განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002467792
№1/ბ-453-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორის - კ---ა ს-----ის
მსჯავრდებულის - ე------ ს--------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე------ ქ-----ოს ძე ს--------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი №1----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა ს-------ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე------ ს--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (3 ეპიზოდი) , რაც გამოიხატა შემდეგში:
2004 წლიდან, ლ--–- ბ-------ე ქორწინებაში იმყოფება ე------ი ს--------ესთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა ს-------ში. 2017 წლის 3 მაისს, საღამოს საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა ს-------ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ე------ი ს--------ემ უმიზეზოდ, მეუღლეს - ლ--–- ბ-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში მარცხენა მხარეს, ლ--–- ბ-------ის მოწოდებაზე შეეწყვიტა ფიზიკური შეურაცხყოფა, ე------ი ს--------ემ კვლავ დაარტყა მარჯვენა გაშლილი ხელი სახის არეში მარცხენა მხარეს. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ლ--–- ბ-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 10 აპრილს, საღამოს საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა ს-------ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ე------ი ს--------ემ უმიზეზოდ, მეუღლეს - ლ--–- ბ-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა მარცხენა მხარის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად ლ--–- ბ-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა ს-------ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ე------ ს--------ემ, ალკოჰოლური სასმელის მიღებასთან დაკავშირებით, მეუღლეს - ლ--–- ბ-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლ--–- ბ-------ის მოწოდებაზე შეეწყვიტა შეურაცხყოფა და წასულიყო სახლიდან, ე------ ს--------ე გახდა აგრესიული და ლ--–- ბ-------ეს მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა მარჯვენა მკლავში, აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად ლ--–- ბ-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით ე------ ს--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 3 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 10 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 3 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, ე------ ს--------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 18 აპრილის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ ე------ ს--------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათი;
ე------ ს--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 18 აპრილიდან - 2018 წლის 20 აპრილის ჩათვლით;
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---ა ს-----ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ კ---ა ს-----ეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ე------ ს--------ეს, რომელიც არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ე------ ს--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (3 ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ლ--–- ბ-------ის ჩვენებით, მოწმეების: გ--–------------------------ ბ-------ის ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ლ--–- ბ-------ის მიმართ, ალკოტესტით შემოწმების აქტით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ე------ ს--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (3 ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ე------ ს--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---ა ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ე------ ს--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 3 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 10 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 3 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, ე------ ს--------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 18 აპრილის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელები და საბოლოოდ ე------ ს--------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათი.
ე------ ს--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
ე------ ს--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 18 აპრილიდან - 2018 წლის 20 აპრილის ჩათვლით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე