განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
100100118002472113
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 100100118002472113

№1/ბ-432-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

09 აგვისტო, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ-----ი ე------ის ძე ჯ-------ძის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი №5----------, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ჭიათურა, დ. ა----–-----–ის ქუჩა N214; ფაქტობრივად მცხოვრები საცხოვრებელი ადგილი: ჭიათურა, სოფელი გ---------ში.

თ------ ლ----ის ძე წ-------–ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი №5----------, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ჭიათურა, ვ-–--ის მე-3 შესახვევი №3-ში.

გ------ი ა---------–ის ძე შ------–-–-ილის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი №5----------, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: სოფელი ხრეითში, ფაქტობრივად მცხოვრები: ჭიათურა, ჭ----–--ის ქუჩა №63-ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ზ----- ჯ-------ძემ და თ------ წ--------–მა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 2200 საათიდან 2230 საათამდე პერიოდში ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისას გ------ი შ------–-–ვილმა, თ------ წ--------–მა და ზ----- ჯ-------ძემ, ჯგუფურად, ურთიერთშელაპარაკებისას სცემეს რ----- მ------აძეს, მიაყენეს დაზიანებები სხეულზე სისხლნაჟღენთების სახით, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს მის მოუშლელად და რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით ზ-----ი ჯ-------ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1200 (ათასორასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

თ------ი წ--------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1100 (ათასასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

გ------ი შ------–-–ვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1300 (ათასსამასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–---იანის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელების გამკაცრებას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულების: გ------ი შ------–-–ვილის, თ------ წ-------–ის და ზ----- ჯ-------ძის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გარდა მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ: რ----- მ------აძის გამოკითხვებით, მოწმეების: მ--–---------------–---–----------------–---–-----------–----–----------------------–----–--–------------------–-–---–-----------------–---–----------------------------–--------------------------------------------------–------------------–---–---------------–--–---–--------------------------- გამოკითხვებით, ამოღების ოქმით, რ----- მ------აძის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თავად გ------ი შ------–-–ვილის, თ------ წ--------–ის და ზ----- ჯ-------ძის გამოკითხვებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულების: გ------ი შ------–-–ვილის, თ------ წ-------–ის და ზ----- ჯ-------ძის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელების გამკაცრებას.

მსჯავრდებულების: გ------ი შ------–-–ვილის, თ------ წ-------–ის და ზ----- ჯ-------ძის მიმართ დანიშნულ სასჯელებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ სასჯელების განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულთა პიროვნებები, მათი წარსული ცხოვრება, მათს მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მათ სასჯელები, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–---იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

ზ-----ი ჯ-------ძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1200 (ათასორასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

თ------ი წ--------–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1100 (ათასასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

გ------ი შ------–-–ვილი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1300 (ათასსამასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

ზ-----ი ჯ-------ძის, თ------ი წ-------–ისა და გ------ი შ------–-–ვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

ნივთმტკიცება - გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული რ----- მ------აძის ტანსაცმელი, რაც დალუქული სახით ინახება ჭიათურის შსს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - რ----- მ------აძეს (პ/ნ: 5----------);

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე