განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
100100118002572258
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 100100118002572258

საქმე №1/ბ-623-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------1) ს----- გ---ას ძე დ-------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: საჩხერე, სოფელი კ----------–ი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ს----- დ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 25 ივნისს, დააახლოებით 01:00 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კ----------–ში, საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ს----- დ-------ემ, ოთახში მყოფ ძმას, ი----- დ-------ეს, სრულიად უმიზეზოდ, სარკე ჩაარტყა თავის არეში, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენით ს----- დ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 03 ივლისის ჩათვლით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-–-- გ--–------ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენში და მსჯავრდებულ ს----- დ-------ეს სსკ-ის 111-120-ე მუხლით განესაზღვროს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც არ იქნება ჩათვლილი პირობით; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია, არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებას და მსჯავრდებულის პიროვნებას, დანიშნული სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეულ იქნას სასჯელის მიზნები.

 

მსჯავრდებული ს----- დ-------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს უცვლელი დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ს----- დ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს----- დ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ი----- დ-------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: შ------ა დ-------ის, გ---ა დ-------ის, ვ-–-------- კ------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ს----- დ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი.

 

ს----- დ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ს----- დ-------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია, შერიგებულია დაზარალებულთან; ყოველივეს მხედველობაში მიღებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად ს----- დ-------ეს სასამართლომ დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულ ს----- დ-------ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ს----- დ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარღათან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

 

ს----- დ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 03 ივლისის ჩათვლით (9 დღე).

 

პირობით მსჯავრდებულის მიმართ კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო პირობით მსჯავრდებულს დაევალოს არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

ს----- დარბიაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ბ-–--- დ-------ის (პ/ნ 3----------); გ---ა დ-------ის (პ/ნ 3----------); ი----- დ-------ის (პ/ნ 3----------); ნინო დ-------ის (პ/ნ 380010444439); ს----- დ-------ის (პ/ნ 3----------); შ------ა დ-------ის (პ/ნ 3----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომლის საკადასტრო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ს-----------------------------------–---------------–------------------, მდებარე საჩხერე, სოფელ კ----------–ში;

 

ნივთმტკიცება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დაზიანებული სარკის ნამსხვრევები, რაც დალუქული სახით ინახება შსს საჩხერის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე