განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002480672 (№1/ბ-467-2018წ.)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორის - ვ------- ნ-----ძის
მსჯავრდებულის - ს---–- შ-------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს---–- ვ------ას ძე შ-------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი №5----------, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ხარაგაულის რაიონის სოფელ ლ-----ნში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს---–- შ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლიდან, ნ----ა გ-----ე ქორწინებაში იმყოფება ს---–- შ-------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ყავთ 1 შვილი - ს--- შ-------ე. 2017 წლის15 აპრილს, დღის საათებში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ლ-----ნში, საკუთარ სახლში, ს---–- შ-------ემ, ეჭვიანობის ნიადაგზე, კისრისა და მარჯვენა მხარის არეში ხელი დაარტყა მეუღლეს - ნ----ა გ-----ეს, რომელსაც ასევე ფეხი დაარტყა მარჯვენა მუხლის არეში. აღნიშნული ქმედებით ნ----ა გ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეული დაზიანება.
2015 წლიდან, ნ----ა გ-----ე ქორწინებაში იმყოფება ს---–- შ-------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ყავთ 1 შვილი - ს--- შ-------ე. 2017 წლის ნოემბერში (ზუსტი დრო დაუდგენელია), დღის საათებში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ლ-----ნში, საკუთარ სახლში, ს---–- შ-------ემ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ხელისა და კისრის არეში ხელი დაარტყა მეუღლეს - ნ----ა გ-----ეს, რომელმაც აღნიშნული ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
2015 წლიდან, ნ----ა გ-----ე ქორწინებაში იმყოფება ს---–- შ-------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ყავთ 1 შვილი - ს--- შ-------ე. 2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ლ-----ნში, საკუთარ სახლში, ნ----ა გ-----ეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მამამთილთან - ვ------ა შ-------ესთან, რის გამოც გაბრაზებულმა ს---–- შ-------ემ, ზურგის არეში მუშტი დაარტყა ნ----ა გ-----ეს, რომელმაც აღნიშნული ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
2015 წლიდან, ნ----ა გ-----ე ქორწინებაში იმყოფება ს---–- შ-------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ყავთ 1 შვილი - ს--- შ-------ე. 2016 წლის აგვისტოდან, 2018 წლის 28 მარტამდე პერიოდში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ლ-----ნში, საკუთარ სახლში, ს---–- შ-------ე სისტემატურად - თითქმის ყოველდღე, ეჭვიანობის ნიადაგზე, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ნ----ა გ-----ეს, კერძოდ აგინებდა დედის მისამართით, რის შემდეგაც ნ----ა გ-----ე განიცდიდა ტანჯვას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით ს---–- შ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 15 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 მარტის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, ს---–- შ-------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა, საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ ს---–- შ-------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათი.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ-----ძის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ვ------- ნ-----ძეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ს---–- სარიქძეს, რომელიც არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს---–- შ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 15 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 მარტის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ - ნ----ა გ-----ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების - ე------ გ-----ის, ვ------ა შ-------ის, ი---- გ-----ის და ა-----ო ხ----–--ის გამოკითხვის ოქმებით; ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ნ----ა გ-----ის მიმართ; დაბადების და ქორწინების სააქტო ჩანაწერებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ს---–- შ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 15 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 მარტის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ს---–- შ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეეს---მება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ-----ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ს---–- შ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 15 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 მარტის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, ს---–- შ-------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელები და საბოლოოდ ს---–- შ-------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათი.
ს---–- შ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე