განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 090100118002468497
№1/ბ-464-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მ---რიძე
პროკურორის - მ----- ტ--–--–-–---–ის
ადვოკატის - მ----- დ--------–იძის
მსჯავრდებულის - დ----- ჯ--------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ა-–----ს ძე ჯ--------ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი №0----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები ამბროლაურის რაიონის სოფელი ჭ---ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- ჯ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ჩაიდინა ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
დ----- ჯ--------ემ, 2018 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 19 საათზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ---შში, სოციალური ქსელში მიმოწერისათვის განაწყენებულმა, მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის არეში ფეხის რამდენჯერმე დარტყმით, სცემა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე - შ------ა მ-----–-ძე, ასევე ჩაიდინა ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით დ----- ჯ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111 - 187–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია)- თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შეს---მისად ჩაეთავალა პირობითად და სსკ-ის 64–ე მუხლის შეს---მისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შეს---მისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ----- ჯ--------ეს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შეს---მისად ჩაეთავალა პირობითად და 64-ე მუხლის შეს---მისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ დ----- ჯ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 22 აპრილიდან, 2018 წლის 3 მაისის ჩათვლით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ---დ შ--–-------ძის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ მ----- ტ--–--–-–---–ს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ დ----- ჯ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - მ----- დ--------–იძეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ----- ჯ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111-187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 აპრილის №0-------- დასკვნით; შემ---ვებელი ორდერით; დაზარალებულ შ------ა მ-----–-ძის ჩვენებით; მოწმე მ--- ჯ--------ის ჩვენებით; მოწმე თ----- ჯ--------ის ჩვენებით; 2018 წლის 24 აპრილის არასრულწლოვანი მოწმის – ს--- ჯ--------ის გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 22 და 23 აპრილის ბრალდებულ დ----- ჯ--------ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 21 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით, 2018 წლის 22 აპრილის ოქმით სამედიცინო შემოწმების უფლების განმარტების შესახებ, 2018 წლის 22 აპრილის ოქმით ნათესავის დაკავებაზე სატელეფონო შეტყობინების შესახებ, 2018 წლის 22 აპრილის ოქმით დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების შესახებ, 2018 წლის 22 აპრილის ოქმით არასრულწლოვანის გამოკითხვის შეუძლებლობის შესახებ, 2018 წლის 23 აპრილის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის თაოაბაზე, 2018 წლის 22 აპრილის ოქმით არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების შესახებ, 2018 წლის 22 აპრილის დადგენილებით სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, საქმეზე დართული საგნებით და ნივთებით (მობილური ტელეფონი, მობილური ტელეფონის დამცავი და ხუფი, მობილური ტელეფონის ელემენტი, თმის სამაგრის ნატეხები, დაზარალებულის შარვალი), 2018 წლის 23 აპრილის ცნობებით დ----- ჯ--------ის ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ, 2018 წლის 23 აპრილის ცნობით და ამონაწერით სოციალური მომსახურების სააგენტოდან დ----- ჯ--------ის შესახებ, 2018 წლის 25 აპრილის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან დ----- ჯ--------ის შესახებ, 2018 წლის 21 აპრილის ფორმა N1–თ, დ----- ჯ--------ის ფორმა N1–თ, შ------ა მ-----–-ძის ფორმა N1–თ, ინფორმაციით ბავშვის შესახებ, წერილობითი მიმართვებით და პასუხებით, 2018 წლის 22 აპრილის დ----- ჯ--------ის განცხადებით სამედიცინო ისტორიის ამოღების შესახებ, 2018 წლის 22 აპრილის დ----- ჯ--------ის ფორმა N100–თ, 2018 წლის 22 აპრილის სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების ბარათით, 2018 წლის 22 აპრილის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, 2018 წლის 23 აპრილის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, 2018 წლის 24 აპრილის დადგენილებით საპროცესო წარმოამდგენლის დანიშვნის შესახებ, 2018 წლის 3 მაისის განჩინებით დ----- ჯ--------ის შესახებ, 2018 წლის 4 მაისის გაფრთხილების ოქმით გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ, 2018 წლის 23 მაისის ადვოკატის მიმართვით და თანდართული მასალებით გირაოს სანაცვლოდ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ დ----- ჯ--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111-187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ დ----- ჯ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეეს---მება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ---დ შ--–-------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
დ----- ჯ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111 – 187–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია)- თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შეს---მისად ჩაეთავალოს პირობითად და სსკ-ის 64–ე მუხლის შეს---მისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111– 187–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შეს---მისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ----- ჯ--------ეს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შეს---მისად ჩაეთავალოს პირობითად და სსკ-ის 64–ე მუხლის შეს---მისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ დ----- ჯ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 22 აპრილიდან - 2018 წლის 3 მაისის ჩათვლით.
დ----- ჯ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და მოეხსნას ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განჩინებით დადებული ყადაღა ბრალდებულ დ----- ჯ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ,,გირაოს” გადახდის უზრუნველსაყოფად ლელა დ--------–იძის (პ/ნ 0----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ 6 000 (ექვსი ათასი) ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას – საცხოვრებელ სახლსა მიწის ნაკვეთს, მდებარე ამბროლაურის რაიონის სოფელ ღ------–---------------------------------–-----------------------------------–-----------–------------------------------------------------------------–----------------------------------------------.
საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი მობილური ტელეფონი, მობილური ტელეფონის დამცავი და ხუფი, მობილური ტელეფონის ელემენტი, თმის სამაგრის ნატეხები, დაზარალებულის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ შ------ა მ-----–-ძეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე