განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 100100118002471146
№1/ბ-438-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორის - ი-–-- გ--–------ის
მსჯავრდებულ - ს------ ზ-----ძის
ადვოკატის - თ-- მ------–-–---–ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს------ ლ----ის ძე ზ-----ძის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი №3----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: საჩხერის რაიონის სოფელ ს---------ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს------ ზ-----ძემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120 მუხლით გათვალისწინებული შედეგი და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ასევე ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში რაც გამოიხატა შემდეგში:
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------ში მცხოვრები ს------ ზ-----ძე 2018 წლის 03 მაისამდე, ალკოჰოლური სიმთვრალის და ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ---- ზ-----ძეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, რამაც ნ---- ზ-----ძის ტანჯვა გამოიწვია;
2018 წლის 03 მაისს, დაახლოებით 00:00 საათზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------ში მცხოვრები, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ს------ ზ-----ძე, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ---- ზ-----ძეს ემუქრებოდა, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ---- ზ-----ძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით ს------ ზ-----ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) მამუკა მეცხოვრიშვილს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით; სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) მამუკა მეცხოვრიშვილს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად ს------ ზ-----ძეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი; მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ი-–-- გ--–------ს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ს------ ზ-----ძეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - თ-- მ------–-–---–ს, რომლებიც არ ეთანხმებიან სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს------ ზ-----ძის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ნ---- ზ-----ძის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ა-–----------------–----------------------------------------------------–----------–------------------ ოქმებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნიმუში აღების ოქმით; შემაკავებელი ორდერით და მასზე დართული მასალებით; დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ს------ ზ-----ძის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ს------ ზ-----ძის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
ს------ ზ-----ძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) ს------ ზ-----ძეს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით; მასვე სსკ 42-ე მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) ს------ ზ-----ძეს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად საბოლოოდ ს------ ზ-----ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი;
მასვე სსკ 42-ე მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ;
მსჯავრდებულ ს------ ზ-----ძეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის
დრო 2018 წლის 03 მაისიდან 2018 წლის 07 მაისის ჩათლით (5 დღე);
მსჯავრდებულ ს------ ზ-----ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო
გაუქმებულია; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დათო დეკანოიძეს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2200 (ორიათასორასი) ლარის ოდენობით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე