განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
100100118002572381
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 100100118002572381

საქმე №1/ბ-624-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

მოსამართლე - მარინა სირაძე

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

პროკურორის - ი-–-- გ--–------ის

ადვოკატის - ზ----- წ-------–ის

მსჯავრდებულის - ლ-–- ი-------ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–- ლ---ის ძე ი-------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და მცხოვრები მისამართზე: ჭიათურის რაიონი, სოფელი ი-------;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ-–- ი-------ემ ჩაიდინა:

 

1.1.ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

1.2 ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1.2018 წლის 15 მაისს, ქ. თბილისში საცხოვრებელ ბინაში ლ-–- ი-------ემ ეჭვიანობის ნიადაგზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ-----–-- ს------ეს, ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;

 

1.2. 2018 წლის 24 მაისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ი------ში, ლ-–- ი-------ემ ეჭვიანობის ნიადაგზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ-----–-- ს------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, თავის არეში ჯერ ხელი ჩაარტყა, ხოლო შემდეგ მობილური ტელეფონი, რამაც ნ-----–-- ს------ის ჯანმრთელობის დაზიანება და ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენით ლ-–- ი-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე; მასვე სსკ-ის 42 მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-–- ი-------ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ -ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე; მასვე, სსკ-ს 42-ე მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

მსჯავრდებულ ლ-–- ი-------ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 02 ივნისის ჩათვლით - 3 დღე; ასევე, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა სტაციონარში ყოფნის დრო (სტაციონალური ექსპერტიზა) 2018 წლის 18 ივნისიდან 2018 წლის 22 ივნისის ჩათვლით - 5 დღე.

 

2. სააპელაციო საჩივრების არსი:

 

აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-–-- გ--–------ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი გასაჩივრებულ განაჩენში და მსჯავრდებულ ლ-–- ი-------ე სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობით არ იქნება გამოყენებული. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლ-–- ი-------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გასათვალისწინებელია მის მიერ ჩადენილი ქმედებები ხასიათი და საშიშროება, დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია, არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებას და მსჯავრდებულის პიროვნებას.

 

აპელანტი - მსჯავრდებულ ლ-–- ი-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ----- წ--------–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და მსჯავრდებულს შეუმსუბუქდეს სასჯელი, როგორც პირობითი მსჯავრი, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორს ი-–-- გ--–------ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

მსჯავრდებულ ლ-–- ი-------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ზ----- წ--------–ს, რომლებმაც დააზუსტეს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს ლ-–- ი-------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის შემცირება და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმისაგან გათავისუფლება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ-–- ი-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოტაბულით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით; წარმოდგენილი დოკუმენტაციით ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; სტაციონალური და კომპლექსური ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით; დაზარალებულ ნ-----–- ს------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - მ----- ი-------ის, ხ------- ხ---–---–ის, გამოკითხვის ოქმებით, არასრულწლოვანი მოწმის ე-- ი-------ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ლ-–- ი-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტები (ბრალდების და დაცვის მხარე) ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას სასჯელის ნაწილში.

 

ლ-–- ი-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 200-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ლ-–- ი-------ეს ძირითადი სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, კმაყოფაზე ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, აქვს მძიმე ჯანმთელობის მდგომარეობა და სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, დანაშაულთა ერთობლიობით დაუნიშნა სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით. დანიშნული სასჯელი პალატას მიაჩნია სამართლიანად, რის გამოც ვერ გაიზიარებს როგორც პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ლ-–- ი-------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნის შესახებ, ასევე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს ძირითადი სასჯელის შემცირების მოთხოვნით.

 

რაც შეეხება, მსჯავრდებულ ლ-–- ი-------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმას, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დამატებით სასჯელად გათვალისწინებული არ არის, გარდა ამ კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა. კანონის აღნიშნული დანაწესის შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ლ-–- ი-------ეს უნდა გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმაზე მითითება და ამ მიმართებით საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ლ-–- ი-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ----- წ-------–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენში ცვლილება იქნას შეტანილი იმ მიმართებით, რომ გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს ლ-–- ი-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 42 მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახით ჯარიმის 1500 (ათასხუთასი) ლარის დანიშვნის თაობაზე მითითება.

 

ლ-–- ი-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-–- ი-------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

მსჯავრდებულ ლ-–- ი-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 02 ივნისის ჩათვლით - 3 დღე; ასევე, სტაციონარში ყოფნის დრო (სტაციონალური ექსპერტიზა) 2018 წლის 18 ივნისიდან 2018 წლის 22 ივნისის ჩათვლით - 5 დღე;

 

ლ-–- ი-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს მ----- ი-------ეს (პ/ნ5----------) დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა 2700 (ორიათასშვიდასი) ლარის ოდენობით;

 

ლ-–- ი-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა, არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე