განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-201-2019წ.
(820100119002799918)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- დ---------- ძე ა--–---ს მიმართ, დაბადებული: 1----–-–----- ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ხულოს რაიონი სოფელი ვერნები, ფაქტობრივად მცხოვრები: ლანჩხუთის რაიონი სოფელი ლ---.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ დ----- ა--–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 07 დეკემბერს დაახლოებით 17:00 საათზე ქ. ბათუმში, ფ------------–--–-- გამზირი # 188-ში, ე.წ. ,,ო–----- ქალაქში“, სახლი #929-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, დ----- ა--–--ემ სახეში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში დაზიანება მიაყენა მამას, დ-------- ა--–--ეს, რომელმაც ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით დ----- ა--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ დ----- ა--–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
დ----- ა--–--ეს სასჯელის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 07 დეკემბრიდან 2019 წლის 29 იანვრის ჩათვლით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა---- მ-------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ დ----- ა--–---ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დ----- ა--–---ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, მისი პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და განუსაზღვრა ზედმეტად მსუბუქი სასჯელი, რომლითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ----- ა--–---ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ----- ა--–---ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ დ-------- ა--–---ს ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ დ----- ა--–---ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ დ----- ა--–---ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
დ----- ა--–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ დ----- ა--–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და იგი განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
დ----- ა--–--ეს სასჯელის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 07 დეკემბრიდან 2019 წლის 29 იანვრის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე