განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 090100118002464298
№1/ბ-463-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორის - მ----- ტ--–--–-–---–ის
ადვოკატის - მ----- დ--------–--ის მონაწილეობით
მსჯავრდებულის - ჯ----– გ-–---ს მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ----– თ------ის ზე გ-–---ს მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი №3----------, დაუოჯახებელი, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ონის მუნიციპალიტეტი, ნ.ბ-------–---–ის ქ.N5-ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ----– გ-–-ძემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ჯ----– გ-–-ძემ, წლების განმავლობაში, მათ შორის 2017 წლის 29 სექტემბერს, 2017 წლის 20 თებერვალს და 2018 წლის 24 აპრილს, ქ. ონში, ბ-------–---–ის ქუჩა N5-ში იმყოფებოდა რა მთვრალ მდგომარეობაში, უმიზეზოდ განაწყენულმა სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედას, დ-------- გ----–-–--ლს, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ჯ----– გ-–-ძე, 2018 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 0030 საათზე, ქ.ონში, ბ-------–---–ის ქუჩა N5-ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, ნაჯახის გამოყენებით, უმიზეზოდ განაწყენებისას, მოკვლით დაემუქრა დედას, დ-------- გ----–-–--ლს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით ჯ----– გ-–-ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც რეალურად მოსახდელად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვე, ხოლო 6 (ექვსი)თვე, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ჯ----– გ-–-ძეს მოსახდელად დაურჩა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით საბოლოოდ დანიშნული სასჯელიდან 1(ერთი) წლიდან, პენიტენციური დეპარტამენტის საპატიმრო დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვე, ხოლო 6 (ექვსი) თვე, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ჯ----– გ-–-ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2018 წლის 24 აპრილიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ----- შ--–------იძის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ მ----- ტ--–--–-–---–ს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ჯ----– გ-–---ს ინტერესების დამცველ ადვოკატს - მ----- დ--------–--ეს, რომელიც არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ჯ----– გ-–---ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, 2018 წლის 24 აპრილს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერებით; დაზარალებულ დ-------- გ----–-–--ლის ჩვენებით; დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; 2018 წლის 24 აპრილის და 25 აპრილის მოწმე დ-------- გ----–-–--ლის გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 25 აპრილის მოწმე ზ------------–---ს გამოკითხვის ოქმით; მოწმე მ-----------–--–-–---–ის გამოკითხვის ოქმით; ბრალდებულ ჯ----– გ-–---ს გამოკითხვის ოქმებით; ჯ----– გ-–---ს ალკოტესტით შემოწმების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილით; დაზარალებულ დ-------- გ----–-–--ლისათვის უფლებების განმარტების შესახებ ოქმით; ოქმით დ-------- გ----–-–--ლთან განხორციელებული სატელეფონო საუბრის შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ჯ----– გ-–---ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ჯ----– გ-–---ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ----- შ--–------იძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ჯ----– გ-–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადოს 6 (ექვსი) თვე, ხოლო 6 (ექვსი) თვე, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ჯ----– გ-–-ძეს მოსახდელად დაურჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით საბოლოოდ დანიშნული სასჯელიდან 1 (ერთი) წლიდან, პენიტენციური დეპარტამენტის საპატიმრო დაწესებულებაში მოიხადოს 6 (ექვსი) თვე, ხოლო 6 (ექვსი) თვე, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ჯ----– გ-–-ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 24 აპრილიდან.
ბრალდებულ ჯ----– გ-–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი FCD 878270 სპეციალურ პაკეტში დალუქული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ქართული ნაჯახი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ონის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე