განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 100100118002472106
№1/ბ-440-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორის - ი-–-- გ--–------ის
მსჯავრდებულ - მ------ მ-–-------–---–ის
ადვოკატის - თ-- მ------–-–---–ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ ა------ის ძე მ-–-------–---–ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი №5----------, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ჭიათურის რაიონის სოფელ წ-------–ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------ მ-–-------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120 მუხლით გათვალისწინებული შედეგი და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ასევე ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში რაც გამოიხატა შემდეგში:
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------–ში მცხოვრები მ------ მ-–-------–---–ი 2018 წლის 03 მაისამდე, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, სრულიად უმიზეზოდ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ---- ს--------ეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, რამაც ნ---- ს--------ის ტანჯვა გამოიწვია;
2018 წლის 203 მაისს, დაახლოებით 1830 საათზე მ------ მ-–-------–---–ი ჭიათურაში, ჭ-------ის ქუჩა N16-ში მყოფ მეუღლეს - ნ---- ს--------ეს ემუქრებოდა, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ---- ს--------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით მ------ მ-–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) მ------ მ-–-------–---–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით; სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) მ------ მ-–-------–---–ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად მ------ მ-–-------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი;
მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ი-–-- გ--–------ს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ მ------ მ-–-------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - თ-- მ------–-–---–ს, რომლებიც არ ეთანხმებიან სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ------ მ-–-------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ნ---- ს--------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების მ-----–ი მ-–-------–---–ის, ა------ მ-–-------–---–ის, ე---------ე მ-–-------–---–ის, ნ------------–---–-----------------------------–-–----------ს გამოკითხვის ოქმებით, ქიმიურ- ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნიმუშის აღების ოქმით; შემაკავებელი ორდერებით; დაკავები ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ მ------ მ-–-------–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ მ------ მ-–-------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
მ------ მ-–-------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) მ------ მ-–-------–---–ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით; სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) მ------ მ-–-------–---–ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
სსკ-ის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მ------ მ-–-------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი;
მ------ მ-–-------–---–ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
მსჯავრდებულ მ------ მ-–-------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 03 მაისიდან 2018 წლის 15 მაისის ჩათლით (13 დღე);
მსჯავრდებულ მ------ მ-–-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს მ-----–ი მ-–-------–---–ს (პ№5----------) დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3700 (სამიათას შვიდასი) ლარის ოდენობით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე