განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
010100119002817354
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-232-2019წ.

(010100119002817354)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველო ს სახელით

25 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ---------- თ-----ის ძე შ-----ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, მცხოვრები: ქობულეთი, კ-–----–---–-- ქუჩა #5.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ---------- შ-----ემ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქ--------–-- ს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 30 მაისს ქ.ბათუმში, ი-–------------ს ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ "ქ--------–--"-ში თ---------- შ-----ემ ხელის რამდენჯერმე დარტყმით, ა-–--–- გ--------ეს მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის განაჩენით თ---------- შ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქ--------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

თ---------- შ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ----- კ---–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ თ---------- შ-----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ნასამართლობა, ასევე ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ხარისხი და შედეგი. ამდენად, დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართ ველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი თ---------- შ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ---------- შ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქ--------–--ს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა-–--–- გ--------ის ჩვენებით, მოწმეების - ი-----–- ზ--------ის, თ----- ვ---–----ის, რ----– ბ----ის, რ---- ა-------–--ის, მ------- ჭ--–--ის, მ------ მ-----------ას, ს------ კ--------–--ის, ზ------ ა----–--ის, ე--------- ტ------------ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ თ---------- შ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქა რთველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქ--------–-- ს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ თ---------- შ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქ--------–-- ს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

თ---------- შ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქ--------–-- ს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღრულებო ბიუროს.

 

თ---------- შ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქ--------–-- ს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე