განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
040100118002470045
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 040100118002470045

№1/ბ-437-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - მ----- ტ--–--–-–---–ის

მსჯავრდებულის - მ------ გ-----ას მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ ა------ის ძე გ-----ას მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი №2----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები ლენტეხის რაიონის სოფელი ლ----------აში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------ გ-----ამ ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის მარტში, ლენტეხის სატყეო უბნის ლენტეხის სატყეოს კვარტალ 32-ში, მ------ გ-----ამ უკანონოდ გაჩეხა 5 ძირი წაბლის ჯიშის ხე, რომელთა მოცულობა იყო 6,01 კუბური მეტრი, ხოლო გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 3606 ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით მ------ გ-----ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 303-ე მუხლით 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 ლარი.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----- ტ--–--–-–---–ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ მ----- ტ--–--–-–---–ს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ მ------ გ-----ას, რომელიც არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ------ გ-----ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმების თ-------------------–------–-------------–-----------------–------–---–----------------------------------------–-----–----------------- და ბრალდებულ მ------ გ-----ას ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ხე-მორის ჩაბარების ოქმოთ, ზიანის გადაანგარიშების უწყისით, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ბრალდების შესახებ დადგენილებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ მ------ გ-----ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ მ------ გ-----ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

მ------ გ-----ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 ლარი.

მ------ გ-----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

ნივთმტკიცება 3 კბ. მეტრი ხე მასალა რომელიც ინახება სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელ თ------------–--------- მდებარე დ.ლენტეხში საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეცეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე