განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
100100118002369334
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-51-2019 წელი

№100100118002369334

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

15 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ------ ს-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

მ------ ს-------ე, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ს-------–----------–-----------------ში, მსჯავრდებულია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათ-ვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), 19-177-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ბ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფ-ლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩათვლილი აქვს პირობით 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

მ------ ს-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით (ორი ეპიზოდი);

– ქურდობის მცდელობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 19 საათზე მ------ ს-------ემ უკანონოდ შეაღწია ს-------–------–----------------ში მდებარე მ------ ხ-----–---–ის საცხოვრე-ბელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში, საიდანაც ფარულად, მართლსა-წინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვადასხვა დასახელების სამუშაო იარაღებს ე.წ. „ბარგალკას“ და „დრელს“, ასევე 200 მეტრი სიგრძის სპილენძის ლითონის ელ. სადენს. ჩადენილი ქმედებით მ------ ხ-----–---–ს მიადგა 800 ლარის მნიშვნელო-ვანი ქონებრივი ზიანი.

2018 წლის იანვარში, ზუსტი დრო დაუდგენელია, მ------ ს-------ემ უკანონოდ შეაღ-წია ს-------–--------------–--------------ში მდებარე მ------ ც----–---–ის საცხოვ-რებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში – მარანში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლატუნის ლითონის ვენახის სარწყავ მანქანას და სპილენძის ლითონის ე.წ. „ჩამჩას“. ჩადენილი ქმედებით მ------ ც----–---–ს მიადგა 570 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2018 წლის 4 თებერვალს, 19 საათიდან 20 საათამდე პერიოდში მ------ ს-------ემ უკანონოდ შეაღწია ს-------–-----–---------------ში მდებარე გ------ მ------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის სარდაფში და შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისა-კუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვადასხვა დასახელების მისთვის სასურველ ნივ-თებს, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა ი-–-- გ--–------მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს მ------ ს-------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებულის მიერ ზიანი მხოლოდ ნაწილდობრივაა ანაზ-ღაურებული. კერძოდ, მას ასანაზღაურებელი აქვს დაზარალებულ მ------ ც----–---–ი-სათვის მიყენებული ზიანი. მ------ ს-------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას, რა დროსაც იგი მიდრეკილია კანონსაწინაღმდეგო ქმედების ჩადენისაკენ, რაც მეტყველებს მის არაკონტროლირებად ქცევაზე. მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი მსუბუქია და არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებას და მსჯავრდებულის პიროვნებას, აღნიშნული სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი, რომ თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაულის ჩა-დენა და მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ------ ს-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ------ ს-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინა-აღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცე-ვა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გან-საზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არაა წარ-სულში ნასამართლევი, ანაზღაურებული აქვს ზიანი, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და უმუშევარი მეუღლე და მ------ ს-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით ჩადენილი დანაშაულისათვის დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაუთვალა პირობით 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდე-ბულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენი მ------ ს-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

მ------ ს-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

მ------ ს-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავი-სუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფ-ლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანა-შაულთა ერთობლიობით, მ------ ს-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირო-ბით 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ მ------ ს-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გი-რაო გაუქმებულია (გირაოს თანხა გადახდილი არაა).

განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდე-ბულ მ------ ს-------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთმტკიცებები – გამოძიების მიმდინარეობის დროს ამოღებული ე.წ. „დრელი“ და ე.წ.

„ბარგალკა“, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საჩხერის რაიონულ სამმართვე-ლოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს მ------ ხ-----–---–ს (პ/ნ 3----------)Б საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili