განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
010100117001823953
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117001823953

საქმე №1/ბ-531-2017 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)

მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივნის _ მარინა მაკარიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ შ----- ქ---–---–ის

ადვოკატების – ბ-------------ის, რ---- პ----ის

მსჯავრდებულების – თ---------- ქ--------ს, ს------ ყ---------ის, გ------- ა-–----ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ თ---------- ქ--------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ-------------ის; მსჯავრდებულ ს------ ყ---------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---- პ----ის და მსჯავრდებულ გ------- ა-–----ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------):

 

თ---------- ქ--------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 6----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის სოხუმში, სოფელ შრომაში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ-------–----–------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და მესამე ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტებით.

 

ს------ ყ---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 4----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის ქ-------–---–-----------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ------–--–----------------------–-------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და მესამე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტებით.

 

გ------- ა-–----ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 4----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-------–---------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და მესამე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:

 

თ---------- ქ-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თ---------- ქ--------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სრულად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ---------- ქ--------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ თ---------- ქ--------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 21 იანვრიდან.

 

თ---------- ქ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.

 

გ------- ა-–---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- ა-–----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 19 იანვრიდან.

 

გ------- ა-–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.

 

ს------ ყ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის ს------ ყ---------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სრულად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს------ ყ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ს------ ყ---------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 19 იანვრიდან.

 

ს------ ყ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად:

 

● ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, ავტომანქანიდან ამოღებული ხელის კვლები რვა ცალ დაქტილოფირზე, მიკრონაწილაკები, „სკოჩის“ ფრაგმენტები, პლასტმასის ხამუტები, სუნის კვალის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთები: მწებავი ლენტის ფრაგმენტები, ერთი ცალი პლასტმასის ხამუთი, ერთი წყვილი თეთრი ფერის რეზინის ხელთათმანი, სამედიცინო დანიშნულების პირბადე და მოყვითალო ფერის მწებავი ლენტის ხვია, მ----- ა-----ის და ნ----- კ---------ის ნერწყვის ნიმუშები, ბრალდებულების – ს------ ყ---------ის, გ------- ა-–----ს, თ---------- ქ--------ს ნერწყვისა და სუნი ნიმუშები, ასევე მ----- ა-----ის და ნ----- კ---------ის ხელის კვლების ნიმუშები დაქტილობარათებზე, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

● ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული დანა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

● 2017 წლის 18 იანვარს მოწმე მერამ ა-----ის მიერ წარმოდგენილი ფულადი თანხა, 2017 წლის 19 იანვარს გ------- ა-–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, 2017 წლის 19 იანვარს ს------ ყ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფული და 2017 წლის 21 იანვარს თ---------- ქ--------ს მიერ წარმოდგენილი ფულადი თანხა, რომლებიც ინახება საქართველოს ეროვნული ბანკის საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

● 2017 წლის 19 იანვარს, ბრალდებულ ს------ ყ---------ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი მობილური ტელეფონი და ერთი წყვილი ოქროს საყურე, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მფლობელებს.

 

● 2017 წლის 19 იანვარს გ------- ა-–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ფერის ქუდისმაგვარი ფორმის ნაჭრის ნიღაბი, ორი ცალი საკეტი და გასაღები, ერთი ცალი ლითონის მავთულისმაგვარი საგანი, შავტარიანი სახრახნისი, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელშიც პიროვნების მონაცემები არ ფიქსირდება, ასევე ერთჯერადი შპრიცები გამჭვირვალე სითხით, რომლებიც ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

● ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები 10 ცალ DVD დისკზე, შემთხვევის ადგილის და ავტომანქანის დათვალიერების, გ------- ა-–----ს საცხოვრებელის სახლის ჩხრეკის, ს------ ყ---------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის, ფულისა და ხელჩანთის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 12 ცალ კომპაქტდისკზე, უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ---------- ქ--------მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, ხოლო ს------ ყ---------ემ და გ------- ა-–----მ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

განაჩენის მიხედვით, თ---------- ქ--------ს, ს------ ყ---------ის და გ------- ა-–----ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი თ---------- ქ--------, ასევე გ------- ა-–---- და ს------ ყ---------ე, 2017 წლის 3 იანვარს, ქ.ბათუმში, ა---–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოძიებით დადგენილი და დაუდგენელი პირების დახმარებით, თავს დაესხნენ შპს „---–------------ის“ თანამშრომელს – ნ----- კ---------ეს, რომელიც მ----- ა-----ესთან ერთად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი ავტომანქანით. დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ამავე ავტომობილით გადაიყვანეს ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანის და პისტოლეტისმაგვარი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ნ----- კ---------ის ხელთ არსებულ შპს „---–------------ის“ კუთვნილ 148 546 ლარს, ასევე ნ----- კ---------ის კუთვნილ 550 ლარს, „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს, 320 ლარად ღირებულ ოქროს საყურეს, მეხსიერების ბარათს და ბანკის პლასტიკურ ბარათს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ---------- ქ--------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ-------------ემ, მსჯავრდებულ ს------ ყ---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ---- პ----ემ და მსჯავრდებულმა გ------- ა-–----მ.

 

მსჯავრდებულმა თ---------- ქ--------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ-------------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და თ---------- ქ--------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, შემდეგი საფუძვლით: საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დანაშაული ჩადენილია იმ პირების მონაწილეობით, რომლებსაც უშუალოდ შემხებლობა ჰქონდათ დანაშაულის ობიექტთან. მოწმე მ----- ა-----ე პირადად იყო ჩართული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში, რასაც ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას უწევდა იმედა პაქსაძე. მსჯავრდებულებს აღნიშნულმა პირებმა მიაწოდეს ინფორმაცია და გეგმა, რომლის თანახმად, მათ უნდა განეხორციელებინათ ყაჩაღობის ინსცენირება, რათა ქონების მესაკუთრეს ეჭვი არ მიეტანა თავის თანამშრომლებზე _ მ----- ა-----ეზე და ნ----- კ---------ეზე. ეს უკანასკნელი ასევე ინფორმირებული იყო ყაჩაღობის ინსცენირების თაობაზე, მაგრამ მან როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში უარყო დანაშაულში ამ ფორმით მისი მონაწილეობის ფაქტი. აპელანტების მითითებით, თ---------- ქ-------- გულწრფელად აღიარებს იმას, რომ მან გ------- ა-–----სთან და ს------ ყ---------ესთან ერთად ნამდვილად განიზრახა ფულადი თანხის გატაცება. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მიზნით გ------- ა-–----ს დაუკავშირდნენ იმედა პაქსაძე და მ----- ა-----ე, რომელთა მიერ შემუშავებული იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რის შემდგომაც გ------- ა-–----მ განუმარტა თ---------- ქ--------ს და ს------ ყ---------ეს, რომ მათ უნდა მოეწყოთ ყაჩაღობის ინსცენირება, რათა შემდგომ მესაკუთრეს ეჭვი არ მიეტანა თანამშრომლებზე. მ----- ა-----ის და ნ----- კ---------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, თითქოს, მსჯავრდებულები იყვნენ შეიარაღებულები, არის სრული სიცრუე, რადგან აღნიშნული ქმედებების განხორციელების დროს, რაც წინასწარი შეთანხმებით იყო დაგეგმილი, არანაირი დანა და არც იარაღის მსგავსი საგანი მსჯავრდებულებს არ გააჩნდათ, ხოლო საუბარი იმაზე, რომ მ----- ა-----ესა და ნ----- კ---------ეს შეექმნათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რაიმე სახის საფრთხე, არის აბსურდული, ვინაიდან, ყაჩაღობა იყო ინსცენირებული და შესაბამისად, ვერანაირი მოსალოდნელი საფრთხე ვერ იარსებებდა.

 

მსჯავრდებულ ს------ ყ---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ---- პ----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კეერძოდ: ს------ ყ---------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე გადაკვალიფიცირება და მისთვის მინიმალური სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მსჯავრდებულ გ------- ა-–----ს მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მ----- ა-----ემ მას განუცხადა, რომ თანხის ინკასაციის მომენტში ავტომანქანაში იქნებოდა ასევე ბუღალტერი ნ----- კ---------ე, რომლისთვისაც ცნობილი იყო თანხის დაუფლების შესახებ, რომ მისგან არანაირი პრობლემა არ არსებობდა და თანხის დაუფლება უნდა მომხდარიყო ყაჩაღობის ინსცენირების გზით. შეთანხმებისამებრ, ყაჩაღობის ინსცენირებისას სხეულის დაზიანებები უნდა მიეღოთ როგორც მ----- ა-----ეს, ასევე ნ----- კ---------ეს, რაც აუცილებელი იყო მეტი დამაჯერებლობისათვის. გ------- ა-–----მ სასამართლოს განუმარტა, რომ, თავის მხრივ, მ----- ა-----ის ნაამბობი მოუყვა ს------ ყ---------ეს, რომელიც დაარწმუნა, რომ მ----- ა-----ეც და ნ----- კ---------ეც ამ ინსცენირებული ყაჩაღობის მონაწილეები იყვნენ. სასამართლომ ყოველგვარი კრიტიკისა და ანალიზის გარეშე მიიჩნია უტყუარ მტკიცებულებად დაზარალებულ ნ----- კ---------ის ჩვებება, რომ, თითქოს, მას მსჯავრდებულები სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფით დაემუქრნენ. ინსცენირებული ყაჩაღობა რომ დამაჯერებელი ყოფილიყო, სწორედ ამიტომ დატოვეს მსჯავრდებულებმა შემთხვევის ადგილზე ხელთათმანები და სამედიცინო პირბადე. რაც შეეხება ს------ ყ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ოქროს სამკაულებს, ისინი პოლიციელებს ნამდვილად არ ამოუღიათ ს------ ყ---------ის კუთვნილი ქურთუკიდან, ვინაიდან, როგორც გ------- ა-–----ს ჩვენებიდან ირკვევა, ნ----- კ---------ის კუთვნილი ჩანთა მან გაჩხრიკა და პოლიეთილენის პარკში არსებული თანხაც თავად წაიღო, ხოლო ს------ ყ---------ეს ხსენებულ ნივთებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. მ----- ა-----ის ჩვენება იმის შესახებ, თითქოს, გ------- ა-–----სთვის არაფერი უთქვამს ნ----- კ---------ის საქმეში მონაწილეობის თაობაზე, მოგონილია და ასეთი ჩვენება მან მისცა საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ. ნ----- კ---------ის მიერ მიცემული არადამაჯერებელი ჩვენებაც აჩენს ეჭვს, რომ ის თავიდან ბოლომდე ინფორმირებული იყო თანხის დაუფლების ხერხებისა და საშუალებების შესახებ. საქმეზე გამოძიება ნაწარმოებია მიკერძოებულად და მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებიდან იკვეთებოდა დანაშაულის ჩადენაში მ----- ა-----ისა და იმედა პაქსაძის მონაწილეობა, ისინი დღემდე თავისუფლებაში იმყოფებიან.

 

მსჯავრდებულმა გ------- ა-–----მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მისი უდანაშაულოდ ცნობა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის ობიექტური შეფასებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მიცემა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს, ხოლო პროკურატურის მიერ მოწმედ წარდგენილი და სინამდვილეში საქმეში მონაწილე ერთ-ერთი ორგანიზატორის _ მ----- ა-----ის და ასევე ნ----- კ---------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები არის სიცრუე. აპელანტის განმარტებით, მან დაკავებისთანავე აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ რეალურად ჩადენილი დანაშაული, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ქურდობად და არა ყაჩაღობად. სწორედ აღნიშნულზე მეტყველებს სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს მ----- ა-----ის მიერ იმის აღიარება, რომ მან თვითონ შესთავაზა ყაჩაღობის ინსცენირება, რომლის ორგანიზება თავად მოახდინა თავის მეგობართან ერთად.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება. ამასთან, მსჯავრდებულმა გ------- ა-–----მ დააზუსტა თავისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლიდან იმავე კოდექსის 177-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება. საქმის განხილვაში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა _ შ----- ქ---–---–მა ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ თ---------- ქ--------ს და მისი ინტერესების დამცველის _ ადვოკატ ბ-------------ის, მსჯავრდებულ ს------ ყ---------ის ინტერესების დამცველის _ ადვოკატ რ---- პ----ის და მსჯავრდებულ გ------- ა-–----ს მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ---------- ქ--------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო გ------- ა-–----ს და ს------ ყ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

დაზარალებულ ნ----- კ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შპს "---–------------ში" ბუღალტრად. მის მოვალეობაში შედის ყოველ დილით ბათუმში მდებარე სამი მ-------იდან და ერთი საწყობიდან ნავაჭრი თანხების აკრეფა და ბანკში ჩაბარება. მას, როგორც წესი, მანქანით აკითხავდა დაცვის უფროსი მ----- ა-----ე და მასთან ერთად გადაადგილდებოდა მ-------ებში. ამ უკანასკნელს ევალებოდა როგორც მისი, ასევე თანხის დაცვა. 2017 წლის 3 იანვარს, დაახლოებით დილის 9 საათისთვის დაიწყო ნავაჭრი თანხის აკრეფა ა--–--ის ქუჩაზე მდებარე მ-------იდან, სადაც მ----- ა-----ეც მივიდა. ვინაიდან, 1 და 2 იანვარს მ-------ებიდან ნავაჭრი თანხები არ აკრეფილა, 3 იანვარს სამი დღის ნავაჭრი თანხა უნდა წაეღო ბანკში. მ-------ებიდან ნავაჭრი თანხის აკრეფის შემდეგ მივიდნენ ა---–-ის ქუჩაზე მდებარე საწყობში, სადაც მან ფული დააფასოვა, მოამზადა ბანკში შესატანად და დაახლოებით 16 საათი იქნებოდა, როდესაც საწყობიდან ბანკში წავიდნენ. ისინი "ჰონდას" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რომელსაც მ----- ა-----ე მართავდა. თვითონ ცელოფნის პარკში მოთავსებულ ფულთან, დაახლოებით 149000 ლართან ერთად, მანქანის უკანა მარცხენა სავარძელზე იჯდა. 150 მეტრამდე მანძილი ექნებოდათ გავლილი, როდესაც ცენტრალურ გზაზე გასასვლელ ჩიხში დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც, თითქოს, შეახტა მანქანას და ამ დროს მანქანაც გაჩერდა. აღნიშნულმა ახალგაზრდამ გამოაღო მანქანის კარი, იგი ხელით მისწია შუა ადგილისკენ და მანქანაში ჩაჯდა, თან პირზე ხელი ააფარა, ყელზე დანა მიადო და უთხრა, რომ ფულისთვის თავი არ გაეწირა. მეორე მხრიდან დაუჯდა მეორე მამაკაცი, ხოლო წინ, მძღოლის გვერდით სავარძელში მესამე მოთავსდა. ამ უკანასკნელს ხელში შავი ფერის პისტოლეტისმაგვარი საგანი ეჭირა, რომელიც მ----- ა-----ისკენ მიმართა და უთხრა წასულიყო, თორემ ესროდა. დაზარალებულის განმარტებით, მის გვერდით მჯდომებმა თავი წინა და უკანა სავარძლებს შორის დაახრევინეს და წამოწევის საშუალებას არ აძლევდნენ. ჰაერის უკმარისობის გამო ცდილობდა წელში გამართულიყო და თავისუფლად ესუნთქა, რაც რამდენჯერმე შეძლო კიდეც, თუმცა ყოველ ჯერზე ისევ ქვემოთ ახრევინებდნენ თავს. თავდამსხმელებმა მ----- ა-----ეს ზღვის ნაპირთან ახლოს გააჩერებინეს მანქანა, რა დროსაც მას (ნ.კ---------ეს) მწებავი ლენტით, ე.წ. სკოჩით შეუკრეს ხელები, ფეხები და აუკრეს პირი. ასეთ მდგომარეობაში მყოფს ფეხები სავარძელზე დააწყობინეს და თითქოს წამოაწვინეს. მ----- ა-----ე ასეთივე ლენტით მძღოლის სავარძელზე დააბეს, ხელები საჭესთან მიუბეს და ხამუთით შეუკრეს, ხოლო თავზე ბალიშისპირი ჩამოაცვეს. შემდეგ თავდამსხმელებმა ხელჩანთა გაუჩხრიკეს, საიდანაც მისი კუთვნილი თანხა – 550 ლარი, ოქროს საყურეები, პლასტიკური ბარათი, მესხიერების ბარათი და მობილური ტელეფონი ამოიღეს და წაიღეს. მათ ასევე გასტაცეს პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, შპს "ი--–---ის" მ-------ებიდან აკრეფილი ფული და მანქანიდან გადავიდნენ. წასვლისას გააფრთხილეს, რომ 10 წუთის განმავლობაში არ განძრეულიყვნენ, თორემ მობრუნდებოდნენ და გაუსწორდებოდნენ. მანქანიდან გადასვლისას აიღეს პატარა ზომის დანა, რომელიც მასთან ახლოს იდო უკანა სავარძელზე. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ, მაგრამ რა მიმართულებით, არ დაუნახავს. ცოტა ხნის შემდეგ შეძლო და ჯერ ცალი ხელი გაითავისუფლა, ხოლო შემდეგ მთლიანად მოიცილა სხეულიდან მწებავი ლენტი. მ----- ა-----ესაც მოხადა თავზე ჩამოცმული ბალიშის პირი, თუმცა ხელზე დადებული ხამუთის გახსნა ვერ შეძლო, რის გამოც მანქანიდან გადავიდა, პირველივე მოსახლეს დანა გამოართვა და მისი გამოყენებით გაათავისუფლა მ-----ი, რის შემდეგაც წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში, რათა ეცნობებინათ მომხდარის შესახებ.

 

მოწმე მ----- ა-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა შპს "---–------------ში" დაცვის უფროსად და ბუღალტერ ნ----- კ---------ესთან ერთად ახდენდა შპს-ს მ-------ებიდან ნავაჭრი ფულის ინკასაციას. ფული მიჰქონდათ "თიბისი" ბანკში და რიცხავდნენ შპს-ს ანგარიშზე. მას ჰქონდა ბანკის ვალი, რომელსაც დაბალი ხელფასით ვერ იხდიდა, ოჯახს მატერიალურად უჭირდა და ამის გამო გადაწყვიტა თავისი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად შპს "---–------------ის" კუთვნილი ფული მიეთვისებინა, თან ისე, რომ დანაშაულში მისი მონაწილეობის თაობაზე ეჭვი არავის გასჩენოდა. ამიტომ თავიდანვე გადაწყვიტა დანაშაულში თანამონაწილეობა ქ.ბათუმში მცხოვრები პირებისთვის არ შეეთავაზებინა. ამ მიზნით დაუკავშირდა ქ.ფოთში მცხოვრებ ნაცნობს – გ------- ა-–----ს და შეუთანხმდა შეხვედრაზე. 2016 წლის 25 დეკემბერს, ქობულეთში შეხვდა გ------- ა-–----ს და თავისი გეგმა გააცნო. ისინი შეთანხმდნენ, რომ თანხის გატაცების მიზნით თავს დაესხმებოდნენ მათ ავტომანქანას, თან ისე მოაწყობდნენ ყველაფერს, რომ ბუღალტერ ნ----- კ---------ეს ეჭვი არ შეჰპარვოდა მის ბრალეულობაში. შესაბამისად, მის მიმართაც იქნებოდა იარაღით მუქარა და შესაძლოა, ფიზიკური ძალადობაც. 2017 წლის 2 იანვარს გ------- ა-–----, დანაშაულში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა ქ.ბათუმში მათ საერთო ნაცნობთან. მ----- ა-----ის განმარტებით, იგი ღამით შეხვდა გ------- ა-–----ს, რომელსაც აუხსნა მისი მარშრუტი და განუმარტა თუ სად, რომელ ქუჩაზე უნდა დახვედროდნენ ბანკში მიმავალ მათ ავტომანქანას. 2017 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 17:30 საათზე, როდესაც ა---–-ის ქუჩაზე მდებარე საწყობიდან ბანკისკენ მიდიოდნენ, წინ გ------- ა-–---- და მისი თანმხლები ორი პირი გადაუდგათ. ამის გამო, მან ისედაც ნელი სვლით მიმავალი მანქანა შეაჩერა, რა დროსაც ორი პირი უკანა სავარძელზე მჯდომ ნ----- კ---------ეს მოუსხდნენ გვერდით, ხოლო ერთმა, კერძოდ, გ------- ა-–----მ მის გვერდით დაიკავა ადგილი. ნ----- კ---------ეს მის გვერდით, მარჯვენა მხარეს მჯდომმა პირმა დანა მიადო ყელზე და უთხრა _ ფულს თავი არ შესწირო, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და წავალთო. გ------- ა-–----მ კი, რომელსაც ხელში პისტოლეტი ეჭირა, მას მიაბჯინა იარაღი გვერდზე და იგივე ურჩია. ანუ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა. ავტომანქანაში მყოფი პირების მიზანი იყო ნ----- კ---------ის დარწმუნება, რომ ყაჩაღური თავდასხმა მასზეც (მ.ა-----ეზეც) ხორციელდებოდა. ამის შემდეგ მან, თითქოს, თავდამსხმელების მითითებით დაძრა მანქანა, რეალურად კი შეთანხმებული მარშრუტით დაიწყო მოძრაობა, გავიდა აეროპორტის გზატკეცილზე და თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკთან ახლოს გააჩერა მანქანა. ნ----- კ---------ეს მწებავი ლენტით შეუკრეს ხელ-ფეხი, მისი ყავისფერი ტყავის ხელჩანთა გადმოქექეს და შიგ არსებული ნივთები – ფული, საყურეები და მობილური ტელეფონი ამოიღეს, ხოლო თავად მძღოლის სავარძელზევე დააბეს მწებავი ლენტით, ხელები კი ასეთივე ლენტით მანქანის საჭეზე დაუმაგრეს და ხამუთით შეუკრეს. მოწმე მ----- ა-–----ს განმარტებით, გ------- ა-–----მ და მისმა თანმხლებმა პირებმა მ-------ებიდან აკრეფილი თანხა, რომელიც პოლიეთილენის პარკში იყო მოთავსებული, ნ----- კ---------ის ხელჩანთიდან ამოღებულ ნივთებთან ერთად წაიღეს. მანქანიდან გადასვლისას მას თავზე ბალიშისპირი ჩამოაცვეს და ორივენი გააფრთხილეს, რომ 10 წუთის განმავლობაში არ განძრეულიყვნენ, თორემ მობრუნდებოდნენ და მოკლავდნენ. გ------- ა-–----მ თავის თანმხლებ პირებს შეახსენა, რომ დანა არ დარჩენოდათ მანქანაში, რის შემდეგაც აიღეს დანა და წავიდნენ. მისივე განმარტებით, გ------- ა-–---- და მისი თანმხლები პირები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ნ----- კ---------ეს მასზე ეჭვი არ აეღო _ მასაც ემუქრებოდნენ იარაღით სიცოცხლის მოსპობით, გააფრთხილეს ფულისთვის თავი არ გაეწირა და მათ დამორჩილებოდა, ისიც დააბეს წასვლამდე. მათი წასვლის შემდეგ, ნ----- კ---------ემ შეძლო თავი გაეთავისუფლებინა და მერე მასაც დაეხმარა, ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დანა მოიტანა და საჭეზე დაბმული ხელები გაუხსნა. ამის შემდეგ ორივენი მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში და განაცხადეს მომხდარის შესახებ. მოგვიანებით, გააცნობიერა რა საკუთარი პასუხისმგებლობა, გადაწყვიტა პოლიციისთვის ეცნობებინა დანაშაულში მისი მონაწილეობის თაობაზე. 2017 წლის 16 იანვარს ჩავიდა ქ.ფოთში და გატაცებული თანხიდან საკუთარი წილის მისაღებად შეხვდა გ------- ა-–----ს, რომელმაც განუცხადა, რომ თანხა საიმედო ადგილას ჰქონდა შენახული და მეორე დღეს დაიბარა. 17 იანვარს ისევ შეხვდა გ------- ა-–----ს ქ.ფოთში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა გადასცა 40 000 ლარი, რომელიც ადგილზე არ დაუთვლია, წამოიღო და მიიტანა პოლიციის განყოფილებაში. ამასთან, ჩვენება მისცა გამომძიებელს და სრულად მოუყვა საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოების შესახებ, მათ შორის, დანაშაულში მისი მონაწილეობის თაობაზე. ფულის გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ გ------- ა-–----სგან წამოღებული თანხა 40 000-ის ნაცვლად იყო 37 300 ლარი.

 

ნივთის (ფულის) დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ მოწმე მ----- ა-----ემ დაკითხვის შემდგომ, თავისი წერილობითი თანხობით, წარადგინა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც აღმოჩნდა ფულის შეკვრა. ადგილზევე მოხდა ფულის დათვლა, რის შედეგადაც აღმოჩნდა 257 ცალი ასლარიანი კუპიურა _ 25 700 ლარი, 224 ცალი ორმოცდაათლარიანი კუპიურა _ 11 200 ლარი, 2 ცალი ორასლარიანი კუპიურა _ 400 ლარი. ამდენად, ფულის ოდენობამ საერთო ჯამში შეადგინა 37 300 ლარი. მ----- ა-----ის განმარტებით, აღნიშნული ფული მას გადასცა გ------- ა-–----მ.

 

დაზარალებულის _ შპს "---–--------------ის" დირექტორის, ს--–---- ი--–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს "---–------------ს" ქ.ბათუმში აქვს სამი მაღაზია და საწყობი. ნ----- კ---------ე არის ბუღალტერი, რომელსაც ევალება მაღაზიებიდან ნავაჭრი თანხის აკრეფა და ბანკში ჩაბარება. აღნიშნულ საქმიანობაში მას ეხმარებოდა დაცვის უფროსი მ----- ა-----ე, რომლიც ავტომანქანით ემსახურებოდა ბუღალტერს და ფულთან ერთად გადაჰყავდა იგი მაღაზიიდან მაღაზიაში, შემდეგ კი ბანკში. 2017 წლის 3 იანვარს შეატყობინეს ნ----- კ---------ეზე და მ----- ა-----ეზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ, რომლის შედეგად გატაცებული აღმოჩნდა მ-------ებიდან აკრეფილი სოლიდური ოდენობით ნავაჭრი თანხა. მოგვიანებით ცნობილი გახდა ამ თავდასხმაში მ----- ა-----ის მონაწილეობის შესახებ, რის გამოც ის დაითხოვა სამსახურიდან, ხოლო ნ----- კ---------ე, რომელიც კეთილსინდისიერი თანამშრომელია, დღემდე იგივე პოზიციაზე მუშაობს.

 

2017 წლის 03 იანვარს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მოწმე მ----- ა-----ის მითითებითა და მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობდა ქ.ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვიდან დაახლოებით 150-200 მეტრის მოშორებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკის შემოსაზღვრული ღობის გვერდით, დაახლოებით 3-4 მეტრში. მოწმე მ----- ა-----ემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე მოხდა მასზე და მის თანმხლებ ნ----- კ---------ეზე ყაჩაღური თავდასხმა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა მიწაზე დაყრილი მწებავი ლენტის (ე.წ. სკოჩის) ფრაგმენტები და ერთი ცალი თეთრი ფერის პლასტმასის ერთჯერადი ე.წ. ხამუთი, რომლებიც ამოღებული იქნა და ადგილზევე დაილუქა.

 

2017 წლის 04 იანვარს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ქ.ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ, აეროპორტის ღობესა და მოქ. ზ------ წ---–------- მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს შორის მდებარე ტერიტორია. ოქმის მიხედვით, გზასა და ზ------ წ---–------- მიწის ნაკვეთს ჰყოფს მჩხვლეტავი მავთულის ღობე, რომლიდანაც გზისკენ 5,40 მეტრის მოშორებით, ბალახზე აღმოჩენილი იქნა ერთი წყვილი თეთრი ფერის რეზინის ხელთათმანი. მათგან ერთ ცალ ხელთათმანს ცერა თითზე აღენიშნებოდა დაზიანება _ ამოგლეჯილი იყო რეზინის ფრაგმენტი. მეორე ცალ ხელთათმანსაც აღენიშნებოდა დაზიანება _ ნეკა თითთან ამოგლეჯილი იყო რეზინის ფრაგმენტი. ხელთათმანებიდან მარჯვნივ, ორი მეტრის მოშორებით ასევე ნაპოვნი იქნა ბალახზე დაგდებული მომწვანო ფერის სამედიცინო დანიშნულების პირბადე, რომელშიც აღმოჩნდა ერთი ცალი შავი ფერის თმისმაგვარი საგანი. მითითებული ნივთებიდან მოპირდაპირედ, მავთულის ღობის შიგნით, ღობიდან 3,9 მეტრის მოშორებით, ზ------ წ---–------- მიწის ნაკვეთში აღმოჩენილი იქნა მიწაზე დაგდებული ერთი კოჭა მრგვალად დახვეული მოყვითალო ფერის მწებავი ლენტი, ე.წ. სკოჩი. აღნიშნული ნივთები ამოღებული იქნა და ადგილზევე დაილუქა.

 

2017 წლის 03 იანვარს შედგენილი, "ჰონდა-ფიტის" მარკის, M-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ აღნიშნული ავტომანქანიდან ამოღებული იქნა ხელის კვლები, მიკრონაწილაკები, მწებავი ლენტის ფრაგმენტები, ხუთი ცალი პლასტმასის ე.წ. ხამუთი, ერთი ცალი შავტარიანი დანა, ორი ცალი ბალიშისპირი და სუნის ნიმუშები.

 

2017 წლის 03 იანვარს შედგენილი, იმავე ავტომანქანის დამატებითი დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ავტომანქანის კარებების სახელურებიდან და ხელის დასადებებიდან ამოღებული იქნა ანაწმენდების ნიმუშები 6 ცალ სპეციალურ ბიოლოგიურ ჩხირზე.

 

გ------- ა-–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გ------- ა-–----ს საძინებელ ოთახში განთავსებული კარადის უჯრიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო ფულადი თანხა, კერძოდ, 52 ცალი ორმოცდაათლარიანი კუპიურა, სულ 2 600 ლარი; 105 ცალი ოცლარიანი კუპიურა, სულ 2 100 ლარი, ე.ი. ჯამში 4700 ლარი. ასევე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, მისაღებ ოთახში განთავსებული პიანინოს ქვედა ხის საფარავის გამოღებისას მასში აღმოჩნდა შემდეგი ნივთები: ერთი ცალი სამხედრო დანა ქარქაშით; ერთი ცალი შავი ფერის ქუდისმაგვარი ფორმის ნაჭრის ნიღაბი, რომელსაც გამოჭრილი ჰქონდა თვალების და პირის ადგილები; ორი ცალი შიგა საკეტი და ერთი გასაღები; ერთი ცალი ლითონის მავთულისმაგვარი საგანი; ერთი ცალი შავტარიანი ჯვარედინი სახრახნისი; საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელშიც პიროვნების მონაცემები არ ფიქსირდებოდა და ორი ცალი ერთჯერადი შპრიცი, რომელთაგან ერთში წვეთებად ჩანდა გამჭვირვალე სითხე. ჩხრეკა ჩატარდა ოჯახის წევრების – გ------- ა-–----ს მეუღლის, ს-----–--ა ც-------–---–ის და დის, მ----- ა-–----ს მონაწილეობით, რომლებმაც ხელმოწერებით დაადასტურეს ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე.

 

გ------- ა-–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის და მასში მითითებული გარემოებების სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივ-გამომძიებელმა ა-–---------- რ---------მ.

 

ს------ ყ---------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ს------ ყ---------ემ ნებაყოფლობით წარმოადგინა 7 750 ლარის ოდენობის ფულადი თანხა (77 ცალი ასლარიანი და 1 ცალი ორმოცდაათლარიანი კუპიურა), რაც შეიფუთა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა. ჩხრეკის შედეგად ს------ ყ---------ის საძინებელ ოთახში, მისი კუთვნილი ტყავის ქურთუკის შიგნითა მარცხენა ჯიბეში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ერთი წყვილი ოქროს საყურე. ჩხრეკის ოქმში ასახული გარემოებების სისწორე ხელმოწერით დაადასტურა საცხოვრებელი ბინის მფლობელმა გ---–---- მ--–----მ, რომელიც მონაწილეობდა ჩხრეკაში. თავად ს------ ყ---------ემ ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, ამასთან, მან განმარტება გააკეთა მხოლოდ ამოღებულ თანხასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა იყო მისი დანაზოგი.

 

ს------ ყ---------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის და მასში მითითებული გარემოებების სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივ-გამომძიებელმა ა------- ძ-------ემ.

 

ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ნ----- კ---------ემ ამოიცნო ს------ ყ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოქროს საყურე და განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილი საყურე იყო მისი კუთვნილება, რომელიც 2017 წლის 3 იანვარს იქნა გატაცებული თავდამსხმელების მიერ მასზე ყაჩაღური თავდასხმის დროს.

 

პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ნ----- კ---------ემ ამოიცნო ბრალდებული ს------ ყ---------ე და განმარტა, რომ ის იყო პიროვნება, რომელიც 2017 წლის 3 იანვარს დაესხა თავს ორ თანმხლებ მამაკაცთან ერთად, რა დროსაც ისინი იყვნენ პისტოლეტით და დანით შეიარაღებულები. მის მიერ ამოცნობილი პიროვნება გადაუდგა ავტომანქანას და შემდეგ ჩაჯდა უკანა მარჯვენა მხარეს. მარჯვენა ხელით კისერთან მიაბჯინა დანა, ხოლო მარცხენა ხელით წვდა თავში და ძალდატანებით დაახრევინა ძირს, მოკვლით დაემუქრა და უთხრა, რომ თუ სიცოცხლე უნდოდა, დამორჩილებოდა, ფულს წაიღებდნენ და წავიდოდნენ. მანვე ჯიბიდან ამოიღო ე.წ. სკოჩი და მისგან მარცხნივ მჯდომ თავდამსხმელთან ერთად შეუკრა ხელ-ფეხი და აუკრა პირი.

 

პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ნ----- კ---------ემ ამოიცნო ბრალდებული თ---------- ქ-------- და განმარტა, რომ ის იყო პიროვნება, რომელიც 2017 წლის 3 იანვარს დაესხა თავს ორ თანამზრახველთან ერთად. სწორედ აღნიშნულმა პიროვნებამ ე.წ. სკოჩით შეუკრა ხელები და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ორ თანმხლებ პირთან ერთად დაეუფლა როგორც შპს ”ი--–--- მ-------ის” კუთვნილ, ასევე მის კუთვნილ ფულს და სხვა პირად ნივთებს. მის მიერ ამოცნობილი პირი თავდასხმისას ავტომანქანაში მის გვერდით, უკანა მარცხენა მხარეს იჯდა და ისევე როგორც მისი თანხმლები პირები, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

 

პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ნ----- კ---------ემ ამოიცნო ბრალდებული გ------- ა-–---- და განმარტა, რომ ის იყო პიროვნება, რომელიც 2017 წლის 3 იანვარს, ორ თანამზრახველთან ერთად დაესხა თავს და დაეუფლა შპს ”ი--–--- მ-------ის” კუთვნილ ფულს, ასევე მის კუთვნილ ფულს და პირად ნივთებს. აღნიშნული პიროვნება თავდასხმის დროს დაჯდა ავტომანქანაში წინა მარცხენა მხარეს, მ----- ა-----ის გვერდით, რომელსაც პისტოლეტი მიაბჯინა. იგი თავის თანამზრახველებთან ერთად ემუქრებოდა წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით.

 

ფულის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ თ---------- ქ--------მ პოლიციაში წარადგინა 29 ცალი ასლარიანი კუპიურა, სულ 2900 ლარი და განმარტა, რომ აღნიშნულ თანხას დაეუფლა 2017 წლის 3 იანვარს, შპს ”ი--–--- მ-------ის” თანამშრომლებზე ყაჩაღური თავდასხმისას.

 

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №დ/4 დასკვნით დადგენილია, რომ 2017 წლის 03 იანვარს, ნ----- კ---------ის და მ----- ა-----ის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით, "ჰონდა-ფიტის" მარკის, M-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ხელის თითის ორი კვალი დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი გ------- ა-–----ს სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის იდენტურია.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში, წარწერით: ”...პირბადე ობიექტი №2...” მოთავსებულ პირბადეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.№11) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს, რომელიც განსხვავდება მ----- ა-----ის გენეტიკური პროფილისაგან. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული წებოვანი ლენტის ფრაგმენტებზე (ობ. №1), მათზე მიწებებულ ერთ ცალ პოლიმერული მასალის სალტეზე (ობ.№2) და თეთრი ფერის ქაღალდზე (ობ.№4) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.№2-ის ერთ-ერთი წილი ნ----- კ---------ის, ხოლო მეორე წილი ობ.№11-ის გენეტიკური პროფილების იდენტურია. ობ.№4-ის პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და წებოვანი ლენტის ფრაგმენტებზე არსებული თმების გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ----- კ---------ეს. პაკეტში, წარწერით: "...წებოვანი ლენტის ფრაგმენტები და პლასტმასის ე.წ. "ხამუთი"...” _ მოთავსებული წებოვანი ლენტის ფრაგმენტებზე და ერთ ცალ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----- ა-----ეს.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში, წარწერით: ”...პირბადე ობიექტი №2...”, მოთავსებულ პირბადეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.№11; ექსპერტიზის №0-------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ---------- ქ--------ს; პაკეტში, წარწერით: ”...დანა, ორი ცალი ბალიშის პირი, წებოვანი ლენტების ფრაგმენტები და 5 ცალი პლასტმასის ე.წ. ხამუთი...”, მოთავსებულ ერთ ცალ პოლიმერული მასალის სალტეზე (ობ. №2; ექსპერტიზის №0-------- დასკვნა) არსებული ბიოლოგიური მასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ნ----- კ---------ის, ხოლო მეორე წილი თ---------- ქ--------ს გენეტიკური პროფილის იდენტურია.

 

ზემოაღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ეკატერინე სხირტლაძემ.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის №1------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი რეზინისმაგვარი მასალის დაზიანებული ერთ-ერთი ხელთათმანი და ექსპერტიზაზე წარდგენილი პლასტმასის ერთჯერად ხამუთში მოთავსებული რეზინისმაგვარი ფრაგმენტი განცალკევებამდე წარმოადგენდნენ ერთ მთლიან შემადგენელ ნაწილს (ერთ მთლიან ხელთათმანს), რაც დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–---- კ------–--ემ.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ნ----- კ---------ეს აღენიშნებოდა რაიმე მკრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით მიყენებული დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით, კერძოდ: მარცხენა ყურის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა მოლურჯო ფერის არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთი, ზომით 1X1,5 სმ-ზე. მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის ზურგით ზედაპირზე აღენიშნებოდა სწორი ნაპირების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთი, ზომით 5X3 სმ-ზე, რომლის ფონზეც აღენიშნებოდა წერტილოვანი მუქი მოწითალო ფერის ნაჭდევები, განლაგებული მოცილებული თმის ძირების შესაბამისად. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და მათი ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, მ----- ა-----ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით მარცხენა სხივ-მაჯის სახსარზე, მიყენებული რაიმე მკრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და მათი ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მამუკა მეტრეველმა.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4------- დასკვნით დადგენილია, რომ 2017 წლის 03 იანვარს, ქ.ბათუმში, ა---–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს ”ი--–--- მ-------ის” თანამშრომელზე, ნ----- კ---------ეზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ა/მანქანა ”ჰონდა ფიტი”, სახ. №M---------დან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია გ------- ა-–----საგან, ს------ ყ---------ისაგან და თ---------- ქ--------საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბესარიონ ისაკაძემ.

 

შემთხვევის ადგილზე ყოფნას და შპს „---–------------ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას არც მსჯავრდებულები უარყოფენ, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება უნდა შეფასდეს როგორც ქურდობა და არა როგორც ყაჩაღობა, ვინაიდან, მ----- ა-----ეზე და ნ----- კ---------ეზე ყაჩაღური თავდასხმა იყო ინსცენირებული.

 

საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს განაჩენით დადგენილია, რომ აღნიშნული განაჩენით თ---------- ქ-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლისა და 06 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი _ 01 წლისა და 06 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი _ 02 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 წელი. თ---------- ქ-------- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 13 ივლისს, კალენდარულად. ამდენად, ბოლო დანაშაულის ჩადენის დროს _ 2017 წლის 03 იანვარს თ---------- ქ--------ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და შესაბამისად, იგი ითვლებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით ნასამართლევად, რაც ადასტურებს მის მიერ ბოლო დანაშაულის არაერთგზის ჩადენას.

 

სააპელაციო პალატა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი იმ თვალსაზრისით, რომ მსჯავრდებულებს _ თ---------- ქ--------ს, ს------ ყ---------ეს და გ------- ა-–----ს არ ჩაუდენიათ ყაჩაღობა, არამედ სინამდვილეში ადგილი ჰქონდა ყაჩაღობის ინსცენირებას და რეალურად მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს ქურდობა, რაც გამოიხატა შპს „---–------------ის“ კუთვნილი თანხის მესაკუთრისაგან ფარულად დაუფლებაში. სააპელაციო პალატა აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს შემდეგი მოსაზრებებით:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ქურდობად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია, ქურდობისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება; 2.ქმედების ფარული ფორმით განხორციელება; 3.მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. სხვისი მოძრავი ნივთის სხვა მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისაგან განსხვავებით, ქურდობის დროს დამნაშავე არ იყენებს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ძალადობას. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, მისი ჩადენა შეუმჩნეველი რჩება სხვა პირებისათვის. ქონების მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვთ გააზრებული, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას. ამდენად, ობიექტური კრიტერიუმიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ სხვისი ნივთის ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც დამნაშავე ქონებას ეუფლება როგორც მესაკუთრისაგან, ისე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიციის მიხედვით ყაჩაღობა არის თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ამდენად, ყაჩაღობა არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში _ თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილი და დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულები _ თ---------- ქ--------, ს------ ყ---------ე და გ------- ა-–----, ჯგუფურად თავს დაესხნენ შპს „---–------------ის“ თანამშრომელს – ნ----- კ---------ეს, რომელიც მ----- ა-----ესთან ერთად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი ავტომანქანით და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს მას დიდი ოდენობით შპს „---–------------ის“ კუთვნილი თანხა _ 148 546 ლარი, ასევე თავისი კუთვნილი 550 ლარი, „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონი, 320 ლარად ღირებული ერთი წყვილი ოქროს საყურე, მეხსიერების ბარათი და ბანკის პლასტიკური ბარათი. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების ქმედებაში სახეზეა ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანი და არ არსებობს მათი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების საფუძველი, რადგან დაცვის მხარის ასეთი პოზიციის დასადასტურებლად საქმეში არ მოიპოვება საამისოდ საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საფუძვლიანად არის უარყოფილი დაცვის მხარის ვერსია ყაჩაღობის ინსცენირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ დაზარალებულ ნ----- კ---------ისთვის ცნობილი იყო შპს „---–------------ის“ კუთვნილი თანხის გატაცების თაობაზე მ----- ა-----ესა და მსჯავრდებულებს შორის არსებული შეთანხმების შესახებ და რომ იგი თავადაც იყო ჩართული აღნიშნულ დანაშაულში. მსჯავრდებულებისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების ასეთ პოზიციას აქარწყლებს ის გარემოებები, რომ თავდამსხმელებმა ნ----- კ---------ეს ყელზე მიადეს დანა, მწებავი ლენტით, ე.წ. სკოჩით შეუკრეს ხელ-ფეხი და აუკრეს პირი, გაჩხრიკეს მისი ხელჩანთა და შპს "---–------------ის" კუთვნილ ფულად თანხასთან ერთად გაიტაცეს აღნიშნულ ხელჩანთაში მოთავსებული ნ----- კ---------ის კუთვნილი თანხა და პირადი ნივთები; საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის დადგენილია, რომ დაზარალებულ ნ----- კ---------ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. სააპელაციო პალატის შეფასებით, ნ----- კ---------ისთვის ყელზე დანის მიბჯენის, მისთვის მწებავი ლენტით ხელ-ფეხის შეკვრისა და პირის აკვრის საჭიროება არ იარსებებდა და თავდამსხმელები არც მის კუთვნილ ნივთებს გაიტაცებდნენ, თუკი თავდასხმა მასთანაც იქნებოდა შეთანხმებული.

 

სააპელაციო პალატა აგრეთვე ვერ გაიზიარებს აპელანტის _ ადვოკატ რ---- პ----ის პოზიციას იმის შესახებ, რომ ს------ ყ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოქროს სამკაულები პოლიციელებს არ ამოუღიათ ს------ ყ---------ის კუთვნილი ქურთუკიდან, ვინაიდან, ის ფაქტი, რომ ს------ ყ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს მისი კუთვნილი ტყავის ქურთუკის შიდა ჯიბიდან ამოღებული იქნა ყაჩაღური თავდასხმის დროს გატაცებული, დაზარალებულ ნ----- კ---------ის კუთვნილი ოქროს საყურე, დადასტურებულია როგორც ს------ ყ---------ის დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ასევე, დეტექტივ-გამომძიებლის _ ა------- ძ-------ის ჩვენებით, დაზარალებულ ნ----- კ---------ის ჩვენებითა და მის მიერ ჩხრეკის შედეგად ამოღებული საყურის ამოცნობის ოქმით. აღნიშნული მტკიცებულებები ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარია და არ ბადებს ეჭვებს, რის გამოც მათ საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ გაბათილდება აპელანტის იმ არგუმენტით, რომ გ------- ა-–----ს ჩვენების თანახმად, ნ----- კ---------ის კუთვნილი ჩანთა მან გაჩხრიკა და პოლიეთილენის პარკში არსებული თანხაც თავად წაიღო, ხოლო ს------ ყ---------ეს ხსენებულ ნივთებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

 

ამდენად, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ საჩივრებსა და სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოთქმული პოზიციები არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ თ---------- ქ--------სთვის სასჯელის დანიშვნისას უგულებელყო დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის წესი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. კანონის ამ მოთხოვნის მიუხედავად, იმ პირობებში, როდესაც ბოლო დანაშაულის ჩადენისას თ---------- ქ-------- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მისთვის დანიშნული სასჯელის ვადა არ უნდა ყოფილიყო 9 წელზე ნაკლები (რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადა წარმოადგენს 8 წლით თავისუფლების აღკვეთას), საქალაქო სასამართლომ მას სასჯელის ზომად განუსაზღვრა 8 წელი და 6 თვე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან, თ---------- ქ-------- ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რამაც ახალი ბრალდების მაკვალიფიცირებელი ნიშანი შექმნა და გამოიწვია მისი ჯერ ბრალდება, შემდეგ კი მსჯავრდება საკუთების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის არაერთგიზის ჩადენისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მის მიმართ ვერ გავრცელდება დანაშაულის რეციდივისას სასჯელის დანიშვნის ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, არაერთგზისობა არის დანაშაულის (ყაჩაღობის) მაკვალიფიცირებელი ნიშანი და იგი განპირობებულია თ---------- ქ--------ს წარსულში ნასამართლობით, მაგრამ პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ---------- ქ--------ს გარდა არაერთგზისობისა, ბრალად შერაცხული აქვს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, დანაშაულის მაკვალიფიცირებელი სხვა ისეთი ნიშანიც, როგორიცაა ქმედების ჩადენა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით. ასეთ შემთხვევაში კი არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მეორე ნაწილის დებულების გამოყენების საფუძველი. ამ მიმართებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს იმავე განაჩენით, მსჯავრდებულ ს------ ყ---------ეს (რომელიც ნასამართლევია სსკ 260-ე და 273-ე მუხლებით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), რომლითაც მსჯავრდებულია თ---------- ქ--------ც.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ---------- ქ--------ს სასჯელი უნდა დანიშვნოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის დაცვით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, დაუმძიმოს მას სასჯელი, რადგან ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრით არ მიუმართავს.

 

რაც შეეხება დანარჩენი მსჯავრდებულებისათვის დანიშნულ სასჯელებს, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე მოთხოვნებს, ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის ძალადობრივ ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას და მიაჩნია, რომ მათთვის შეფარდებული სასჯელები მათი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის შესაბამისია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.მსჯავრდებულ თ---------- ქ--------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ-------------ის, მსჯავრდებულ ს------ ყ---------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---- პ----ის და მსჯავრდებულ გ------- ა-–----ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

3.თ---------- ქ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თ---------- ქ--------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თ---------- ქ--------სთვის ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ---------- ქ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

6.მსჯავრდებულ თ---------- ქ--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 21 იანვრიდან.

 

7.თ---------- ქ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

8.გ------- ა-–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

9.მსჯავრდებულ გ------- ა-–----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 19 იანვრიდან.

 

10.გ------- ა-–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

11.ს------ ყ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

12.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ს------ ყ---------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

13.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ს------ ყ---------ისთვის ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს------ ყ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

14.მსჯავრდებულ ს------ ყ---------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 19 იანვრიდან.

 

15.ს------ ყ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

16.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

● ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, ავტომანქანიდან ამოღებული ხელის კვლები რვა ცალ დაქტილოფირზე, მიკრონაწილაკები, „სკოჩის“ ფრაგმენტები, პლასტმასის ხამუტები, სუნის კვალის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთები: მწებავი ლენტის ფრაგმენტები, ერთი ცალი პლასტმასის ხამუთი, ერთი წყვილი თეთრი ფერის რეზინის ხელთათმანი, სამედიცინო დანიშნულების პირბადე და მოყვითალო ფერის მწებავი ლენტის ხვია, მ----- ა-----ის და ნ----- კ---------ის ნერწყვის ნიმუშები, ბრალდებულების – ს------ ყ---------ის, გ------- ა-–----ს, თ---------- ქ--------ს ნერწყვისა და სუნი ნიმუშები, ასევე მ----- ა-----ის და ნ----- კ---------ის ხელის კვლების ნიმუშები დაქტილობარათებზე, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

● ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული დანა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

● 2017 წლის 18 იანვარს მოწმე მერამ ა-----ის მიერ წარმოდგენილი ფულადი თანხა, 2017 წლის 19 იანვარს გ------- ა-–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, 2017 წლის 19 იანვარს ს------ ყ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფული და 2017 წლის 21 იანვარს თ---------- ქ--------ს მიერ წარმოდგენილი ფულადი თანხა, რომლებიც ინახება საქართველოს ეროვნული ბანკის საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

● 2017 წლის 19 იანვარს, ბრალდებულ ს------ ყ---------ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი მობილური ტელეფონი და ერთი წყვილი ოქროს საყურე, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მფლობელებს.

 

● 2017 წლის 19 იანვარს გ------- ა-–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ფერის ქუდისმაგვარი ფორმის ნაჭრის ნიღაბი, ორი ცალი საკეტი და გასაღები, ერთი ცალი ლითონის მავთულისმაგვარი საგანი, შავტარიანი სახრახნისი, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელშიც პიროვნების მონაცემები არ ფიქსირდება, ასევე ერთჯერადი შპრიცები გამჭვირვალე სითხით, რომლებიც ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

● ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები 10 ცალ DVD დისკზე, შემთხვევის ადგილის და ავტომანქანის დათვალიერების, გ------- ა-–----ს საცხოვრებელის სახლის ჩხრეკის, ს------ ყ---------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის, ფულისა და ხელჩანთის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 12 ცალ კომპაქტდისკზე, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით.

 

17.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

18.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/თ.სვანიძე/