განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
050100117001891488
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100117001891488

საქმე №1/ბ-56-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – ლევან ტაბიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ პ------ ს--–------ის

ადვოკატის _ ტ----- ჭ--–--ის

მსჯავრდებულის _ ნ--- ჭ-----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ნ--- ჭ-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ----- ჭ--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ--- ჭ-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–---------–--–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-------------–-----------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ--- ჭ-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ნ--- ჭ-----ემ, გამოძიებით დაუდგენელ პირთან შეთანხმებით, 2017 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ-------------–--------------------ში მდებარე კორპუსის წინ მდგარი შპს ”-----------------------------ს” კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა მასში მოთავსებულ 1870 ლარის ოდენობის ფულად თანხას, რა დროსაც დააზიანა აპარატის ელექტროსადენი, რამაც 10 ლარის ზიანი გამოიწვია, მაგრამ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან, შემჩნეული იქნა შს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ.

 

ნ--- ჭ-----ემ, გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი – კუსტარულად გადაჭრილი თოფი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა 2017 წლის 26 თებერვალს ქ.ოზურგეთში, ი---------ისა და ვ------–---- ქუჩებზე გადაადგილებისას და 2017 წლის 08 მარტს ქ.ოზურგეთში, თ--------ას ქუჩაზე გადაადგილების დროს. 2017 წლის 08 მარტს, ქ.ოზურგეთში, თ--------ას ქუჩაზე გადაადგილების დროს, ზემოთ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული იქნა ნ--- ჭ-----ის პირადი ჩხრეკის დროს. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ--- ჭ-----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იარაღი არის საბჭოთა წარმოების, ორლულიანი 16 კალიბრის ”-----” მოდელის კუსტარულად გადაჭრილი თოფი. მის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების, ლულისა და კონდახის გადაჭრის გამო, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია გასროლისათვის.

 

ზემოაღნიშნულის გამო ნ--- ჭ-----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის განაჩენით:

 

ნ--- ჭ-----ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად შერაცხული.

 

ნ--- ჭ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით –თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ნ--- ჭ-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ--- ჭ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 08 მარტიდან.

 

ნ--- ჭ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ნ--- ჭ-----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი _ კუსტარულად გადაჭრილი თოფი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო ნ--- ჭ-----ის ტანსაცმელი (შარვალი და სპორტული მოსასხამი) საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ნ--- ჭ-----ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ--- ჭ-----ემ ჩაიდინა ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

 

განაჩენის მიხედვით, ნ--- ჭ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

ნ--- ჭ-----ემ, 2017 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ.ოზურგეთში, ჭ-------ის ქუჩა №---ში მდებარე კორპუსის წინ მდგარი შპს "-----------------------------ს" კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა მასში მოთავსებულ 1870 ლარის ოდენობის ფულად თანხას, რა დროსაც დააზიანა აპარატის ელექტროსადენი, რამაც 10 ლარის ზიანი გამოიწვია, მაგრამ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში ბოლომდე მოყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან, შემჩნეული იქნა ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

 

ნ--- ჭ-----ემ, გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი – კუსტარულად გადაჭრილი თოფი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა 2017 წლის 08 მარტს, ქ.ოზურგეთში, თ--------ას ქუჩაზე გადაადგილების დროს, რომელიც ამოღებული იქნა ნ--- ჭ-----ის პირადი ჩხრეკის დროს. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ--- ჭ-----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იარაღი არის საბჭოთა წარმოების, ორლულიანი 16 კალიბრის ,------’’ მოდელის კუსტარულად გადაჭრილი თოფი. მის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების, ლულისა და კონდახის გადაჭრის გამო იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ--- ჭ-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ----- ჭ--–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ნ--- ჭ-----ის გამართლება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

გამოძიებით დადგენილია, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს გადაჭრილი ჰქონდა მხოლოდ ელექტროსადენი და სხვა რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, რაც წინააღმდეგობაში მოდის გამოძიების მიერ განვითარებულ ვერსიასთან, რომ, თითქოს, ნ--- ჭ-----ეს განზრახული ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ამავე აპარატში მოთავსებულ ფულად თანხას. ასეთი განზრახვის არსებობა არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებითაც დადგენილია მხოლოდ ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი. ფულადი თანხის დაუფლების მცდელობა და ამ მიზნით აპარატის დაზიანება ბრალდების მხარის დაუსაბუთებელი ვარაუდია. არ არის გამორიცხული, რომ ამ ქმედების ჩამდენი პირის განზრახვა მხოლოდ ელექტროსადენის დაზიანება იყო, რაც სრულიად სხვა დანაშაულის შემადგენლობას იძლევა. რაც შეეხება დაზარალებულ შ--- თ----------ის და მოწმეების _ გ------ ს--–------ის, ა----- ა---–--–ის, გ------- შ----–----ის, ი-----–- კ---------ის და გ--- ბ-–-–---–ის ჩვენებებს, ყველა მათგანი არის პოლიციის თანამშრომელი, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ საგამოძიებო მოქმედებებში. აქედან გამომდინარე, ისინი არიან საქმის შედეგით დაინტერესებული პირები, შესაბამისად, მათი ჩვენებები ვერ იქნება სარწმუნო და ობიექტური. სწორედ ამ მოსაზრებას ადასტურებს დასახელებული პირების მიერ მიცემული ჩვენებების შეუსაბამობა სასამართლო განხილვის დროს უტყუარად დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებთან. საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება ნ--- ჭ-----ისათვის ამ ეპიზოდში შერაცხული ბრალდების დასადასტურებლად. ვერცერთი მოწმე ვერ ადასტურებს პირდაპირ იმ ფაქტს, რომ ნ--- ჭ-----ე დაინახა შემთხვევის ადგილზე.

 

აპელანტის მოსაზრებით, გასაზიარებელი არ არის შ--- თ----------ის მიერ ნ--- ჭ-----ის ამოცნობა, ვინაიდან, მან მიუთითა ისეთი დეტალები, რომელთა შემჩნევას სჭირდება კარგი განათების პირობებში ყურადღებით დაკვირვება. ბრალდების მხარის ვერსიით კი, შ--- თ----------ემ მოასწრო ამ დეტალებს დაკვირვებოდა ზამთარში, ღამის 04 საათზე, იმ პირობებში, როცა ვიღაცას მისდევდა და თან ამ უკანასკნელმა გაისროლა მისი მისამართით. გარდა ამისა, კანონმდებლობა საგამოძიებო ორგანოს ავალდებულებს ამომცნობს ამოსაცნობად წარუდგინოს ისეთი პირები, რომლებიც ფიზიკური მახასიათებლებით ემსგავსებიან ამოსაცნობ პირს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებში კი აღნიშნულია ამოსაცნობად წარდგენილი პირების მხოლოდ სახელები და გვარები და მითითებულია, რომ ისინი გვანან ნ--- ჭ-----ეს, თუმცა არაფრით დასტურდება, რომ ხსენებული პირები ნამდვილად ბრალდებულის ფიზიკური მონაცემების შესაბამისად იქნენ შერჩეული და ადგილი არ ჰქონია ამოცნობის ჩატარების წესის დარღვევას.

 

ასევე უსაფუძვლოა ნ--- ჭ-----ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარდგენილი ბრალდება, რომელიც ვერ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, რის გამოც, მათ არ შეიძლება მიენიჭოთ იურიდიული ძალა. ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული მტკიცებულებები _ გ------ ს--–------ისა და ა----- ა---–--–ის პატაკები შედგენილია კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენენ დაუშვებელ მტკიცებულებებს, ისევე როგორც სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მათ საფუძუველზე იქნა მოპოვებული, კერძოდ: ნ--- ჭიკაიის პირადი ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, ნ--- ჭ-----ის დაკავების ოქმი და სხვ.

 

სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ნ--- ჭ-----ის განმარტებით, 2017 წლის 26 თებერვლის ღამეს იგი იმყოფებოდა სახლში, ხოლო შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. რაც შეეხება 8 მარტის დილას, იგი მიდიოდა სამსახურის მიმართულებით, რა დროსაც მისთვის მანამდე უცნობმა, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა ძალის გამოყენებით ჩასვეს მსუბუქ ავტომობილში, სადაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათი საუბრიდან გაიგო, რომ ისინი იყვნენ ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აიძულებდნენ ეღიარებინა პოლიციელზე თავდასხმის და ქურდობის მცდელობის ფაქტები. აღნიშნულზე მისგან უარყოფითი პასუხის მიღების გამო ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო შემდეგ მოიტანეს ცეცხლსასროლი იარაღი, ე.წ. ”აბრეზი” და განუცხადეს, რომ იგი მისგან იქნა ამოღებული. ამის შემდეგ გადაიყვანეს თ--------ას ქუჩაზე და გაითამაშეს სცენა, თითქოს, იქ მოხდა მისი დაკავება სხვა პირების მიერ, რა დროსაც პირადი ჩხრეკის შედეგად ამოუღეს ცეცხლსასროლი იარაღი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ ნ--- ჭ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ არც ქურდობის მცდელობის, არც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და ტარების ჩადენის ფაქტები და ბრალდება მთლიანად ემყარება გამოძიების შედეგით დაინტერესებული პოლიციელების ჩვენებებს.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ნ--- ჭ-----ემ, ასევე მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ----- ჭ--–--ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალდებელმა – პ------ ს--–------ემ ითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ნ--- ჭ-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ----- ჭ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა არ აფასებს გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებას ნ--- ჭ-----ისათვის წარდგენილი ბრალდებიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის, როგორც ზედმეტად შერაცხულის ამორიცხვის ნაწილში, ვინაიდან, ასეთი მოთხოვნით მხარეებს სასამართლოსთვის არ მოუმართავთ.

 

რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას ნ--- ჭ-----ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ--- ჭ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

 

ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ შ--- თ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 თებერვალს, ღამის საათებში, იგი თანამშრომელ ი-----–- კ---------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ისინი სამსახურებრივი ავტომანქანით აწარმოებდნენ შემოვლას ქალაქის ქუჩებში. დაახლოებით 04 საათზე, დაუკავშირდათ სამმართველოს ოპერატიული მორიგე, რომელმაც აცნობათ, რომ ქ.ოზურგეთში, ჭ-------ის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან შესული იყო განგაშის სიგნალი. შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 40 წამში მივიდნენ მითითებულ ადგილას და დაინახეს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან იდგა ორი პირი, მაგრამ როგორც კი მათკენ წავიდა, ორივენი სწრაფი სვლით შევარდნენ სადარბაზოში და საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გაიქცნენ. იგი მაშინვე დაედევნა მათ და მოუწოდა შეჩერებულიყვნენ. დევნის დროს ერთ-ერთმა მათგანმა დაიჩოქა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა მისი მიმართულებით, რის გამოც ხეს ამოეფარა, რა დროსაც აღნიშნულმა პიროვნებამ შეძლო მიმალვა. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას შ--- თ----------ემ მიუთითა, რომ ბრალდებული ნ--- ჭ-----ე იყო ის პირი, რომელიც 2017 წლის 26 თებერვალს ნახა სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან და რომელმაც გასროლები განახორციელა მისი მიმართულებით. მისივე განმარტებით, როდესაც ნ--- ჭ-----ე გასროლის განხორციელებამდე შეჩერდა, ცხადად დაინახა მისი სახე, ვინაიდან, ის ადგილი კარგად იყო განათებული.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-----–- კ---------ემაც. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას მან და შ--- თ----------ემ დაინახეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან მდგომი ორი პირი, რომლებიც მათი დანახვისთანავე სწრაფი ნაბიჯით შევიდნენ სადარბაზოში და გაიქცნენ. შ--- თ----------ე მაშინვე დაედევნა მათ, თავად კი მეორე მხარეს გაიქცა, რათა წინ დახვედროდა და შეეჩერებინა ისინი. უცებ გაიგონა ორი გასროლის ხმა და იმ მიმართულებით გაიქცა, საიდანაც ხმა მოესმა. როდესაც მივიდა, ნახა რომ შ--- თ----------ე ხესთან იდგა. ამის შემდეგ თვითონ დაედევნა გაქცეულ პირებს, მაგრამ ვერ დაეწია. შემთხვევის ადგილას დაბრუნებულმა სადარბაზოში ნახა თეთრი ტომარა, რომელშიც სხვადასხვა ნივთები ელაგა. მისივე განმარტებით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გარეგნულად დაზიანებული არ იყო და მხოლოდ კაბელი ჰქონდა გადაჭრილი.

 

ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის, გ------- შ----–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 თებერვალს იმყოფებოდა ქალაქ ოზურგეთში, თ----–---–ის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „----------ს“ ტერიტორიაზე და პ----- გ--------–--ესთან ერთად ახორციელებდა შემოვლას. ამ დროს ხელის რადიოსადგურზე შევიდა შეტყობინება, რომ ჭ-------ის ქუჩაზე, რესტორან ნ----------თან მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან განგაში იყო შესული. ამის გამო მივიდნენ მითითებულ ადგილას, სადაც დაინახეს პოლიციის ავტომანქანა. როდესაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატისკენ გაემართა, გასროლის ხმა გაიგონა და იმ მიმართულებით წავიდა, საიდანაც ხმა მოდიოდა. მან დ---–---- ქუჩაზე, სამრეცხაოსთან ნახა შ--- თ----------ე, რომელმაც მოახსენა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან დაინახა ორი პირი და დაედევნა მათ, თუმცა დაკავება ვერ შეძლო, რადგან მისი მიმართულებით გასროლა განახორციელეს. მოგვიანებით იგივე დაუდასტურა ი-----–- კ---------ემაც. შემთხვევის ადგილზე დაბრუნების შემდგომ ნახა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კაბელი იყო გადაჭრილი. იქვე, საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში კი აღმოაჩინეს ტომარა, რომელშიც სხვადასხვა ნივთები იყო მოთავსებული.

 

მოწმე გ------ ს--–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 26 თებერვალს, დილით, როდესაც სამსახურში მივიდა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ გვიან ღამით ადგილი ჰქონია ქ.ოზურგეთში, ჭ-------ის ქუჩაზე განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობას და დაიწყო მუშაობა დამნაშავეთა ვინაობის დადგენის მიზნით. მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ქმედება ჩადენილი უნდა ჰქონოდა ნ--- ჭ-----ეს, რის თაობაზეც წერილობით მოახსენა ხემძღვანელობას.

 

მოწმე ი-----–- ც---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 26 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. შეტყობინების მიღებიდან 10-15 წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობდა ქ.ოზურგეთში, ჭ-------ის ქუჩაზე, №-- საცხოვრებელი კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე და დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის მიმდინარეობა სრულად არის ასახული მის მიერ შედგენილ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ ნ--- ჭ-----ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. ექსპერიმენტის მსვლელობისას მოქმედებების თანმიმდევრობას თავად ნ--- ჭ-----ე განსაზღვრავდა და იგი მიუთითება კონკრეტულ ადგილებს, რაც აღიბეჭდა ფოტოსურათებზე. მოწმის განმარტებით, ბრალდებული პირველად ნახა სახოკიას ქუჩაზე, სადაც მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ნ--- ჭ-----ეს გარეგნულად არ ეტყობოდა ჰქონდა თუ არა იარაღი. პირადი ჩხრეკის შედეგად კი მისგან ამოიღეს გადაჭრილი ორლულიანი თოფი და ორი ცალი ვაზნა.

 

მოწმე გ------- ნ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან მონაწილეობა მიიღო ნ--- ჭ-----ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელშიც ბრალდებულის ადვოკატიც მონაწილეობდა. ექსპერიმენტის დროს ნ--- ჭ-----ემ თავად მიუთითა, თუ სად ჰქონდა ადგილი მის მიერ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობას და აღნიშნული აპარატის რომელი სადენი გადაჭრა. ასევე მიუთითა ადგილი რესტორან ”----------ან”, სადაც იგი მოძრაობდა გადაჭრილი თოფით და აპირებდა ცეცხლსასროლი იარაღის გადაგდებას, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მოწმის განმარტებით, ნ--- ჭ-----ე, თავისი ადვოკატის თანდასწრებით, ნებაყოფლობით და კარნახის გარეშე საუბრობდა აღნიშნულ გარემოებებზე და უთითებდა კონკრეტულ ადგილებს.

 

ანალოგიური შინაასრის ჩვენება მისცა და იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თეიმურაზ კიკვაძემ.

 

მოწმის სახით დაკითხული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის გურიის ჯგუფის ექსპერტ-კრიმინალისტის, თ------ ს--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 თებერვალს, გამომძიებელ ი-----–- ც---------ისგან მიიღო შეტყობინება და გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანებული კაბელი. დაასურათა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოიღეს სხვადასხვა ნივთები. მისივე განმარტებით, ასევე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ბრალდებულმა ნებაყოფლობით მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც მან აღბეჭდა ფოტოსურათებზე.

 

მოწმე ა-–---- ს--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შპს „-----------------------------ს“ ტექნიკოს-ინკასატორის თანამდებობაზე და მის მოვალეობაში შედის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან თანხის გამოტანა და ბანკში შეტანა, აგრეთვე ტექნიკური დაზიანებების აღმოფხვრა. მომხდარი ფაქტის შესახებ ხელმძღვანელობისგან გაიგო და როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, ნახა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სადენი იყო გადაჭრილი. შესრულებული ტრანზაქციების მიხედვით დაადგინეს, რომ იმ დროისათვის სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მოთავსებული იყო ფულადი თანხა 1870 ლარის ოდენობით. გადაჭრილი სადენის ღირებულება კი შეადგენდა 10 ლარს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ოზურგეთში, ჭ-------ის ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე, სადაც საავტომობილო გზის მარჯვენა გვერდულზე, ფეხით სავალ ბილიკზე, საცხოვრებელ კორპუსთან დგას სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელსაც დათვალიერებისას რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა, მხოლოდ გადაჭრილი იყო აპარატში შემავალი ელექტროსადენი. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მარჯვენა მხარეს საცხოვრებელ კორპუსს გააჩნია სადარბაზო, რომელსაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოს მხრიდან აქვს გასასვლელი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. დათვალიერების დროს სადარბაზოს შესასვლელი კარები იყო ღია მდგომარეობაში, ხოლო სადარბაზოში მარცხენა მხარეს, კედელთან იდო თეთრი ფერის პოლიეთილენის ტომარა, რომელშიც მოთავსებული იყო უჟანგი ლითონის ე.წ. სუფრის დანა, პატარა ზომის სახრახნისისმაგვარი რკინისტარიანი საგანი, ხისტარიანი ცული და ძალაყინი, რომლებიც ამოღებული იქნა და დაილუქა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს როგორც ოქმის შემდგენმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-----–- ც---------ემ, ასევე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა _ ექსპერტმა თ------ ს--------–--ემ და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა შ--- თ----------ემ.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებულ ნ--- ჭ-----ეს ხმამაღლა წაეკითხა თავისი ჩვენება, რის შემდეგაც მიეცა წინადადება აღედგინა ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მის მიერ აღწერილი შემთხვევის ვითარება, რაზეც მან წერილობით განაცხადა თანხმობა. ამის შემდეგ ნ--- ჭ-----ე და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები ჩასხდნენ ავტომანქანაში და ბრალდებულის მითითებით წავიდნენ კ-------ას ქუჩის მიმართულებით. კ-------ას ქუჩაზე, №- საცხოვრებელ კორპუსთან, ნ--- ჭ-----ის მითითებით გააჩერეს ავტომანქანა და მივიდნენ კორპუსის სადარბაზოსთან, კ-------ას ქუჩის მხრიდან. ნ--- ჭ-----ემ განმარტა, რომ 2017 წლის 23 თებერვალს, ღამის საათებში, აღნიშნულ ადგილას, „------------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ცდილობდა დაუფლებოდა ფულად თანხას. ამის შემდეგ მისი მითითებით, კ-------ას ქუჩიდან წავიდნენ ჭ-------ის ქუჩის მიმართულებით. ჭ-------ის ქუჩაზე, რესტორან „ნ----------თან“ მისვლისას, ნ--- ჭ-----ის მითითებით შეაჩერეს ავტომანქანა, სადაც ნ--- ჭ-----ემ მიუთითა საცხოვრებელ კორპუსთან, სადარბაზოს შესასვლელის გვერდით განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე და განმარტა, რომ აღნიშნული აპარატიდან ცდილობდა 2017 წლის 26 თებერვალს, ღამის საათებში, ფულადი თანხის ფარულად დაუფლებას. აღნიშნულის შემდეგ კი მიუთითა ადგილზე სადარბაზოში, სადაც მისი განმარტებით, დადო ტომარა, რომელშიც მოთავსებული იყო აპარატის გასატეხად საჭირო სამუშაო იარაღები. შემდგომ ნ--- ჭ-----ემ სადარბაზოდან მიუთითა ვ------–---- ქუჩაზე და განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლების გამოჩენისას გაიქცა აღნიშნული ქუჩით. მისივე მითითებით საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები გაჰყვნენ ვ------–---- ქუჩას, რა დროსაც ამავე ქუჩაზე არსებულ ავტოსამრეცხაოსთან ნ--- ჭ-----ემ მიუთითა ადგილი, საიდანაც თანქონებული გადაჭრილი ორლულიანი თოფით განახორციელა გასროლა. ამის შემდგომ, ბრალდებულის მითითებით წავიდნენ თ--------ას ქუჩის მიმართულებით, სადაც ნ--- ჭ-----ემ აჩვენა ადგილი რესტორან ”---------ს” მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის გვერდულზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილას განხორციელდა 2017 წლის 08 მარტს მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს კუთვნილი გადაჭრილი ორლულიანი თოფი და ორი ცალი ვაზნა.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში, წარწერით: „...საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები...“ მოთავსებულ ტომარაზე (ობ. №5), ნაჯახზე (ობ. №6), ორ ცალ მეტალის საგანზე (ობ. №7 და ობ. №8) და დანაზე (ობ. №9) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. №5,6-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ნ--- ჭ-----ის გენეტიკური პროფილის იდენტურია.

 

ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--- ნ------–---–მა.

 

პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ შ--- თ----------ემ ამოიცნო ნ--- ჭ-----ე და განმარტა, რომ ის იყო პიროვნება, რომელმაც 2017 წლის 26 თებერვალს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მის მიმართ განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა.

 

ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ--- ჭ-----ეს არ ჩაუდენია ქურდობის მცდელობა და რომ გასაჩივრებული განაჩენი ამ ეპიზოდში ემყარება მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, რომლებიც არასარწმუნო და არაობიექტურია და, შესაბამისად, გაზიარებული არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ქურდობის მცდელობის ეპიზოდთან დაკავშირებით დაკითხული პოლიციელების ჩვენებები ურთიერთშეთანხმებულია და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს შორის არ არსებობს რაიმე არსებითი წინააღმდეგობა. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ირიბად დაადასტურებდა მათ მიკერძოებას, საქმის შედეგით დაინტერესებასა და შესაბამის ორგანოებში განზრახ ცრუ ჩვენებების მიცემას.

 

ამასთანავე, პოლიციელთა ჩვენებების უტყუარობის დასადასტურებლად სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს თავად ნ--- ჭ-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომლის თანახმად, ექსპერიმენტის დროს ბრალდებულმა დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა, თუ სად და რა ვითარებაში სცადა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის დაუფლება.

 

პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მართალია, ბრალდებულმა ნ--- ჭ-----ემ სასამართლოში უარყო გამოძიების სტადიაზე მიცემული აღიარებითი ჩვენება, რის გამოც ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას მისგან მიიღო ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით, ვერ იქნება გამოყენებული მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მთლიანად დაუშვებელი მტკიცებულებაა და მასში ასახული სხვა მონაცემები და ფაქტები საერთოდ ვერ იქნება მტკიცებულებად გამოყენებული. კერძოდ, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილი იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენი საქმეზე №2კ-561აპ.-15).

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნ--- ჭ-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არის დასაშვები და რელევანტური მტკიცებულება, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც წარმოადგენს მის აღიარებით ჩვენებას. პალატა აღნიშნავს, რომ მითითებულ ოქმში წარმოდგენილია ექსპერიმენტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტები, რომლებითაც დგინდება ის გარემოება, რომ ექსპერიმენტის დროს მასში მონაწილე პირები მოძრაობდნენ და გადაადგილდებოდნენ შემთხვევის ადგილის მიმართულებით თვით ბრალდებულის მითითებების შესაბამისად, რომელიც თავისი ხელით უჩვენებდა მათ, თუ რა მიმართულებით უნდა ემოძრავათ. მანვე მიუთითა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებს ქ.ოზურგეთში, ჭ-------ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს შესასვლელის გვერდით განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე, საიდანაც, მისივე განმარტებით, 2017 წლის 26 თებერვალს, ღამის საათებში, ცდილობდა ფულადი თანხის ფარულად დაუფლებას. ბრალდებულმა ასევე მიუთითა ადგილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გვერდით არსებულ სადარბაზოში, სადაც მისი განმარტებით, დადო ტომარა, რომელშიც მოთავსებული იყო აპარატის გასატეხად საჭირო სამუშაო იარაღები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ისმება ლოგიკური კითხვა _ როგორ შეეძლო ნ--- ჭ-----ეს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მასში მონაწილე პირები მიეყვანა სწორედ იმ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, საიდანაც ადგილი ჰქონდა თანხის ფარულად დაუფლების მცდელობას და ამასთან, სცოდნოდა სადარბაზოში აღმოჩენილი ტომარის ადგილმდებარეობა, თუკი თავად არ ჩაუდენია ეს დანაშაული.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ბრალდებულის თანხმობის გარეშე, იძულებით ან მოტყუებით, ანდა სხვა უკანონო საშუალებითა თუ მისი საპროცესო უფლებების დარღვევით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილია როგორც თავად ბრალდებულ ნ--- ჭ-----ის, ასევე მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ----- ფ-----------ს მიერ, რომლებსაც რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამთ. შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, როგორც მტკიცებულების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს.

 

ის ფაქტი, რომ ზემოთ ხსენებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულადი თანხის ფარულად დაუფლების მცდელობა ნ--- ჭ-----ის მიერაა ჩადენილი, დასტურდება ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომელთა თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, აღნიშნული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გვერდით არსებულ სადარბაზოში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა კედელთან დადებული თეთრი ფერის პოლიეთილენის ტომარა, რომელშიც მოთავსებული იყო უჟანგი ლითონის ე.წ. სუფრის დანა, პატარა ზომის სახრახნისისმაგვარი რკინისტარიანი საგანი, ხისტარიანი ცული და ძალაყინი, რომელთაგან ტომარაზე და ნაჯახზე აღმოჩნდა ნ--- ჭ-----ის გენეტიკური პროფილი.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ, ვინაიდან, სწრაფი ჩარიცხვის აპარატს გადაჭრილი ჰქონდა მხოლოდ ელექტროსადენი და სხვა რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, შესაძლებელია, ამ ქმედების ჩამდენი პირის განზრახვა მხოლოდ ელექტროსადენის დაზიანება იყო, რადგან არაფრით დასტურდება, რომ მას ამ აპარატში მოთავსებული ფულადი თანხის დაუფლება ჰქონდა განზრახული. დაცვის მხარის ასეთ პოზიციას აქარწყლებს ის გარემოება, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, ნ--- ჭ-----ეს შემთხვევის ადგილზე მიტანილი ჰქონდა არა მხოლოდ დანა, რომლითაც შესაძლებელი იყო ელექტროსადენის გადაჭრა, არამედ ასევე აპარატის გასატეხად საჭირო იარაღები _ სახრახნისისმაგვარი საგანი, ცული და ძალაყინი, რისი საჭიროებაც არ იარსებებდა, თუკი მას მხოლოდ ელექტროსადენის დაზიანება ექნებოდა განზრახული.

 

ამდენად, ზემოთ წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვისა და მათი ობიექტური გაანალიზების შედეგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი დაცვის მხარის იმ პოზიციის გასაზიარებლად, რომ ნ--- ჭ-----ეს არ ჩაუდენია ქურდობის მცდელობა. პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე ნ--- ჭ-----ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ--- ჭ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების _ ქურდობის მცდელობის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობის ჩადენა, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა.

 

რაც შეეხება ნ--- ჭ-----ის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, გასაჩივრებული განაჩენი ამ ნაწილში ძირითადად ეფუძნება მოწმეების: ა----- ა---–--–ის, გ--- ბ-–-–---–ის და ი-----–- ც---------ის ჩვენებებს, ნ--- ჭ-----ის პირადი ჩხრეკის ოქმს, ბალისტიკური და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებენ ნ--- ჭ-----ის ბრალეულობას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში, კერძოდ:

 

მოწმე ა----- ა---–--–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის თანადებობაზე. 2017 წლის 08 მარტს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თ--------ას ქუჩის მიმართულებით ქვეითად მოძრაობდა ნ--- ჭ-----ე, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, მისი გადამოწმების მიზნით, გამომძიებლებთან – ი-----–- ც---------ესთან და გ--- ბ-–-–---–თან ერთად, სამსახურებრივი ავტომანქანით გავიდა თ--------ას ქუჩაზე, სადაც რესტორან „--------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეჩერებული იქნა ნ--- ჭ-----ე. ამ უკანასკნელს ი-----–- ც---------ემ გააცნო დადგენილება გადაუდებელ შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რაზედაც მან თანხმობა განაცხადა. ამის შემდეგ ნ--- ჭ-----ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა გადაჭრილი თოფი ორი ცალი ვაზნით, რომელიც მას მოთავსებული ჰქონდა შარვლის საქამრეში, ხოლო ზემოდან ეცვა სპორტული ქურთუკი და გარეგნულად არ ეტყობოდა იარაღი თუ ჰქონდა.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ--- ბ-–-–---–მა და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-----–- ც---------ემ.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ნ--- ჭ-----ეს პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა 2017 წლის 08 მარტს, ქ.ოზურგეთში, რესტორან ”---------ს” მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა ორლულიანი გადაჭრილი თოფი, რომლის ორივე ლულაში მოთავსებული იყო თეთრი ფერის ვაზნები. აღნიშნული თოფი ნ--- ჭ-----ეს მოთავსებული ჰქონდა მარჯვენა მხარეს საქამრეში, სპორტული ზედა მოსაცმელის შიგნით. ოქმის თანახმად, ნ--- ჭ-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები ადგილზევე დაილუქა, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები. პირადი ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილია როგორც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების, ასევე თავად ნ--- ჭ-----ის მიერ, რომელსაც რაიმე შენიშვნა ან განცხადება არ გაუკეთებია.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის №2--- დასკვნით დადგენილია, რომ ნ--- ჭ-----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი არის საბჭოთა წარმოების, ორლულიანი 16 კალიბრის ,------’’ მოდელის კუსტარულად გადაჭრილი თოფი. მის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების გამო, კერძოდ, გადაჭრილი აქვს ლულა და კონდახი, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ორი ვაზნა, არის ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის განკუთვნილი ვაზნები, რომლების მიეკუთვნება 16 კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას და ვარგისია გამოყენებისათვის.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ----- ბ-----ემ.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში, წარწერით:. „...16 კალ. ორ ლულიანი...კუსტარულად გადაჭრილი თოფი და 1 (ერთი) ცალი ვაზნა...“ მოთავსებულ იარაღის მსგავს საგანზე და მოთეთრო ფერის პოლიმერული მასალის საგანზე (სავარაუდოდ ვაზნაზე) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ნ--- ჭ-----ის გენეტიკური პროფილის იდენტურია.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--- ნ------–---–მა.

 

ქიმიური ექსპერტიზის №1------- დასკვნის თანახმად, ნ--- ჭ-----ის ტანსაცმელზე რკინის (II) მეტალიზაციის კვლები არ დაფიქსირდა, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--- ფ-–---–-----მა აჩვენა, რომ გადაჭრილი თოფის ქამარში ჩადების შემთხვევაში მეტალიზაციის კვალის არსებობა დამოკიდებულია მჭიდრო ხახუნზე, რა დროსაც რკინის იონები გადადის ნაჭერზე. მხოლოდ გადაჭრილი თოფის ქამარში მოთავსების ფაქტი კი არ მიუთითებს ასეთი კვალის არსებობის აუცილებლობაზე.

 

დაცვის მხარის ვერსიას იმის შესახებ, რომ ნ--- ჭ-----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მას არ ეკუთვნოდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი თავად პოლიციის თანამშრომლებმა მიიტანეს და განუცხადეს, რომ იგი მისგან იქნა ამოღებული, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. პალატა მიიჩნევს, რომ ნ--- ჭ-----ის პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლების მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებები არის ურთიერთშეთანხმებული და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს შორის რაიმე სახის წინააღმდეგობა არ არსებობს. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულ მოწმეთა დაინტერესებას ნ--- ჭ-----ის მიმართ და მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება ნ--- ჭ-----ის პირადი ჩხრეკისას საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობს მოწმე პოლიციელების ჩვენებების, ასევე ნ--- ჭ-----ის პირადი ჩხრეკის ოქმის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებისა და სასამართლოს მიერ მათი, როგორც მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთ დასახელებული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ--- ჭ----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების _ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ჩადენის ფაქტი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის მითითება საქმეში არსებულ საპროცესო დარღვევებთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო, ვინაიდან, საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად რაიმე არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევა არ გამოვლენილა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის განაჩენი, რომლითაც ნ--- ჭ-----ე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ----- ჭ--–--ის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ის ითხოვს ნ--- ჭ-----ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ--- ჭ-----ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ნ--- ჭ-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ----- ჭ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის განაჩენი ნ--- ჭ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ნ--- ჭ-----ეს ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

4.ნ--- ჭ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ნ--- ჭ-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

6.მსჯავრდებულ ნ--- ჭ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 08 მარტიდან.

 

7.ნ--- ჭ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ნ--- ჭ-----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი _ კუსტარულად გადაჭრილი თოფი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს, ხოლო ნ--- ჭ-----ის ტანსაცმელი, შარვალი და სპორტული მოსასხამი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/