განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
100100118002472047
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 100100118002472047

№1/ბ-439-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ი-–-- გ--–------ის

მსჯავრდებულ - გ------ი დ--------ის

ადვოკატის - თ-- მ------–-–---–ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ი ხ----ს ძე დ--------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი №3----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------ი დ--------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120 მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), ასევე ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120 მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 5 მაისს ჭიათურაში, ტ---–-----ის ქ.N6-ში მცხოვრებმა გ------ი დ--------ემ, შეიტყო რა მეუღლის - ნ---- ბ------ესა და მისივე ნაცნობ ლ---- ზ------ეს შორის არსებული სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, ხსენებულ დღეს, დაახლოებით 1700 საათზე თავისივე საცხოვრებელ ბინაში ხელ-ფეხის გამოყენებით თავისა და სახის არეში ცემით ლ---- ზ------ეს მიაყენა დაზიანებები, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;

2018 წლის 5 მაისს, დაახლოებით 1500 საათზე ჭიათურაში, ტ---–-----ის ქ.N6-ში მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას გ------ი დ--------ისათვის მეუღლის – ნ---- ბ------ის მობილური ტელეფონის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ მის მეუღლეს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მისივე ნაცნობ ლ---- ზ------ესთან. აღნიშნულით გაღიზიანებულმა გ------ი დ--------ემ სახის არეში რამოდენჯერმე დაარტყა ხელი ნ---- ბ------ეს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ჭიათურა, ტ---–-----ის ქN6-ში მცხოვრებმა გ------ი დ--------ემ, 2018 წლის 5 მაისს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ში მშობლების საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 1400 საათზე, შელაპარაკებისას, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს - ნ---- ბ------ეს რამოდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით გ------ი დ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------ი დ--------ეს საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 (ერთი) წელი;

მსჯავრდებულ გ------ი დ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 05 მაისიდან - 2018 წლის 08 მაისის ჩათვლით - 04 დღე;

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ი-–-- გ--–------ს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ გ------ი დ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - თ-- მ------–-–---–ს, რომლებიც არ ეთანხმებიან სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------ი დ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების: ნ---- ბ------ის და ლ---- ზ------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ხ---- დ--------ის და თ-----------------ის გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 06 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოტაბულით; ბრალდებულ გ------ი დ--------ის დაკავების ოქმით, 2018 წლის 06 მაისის ნიმუშის აღების ოქმით; შემაკავებელი ორდერით; 2018 წლის 06 მაისის დათვალიერების ოქმით, ფოტოტაბულით; 2018 წლის 10 მაისის №0-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ნ---- ბ------ის მიმართ), 2018 წლის 10 მაისის N 0-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ლ---- ზ------ის მიმართ); 2018 წლის 16 მაისის №0-------- ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ გ------ი დ--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ გ------ი დ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

გ------ი დ--------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------ი დ--------ეს საბოლოოდ სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი;

მსჯავრდებულ გ------ი დ--------ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 05 მაისიდან 2018 წლის 08 მაისის ჩათვლით - 04 დღე;

მსჯავრდებულ გ------ი დ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და გათავისუფლდეს ყადაღისაგან მ----------------------------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:

ა) სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო

მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ჭიათურა 3---------------------------------------–----- ნაკვეთი 534, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო -სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3------ კვ/მეტრი; მდებარე ჭიათურის

მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა უ-----–--ში;

ბ) სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო

მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ჭიათურა 3---------------------------------------–-----

ნაკვეთი 5--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო -

სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2087.45 კვ/მეტრი; მდებარე ჭიათურის

მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა უ-----–--ში;

ნივთმტკიცება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჭიქის ნამსხვრევები, რაც დალუქული სახით ინახება ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე