განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
820100118002463325
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002463325

№1/ბ-448-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 ოქტომბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - რ----- ბ---–---ძის

ადვოკატის - დ----- კ----–-ძის

მსჯავრდებულის - ე--------- ხ----------იძის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე--------- ნ--------ის ძე ხ----------იძის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი №6----------, დაოჯახებული, საშუალო გა--თლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ხულოს რაიონი, სოფელი რიყეთი, ფაქტობრივად მცხოვრები დაბა ხულო ხ--–--–---–ის ქ.N10-ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე--------- ხ----------იძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ან 118-ე 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი), ასევე ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 25 აპრილს დაახლოებით 1800 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულო, ხ--–--–---–ის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე--------- ხ----------იძემ არასრულწლოვანი შვილების ა-- და ა-–---------ე ხ----------იძეების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრს მეუღლე ჟ--–---ა ქ-------ეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ტელევიზორის მართვის პულტის თავის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკა--სკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2018 წლის 26 აპრილს დაახლოებით 1000 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულო, ხ--–--–---–ის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე--------- ხ----------იძემ არასრულწლოვანი შვილის ა-- ხ----------იძის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრს მეუღლე ჟ--–---ა ქ-------ეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ხელების, ყელისა და სახის არეში ზეწოლით (მოჭერით) მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

2015 წლის ოქტომბრის თვიდან 2018 წლის 26 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში და ამავე მუნიციპალიტეტის დაბა ხულო, ხ--–--–---–ის ქ.N10-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოებისას არასრულწლოვანი შვილების ა-- და ა-–---------ე ხ----------იძეების თანდასწრებით სისტემატიურად შეურაცხყოფდა, აშანტაჟებდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს მეუღლეს ჟ--–---ა ქ-------ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გა--ჩენით ე--------- ხ----------იძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული და--შაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

ე--------- ხ----------იძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

ე--------- ხ----------იძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის 26 აპრილის პერიოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ ე--------- ხ----------იძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

ე--------- ხ----------იძეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავების და პატიმრობის დრო, 2018 წლის 26 აპრილიდან 2018 წლის 13 ივნისის ჩათვლით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ბ---–---ძის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ რ----- ბ---–---ძეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ე--------- ხ----------იძეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს -დ----- კ----–-ძეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ე--------- ხ----------იძის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით, ჟ--–---ა ქ-------ის, ნ---------–----------------------------------------------------------------------------------------–---–--------------------–------------------------------------------------------ ხ----------იძის, ნ-------- ხ----------იძის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი ორდერით, დაკავების ოქმით, დაბადების და ქორწინების მოწმობებით, სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ჟ--–---ა ქ-------ის ხელწერილით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ე--------- ხ----------იძის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ე--------- ხ----------იძის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ბ---–---ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

ე--------- ხ----------იძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

ე--------- ხ----------იძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

ე--------- ხ----------იძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის 26 აპრილის პერიოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და საბოლოოდ ე--------- ხ----------იძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

ე--------- ხ----------იძეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო, 2018 წლის 26 აპრილიდან 2018 წლის 13 ივნისის ჩათვლით.

ე--------- ხ----------იძის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე