განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
080100118002571447
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002571447 საქმე N1/ბ-737-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - დ---------------------ს,მსჯავრდებულის - ა---- ა----–---–ის,ადვოკატების - ნ----- ჩ--------ს, ნ----- მ---------–-ას მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---- ა----–---–ის მიმართ - დაბადებული 2---------წ. პირადი N------------ დაოჯახებული, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული - ვ---- რაიონი, სოფელი ზ---------, ფაქტობრივად მცხოვრები - ჩ------------- რაიონი სოფელი ხ-----------

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა---- ა----–---–მა ჩაიდინა დაზარალებულის იძულება ჩვენების შეცვლისთვის, რასაც თან ერთვის მისთვის ძალადობის მუქარა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 19 ივნისიდან 2018 წლის 23 ივნისის დროის მონაკვეთში, ა---- ა----–---–ი დას - თ------- ა----–---–ს აიძულებდა სიძის რ---- კ---------- ბრალდების საქმეზე შეეცვალა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია. ა---- ა----–---–ი დაზარალებულს ემუქრებოდა ძალადობით.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ა---- ა----–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 372-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2018 წლის 26 ივნისიდან.

 

3. სააპელაციო საჩივრების მოტივები:

 

3.1 აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკუარტურის პროკურორი დ--------------------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს შეიცვალოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი, ა---- ა----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, განაჩენი დაუსაბუთებელია და არ პასუხობს საპროცესო კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულელებით უტყუარად დასტურდება, რომ ა---- ა----–---–მა ჩაიდინა დაზარალებულის იძულება, ჩვენების შეცვლისათვის თუ ამას თან ერთვის ძალადობის მუქარა.

 

3.2. აპელანტი - მსჯავრდებულ ა---- ა----–---–ი და მისი ინტრესების დამცველი ადვოკატი ნ----- ჩ-------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვენ გაუქმდეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი ა---- ა----–---–ის მიმართ და იგი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ. სასამართლოს გამამატყუნებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ერთადერთ მტკიცებულებას, ესაა დაზარალებულ თ------- ა----–---–ის ჩვენება, რომელმაც სამჯერ შეცვლა ჩვენება, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაზარალებულმა თავად დაურეკა მსჯავრდებულს რათა ჩართულიყო კონფლიქტში და ორი სიტყვა - საჩივრის გამოტანა, არ გულისხმობს ცრუ ჩვენების მიცემას და ჩვენების შეცვლას. აღნიშნული დანაშაული მხოლოდ პირდაპირ განზრახვას გულისხმობს, როდესაც მიმართვა ხორციელდება მოწმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით, ეს განზრახი ქმედებაა და თუ განზრახა ოჯახის წევრის საკეთილდღეოდ არის მიმართული, ასეთი განზრახვა დანაშაულად რატომ უნდა შეფასდეს. საქმეში წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა უტყუარად დაადასტურა,რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა---- ა----–---–ის ბრალეულობას. განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ არაპირდაპირი მტკიცებულებები, ასევე საერთოდ ვერ იქნა დადგენილი ა---- ა----–---–ის კავშირი დანაშაულებრივ ქმედებასთან.

 

მსჯავრდებულ ა---- ა----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები ნ----- ჩ-------- და ნ---- შ------–--- წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვენ უარი ეთქვას ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორს დ---------------------ს, რომელმაც მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტებს - მსჯავრდებულ ა---- ა----–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ----- ჩ------ნს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს, ასევე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ----- მ---------–-ას, რომელმაც ასევე მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს ა---- ა----–---–ის გამართლების მოთხოვნით, ამასთან აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი ზედმეტად მკაცრია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი N------- შეტყობინების თანახმად, შეტყობინების ინიციატორია თ------- ა----–---–ი, რომლის განცხადებით, ,,მისი მეუღლე ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე არის დაკავებული, თავად ინიციატორმა გამოიძახა პოლიცია. რის შემდეგაც, ინიციატორზე ძმის მხრიდან ზეწოლას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აქვს ადგილი. ძმა სთხოვს, რომ გამოიტანოს საჩივარი, რათა გაათავისუფლონ ინიციატორის მეუღლე. 06/23/2018წ. 14:22:42 სთ...“

 

საქმეში წარმოდგენილი N1------ შეტყობინების თანახმად, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში შესულია შეტყობინება ,,საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) ,,109“ საპატრულო ეკიპაჟიდან გ------------მ ტელეფონით 5---------ით მაცნობა, ქუთაისში ბუკიას ქ.#17/4-ში 1992 წ. დ. თ. ა----–---–მა განაცხადა, რომ მას ძმამ ა---- ა----–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე შეცადა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას“.

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ თ------- ა----–---–ის განმარტებით ირკვევა, რომ 2018 წლის 19 ივნისს მეუღლესთან მოუხდა ოჯახური კონფლიქტი, რის გამოც, დაურეკა მის ძმას ა---- ა----–---–ს და უთხრა, რომ მისულიყო მასთან და თუ შეეძლო მოეგვარებინა კონფლიქტი. როდესაც მისი მეუღლე გავიდა სახლიდან, გადაკეტა სახლის კარები შიგნიდან, გარეთ გასვლის დროს უთხრა მეუღლემ, რომ ,,მეც ველაპარაკე შენს ძმას და მოვა, დავჯდეთ და მოვაგვაროთ კონფლიქტიო“. რამოდენიმე ხნის შემდეგ ფანჯრიდან დაინახა, რომ სახლთან მოვიდა მისი ძმა ა---- ა----–---–ი ბიძაშვილთან და მეგობართან ერთად, დაზარალებულის განმარტებით, ამ დროს მისი მეუღლე გარედან ითხოვდა გაეღო კარები და ემუქრებოდა, მაგრამ კარები არ გააღო სანამ პოლიციის თანამშრომლები არ დაინახა მასთან მისული. როდესაც საპატრულო პოლიცია მოვიდა მათთან, მისი ძმა ა---- ა----–---–იც იქ იმყოფებოდა. პოლიციის მისვლამდე ა---- ა----–---–იც სთხოვდა მას, რომ კარები გაეღო, მაგრამ იმდენად განერვიულებული და აღელვებული იყო, არც მისთვის გაუღია სახლის კარები.

 

მოწმის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებს მოუყვა მომხდარ ფაქტზე და ამ ყველაფრის გამო მოხდა მისი მეუღლის დაკავება. პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა დაკითხვაზე, საიდანაც ა---- ა----–---–მა წამოიყვანა ავტომანქანით, მათთან ერთად იმყოფებოდა მისი ბიძაშვილი, მეგობარი და მისი შვილი, საიდანაც მისმა ძმამ იგი მიიყვანა სახლში და სადარბაზოსთან ყოფნის დროს უთხრა მას, თუ რატომ მიმართა მან პოლიციას დახმარებისთვის, ,,მაშინ როდესაც ამ საქმეს თვითონ მოაგვარებდა“. სახლში ასვლის შემდგომ ელაპარაკა დედას, რომელმაც სთხოვა მის ძმას ,,დაწყნარებულიყო“ . ამის შემდეგ ა. ა----–---–მა იგი წაიყვანა ჩოხატაურში, სადაც იმყოფებოდა ორი დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე მისი ძმა მოითხოვდა მისგან, რომ გამოეტანა განცხადება თუ საჩივარი, რომელიც მას შეტანილი ჰქონდა მისი მეუღლის რ---- კ---------- წინააღმდეგ, მაგრამ მას არ უნდოდა და არც აპირებდა განცხადების გამოტანას და ამით კონფლიქტის მოგვარებას, ამის გამო მისი ძმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ მუქარას, ეს უკანასკნელი ეუბნებოდა, რომ ,,შენ გამოიყვანე და ჩვენ მივხედავთ გარეთო“. ჩოხატაურიდან იგი დაბრუნდა იმის გამო, რომ დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები ექსპერტიზაზე წასაყვანად.

 

2018 წლის 23 ივნისს, მასთან სახლში მივიდა მისი ძმა, რომელსაც ახლდა მათი ბიძაშვილი მ--------- გ-------, რომლის თანდასწრებით ა. ა----–---–ი ეუბნებოდა ,,სად წახვალ აწიო“ . დაზარალებულის განმარტებით, მისი ძმიდან ისევ იყო შეთავაზება გამოეტანა საჩივარი პოლიციიდან, რის გამოც, მან დაიწყო ტირილი, რადგანაც არ უნდოდა მის მიერ პოლიციაში შეტანილი განცხადების გამოტანა. ამ დროს მისი ძმა ეუბნებოდა, რომ ,,ალბათ ვიღაცა გყავს და ამიტომ არ გამოგაქვს საჩივარი პოლიციიდანო“ არწმუნებდა, რომ მას მეტი გზა არ ჰქონდა. მის მიერ უარის თქმის გამო ა. ა----–---–ი გაიწია მისკენ დასარტყმელად, მაგრამ მისმა მცირეწლოვანმა შვილმა უთხრა, რომ არ დაერტყა მისთვის, რის გამოც, მის ძმას მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ტელეფონზე მამამისთან საუბრის დროს ტელეფონში ესმოდა ხმა იმის შესახებ, რომ მისთვის უნდა ეთხოვა მამამისს იმის შესახებ, რომ სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილიყო იქ სადაც გათხოვდა. დაზარალებულის განმარტებით, ა. ა----–---–ის მხრიდან მუქარის შესახებ უთხრა გამომძიებელს, რომელმაც დაარიგა, რომ უნდა დაერეკა საპატრულო პოლიციაში. დარეკა საპატრულო პოლიციაში და ,,რადგანაც მისი ძმა იყო გარეთ იგი გადაიყვანეს თავშესაფარში“. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ იგი არ იყო წინააღმდეგი ა---- ა----–---–ს შეფარდებოდა არასაპატიმრო სასჯელი, რადგანაც მიაჩნია, რომ მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა მსაჯავრდებული.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოქვეყნდა დაზარალებულ თ------- ა----–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემული გამოკითხვის ოქმი იმ ნაწილში, სადაც მიუთითებს, რომ 2018 წლის 23 ივნისს მის საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 11:15 სთ-ზე მივიდა მისი ძმა ა---- ა----–---–ი, რომელსაც თან ახლდა მათი ბიძაშვილი მ--------- გ-------, რომელიც შემდგომ განვითარებულ მოვლენებს სრულად შეესწრო. ისინი შევპატიჟა მისაღებ ოთახში, რა დროსაც, ა---- ა----–---–მა ისევ დაიწყო მისი ლანძღვა-გინება, დედისა და ახლობლების მისამართით, ისევ იმ მოტივით, რომ მას შეეცვალა მეუღლის მიმართ მიცემული ჩვენების შინაარსი და თუნდაც უკანონო გზით ყველა ღონე ეხმარა მეუღლის ციხიდან გათავისუფლებისათვის, რაც თ. ა----–---–ის სურვილი ნამდვილად არ ყოფილა და არც ახლა არის. დაემუქრა ხელებისა და ფეხების მომტვრევით, ეუბნებოდა კბილებს დაგაძრობ, დედას გიტირებო, თუ მის ზემოთ აღნიშნულ პირობებს არ შეასრულებდა. მისი მხრიდან უარის გაგონების შემთხვევაში კვლავ დაემუქრა იგივე სახის ფიზიკური დაზიანებით, რა დროსაც შეეშინდა მუქარის განხორციელების.. 2018 წლის 19, 20 და 23 ივნისს ა---- ა----–---–ი თ.ა----–---–ს მის საცხოვრებელ ბინაში სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედისა და ახლობლების მისამართით, ასევე, ემუქრებოდა ხელებისა და ფეხების დამტვრევით, თუ არ შეცვლიდა ზემოთ ხსენებულ საქმეზე გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების შინაარსს. დაზარალებულის განმარტებით, იგი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი ძმის ამ მოქმედებით იყო საკმაოდ შეშინებული და გადასული იყო თავდაცვაზე, ცდილობდა ყველასთვის მიეწვდინა ხმა დახმარებისათვის, დასჭირდა ფსიქოლოგის დახმარებაც. თ------- ა----–---–ი ყოველთვის ეუბნებოდა ა---- ა----–---–ს, რომ არ უნდოდა საჩივრის გამოტანა და არც გამოიტანდა, რაზედაც მისი ძმა ეუბნებოდა მას, რომ ,,თუ არ მოგწონდა რატო გაყევი, ახლა აღარ მოგწონს, ახლა არ გინდა მისი ციხიდან გამოყვანაო“. დაზარალებული თავისი ჩვენებით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისი ძმის ა---- ა----–---–ისაგან ადგილი ჰქონდა როგორც შეთავაზებას, ასევე მუქარას, რომ გამოეტანა პოლიციაში შეტანილი საჩივარი, რომ მისი მეუღლე რ---- კ--------- გათავისუფლებულიყო პატიმრობიდან.

 

მოწმის სახით დაკითხულმა შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელმა ი-–-- კ---------მ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 2018 წლის 23 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მოვალეობას, განყოფილებაში მიღებული იქნა შეტყობინება მოქალაქე თ------- ა----–---–ისაგან, რომელიც ითხოვდა დახმარებას მისი ძმის ა---- ა----–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, მის მიერ გამოკითხული იქნა თ------- ა----–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, 2018 წლის 19 ივნისს მისი მეუღლის დაკავების გამო, მისი ძმა ა---- ა----–---–ი სთხოვდა და ემუქრებოდა მას, რომ შეეცვალა ჩვენება. მუქარა ხორციელდებოდა მისი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, 19, 20 და 23 ივნისს. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 25 ივნისს დაკავებული იქნა ბრალდებული ა---- ა----–---–ი, ამოღებული იქნა მისი სამედიცინო ისტორია, მის მიერ დანიშნული იქნა ბრალდებულის მიმართ ექსპერტიზა. სცნო იგი ბრალდებულად და გამოკითხა დაზარალებული. ამოღებული იქნა ელექტრონული ვერსია რ---- კ---------- საქმესთან დაკავშირებით. მართალია, მიღებულ შეტყობინებაში მითითებული იყო ფიზიკურ ზემოქმედებაზე, მაგრამ დაკითხვის დროს დაზარალებულს არ უთქვამს, რომ მისმა ძმამ მასზე იმოქმედა ფიზიკურად. განმარტა, რომ ეს უკანასკნელი ემუქრებოდა მას ხელების და ფეხების მომტვრევით, რადგანაც ითხოვა მისი მეუღლის მიმართ მიცემული ჩვენების შეცვლას. ადასტურებს, რომ იგი ამ ფაქტამდე, ასევე, აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს 2018 წლის 19 ივნისს მომხდარ ოჯახურ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. რა დროსაც, გამოკითხა დაზარალებული თ------- ა----–---–ი. დაკითხვის დასრულების შემდგომ, დაზარალებულმა მიაწოდა ინფორმაცია და პირად საუბარში უთხრა, რომ მას გარეთ ელოდებოდა მისი ძმა ა---- ა----–---–ი და სთხოვა დალაპარაკებოდა ამ უკანასკნელს, რომ იგი არ წაეყვანა გურიაში მის მშობლებთან და დაეტოვებინა სახლში, ასევე, მის ძმას რაიმე პრეტენზია არ ჰქონოდა მის გამოკითხვასთან დაკავშირებით. იგი დაეთანხმა დაზარალებულს, გაჰყვა მას, მივიდა ა---- ა----–---–თან, რომელიც იდგა პოლიციის შენობასთან და უთხრა მისი დისთვის არ დაესვა რაიმე სახის კითხვები გამოკითხვასთან დაკავშირებით, რადგანაც მის დას უფლება ჰქონდა თავად ეთქვა ყველაფერი. უთხრა, რომ არ ჩარეულიყო, საუბრის დროს ა---- ა----–---–ისთვის აგრესია არ შეუნიშნავს, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ. მოწმის განმარტებით, ა---- ა----–---–მა იცოდა იმის შესახებ, რომ მისი და - თ------- ა----–---–ი მისი ქმრის წინაღმდეგ აძლევდა ჩვენებას. მისთვის უცნობია გაჰყვა თუ არა თ------- ა----–---–ი მის ძმას. მისი გაფრთხილების მიუხედავად ორ დღეში განყოფილებაში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ა---- ა----–---–ი ემუქრებოდა მის დას და სთხოვდა ჩვენების შეცვლას, რის გამოც, უკვე მეორედ, 2018 წლის 23 ივნისს გამოკითხა თ------- ა----–---–ი, რამოდენიმე დღეში დაკავებული იქნა ა---- ა----–---–ი. დაკითხვის დროს თ------- ა----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 19 ივნისს, 20 და 23 რიცხვში მისი ძმა აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სხეულის დაზიანებით. ითხოვდა მისგან ჩვენების შეცვლას.

 

მოწმის სახით დაკითხულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გ------- გ--------მ განმარტა, რომ 2018 წლის 23 ივნისს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, როდესაც გავიდა შემთხვევის ადგილზე, ოჯახში დახვდა ერთი ქალი თავისი მცირეწლოვანი შვილით, რომელმაც აუხსნა მათ, რომ ა---- ა----–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. უნდოდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც, იმის გამო, თუ რატომ მისცა მისი ქმრის საწინააღმდეგო ჩვენება. მის მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, იმის გამო, რომ მსხვერპლი ყოფილიყო დაცული, ამასთან, მსხვერპლის ადგილსამყოფელი ცნობილი იყო მოძალადისათვის. რის გამოც, იგი გადაიყვანეს თავშესაფარში მის შვილთან ერთად. საუბრის დროს, შეტყობინების ავტორმა თ------- ა----–---–მა განაცხადა, რომ მისი ძმა მის მიმართ გამოხატავდა აგრესიას იმის გამო, რომ ,,ძაღლები რატომ ჩართე საქმის კურსშიო, ჩვენ თვითონ მოვაგვარებდით საქმესო“, განმარტავს, რომ თ------- ა----–---–ს დაზიანება არ ეტყობოდა, მოწმის განმარტებით, იგი ტელეფონით ესაუბრა ა---- ა----–---–ს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელმაც განუცხადა, რომ იმყოფებოდა ქალაქგარეთ. აღნიშნულის შესახებ აცნობა პოლიციის განყოფილებას, რომ საქმეზე ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, მოწმის სახით გამოკითხულ მ--------- გ-------ს განმარტებით ირკვევა, რომ 2018 წლის 19 ივნისს დაურეკა ბიძაშვილმა ა---- ა----–---–მა, რომელიც არის თ-------ის ძმა და უთხრა, რომ ბიძაშვილს თ-------ს და მის მეუღლეს რ---- კ---------ს მოუვიდათ კონფლიქტი, რის გამოც რ---- იყო დაკავებული და აღნიშნულთან დაკავშირებით სთხოვა ჩამოსულიყო წყალტუბოდან, მისულიყვნენ ერთად თ------- ა----–---–თან დასალაპარაკებლად და სიტუაციის გასარკვევად, თუ რა მოხდა იმ დღეს. მისვლისას თ------- ა----–---–მა, ისე რომ მიზეზი არ უთქვამს, მას და ა---- ა----–---–ს კარი არ გაუღო და ისინი იძულებული გახდნენ წასულიყვნენ.

 

2018 წლის 23 ივნისს კვლავ დაურეკა ბიძაშვილმა ა---- ა----–---–მა და სთხოვა ისევ მისულიყვნენ თ------- ა----–---–თან და დალაპარაკებოდნენ ოჯახის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. იგი იმავე დღეს ჩამოვიდა წყალტუბოდან, შეხვდა ა---- ა----–---–ს და ერთად წავიდნენ თ-------თან. იქნებოდა დაახლოებით 12:00 საათი, როდესაც მივიდნენ ქ. ქუთაისში ბუკიას ქუჩა N17-ში, თ-------მა კარი გაუღო და შეიპატიჟა სახლში, მათ უთხრეს, რომ ეპატიებია მისი მეუღლის რ---- კ----------ათვის 19 ივნისს მის მიმართ ჩადენილი საქციელი და მოქცეულიყო ისე, რომ იგი დაეხსნა პატიმრობიდან და შეენარჩუნებინა ოჯახი, რადგანაც ბავშვი არ გაზრდილიყო უმამოდ. აღნიშნულზე თ-------ს პასუხი არ გაუცია, დაიწყო ტირილი და იყო ჩუმად, რადგანაც თ-------მა პასუხი არ გაცა მათ, ისინი წარმოვიდნენ, რადგანაც ჩათვალეს, რომ აზრი არ ჰქონდა მასთან ამ საკითხზე საუბარს. მისი და ა---- ა----–---–ის მხრიდან თ------- ა----–---–ის მიმართ არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ექსპერტების თ------ ხ------ს და ჟ------ ფ------ს გამოკითხვის ოქმით დადგენი-–--, რომ ისინი მთლიანად ადასტურებენ გამოძიების დადგენილების საფუძველზე, მათ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ გარემოებებს.

 

საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- სასამართლო ფსიქიატრიული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ,,ა---- ა----–---–ი ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ა---- ა----–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავის ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა---- ა----–---–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას. მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილოება მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ა---- ა----–---–ი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. ა---- ა----–---–ს არ აქვს ფსიქიკური ნაკლი. ა---- ა----–---–ი ამჟამად იძულებით ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს“.

 

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური N--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სისხლის სამართლო საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები არის ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირში, რის გამოც, ა---- ა----–---–ის ქმედებებში შეურაცხყოფის ფსიქოლოგიური ზემოქმედების დამცირებისა და შანტაჟის განხორციელების ფაქტების დადგენა, რომელიც გამოიწვევდა თ------- ა----–---–ის ტანჯვას აღნიშნული საექსპერტო კვლევის მიერ შეუძლებელია..“

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ექსპერტ თ-------- ფ---–---–---ს გამოკითხვის ოქმში მთლიანად დადასტურებულია მის მიერ გაცემულ ფსიქოლოგიურ დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

ა---- ა----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ მის დას თ------- ა----–---–ს კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან რ---- კ---------სთან, რაზედაც დაუკავშირდა მისი და და სთხოვა დახმარება. იგი იმ დღესვე მივიდა მასთან ოჯახში, სადაც ნახა, რომ მისი სიძე იყო გარეთ თავის ნივთებთან ერთად, ხოლო სახლის კარები დაკეტილი იყო. მისი მოთხოვნის მიუხადავად, მისმა დამ, თ------- ა----–---–მა მათ კარები არ გაუღო. მისი სიძის განმარტებით, კონფლიქტი მოუხდათ იმის გამო, რომ ლომბარდში ფული იყო შესატანი. შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია. იგი სთხოვდა მის დას, რომ წაჰყოლოდა მას, რადგან მისი უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული მისი სიძის ნათესავების მხრიდან. ადასტურებს, რომ 2018 წლის 23 ივნისს იგი შეეცადა მის დასთან გაერკვია, თუ რისთვის ჰქონდა კონფლიქტი მეუღლესთან და სთხოვა მას ამის გამო ოჯახი არ დაენგრია, თუ შეეძლო ეპატიებინა მისი მეუღლისთვის, რადგანაც უნდა ერჩინა თავი და მოევლო ბავშვისათვის. ამ დროს მისმა დამ დაიწყო ტირილი. თ. ა----–---–ი განმარტავდა, რომ არ აპირებდა მის მეუღლესთან შერიგებას. ეუბნებოდა მას, თუ სად უნდა ეცხოვრა. დაპირდა, რომ დაელაპარაკებოდა მამამისს. რაც შეეხება სატელეფონო საუბარს მის დასა და მამამისს შორის, მისი და თ------- ა----–---–ი არასწორად გადმოსცემს საუბრის შინაარსს. მამამისს არ უთქვამს, რომ სადაც გათხოვდა იქ დარჩენილიყო. განმარტავს, რომ მისი მოთხოვნა იყო მის დას ეპატიებინა მისი მეუღლისთვის და შერიგებოდა მას. მისივე განმარტებით, მისი სიძე, რომ დაკავებული იყო, იცოდა ამის შესახებ, რადგანაც, ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ა---- ა----–---–ის გამართლების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია საგამოძიებო და სასამართლოს ორგანოების ნორმალური საქმიანობა, მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი.

 

დაზარალებულ თ------- ა----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მის ძმას ა---- ა----–---–ს იგი თავად დაუკავშირდა მეუღლესთან წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, რის შედეგადაც თ. ა----–---–ის მეუღლე რ. კ--------- დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ და ამ საქმეზე ჩვენების მიცემის მიზნით იგი დაბარებულ იქნა პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაჰყვა მისი ძმა, ა. ა----–---–ი. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ როდესაც პოლიციის განყოფილებიდან ბრუნდებოდნენ, ამ დროს ა. ა----–---–მა უთხრა მას, თუ რატომ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის ,,მაშინ როდესაც ამ საქმეს თვითონ მოაგვარებდა’’ და მიმართა ოჯახური კონფლიქტის გამო დაკავებული მისი მეუღლის, რ---- კ---------- გათავისუფლების მიზნით გამოეტანა საჩივარი პოლიციის განყოფილებიდან. თავის ჩვენებაში დაზარალებულმა ასევე მიუთითა, რომ მას არ სურდა საჩივრის გამოტანა პოლიციის განყოფილებიდან და ოჯახური კონფლიქტის ასეთი ფორმით მოგვარება, რის გამოც მისი ძმა დაემუქრა მას ხელების და ფეხების მომტვრევით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და კატეგორიულად მოსთხოვა ჩვენების შეცვლა ან პოლიციის განყოფილებიდან საჩივრის გამოტანა, არწმუნებდა მას, რომ ,,შენ გამოიყვანე და ჩვენ მივხედავთ გარეთო’’.

 

მოწმე მ--------- გ-------ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2018 წლის 19 ივნისს დაუკავშირდა მისი ბიძაშვილი ა---- ა----–---–ი, რომელიც არის თ------- ა----–---–ის ძმა და სთხოვა, რომ გაჰყოლოდა მისი დის სახლში, რადგანაც ამ უკანასკნელს კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან რ---- კ---------სთან, რათა გაერკვიათ სიტუაცია და დალაპარაკებოდნენ თ------- ა----–---–ს. მოწმის ჩვენებით, სახლში მისულებს თ. ა----–---–მა კარი არ გაუღო. 2018 წლის 23 ივნისს ისევ დაუკავშირდა ა. ა----–---–ი მას და ისევ სთხოვა წაყოლოდა თ.ა----–---–თან ოჯახური კონფლიქტის მოგვარების მიზნით. თ. ა----–---–თან მისულებმა ა----მ დას უთხრა, რომ ეპატიებინა მისი მეუღლის რ---- კ----------ათვის 19 ივნისს მის მიმართ ჩადენილი საქციელი და მოქცეულიყო ისე, რომ დაეხსნა იგი პატიმრობიდან და შეენარჩუნებინა ოჯახი, თ-------ს პასუხი არ გაუცია, დაიწყო ტირილი და იყო ჩუმად. მოწმის ჩვენებით ირკვევა, რომ ა---- ა----–---–ის მხრიდამ მისი დის, თ------- ა----–---–ის მიმართ რაიმე სახის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

 

თვით მსჯავრდებული ა---- ა----–---–იც თავის ჩვენებაში არ უარყოფს ფაქტს, რომ მისთვის ცნობილი იყო მისი სიძის რ---- კ---------- დაკავების მიზეზი და სწორედ ამის გამო მივიდა მის დასთან, თ. ა----–---–თან სალაპარაკოდ.

 

სასასამართლო განმარტავს, რომ ქმედების ობიექტური მხარე გულისხმობს ბრალდებულის დაზარალებულისადმი მიმართვას მიცემული ჩვენების შეცვლისათვის. აღნიშნული შეიძლება გამოიხატოს წინადადების მიცემაში, თხოვნაში, რჩევაში, დაპირებაში, შთაგონებაში, რათა დაითანხმოს მოწმე (დაზარალებული) მიცემული ჩვენების შეცვლაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა. ა----–---–ისათვის, როგორც ოჯახური კონფლიქტის მოგვარებაში თავიდანვე ჩართული პირისთვის, იმთავითვე ცნობილი იყო, რომ მისი დის, თ. ა----–---–ის ჩვენების საფუძველზე მოხდა რ---- კ---------- დაკავება. მსჯავრდებულ ა. ა----–---–ს სურდა მისი და (თ. ა----–---–ი) მოქცეულიყო ისე, რომ ოჯახური კონფლიქტის გამო დაკავებული მისი სიძე გათავისუფლებულიყო და ამის შემდეგ მოეგვარებინა მას ოჯახური კონფლიქტი, რისთისაც მიმართავდა დაზარალებულს გამოეტანა მის მიერ მეუღლის საწინააღმდეგოდ შეტანილი განცხადება, შეეცვალა ჩვენება ან შეესრულებინა სხვა მოქმედება მისი მიზნის მისაღწევად.

 

ამდენად, დაზარალებულ თ. ა----–---–ის და მოწმის მ. გ-------ს ჩვენებები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულმა ა. ა----–---–მა, თ------- ა----–---–ს მიმართა პოლიციისთვის მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისთვის.

 

აქვე, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. ა----–---–ის ქმედების სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამიასდ, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნოს, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ, გარდა დაზარალებულ თ------- ა----–---–ის ჩვენებისა, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, ი-–-------------–-ას ბრალეულობის (მუქარის ნაწილში) დასადასტურებლად არ წარუდგენია; შესაბამისად, ი-–-------------–-ას ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობის განხორციელებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადააკვალიფიცირა ა. ა----–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

მსჯავრდებულ ა---- ა----–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციაზე, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, ასევე გათვალისწინებით იმისა, რომ მსჯავრდებული ა---- ა----–---–ი არ არის ნასამართლევი, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, დაზარალებული არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 372 მუხლის 1 ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მუხლის სანქციის ფარგლებში შეეცვალოს ჯარიმით და ამ მიმართებით ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ---------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ა---- ა----–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ----- ჩ--------ს და ნ----- მ---------–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში ა---- ა----–---–ის მიმართ შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ა---- ა----–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ა---- ა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის მოხდისაგან, თანახმად საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, გათავისუფლდეს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 26 ივნისიდან 2019 წლის 24 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებით.

 

მსჯავრდებული ა---- ა----–---–ი გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში ამ განაჩენის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე