განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
090100119002821688
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-205-2019წ.

(090100119002821688)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ზ---–-ს ძე უ-------–--ის მიმართ, დაბადებული: 2----–-–----- ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 4----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ცაგერის რაიონი სოფელი ლ------.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- უ-------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- უ-------–--ემ, 2018 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ცაგერის რაიონის სოფელ ლ------ში მდებარე ლ--- უ-------–--ის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის რამდენჯერმე დარტყმით სცემა დედა – მ----–--- ს---–-------ე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენით გ------- უ-------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62–ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გ------- უ-------–--ეს, 2018 წლის 2 დეკემბრის 02:02 საათიდან, 2019 წლის 22 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 100 საათით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 50 (ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვთ 1 წლის ვადით.

 

გ------- უ-------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განჩინებით გ------- უ-------–--ის მიმართ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში გასწორდა დაშვებული უზუსტობა და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

გ------- უ-------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62–ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გ------- უ-------–--ეს, 2018 წლის 2 დეკემბრის 02:02 საათიდან, 2019 წლის 22 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად, მასვე იარაღთან დაკავშირებული უფლებები შეეზღუდა 1(ერთი) წლის ვადით.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ----- შ--–-------ძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ------- უ-------–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის შეუსაბამოდ მსუბუქი მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებასთან. სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული და შედეგად დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------- უ-------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- უ-------–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ----–--- ს---–-------ის ჩვენებით, მოწმეების - შ--–-- ლ-–--–--–ის, თ------- ლ-–--–--–ის და ლ--- უ-------–--ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, შეტყობინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ------- უ-------–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ------- უ-------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ----- შ--–-------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენი და ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი:

 

გ------- უ-------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62–ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გ------- უ-------–--ეს, 2018 წლის 2 დეკემბრის 02:02 საათიდან, 2019 წლის 22 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად, მასვე იარაღთან დაკავშირებული უფლებები შეეზღუდოს 1(ერთი) წლის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ გ------- უ-------–--ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გ------- უ-------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელსახოცი და მინის ნამსხვრევები, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცაგერის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე