განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
090100118002464272
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 090100118002464272

№1/ბ-462-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - მ----- ტ--–--–-–--ლის

ადვოკატის - მ------რ ნ------ას

მსჯავრდებულის - გ------- ჩ----ს მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- გ-------ს ძე ჩ----ს მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი №1----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები ზუგდიდის რაიონის სოფელი ჭ------ა, ც.დ------ის ქ.N18.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ჩ----მ ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- ჩ----მ, 2018 წლის 29 მარტს, დაახლოებით 14 საათზე, ონის სატყეო უბნის შოვის სატყეოს N1 სამცველოს მე–17 კვარტალის მე–14 ლიტერში, უკანონოდ მოთხარა ნაძვის ჯიშის 500 ნერგი, რითაც გარემოს მიადგა 11 000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით გ------- ჩ---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და 64-ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ----- შ--–------იძის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ მ----- ტ--–--–-–--ლს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ გ------- ჩ----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - მ------რ ნ------ას, რომლებიც არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- ჩ----ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმე ი-----–------–---–--------–-–------------–-----------------------------–---------–------–----------–-–------------–-----------------------------–-----------------–---–--------–-–------------–-----------------------------–--------------–---–--------–-–------------–-----------------------------–-----–----------------------–-–------------–-----------------------------–---------–--–---- 2018 წლის 14 მაისის გამოკითხვის ოქმით; ბრალდებულ გ------- ჩ----ს 2018 წლის 20 აპრილისა და 04 მაისის გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 20 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; 2018 წლის 20 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილით; 2018 წლის 24 აპრილის წერილით პ--------------სათვის რწმუნების მინიჭების შესახებ; 2018 წლის 25 აპრილის პ--------------სათვის უფლებების განმარტების ოქმით; ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ბრალდებულთან და დაცვის მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებებით: გ------- ჩ----ს დახასიათებით, ქორწინების მოწმობით, ცნობით გ------- ჩ----ს მეუღლის შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ; 2018 წლის 12 აპრილის ოქმით გ------- ჩ----სთან განხორციელებული სატელეფონო საუბრის შესახებ; საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, 19 ცალ პოლიეთილენის ტომარაში, N3---- ლუქის ბეჭდით დალუქული ნაძვის ჯიშის 500 ცალი ნერგით; 2018 წლის 14 მაისის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გ------- ჩ----ს შესახებ; 2018 წლის 17 აპრილის ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან გ------- ჩ----ს შესახებ; ინფორმაციით გ------- ჩ----ს შესახებ; 2018 წლის 19 აპრილის ცნობით გ------- ჩ----ს ნასამართლობის შესახებ; 2018 წლის 19 აპრილის ცნობით გ------- ჩ----ს ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ; 2018 წლის 12 აპრილის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ; 2018 წლის 12 აპრილის ოქმით ნაძვის ჯიშის 500 ცალი ნერგის ამოღების შესახებ; 2018 წლის 12 აპრილის გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით – ფორმა N1; 2018 წლის 11 აპრილის ამბროლაურის რაიონული პროკურატურიდან შემოსული, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალებით გ------- ჩ----ს მიმართ; 2018 წლის 13 აპრილის ამბროლაურის რაიონული პროკურატურიდან დამატებით შემოსული, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალებით გ------- ჩ----ს მიმართ; წერილობითი მიმართვებით და პასუხებით ამ მიმართვებზე; 2018 წლის 13 აპრილის შუამდგომლობით გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ; 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ; 2018 წლის 25 აპრილის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2018 წლის 4 მაისის დადგენილებით გ------- ჩ----ს ბრალდების შესახებ; 2018 წლის 4 მაისის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ; 2018 წლის 4 მაისის ოქმით გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ გ------- ჩ----ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ გ------- ჩ----ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ----- შ--–------იძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

გ------- ჩ---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

გ------- ჩამიას მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება -გირაო გაუქმებულია.

საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი 19 ცალ პოლიეთილენის ტომარაში N3---- ლუქის ბეჭდით დალუქული ნაძვის ჯიშის 500 ცალი ნერგი, რომელიც ჩაბარებული აქვს ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს გლოლის ადმინისტრაციულ ერთეულში ი-----–------–---–ს, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს სსიპ ეროვნული სატყეო საგენტოს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე