთფრთიანი მეტალო-პლასტმასის კარებით შევდივართ მენეჯერის ოთახში, სადაც განთავსებულია სამუშაო მაგიდა და სკამები, სერვერის კარადა, სათვალთვალო ვიდეოკამერების მონიტორები და ფულადი თანხის შესანახი სეიფი დაკეტილ მდგომარეობაში. შესასვლელი კარებიდან მარცხნივ მინის ვიტრინასთან დევს ტყავის ტახტი. ექსპერტის მიერ შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის ამოღებული იქნა მენეჯერის ოთახში შესასვლელი კარების საკეტი, თავისივე სახელურებით, რომელიც დაილუქა პაკეტში NF-------. დამუშავებული იქნა კარების ზედაპირი, საიდანაც ამოღებული იქნა ორი ხელის კვალი, რომელიც დაილუქა პაკეტში NF--------. ექსპერტის მიერ შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის ამოღებული იქნა მენეჯერის მაგიდის უჯრების სახელურები, რომელიც დაილუქა პაკეტებში N------------------------------------. მენეჯერის ოთახში, დასავლეთის მხარის კუთხეში, ჭერზე, დამაგრებულია სათვალთვალო ვიდეოკამერა, ვიდეოკამერები დამაგრებულია ავტოგასამართი სადგურის გარე პერიმეტრზეც. ავტოგასამართი სადგურის დასავლეთ მხარეს მდებარეობს ერთსართულიანი შენობები, ავტოგასამართი სადგურის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს ავტონაწილების მაღაზია, რომელზედაც გარე პერიმეტრზე განთავსებულია ვიდეოკამერა“.
2018 წლის 14 თებერვლის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ „კ----- მ---იდან, მისივე თანხმობით, ამოღებული იქნა, მისი ტანთცმული სამსახურებრივი დანიშნულების ქურთუკი, წინა და უკანა მხრიდან წითელი ფერის წარწერით „R--------“, რომელიც არის ყვითელი და ნაცრისფერი, წინა მხრიდან ელვაშესაკრავით. ქურთუკი დაილუქა პოლიეთილენის პარკში N3---- ლუქის ბეჭდით „01“ ფუთად“.
2018 წლის 14 თებერვლის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ დაკავებისას, ლ-–- ჩ----იძეს, მარცხენა ლოყაზე, აღენიშნება ვერტიკალურად ფუფხის ზედაპირის მქონე ნაკაწრი. ასევე, ცხვირზე, ფუფხის ზედაპირის მქონე ნაკაწრი. მისი გამარტებით, მიიღო სახლში, შვილთან თამაშის დროს.
2018 წლის 14 თებერვლის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გაჩხრეკილი იქნა ლ-–- ჩ----იძის მეუღლის მშობლების საცხოვრებელი სახლი და სათავსოები. რა დროსაც, „საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული ბუხრის თავიდან ამოღებული იქნა შავი ფერის სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი-კოდებით 3----------------- და 3-----------------, რომელშიც ჩართულია ერთი სატელეფონო ნომერი 5----------- ნ---- გ--------–-ილის განმარტებით ტელეფონი და ნომ---- არის მისი საკუთრება, ტელეფონი ამოღებული იქნა და დაილუქა ერთ პაკეტში 3---- ლუქის ბეჭდით. საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე საძინებელ ოთახში შესასვლელი კარებიდან მარცხენა მხარეს, ერთადგილიანი საწოლის ქვეშ, იატაკზე დადებული არის ნაცრისფერ სვიტერ გადაფარებული, შავი ფერის, ურემნო და უკონდახო ვინჩესტერის მოდელის თოფი, რომელსაც აღენიშნება წარწერა ,,C--------’’, სანომრე ნიშნით 1-----. ამოღებული თოფი ჩადებული იქნა მუყაოს ყუთში და ყუთი ჩადებული იქნა პოლიეთილენის NC------- პაკეტში“.
2018 წლის 15 თებერვლის, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ე-–--- გ--–--ის მიერ, ნ---- გ--------–-ილის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ნ---- გ--------–-ილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამსუნგის ფორმის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებული იყო ნომ---- 5-----------. დათვალიერების შედეგად, ტელეფონში ნანახი იქნა სხვადასხვა დროს განხორციელებული სატელეფონო ზარები, ასევე მოკლეტექსტური შეტყობინებები, მათ შორის შეტყობინებები გაგზავნილი: 1) 2018 წლის 14 თებერვალს 04:30 საათზე (ნომერზე 5-----------), შინაარსით „მეთქი დამავიწყდა და მკიდია ცხოვრება; 2) 2018 წლის 14 თებერვალს, 04:31 საათზე ნომრიდან 5----------- შემოსულია მოკლეტექსტური შეტყობინება შინაარსით „ლ-–- ჩემს თავს გაფიცებ დაანება თავი ყველაფერს, გთხოვ“.
2018 წლის 15 თებერვლის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ „ნ---- გ--------–-ილიდან, მისივე თანხმობით, ამოღებული იქნა მისი კუთვნილი „აიფონ 5ს“ მოდელის მოთეთრო და მოოქროსფრო ფერის კორპუსის მქონე მობილური ტელეფონი, იმეი-კოდით 3--------------, რომელშიც მოთავსებულია ჯეოსელის ფირმის სიმბარათი ნომრით 5-----------. მობილური ტელეფონი დალუქული იქნა პოლიეთილენის პარკში N3---- ლუქის ბეჭდით „01“ პაკეტად“.
2018 წლის 5 აპრილის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის
16 თებერვლის N06-2018 განჩინების საფუძველზე, შპს ,,ჯეოსელიდან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, ერთი თაბახის ფურცელი და ერთი CD დისკი, რომელიც დაილუქა N3---- ლუქის ბეჭდით.
2018 წლის 12 მარტის შპს „ჯეოსელის“ N18------- მიმართვით დასტურდება, რომ გამომძიებელ ლ-–- პ------–-–-ილს ჯეოსელის მიერ გადაეგზავნა შემდეგი სახის ინფორმაცია: აპარატებში იმეი-კოდებით 3---------------------------------- და 3--------------, 13.02.2018წ. 10:00 სთ-დან 14.02.2018წ. 19:00 სთ-მდე, დაფიქსირებულ GSM ნომრებს (მათი დემოგრაფიული მონაცემები) და ამ ნომრების, მითითებულ პერიოდში, განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარებისა და SMS -ების ნუსხას, ანძების (ადგილმდებარეობა) და კავშირზე მყოფი ნომრების მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების მითითებით; GSM ნომრების: 5----------- და 5-----------, 13.02.2018წ. 10:00 საათიდან 14.02.2018წ. 19:00 საათამდე, განხორცილებული შემავალი და გამავალი ზარებისა და SMS-ების ნუსხა, ანძების (ადგილმდებარეობა) და კავშირზე მყოფი ნომრების მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების მითითებით; ასევე ეცნობა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პროგრამა აღიქვამს IMEI კოდის საწყის 14 ციფრს, ხოლო მე-15 ციფრი, აღიქმება როგორც - ნული.
2018 წლის 16 თებერვლის N0----------- მიმართვით, შპს „რ------------– საქართველოს“ მიერ, გამომძიებელ ლ-–- პ------–-–-ილს ეცნობა, რომ ყაჩაღური თავდასხმის შედეგად კომპანია შპს „რ------------– საქართველოს“ მიადგა მატერიალური ზიანი 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
- პაკეტში წარწერით: ,,... ზესტაფონი ქ--------–-------–ის ქუჩა N51-ში საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ცეცხლსასროლი ვინჩესტერი..’’ მოთავსებული იარაღის მაგვარი საგნის სასხლეტსა და დამცავ რკალზე (ობ.N1), ტარსა და ცევიოზე (ობ.N2) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N1-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ობ. N2-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და ლ-–- ჩ----იძის (ობ.N15; პაკეტი, წარწერით: ,,...ლ-–- ჩ----იძისაგან აღებული ნერწყვი ნიმუში...) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N1 და ობ. N2-ის გენეტიკურ პროფილებში მ--ეილ გ--------–-ილის (ობ.N16; პაკეტი, წარწერით: ,,... მ--ეილ გ--------–-ილისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში...), თ-------აზ მ--------ანისა (ობ.N17; პაკეტი, წარწერით: ,,... თ-------აზ მ--------ანისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში...’’) და კ----- მ---ის (ობ.N18; პაკეტი, წარწერით: ,,...კ----- მეხისგან აღებული ნერწყვის ნიმუში...’’) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
- პაკეტში, წარწერით: ,,...შავ და ვერცხლისფერ კორპუსიანი პისტოლეტი, 1 მჭიდით და 1 ვაზნით...’’ მოთავსებულ იარაღის მაგვარი საგნის სასხლეტზე და დამცავ რკალზე (ობ.N3), ტარის რელიეფურ ნაწილზე (ობ.N4), მჭიდზე (ობ.N5) და ერთ ცალ ვაზნაზე (ობ. N6) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N3,4-ის გენეტიკური პროფილები, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ობ. N5 და ობ. N6-ის პროფილებში ლ-–- ჩ----იძის (ობ.N15), მ--ეილ გ--------–-ილის (ობ.N16), თ-------აზ მ--------ანისა (ობ.N17) და კ----- მ---ის (ობ.N18) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ბენზინგასამართ რ------------–ის სადგურზე ყაჩაღობის ფაქტზე მენეჯერის ოთახის კარის სახელურები...’’ მოთავსებული კონსტრუქციის სახელურებზე არსებული ბიომასალის (ობ.N7) შერეული გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. საკუთრივ კონსტრუქციისა და მასზე დამაგრებული საკეტზე არსებული ბიომასალის (ობ.N8) შერეულ გენეტიკურ პროფილში ლ-–- ჩ----იძის (ობ. N15), მ--ეილ გ--------–-ილის (ობ.N16), თ-------აზ მ--------ანისა (ობ. N17) და კ----- მ---ის (ობ.N18) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
- პაკეტში, წარწერით: ,,...მენეჯერის ოთახში სამუშაო მაგიდის ზედა უჯრიდან ამოღებული ერთი ცალი სახელური...’’ მოთავსებულ სახელურზე (ობ.N9), პაკეტში, წარწერით: ,,მენეჯერის სამუშაო მაგიდის ქვედა უჯრის სახელური...’’ მოთავსებულ სახელურზე (ობ.N10), პაკეტში, წარწერით: ,,...მენეჯერის სამუშაო მაგიდის შუა უჯრიდან ამოღებული უჯრის სახელური...’’ მოთავსებულ სახელურზე (ობ. N11) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N9 და ობ. N10-ის გენეტიკურ პროფილებში, ლ-–- ჩ----იძის (ობ.N15), მ--ეილ გ--------–-ილის (ობ.N16), თ-------აზ მ--------ანისა (ობ. N17) და კ----- მ---ის (ობ. N18) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ. N11-ის პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
- პაკეტში, წარწერით: ,,...კ----- მ---ისგან ამოღებული ქურთუკი’’ მოთავსებული ქურთუკის მარჯვენა მხარეზე, მხარის მიდამოში (ობ.N12), მარჯვენა სახელოსა (ობ.N13) და მარცხენა სახელოზე (ობ.N14) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N13 და ობ. N14-ის პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი და კ----- მ---ის (ობ.N18) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.N 13,14-ის პროფილების მინორული წილი და ობ. N12-ის პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ-----ნა კ--–---იძემ. მანვე, შეკითხვების დასმის დროს განმარტა, რომ არ ახსოვს იარაღი - ვინჩესტერი, რომ დაშლილიყოს კვლევის დროს, ან ჩამოვარდნოდეს რაიმე ნაწილი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბალისტიკური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 1.- FC------- პარკში მოთავსებული საგანი წარმოადგენს - სტანდარტულ ქარხნული წესით დამზადებულ, 12 კალიბრის გლუვლულიან, მრავალმიზნობრივი დანიშნულების (პოლიციის და ჯარის დანაყოფებში გამოყენებადი) ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, ე.წ. ,,პომპიან'' თოფს, რომელიც წარმოდგენილ მდგომარეობაში ტექნ-------დ გაუმართავია და უვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. იარაღის ნაწილებზე (გარდა სანომრო ნიშნის მეტნაკლები დაზიანებისა) სხვა დაზიანების კვლები გამოვლენილი არ ყოფილა.
F-------- პარკში მოთავსებული პისტოლეტი და მისდამი კუთვნილი მჭიდი, წარმოადგენს - სტანდარტულ ქარხნული წესით, მყიფე მეტალისაგან დამზადებულ, უცხოური წარმოების 9მმ კალიბრის, თავდაცვითი დანიშნულების - ტრავმულ გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც წარმოდგენილ მდგომარეობაში ტექნ-------დ გაუმართავია და უვარგისია სროლისათვის. იარაღის საცემის გაუმართაობა გამოწვეული უნდა იყოს მისი ტეხვით. პისტოლეტს სხვა რაიმე დაზიანება და გადაკეთების კვლები არ აღენიშნება.
გამოსაკვლევი ვაზნა წარმოადგენს - არა საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ, სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, სასტარტო-სასიგნალო დანიშნულების 9მმ კალიბრის ფუჭ-ხმოვან ვაზნას. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–-------რე ა---------იძემ. მანვე განმარტა, რომ იარაღს აკლდა დეტალი, რომელიც მითითებულია დასკვნაზე დართულ ფოტოსურათებში და ამ დეტალის გარეშე, გადატენვის დროს, იარაღი იშლება. თუ არ მოხდება იარაღის მოძრაობაში მოყვანა - გადატენვა, იარაღი არ დაიშლება.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ „რ------------–ის“ ბენზოგასამართ სადგურის შიდა და გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერებით დასტურდება, რომ 14.02.2018წ.04:32 საათზე, სამხრეთ დასავლეთის მხრიდან, ავტოგასამართი სადგურის საოპერატორო ოთახში შედის თავდამსხმელი, რომელსაც აცვია მოშავო ფერის დუტის ქურთუკი, თავზე კაპიშონით. შესვლისას, მოძრაობის დროს, თავდამსხმელი დადის კოჭლობით. საოპერატორო ოთახში, მაგიდასთან ზის ოპერატორი კ----- მ---ი. თავდამსხმელი ქურთუკიდან იღებს თოფს და უღერებს კ----- მ---ს. ამ დროს, კ----- მ---ი ეხება იარაღს ხელით. ასევე, თავდამსხმელი ადებს იარაღს ტანის არეში კ----- მ---ს, რის შემდეგაც ძალის გამოყენებით შეჰყავს მენეჯერის ოთახში.04:33 საათზე იგი გამოდის მენეჯერის ოთახიდან და მიემართება ისევ სამხრეთ-დასავლეთის მხარეს. მენეჯერის ოთახში გადაღებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილია თუ როგორ შეჰყავს იძულებით ოპერატორი კ----- მ---ი თავდამსხმელს. ოთახში განთავსებულ ტახტზე, წამოწოლილია ოპერატორი თ-------აზ მ--------ანი, რომელიც სწრაფად დგება ფეხზე, ცდილობს მიუახლოვდეს თავდამსხმელს, თუმცა იხევს უკან. თავდამსხმელი უღერებს თოფს ხან კ----- მ---ს და ხან თ-------აზ მ--------ანს, რის შემდეგაც კ----- მ---ი და თ-------აზ მ--------ანი ტახტზე დებენ ჯიბიდან ამოღებულ ნივთებს. შემდეგ, თავდამსხმელი მიდის მენეჯერის მაგიდის უჯრასთან და აკეთებს ხელის მოძრაობებს. თავდამსხმელის მითითებით კ----- მ---ი იხდის ქურთუკს და დებს დივანზე. შემდეგ, სწრაფად გადის გარეთ ოთახიდან, რის შემდეგაც ისევ მიემართება სამხრეთ-დასავლეთის მხარეს. სამხრეთ-დასავლეთის მხარეს მოძრაობისას, აშკარად ჩანს, რომ თავდამსხმელი მოძრაობას აგრძელებს კოჭლობით. ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით დაფიქსირებულ მასალაში (ვიდეოში) თავდამსხმელის სახე არ ჩანს, მას თავზე წამოფარებული აქვს კაპიშონი. ამასთან, გარკვეულწილად, მთელი პერიოდის განმავლობაში იმყოფება სიბნელეში. შესაბამისად, ვიდეო მეთვალყურეობის აპარატების განლაგების მ--ედვით, რომელიც მიმართულია ზემოდან ქვემოთ, ვერ ხდება თავდამსხმელის სახის დაფიქსირება.
2018 წლის 6 ივნისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ლ-–- პ------–-–-ილის მიერ „დათვალიერებული იქნა შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია - 13.02.2018 წლის 10:00 საათიდან, 14.02.2018 წლის 19:00 საათამდე პერიოდში, 3----------------------------------1 და 3-------------- იმეი-კოდების მქონე აპარატებში მოთავსებული ტელეფონის ნომრების შემავალი და გამავალი ზარებისა და შეტყობინებების შესახებ, რომელიც ჩაწერილია ,,ცდ'' დისკზე. ზემოაღნიშნულ აპარატებში გამოიყენება ტელეფონის ნომრები 5----------- და 5-----------. 14/02/2018 04:30:09 საათზე, ნომრიდან 5-------- გაგზავნილია შეტყობინება ნომერზე 5-------- და მიღებული აქვს 14/02/2018
04:30:10 საათზე. 14/02/2018 04:56:22 საათზე ნომრიდან 5-------- გაგზავნილია შეტყობინება ნომერზე 5--------. 14/02/2018 05:13:30 საათზე ნომერს 5-------- მიღებული აქვს შეტყობინება CRYSTALBET-იდან. 14/02/2018 05:19:18 საათზე ნომერს 5-------- მიღებული აქვს შეტყობინება LeaderBet-იდან. ინფორმაცია ამობეჭდილი იქნა 15 ფურცლად და დაერთო სისხლის სამართლის N0----------- საქმეს. ,,ცდ'' დისკი დაილუქა ქაღალდის კონვერტში N3---- ლუქის ბეჭდით და დაერთო სისხლის სამართლის N0----------- საქმეს“. აღნიშნული, შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, დატანილი CD დისკზე, სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, რომლითაც, ასევე, დადგენილი და დადასტურებული იქნა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, 04:30:10, 04:31:02, 04:32:32, 04:32:32, 04:32:32 საათებზე, ლ-–- ჩ----იძის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერზე, შესული და გაგზავნილია მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელთაგან 04:30:10 და 04:32:34 საათზე განხორციელებული მოკლეტექსტური შეტყობინებები გამოგზავნილია ნ---- გ--------–-ილის სარგებლობაში არსებული ტელეფონის 5----------- ნომრიდან. ზემოთ მითითებულ დროებში, ლ-–- ჩ----იძის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერს და ნ---- გ--------–-ილის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერს ემსახურება ანძა N5----. ამონაწერში, თუ სად ან რა მისამართზე მდებარეობს ანძა N5----, მითითებული არ არის.
საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრის, იარაღის აღრიცხვის განყოფილების მიერ 2018 წლის 8 ივნისს გაცემული M--------------- მიმართვით დასტურდება, რომ იარაღი: C------------, ნომ----: 1----- თოფი, იარაღის ტიპი: ცეცხლსასროლი, კალ: 12, რეგისტრირებულია მოქ: ნ---- დ-----ის ასული გ--------–-ილის (დ/თ: 3--------- პ/ნ: 1----------) სახელზე.
2018 წლის 11 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი თოფიდან, თ-------აზ მ--------ანი დააკვირდა ამოსაცნობად წარმოდგენილ თოფებს და განაცხადა, რომ ნომრით მეორე თოფი არის ის თოფი, რომელიც ხელში ეკავა ლ-–- ჩ----იძეს ყაჩაღური თავდასხმის დროს.
2018 წლის 11 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი თოფიდან, კ----- მ---ი დააკვირდა ამოსაცნობად წარმოდგენილ თოფებს და განაცხადა, რომ ნომრით მესამე თოფი არის ის თოფი, რომელიც ხელში ეკავა ლ-–- ჩ----იძეს ყაჩაღური თავდასხმის დროს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლის - შ----- ნ-------ძის 2018 წლის 17 მაისის 17:00 საათით დათარიღებული N22-2018 განჩინების მ--ედვით, ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი ტელეფონიდან ამოღებული იქნა 2018 წლის 03 თებერვლიდან, 2018 წლის 14 თებერვლის პერიოდში არსებული მიღებული, განხორციელებული, გამოტოვებული სატელეფონო ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, პროგრამა „Viber“ „Facebook Messenger“-ით განხორციელებული ელ.მიმოწერები. აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია დასკვნის დანართში - 98 ფურცლად.
ექსპერტიზის წინაშე წარმოდგენილი ტელეფონიდან, ბიუროს ხელთ არსებული სპეციალური პროგრამების გამოყენებით შესაძლო წაშლილი ინფორმაციის აღდგენა ვერ განხორციე-–---. ასევე, შეუძლებელია ინფორმაციის წაშლის შემთხვევაში გამომწვევი მიზეზ(ებ)ის დადგენა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- უმანკოშვილმა.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მტკიცერბულებებმა ვერ დაადასტურეს ლ-–- ჩ----იძის მიერ შპს ,,რ------------– საქართველოს“ ზესტაფონის ავტოგასამართ სადგურზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით, ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი, რის გამოც პალატა შეუძლებლად მიიჩნევს ლ-–- ჩ----იძის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე. აღნიშნული ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტით, რომლის თანახმად, ყოველ პირს, ვისაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხიოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთშეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებების შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მტკიცებულებები - დაზარალებულების კ----- მ---ის, თ-------აზ მ--------ანის და დაზარალებულის წარმომადგენლის - გ------ი კ----–ის, მოწმეების რ---- ტ------ძის, შ----- კ-----ის, შ--–-ა ჟ------ის და მ-----ა ჩ-----–--ის ჩვენებები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული, შემდეგი გარემოებათა გამო: დაზარალებულის სახით დაკითხულმა კ----- მ---მა და თ-------აზ მ--------ანმა განაცხადეს, რომ თავდამსხმელი ამოიცნეს თვალის ფერით, რკალისებური წარბებით, სწორი ცხვირითა და ზედა ტუჩით. მათვე მიუთითეს, რომ თავდამსხმელს არ უჩანდა ნიკაპი და ქვედა ტუჩი, შუბლი, ასევე ლოყები დაფარული ჰქონდა მოყავისფრო ნაჭრით და სახეზე, თითქმის ლოყებამდე, ასევე ჩამოფარებული ჰქონდა შავი პარიკი. თავდამსხმელს თავზე ეხურა კაპიშონი და არ უჩანდა შუბლი. აღნიშნული ჩვენებების საფუძველზე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლო მსჯელობას და თვლის, რომ თავდამსხმელს სახეზე ეკეთა ნიღაბი და სრულყოფილად, მისი სახის დანახვა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს. დაზარალებულებმა ასევე ზოგადად მიუთითეს ცხვირზე, თვალის ფერზე, რკალისებურ წარბებზე და ზედა ტუჩზე, თუმცა კონკრეტულად, დეტალები როგორი ფერის თვალი ჰქონდა, ან რკალისებური წარბი (წარბი მუქი იყო თუ ღია, სქელი თუ წვრილი), რა დამახასიათებელი ტუჩი ჰქონდა მას (სქელი, თხელი, დიდი თუ პატარა) ან სწორი ცხვირი, დიდი იყო თუ პატარა, ვერ დააკონკრეტეს. ნიშანდობლივია, ისიც, რომ დაკავების ოქმის თანახმად, ლ-–- ჩ----იძეს ცხვირზე აღენიშნებოდა ფუფხის ზედაპირის მქონე ნაკაწრი. დაზარალებულების განმარტებით კი, მათ თავდამსხმელის სახეზე დაზიანება არ შეუმჩნევიათ. შესაბამისად, ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ორი დაზარალებულის ზედაპირული აღწერილობა და კონკრეტული მითითება პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდება ლ-–- ჩ----იძის მიერ ყაჩაღობის ჩადენა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ როგორც ვიდეო ჩანაწერში ჩანს თავდამსხმელი როგორც შესვლის, ასევე, გამოსვლის დროს, გადაადგილებისას კოჭლობს. დაზარალებულებმა თ-------აზ მ--------ანმა და კ----- მ---მაც, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, განაცხადეს, რომ თავდამსხმელი ცოტას კოჭლობდა. სასამართლოში კი წარმოდგენილი არ ყოფილა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ლ-–- ჩ----იძეს აქვს გადაადგილების პრობლემა ან სიარულის დროს კოჭლობს.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაზარალებულის წარმომადგენლის - გ------ი კ----–ის ჩვენებას, რომ მას შემდეგ რაც დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ თავდამსხმელი ლ-–- ჩ----იძე იყო და ნახა ვიდეო ჩანაწერი, მხოლოდ ამის შემდეგ დარწმუნდა, რომ თავდამსხმელი ლ-–- ჩ----იძე იყო, რომელიც ამოიცნო მოძრაობით, მ--რა-მოხრით, ასევე, დაინახა, რომ სახეზე დაფარული ჰქონდა, ცხვირში ბამბა ჰქონდა გაკეთებული. უჩანდა ნახევარი ცხვირი და ოდნავ ზედა ტუჩი. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო დასტურდება „რ------------–ის“ ვიდეო ჩანაწერით, სადაც ჩანს, თუ როგორ მიდის თავდამსხმელი ბენზოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე თავზე კაპიშონ წამოფარებული, რაც უფარავს მთლიანად სახეს. ვიდეო ჩანაწერში, რომელიც აფიქსირებს შენობაში შესასვლელს, თავდამსხმელი ჩანს გვერდულად და შემდეგ უკანა მხრიდან და მას სახე არ უჩანს. ხოლო ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მენეჯერის ოთახს აფიქსირებს, იღებს ზემოდან ქვემოთ, სადაც ჩანს, რომ თავდამსხმელს თავზე წამოფარებული აქვს კაპიშონი და სახე არ ჩანს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, სსსკ-ით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
რაც შეეხება რ---- ტ------ძეს, შ----- კ-----ეს, შ--–-ა ჟ------ს და მ-----ა ჩ-----–--ეს ისინი არიან ირიბი მოწმეები, რომლებიც გადმოცემენ ფაქტებს გაგებულს, როგორც დაზარალებულებისაგან, ასევე სხვა თანამშრომლებისაგან, რომელთა ვინაობასაც ვერ ასახელებენ. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნული მოწმეები არ შესწრებიან ყაჩაღობის ფაქტს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მ--ედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მ--ედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
ნიშანდობლივია, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
სააპელაციო სასამართლო ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ თ-------აზ მ--------ანის მიერ საგნის (ვინჩესტერის) ამოცნობის ოქმი წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას, ვინაიდან საქართველოს სსსკ 131-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში კი წარდგენილი იქნა 3 იარაღი, რომლებიც ფერებით, რადიკალურად განსახვავდებოდა ერთმანეთისგან. შესაბამისად, ამოცნობის დროს მოხდა ამომცნობისათვის არაერთგვაროვანი, სხვადასხვა ფერის თოფების წარდგენა, რითაც დაზარალებულს მიეცა შესაძლებლობა ადვილად ამოეცნო თავდასხმის დროს გამოყენებული შავი ფერის იარაღი, ვინაიდან, ორი სხვა ფერის იყო. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაზარალებულ კ----- მ---ის მიერ თოფის ამოცნობის ოქმს, ვინაიდან წარდგენილი სამი თოფიდან, კ----- მ---ი დააკვირდა ამოსაცნობად წარმოდგენილ თოფებს და განაცხადა, რომ ნომრით მესამე თოფი არის ის თოფი, რომელიც ხელში ეკავა ლ-–- ჩ----იძეს ყაჩაღური თავდასხმის დროს. ამომცნობმა, ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შავი ფერის მოგრძო ლულით და მოკლე სახელურით. დაზარალებულის მიერ მითითებული ნიშან- თვისება პალატის აზრით არ არის საკმარისი ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის. სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის.
სააპელაციო სასამართლოს შეხედულებით ნიშანდობლივია ისიც, რომ გამოძიების მიერ ყაჩაღური თავდასხმის სავარაუდო დროდ დადგენილია 04:30 საათი, მაშინ როდესაც ლ-–- ჩ----იძე და ნ---- გ--------–-ილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიმოწერისას იმყოფებოდნენ მეუღლის მშობლების სახლში (რასაც თავიანთ ჩვენებებში მიუთითებენ მ---- და დ----- გ--------–-ილები და თავად ლ-–- ჩ----იძე) და მათ მიერ მოკლე ტექსტურ შეტყობინებათა მიმოწერას 04:30:10, 04:31:02, 04:32:32, 04:32:32, 04:32:32, 04:32:34 დროის მონაკვეთში ასევე ადასტურებს შპს ,,ჯეოსელის“ მიერ გაცემული ინფორმაცია, რა დროსაც მათი მობილური ტელეფონების კომუნიკაციას მხოლოდ ერთი ანძა უზრუნველჰყოფდა, რომლის ადგილმდებარეობაც მითითებული არაა.
საქმეზე არსებული ვიდეოჩანაწერის მ--ედვით ხსენებული ,,რ------------–ის“ ბენზინგასამართ სადგურზე ყაჩაღური თავდასხმის დროდ ფიქსირდება 04:34 საათი - ლ-------ძის მობილურ ტელეფონზე, მიღებული შეტყობინებიდან ორი წუთის შემდეგ. ბრალდების მხარეს კი სასამართლოში არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ფიზიკურად შეძლებდა თუ არა ლ. ჩ----იძე დროის ამ მონაკვეთში ერთდროულად დანაშაულისათვის მომზადებას, სახლიდან შემთხვევის ადგილზე მისვლას და ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებას, მაშინ როდესაც ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს თუ როგორ გადაადგილდებოდა კოჭლობით ბოროტმოქმედი ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმამდე და თავდასხმის შემდეგ და იმ მომენტისათვის იგი რაიმე სახის მობილური ტელეფონით არ სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებუ-ლია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ლ-–- ჩ----იძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი რომლითაც იგი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის - კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ლ-–- ჩ----იძის მიმართ დარჩეს უცვლელად.
ლ-–- ჩ----იძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ლ-–- ჩ----იძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ ლ-–- ჩ----იძეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: 2018 წლის 14 თებერვალს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კარების საკეტი, თავისივე სახელურებით და სამი ცალი უჯრის სახელური, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
2018 წლის 14 თებერვალს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული, ორი ხელის კვალი (ორი ცალი წებოვანი ლენტი), რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
2018 წლის 14 თებერვალს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
2018 წლის 14 თებერვალს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაზარალებულ კ----- მ---ისაგან ამოღებული სამსახურეობრივი დანიშნულების ქურთუკი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი-კოდებით 3----------------- და
3-----------------, რომელშიც ჩართულია ნომერი 5----------- - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის უნომრო და უკონდახო ვინჩესტერის მოდელის თოფი, რომელსაც აღენიშნება წარწერა ,,c-------l’’, სანომრე ნიშნით 1-----, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოსურათები CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
გადაუდებელი აუცილებლობის გამო ნ---- გ--------–-ილთან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული ,,აიფონ 5ს’’ მოდელის მობილური ტელეფონი იმეი-კოდით 3--------------, რომელშიც მოთავსებულია „ჯეოსელის“ ფირმის სიმბარათი ნომრით 5-----------, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული პერსონალური კომპიუტერის ყუთი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ლ-–- ჩ----იძისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
2018 წლის 15 თებერვალს, ქ.ზესტაფონში, ქ--------–-------–ის ქუჩა N51-ში ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული შავი ფერის კომპიუტერის ქეისი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
თ------ მ--------ანისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
კ----- მ---ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შპს ,,რ------------–-ჯორჯიას’’ ვიდეოკამერების ჩანაწერები DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
შპს ,,ჯეოსელიდან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
მ--ეილ გ--------–-ილისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
მ--ეილ გ--------–-ილის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
მ--ეილ გ--------–-ილის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს (ქ.ზესტაფონი, გ.ა-----ის ქუჩა N73-ში) ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული პისტოლეტი, თავისივე მჭიდით და ერთი ცალი ვაზნა, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ქ.ზესტაფონში, გ.ა-----ის ქუჩა N71-ში, მ--ეილ გ--------–-ილის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული ერთი ცალი „c-------“-ის ფირმის კომპიუტერის პროცესორი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე