განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-738-2018 წელი
№030100117001942648
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
7 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ე---–---- ბ------ს,ადვოკატის – პ----- დ-------ის,მსჯავრდებულის – გ------- ქ------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა გ------- ქ------ის ბრალდების №------- სისხლის სამართლის საქმე.
გ------- ქ------ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–-------------------------ში, ფოთის საქალაქო სასამარ-თლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლ-და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდე-ბაში და მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის და 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს სისხლის სამართლის საპ-როცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
aRwerilobiTi nawili:
გ------- ქ------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბრალი დაედო თაღ-ლითობისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის დაუფლებისათვის მოტყუებით, დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
გ------- ქ------ისათვის ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2----–-–------------ს შპს „ა-----–------“ „ა-–------“-ის დირექტორმა გ------- ქ------ემ და შპს „ა-----–-------ის“ თანამშრომელმა გ------- გ--------ემ ყალბად დაამზადეს №------- ხელშეკრულება თითქოსდა შპს „ა-----–------“-ის დირექტორის დ----- ს--------–---ისაგან 60000 აშშ დოლარად შეიძინეს 10 000 კვ.მ. ლამინირებული ფილა.
2----–-–------------–ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გ------- ქ------ე და გ------- გ--------ე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აღნიშნული ყალბი ხელშეკრუ-ლების წარდგენით, ფოთის საბაჟო საწყობიდან მოტყუებით დაეუფლნენ შპს „ა-----–-------ის“ კუთვნილ 68 000 ლარად ღირებულ 5 000 კვ.მ. ლამინირებულ ფილას, რომელიც შემდგომ გაასხვისეს ინდ. მეწარმე „ი-----–- ც---------–---–ზე“. აღნიშნულით, შპს „ამაღ-ლება-98-ს" მიადგა დიდი ოდენობით - 68 000 ლარის ქონებრივი ზიანი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით გ------- ქ------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- ქ------ისთვის ბრალად შერაცხული ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და ცნობილი იქნა დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ე---–---- ბ------მ და მსჯავრდებულ გ------- ქ------ის ინტე-რესების დამცველმა ადვოკატმა პ----- დ-------ემ.
აპელანტი, პროკურორი ე---–---- ბ------ თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ-------- ქ------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვე-პუნქტებით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ მხედველო-ბაში არ მიიღო ის გარემოებები, რომ გ------- ქ------ემ ლამინირებული პარკეტის განბა-ჟების მიზნით განაახლა შპს „ა-–------“-ის საქმიანობა, რომელიც მას შეჩერებული ჰქონ-და, ხოლო ტვირთის განბაჟების შემდეგ, არანაირი საქმიანობა არ განუხორციელებია. უფრო მეტიც, სასამართლოში დაკითხვისას გ------- ქ------ემ დაადასტურა, რომ განაბა-ჟა სხვისი კუთვნილი ტვირთი. მისთვის ცნობილი იყო, რომ დ----- ს--------–--ე ამ დროს დაპატიმრებული იყო და მისგან რაიმე თანხმობა არ ჰქონდა მიღებული. თანხმო-ბა არ არსებობდა არც ვ-–-------- ს--------–--ისაგან. უშუალოდ, გ------- ქ------ის მიერ ქ. ბათუმიდან ქ. ფოთში ტვირთის განბაჟებაში მონაწილეობის მისაღებად მივლენილ იქნა ფ--–--- ა----–--ე, რომელსაც საწარმოს ბეჭედიც კი გადასცა. პირადად მისი ხელმო-წერებით შედგენილი დოკუმენტებით აისახა სასაქონლო ოპერაცია ბუღალტერიაში და მოაწესრიგა იგი, აწარმოა გადარიცხვები და ანგარიშსწორება ბიუჯეტთან, გადაიხადა გა-დასახადები, რაც უკავშირდებოდა სწორედ ამ ლამინირებული პარკეტის განბაჟებას. აღ-ნიშნული კი მან გ------- გ--------ესა და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმებით გაა-კეთა.
სასამართლომ ასევე მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ თაღლითობის სამსა-ხურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენისას, დანაშაულის ამსრულებელი შესაძ-ლოა იყოს კომერციული სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელიც სხვის ნივთს მოტ-ყუებით დაეუფლა.
აპელანტი, მსჯავრდებულ გ------- ქ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი პ----- დ-------ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ------- ქ------ის მიმართ გამამარ-თლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გ------- ქ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება ხელშეკრულება №-------ის ორი ეგზემპლარი, საქმეზე დაკითხულმა საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა ე-–----- ძ--------მა ადვოკატის შეკითხვაზე უპასუხა, რომ მისთვის უცნობი იყო უშუა-ლოდ რომელი ხელშეკრულებით მოხდა ლამინირებული ფილების დაუფლება ფოთის საბაჟო ტერმინალიდან. მოწმე ფ--–--- ა----–--ემ განმარტა, რომ ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი შეადგინეს ფოთში, სადაც მოხდა მასზე ბეჭდის დასმა, ვ-–-------- ს---------–--ის განმარტებით მას მკაცრი აღრიცხვა ჰქონდა ფირმის ბეჭდებთან დაკავშირებით, მას არასდროს არავისთვის მათ შორის გ------- გ--------ისთვის არ გაუტანებია ფირმის ბეჭედი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვ-–-------- ს--------–--ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ხელშეკრულებაზე არსებული ბეჭედი და ხელშეკრულების ორი ეგზემპლარის არსებობა ცალსახად ადასტურებს, რომ ვ-–-------- ს--------–--ე უშუალოდ ესწრებოდა და მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა ფოთის საბაჟო ტერმინალიდან სადაო ლამინირებული ფილების გამოტანა.
საქმეზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მას შემდეგ რაც დაზარალებულის უფლებამონაცვლე დ----- ს--------–--ე თაღლითობის ბრალდე-ბით დააკავეს, შპს „ა-----–------“-ს დაედო საგადასახადო ინკასო, შპს-ს ბალანსზე დარ-ჩენილი იყო მხოლოდ ლამინირებული ფილები, რომელიც შეძენილი იყო არა შპს-ს თან-ხებით, არამედ განათლების სამინისტროს მიერ მიზნობრივი ხარჯვისთვის შპს „ამაღლე-ბა 98“-ის ანგარიშზე ჩარიცხული თანხებით, მიზნობრივი თანხით შეძენილი საქონლის რეალიზაცია კი დაუშვებელია. ხოლო დ----- ს--------–--ე ადასტურებს, რომ მათ უნდა მოეხდინათ საქონლის რეალიზაცია. აღნიშნულიდან ერთადერთი გამოსარჩენი რაც დაზარალებულს და სხვა პირებს, მათ შორის ვ-–-------- ს--------–--ეს შეიძლება მიეღო დაყადაღებული შპს-დან, ეს იყო ლამინირებული ფილების გასხვისების შედეგად ამო-ნაგები თანხა, ამიტომაც დ----- ს--------–--ემ, რომელიც ამ დროისთვის უკვე თაღლი-თობის ბრალდებით მოთავსებული იყო პენიტენციურ დაწესებულებაში, გ------- გ---------ის და ვ-–-------- ს--------–--ის მეშვეობით დაიწყო „განტევების ვაცის ძიება“, რომე-ლიც იპოვეს გ------- ქ------ის სახით, რომელზეც საბოლოოდ შესაძლებელი იქნებოდა ხელის შეწმენდა.
დ----- ს--------–--ის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შპს „ა-–------“-ის სახე-ლით გამოიტანეს, შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტით არ ჩააბარეს შპს „ა-–------“-ის წარ-მომადგენელს საქონელი, შპს „ა-–------“-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არ გადასულა ტვირთი, ისე გაასხვისეს ი-----–- ც---------–---–ზე, დოკუმენტები უნდა მომზადებუ-ლიყო ისე, რომ ყველა გზა, თუ რამე მოხდებოდა, საბოლოოდ გ------- ქ------ესთან მი-სულიყო. ასევე ყურადღებაა გასამახვილებელი დ----- ს--------–--ის ჩვენებაზე, სადაც ის არ უარყოფს, რომ ვ-–-------- ს--------–--ესთან შეთანხმებით უნდა მოეხდინა ლამი-ნირებული ფილების რეალიზაცია, რის გამოც გ------- გ--------ეს და ვ-–-------- ს---------–--ეს დაავალა მყიდველის მოძიება.
ვ-–-------- და დ----- ს--------–--ის დაპირისპირება მათსავე თანამშრომლებთან აიხს-ნება იმ გარემოებით, რომ ლამინირებული ფილების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა გაინაწილეს ი-----–- ც---------–---–მა, ვ-–-------- და დ----- ს--------–--ეებმა, ხოლო ზ------ ბ--------–--ესა და სავარაუდოდ გ------- გ--------ეს არ გაუნაწილეს თანხა, სწორედ ამან გამოიწვია მათი უკმაყოფილება და მათ შორის დაპირისპირება.
ვ-–-------- ს--------–--ემ დაკითხვისას განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო ლამინირე-ბული ფილების გამოტანისა და გაყიდვის შესახებ.
ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ გ------- ქ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში არსებობს №------ ხელშეკრულების ორი სხვადასხვა ეგზემპლარი, რომელთაგან ექსპერტიზის №------- დასკვნის თანახმად, ასევე ექსპერტის ქ------- მ-–---–---ის განმარტებით, ერთ ეგზემპლარზე გ------- ქ------ის სახელით შესრულებუ-ლი ხელმოწერა არ ეკუთვნის გ------- ქორძეს, ხოლო მეორე ეგზემპლარზე შესრულებუ-ლი ხელმოწერა ეკუთვნის გ------- ქ------ეს.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოწმეების გ------- ქ------ის გ------- გ--------ის, ფ--–--- ა----–--ის ჩვენებით, ასევე შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველო-დან და შპს „ა-–------“ დან ამოღებული მასალებით დასტურდება, რომ ხელშეკრულება რომელზეც არის გ------- ქ------ის ხელმოწერა, აღნიშნული ხელშეკრულება ფაქტობრი-ვად არც კი გამოყენებულა, ვინაიდან ის ხელმოწერის შემდეგ ინახებოდა გ------- ქორი-ძესთან ოფისში. 2----–-–------------ით დათარიღებული 0----- ხელშეკრულება, საქარ-თველოს სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს შპს „ა-----–------“-სა და შპს „ა-–------“-ს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც შესრულე-ბულად ჩაითვლებოდა მას შემდეგ რაც საქონელს შპს „ა-----–------“-ში, მიღება-ჩაბარე-ბის აქტით ჩააბარებდა შპს „ა-–------“-ს, უშუალოდ პასუხისმგებელ პირს გ------- ქორი-ძეს, ეს უკანასკნელი კი ხელმოწერით დაუდასტურებდა მიღება-ჩაბარების ფაქტს, რომე-ლიც არ მომხდარა, რაც სახელშეკრულებო სამართლის მიხედვით წარმოადგენს ხელშეკ-რულების შეწყვეტის საფუძველს. მას შემდეგ რაც ფაქტობრივად შეწყდა, შპს „ა-----–------“-სა და შპს „ა-–------“-ს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, შპს „ა-–------“-ის სახელით ფოთის საბაჟო ტერმინალს მიმართა, არა გ------- ქ------ემ, არამედ სხვა პირმა, გ------- ქ------ის, როგორც შპს „ა-–------“-ის დირექტორის სახელით, რაც დგინდება ექსპერტიზის დასკვნითაც №-------, სადაც მითითებულია, რომ საბაჟო ტერმინალში წარდგენილ დოკუმენტთაგან არცერთზე, გ------- ქ------ის სახელით შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის გ------- ქ------ეს.
ფოთის საბაჟო ტერმინალში განხორციელებულ საბაჟო ოპერაციებზე, კერძოდ ხელშეკ-რულება №-------ის იმ ეგზემპლარით, რომელზეც ექსპერტიზის დასკვნის №-------, თანახმად არ არის გ------- ქ------ის ხელმოწერა, მოხდა შპს „ა-----–------“-ის ბალანსზე არსებული ლამინირებული ფილების შპს „ა-–------“-ზე გადასხვისება, რომლის შემდეგაც შპს „ა-----–------“-ის დირეტორმა წერილობით განცხადებით, რომელიც თარიღდება 2----–-–------------ით, მიმართა ფინანსთა სამინიტროს საბაჟო დეპარტამენტს, საბაჟო „დასავლეთის“ ფოთის საბაჟოს უფროსს და მოითხოვა საჭირო საბაჟო ოპერაციების ჩატა-რება და საბაჟო საწყობში არსებული ტვირთის შპს „ა-–------“-ის მფლობელობაში გადა-ცემა. გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება რომ აღნიშნულ განცხადებაზე ხელი დ----- ს--------–--ის ნაცვლად არ მოუწერია გ------- ქ------ეს, მასზე არსებული ხელმოწერა სავარაუდოდ ეკუთვნის ზ---– ბ--------–--ეს.
ბრალდების მხარის მიერ წამორდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება, 2----–-–------------ით დათარიღებული განცხადება, რომლითაც 10 000 კვ.მ მეტრი იატაკის საფარი თითქოსდა გადავიდა შპს „ა-–------“-ის მფლობელობაში, ვის მიერ არის ხელმოწერილი, ხოლო აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საბაჟო ოპერაციების დაწყების საფუძველს, რომლის გარეშეც ტვირთის საბაჟო ტერმინალიდან გამოტანა ფაქტობრივად შეუძლებე-ლი იყო.
მოწმეების ვ-–- დ--------ს და გ------- კ------ის ჩვენებების მიხედვით, გ------- ქ------ის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტებით ფიზიკურად შეუძლებელი იყო ლამინირებული ფილების დაუფლება, ასევე საქმის მასალებით დგინდება, რომ გ------- ქ------ეს არავის-ზე გაუცია მინდობილობა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა, გ------- ქ------ის სახე-ლით ეწარმოებინა საბაჟო ოპერაციები, რაც გამორიცხავს გ------- ქ------ის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული და-ნაშაულის ნიშნებს.
მარათალია სასამართლომ გ------- ქ------ე დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, მაგრამ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწიებული დანაშაულის ჩადენაში.
განსახილველ შემთხვევაში გ------- ქ------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დად-გენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ გ------- ქ------ის ოფისიდან ამოღებულ 2----–-–------------ის ხელშეკრულებაში №------, ხელშეკრულების ერთ მხარეს მითი-თებულია „დ----- ს--------–--ე“, ხოლო მეორე მხარედ „გ----- ქ------ე“. ექსპერტიზის დასკვნით აღნიშნულ ხელშეკრულებაზე გ------- ქ------ის ხელმოწერაა, ხოლო დ----- ს--------–--ის სახელით გაკეთებული ხელმოწერა არ ეკუთვნის დ----- ს--------–--ეს.
გ------- ქ------ეს, როგორც ხელშეკრულების მხარეს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა გადაემოწმებინა თუ ვინ აწერდა შპს „ა-----–------“-იდან ხელს ხელშეკრულებას, ზეპი-რად ის შეუთანხმდა შპს „ა-----–------“-ის წარმომადგენლებს.
ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ 2----–-–------------ით დათარიღებული ხელშეკრულება №------ მიტანის მომენტში, მასზე იყო თუ არა დ----- ს--------–--ის ხელმოწერა, მოწმეებმა განსხვავებული განმარტება გააკეთეს, კერძოდ ფ--–--- ა----–---ეს, გ------- გიორგძეს და გ------- ქ------ეს არ ახსოვთ იყო თუ არა დოკუმენტებზე დ----- ს--------–--ის ხელმოწერა და ვინმეს ხელმოწერა საერთოდ, ხოლო ნაბეჭდი სახით ვინ ეწერა გ------- ქ------ე არ დაკვირვებია.
ყურადღება უნდა მიექცეს ასევე იმ გარემოებას, რომ დანაშაული, რომლითაც გ------- ქ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატე-გორიას, რომლისთვისაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფ-ლების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი. შესაბამისად, თუ ფოთის საქალაქო სასამართლო დადასტურებულად ჩათვლიდა, რომ გ------- ქ------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რის საშუალებასაც წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა, მიუხედავად ამისა, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში გ------- ქ------ე უნდა გათავისუფლებულიყო სის-ხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, რაც სასამართლოს არ გაუკეთებია.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს ე---–---- ბ------ს, რომელიც ითხოვს გ------- ქ------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქ-ტებით.
– აპელანტს, მსჯავრდებულ გ------- ქ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს პ----- დ-------ეს, რომლებიც ითხოვენ გ------- ქ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრების მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
დაზარალებულ დ----- ს--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის სამშენებლო კომპანია შპს „ა-----–-------ის“ დამფუძნებელი, 100% წილის მფლობელი და დირექ-ტორი. კომპანია მონაწილეობდა ტენდერებში და აწარმოებდა ფართო მასშტაბის საამ-შენებლო სამუშაოებს. ყოფილი თანამშრომლის გ------- გ--------ის მეშვეობით გაიცნო გ------- ქ------ე, რომელიც უნდა დახმარებოდა თურქეთიდან სხვადასხვა სახის საამშენებლო მასალების შემოტანაში. ამ მიზნით თურქეთში წავიდნენ და ქ. ტ----------ში შეხვდნენ ფირმა „ო-----------ს“ დირექტორს ო----- მ--------ს, გააფორმეს ხელშეკრულება და მოლაპარაკების თანახმად გ------- ქ------ე, საშუამავლო თანხის სახით, შემოტანილი მასალების ღირებულების 2%-ს მიიღებდა. ყველაფერი კარგად დაიწყო და საქმიანი ურ-თიერთობა დამყარდა. ბოლოს დადგა საკითხი ლამინირებული პარკეტის შემოტანაზე, რომელიც სკოლებში უნდა დაგებულიყო, მაგრამ შემოტანა დაგვიანდა ორი თვით და ფოთის საბაჟო ტერმინალში 2006 წლის 12 სექტემბერს შემოვიდა 26200 მ2 ლამინი-რებული პარკეტი. დაგვიანებამ განათლების სამინისტროსთან პრობლემები გამოიწვია და დაძაბული სიტუაცია წარმოიშვა. ამ პარკეტის ღირებულებიდან 73 000 აშშ დოლარი გადარიცხული ჰქონდა თურქულ კომპანიაში და დარჩენილი იყო 88 860 აშშ დოლარი, რომლის მთლიანად ანაზღაურებას ითხოვდნენ, ხოლო განათლების სამინისტრო თანხას არ ურიცხავდა, ვინაიდან ყველა თანხა არჩევნებისთვის იყო მობილიზებული. მიუხე-დავად დიდი სირთულეებისა, მოახერხა ბანკიდან სესხის აღება და ამ თანხის გადახდა და მისი ფირმის მომმარაგებელი გ------- გ--------ე გ------- ქ------ესთან გაუშვა გემის საბუთების წამოსაღებად, მაგრამ მან საბუთები არ მისცა, ვინაიდან მის საშუამავლო თანხას ითხოვდა 5500 აშშ დოლარის ოდენობით. განათლების მინისტრის მოადგილემ მხოლოდ სამი დღე მისცა სკოლებში პარკეტის შესატანად და მიუხედავად იმისა, რომ გ------- ქ------ეს უთხრა, რომ ამ თანხას ჩაურიცხავდა სამინისტროს მიერ თანხის გადმორიცხვის შემდეგ, მან არ გაითვალისწინა მისი თხოვნა და უარი განაცხადა საბუ-თების გადაცემაზე, რის გამოც დათქმულ ვადაში ვერ შეიტანეს პარკეტი და მისი დაკა-ვებაც სწორედ ამან გამოიწვია. მის ფირმაში პროკურატურა შევიდა. ამას მოჰყვა ხელი-სუფლებასთან მისი დაპირისპირება. ფული ისესხა და გ------- ქ------ეს 5 500 თუ 6000 აშშ დოლარი, 11 ოქტომბერს კ--- გ--------ის და გ------- გ--------ის მეშვეობით მისცა, მან კი საბუთები გადასცა და 12 ოქტომბერს ორი კონტეინერი განაბაჟეს, რომელიც ორ სკოლაში შეიტანეს, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო და 2006 წლის 28 ოქტომბერს დააკა-ვეს და ვინაიდან თანამშრომლობაზე არ დათანხმდა, 11 წელი მიუსაჯეს. ამის შემდეგ, კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მისი ბიძაშვილი, ვ-–-------- ს--------–--ე დანიშნა. კომპანიას, მის მიერ განხორციელებული შესრულებული სამუშა-ოების შედეგად, განათლების სამინისტროსგან 2 მილიონამდე ლარი ერგებოდა, რასაც მინისტრიც აღიარებდა, თუმცა ხელშეკრულება შეუწყვიტა. მიუხედავად ამისა საქმიანო-ბას აგრძელებდნენ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რა დროსაც წარმოეშვათ საბიუჯეტო დავალიანება 72 636 ლარი, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ ეცნობათ 2----–-–------------ს. ამ დროისათვის ლამინირებული პარკეტი, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძ-ველზე, დასაწყობებული ჰქონდათ ქ. ფ----–---–-------- ქუჩაზე მდებარე „ფ--------–----ის“ საწყობში. საბიუჯეტო დავალიანების წარმოშობამდე, 21109 მ2 ლამინირე-ბული პარკეტი გ------- გ--------ის მონაწილეობით გაიტანეს, რეალიზაცია მოახდინეს და მუშების ხელფასები დაარიგეს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, ამავე დროს საბიუჯეტო დავალიანებაც უნდა გაესტუმრებინათ, რათა კომპანიას საქმიანობა გაეგრძელებინა. ამ პროცესს გ------- გ--------ე ხელმძღვანელობდა, რომელიც საწყობის გამგე იყო და მის მიერ გაცემული სამდღიანი მინდობილობებით 2006 წლის ოქტომბრამდე ასრულებდა აღნიშნულ ოპერაციებს. იგი ციხეში იმყოფებოდა, გარეშე პირებთან კომუნიკაცია თითქ-მის შეუძლებელი იყო, ამიტომ ადვოკატის მეშვეობით ვ-–-------- ს--------–--ესთან შეთანხმდა, რომ 5 000 მ2 ლამინირებული პარკეტი, რომლის ღირებულებაც, დაახლოე-ბით 100000 ლარს შეადგენდა, გამოეტანათ, გაეყიდათ და გაესტუმრებინა საბიუჯეტო დავალიანება, მაგრამ ვ-–-------- ს--------–--ეს საბაჟო ტერმინალმა არ მისცა განბაჟების უფლება. ადრე განბაჟების თანხას ნაღდი ფულით იხდიდნენ და ამჯერადაც ასე უნდა გადაეხადათ, ვინაიდან ფირმის ანგარიშიდან, საბიუჯეტო დავალიანების გამო, საბანკო გადარიცხვას ვერ განახორციელებდნენ, მაგრამ ამჯერად უთხრეს, რომ კანონი შეიცვალა და თანხა უნდა ჩარიცხულიყო შესაბამისი ანგარიშიდან, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ ეს სიცრუე იყო და კანონში არანაირი ცვლილება არ შესულა, რაც იმაზე მიუთითებ-და, რომ ყველაფერი თავიდანვე იყო გამიზნული და დაგეგმილი.
ციხეში ყოფნის დროს აცნობეს, რომ ფოთში მისი ხალხი ძალიან საეჭვოდ იქცეოდა, რის გამოც დაუკავშირდა ვ-–-------- ს--------–--ეს, რომელმაც უთხრა, რომ პარკეტი საიმედო ადგილას საბაჟოში ინახებაო, მაგრამ 2----–-–------------–ს მაინც მოიპარეს, რის შემდეგ, დაახლოებით ერთი თვე გ------- გ--------ეს ვერ უკავშირდებოდა. გააყალბეს ხელშეკრულება, როგორც მისი, ასევე ვ-–-------- ს--------–--ის ხელმოწერები, რაშიც ხელი შეუწყო საბაჟო ტერმინალის თანამშრომლებმა, რომლებიც დამნაშავეები არიან, მათ შორის საბაჟოს უფროსი ვ-–- დ--------, რადგან მისი ნებართვის გარეშე არ უნდა მომხდარიყო ლამინირებული პარკეტის გატანა. პარკეტი გ------- ქ------ემ მოიპარა და გაყიდა, ამაში მისი ყოფილი თანამშრომლებიც არიან გარეული, მათ შორის ზ------ ბურ-ჭულაძე, რომელსაც ადრე ტელეფონი და მანქანა უყიდა და სამი სკოლა ჩააბარა გ-----ის რაიონებში. საქმეში არსებული ორი ხელშეკრულებიდან, თუ რომელი იქნა წარდგენილი საბაჟო სამსახურში, მისთვის უცნობია. შემდგომში სარჩელი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და გ------- ქ------ის ფირმას შპს „ა-–------“-ს, სასამართლომ დააკისრა 68 000 ლარის და სასამართლო ხარჯების გადახდა, რასაც არ ეთანხმებოდა, ვინაიდან გაცი-ლებით მეტ თანხას ითხოვდა. გ------- ქ------ის ადვოკატების ინიციატივით, საქმე სისხ-ლის სამართლის კუთხით წარიმართა და მანაც გამოითხოვა ეს საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოდან. პროკურატურაში საქმის გამოძიება ძალიან გაჭიანურდა და ბოლოს გ------- ქ------ეს ბრალი წაუყენეს. ზ------ ბ--------–--ეს, რომელიც მისი მეგობარი იყო, ჰქონდა მიზეზი, თითქოს სახელფასო დავალიანების მოტივით გაეყიდა პარკეტი, ბურ-ჭულაძემ თავისი ძმის მეშვეობით გაიცნო ც---------–---–ი და უნდოდათ ამ პარკეტის გამოტანა და ეძებდნენ გზებს მის მოსაპარად, ასევე მისი მეორე თანამშრომელი გ------- გ--------ეც იცნობდა გარკვეულ პირებს და იპოვეს გზა, თუ როგორ გაეტანათ ეს პარკეტი და შეხვდნენ გ------- ქ------ეს. ეს პროცესი ზ----- ბ--------–--ემ დაიწყო, მაგრამ გ------- ქ------ეს ბრალი მიუძღვის მასში, რომ არ უნდა შემცდარიყო და ამხელა დანაშაული არ უნდა ჩაედინა. თუ გ------- ქ------ე არ დათანხმდებოდა, ამ პარკეტს ვერ გამოიტანდნენ. გ------- ქ------ე ვ-–-------- ს--------–--ეს აბრალებდა ყველაფერს, რაც არასწორია, ვინაიდან ვ-–-------- ს--------–--ეს ისედაც ჰქონდა პარკეტის გამოტანისა და გაყიდვის უფლება და დოკუმენტების გაყალბება რაში დასჭირდებოდა. თავიდან ეჭვი გ------- გ--------ეზე ჰქონდა, რომელსაც სამ დღიანი მინდობილობა მისცა ვ-–-------- ს---------–--ემ, პარკეტის გამოტანის, გაყიდვის და მუშებისთვის ხელფასის დარიგების მიზნით, მაგრამ შემდეგ დარწმუნდა, რომ ამ საქმეში მთავარი დამნაშავეა ზ------ ბ--------–--ე, შემდეგ გ------- ქ------ე, ც---------–---–ი და საბაჟო ტერმინალის უფროსი ვ-–- დ--------. გ------- ქ------ესთან 5000 მ2 პარკეტის გაყიდვის თაობაზე არანაირი კავშირი ან საუბარი არ ჰქონია, მისი გაყიდვის თანხმობა არც მას და არც ვ-–-------- ს--------–--ეს არ მიუცი-ათ. ასევე ამ პარკეტის გატანაზე ან გაყიდვაზე არანაირ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუ-წერია. პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას გ------- ქ------ეს მხოლოდ ერთხელ ესაუბრა ტელეფონით და საუბარი ეხებოდა ლამინირებული პარკეტის პლინტუსებს, რომელიც ძირითად პარტიას არ მოჰყვებოდა და ითხოვდა მისი თურქეთიდან გამოგზავ-ნას და ამ საუბრის დროს ტელეფონის ხმამაღალი რეჟიმი ჩართული იყო თუ არა არ იცის. პარკეტი გაიტანეს 2----–-–------------–ს და დაახლოებით ორ კვირაში გაიგო ამის შესა-ხებ ვ-–-------- ს--------–--ისგან. ც---------–---–ი მისულა ვ-–-------- ს--------–--ესთან ოფისში და უთქვამს, რომ ქ------ისგან ვიყიდეო და თანხა გადახდილი მაქვსო. შემდეგ გ------- გ--------ე მისულა ც---------–---–თან და მისთვისაც იგივე უთქვამს. გ------- ქ------ის ბრალეულობა გამოიხატება იმაში, რომ დროულად არ გადასცა ტვირთის დოკუმენტები, იმის გამო, რომ საკუთარი შუამავლობის წილი არ ჰქონდა მიღებული, რის გამოც ვერ მოახერხეს ლამინირებული პარკეტი სკოლებში დაგეგმილ დროში შეეტანათ. სწორედ აქედან წარმოიშვა პრობლემები, საბოლოოდ კი მისი ფირმის კუთვ-ნილი საქონელი შემოსავლების სამსახურმა გაყიდა, ასევე ფირმის ოფისებიც და დაიკარ-გა ბანკში ჩადებული მისი სამი ბინა. პარკეტის ღირებულება არ აუნაზღაურებიათ და თვლის, რომ ეს თანხა ბ--------–--ემ და გ------- ქ------ემ მიითვისეს. საერთო ჯამში მის მიმართ მიყენებული ზიანის მოცულობა დაახლოებით 1 003 000 ლარს შეადგენს, ამ თან-ხაში შედის პარკეტის ღირებულებაც 68 000 ლარის ოდენობით, ამიტომ წინააღმდეგია გ------- ქ------ის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე და ითხოვს მის პასუხისმგებლობას.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე ვ-–-------- ს--------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ მისმა ბიძაშვილმა დ----- ს--------–--ემ დააარსა სამშენებლო კომპანია შპს „ა-----–------“, რომლის დირექტორიც თვითონ იყო, ხოლო 2006 წლის 28 ოქტომბრიდან, დ-----ის დაკავების შემდეგ, მისივე თხოვნით, თვითონ ჩაიბარა ფირმის საქმიანობა, სადაც ბევრი პრობლემა დაგროვდა. ფირმას, დაახლოებით 28 ობიექტი ჰქონდა სხვადასხვა რეგიონებში და ყველგან პრობლე-მა იყო. პროკურატურის და ფინანსური პოლიციის მიერ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. მთელი დღეები ფინანსურ პოლიციაში ან პროკურატურაში იმყოფებოდა. ფირმაში მუშაობდნენ გ------- გ--------ე - საწყობის გამგედ და ზ------ ბ--------–--ე - სამუშაოთა მწარმოებლად. მისი დირექტორად დანიშვნამდე კომპანიას შემოტანილი ჰქონდა ლამინირებული პარკეტი 30-32000 მ2 ოდენობით, რომელიც „M-----“-ის კონტეინერებში იყო დასაწყობებული და ამ ფირმასთან მოლაპარაკების შემდეგ, „ფ--------–----ის“ საწყობში დააწყვეს, საიდანაც ხდებოდა ამ პარკეტის გაცემა. მისი დირექტო-რობის პერიოდში 2007 წლის დეკემბერში, იანვარში და თებერვალში გაიცა დაახლოებით 15-17 ათასი მ2 პარკეტი და დარჩა 15 ათასი. გ------- გ--------ეს აძლევდა მინდობილობას და პარკეტის გატანაზე და განბაჟებაზე ის აწარმოებდა დოკუმენტაციას. დ----- ს---------–--ის დაკავების შემდეგ, ყველა ცდილობდა ხელშეკრულების შეწყვეტას ამ ფირმასთან, თუმცა შეძლეს და სამუშაოები გააგრძელეს. ამ პერიოდში, 2007 წლის 07 მაისს სრულიად შემთხვევით გაიგო, რომ საწყობიდან გატანილი იყო პარკეტი, ელიავას ბაზრობიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ ჩინური პარკეტიაო შემოსული, რომელიც თქვენი ფირმის გარდა არავის არ აქვსო. მან თანამშრომელს დაარეკინა „ფ--------–-----ში“, სადაც პარკეტი ინახებოდა და უთხრეს 5000 კვ.მ. პარკეტი გატანილიაო. მეორე დღესვე ჩავიდა ფოთში, სადაც დარჩენილი ჰქონდათ დაახლოებით 15000 კვ.მ. განუბაჟებელი პარკეტი, რომლის დაცვაც ხელშეკრულებით საწყობს ევალებოდა და საფრთხეს არ ელოდა. იუ-რისტთან ერთად მივიდა საბაჟოს უფროსთან, დ--------სთან და მოსთხოვა პარკეტის გატანის საბუთები, რომელიც ელექტრონული ფოსტით 2 დღეში გამოუგზავნა, რაც შემ-დგომში გამომძიებელ დ--------ს გადასცა. ამის შემდეგ საგადასახადო ინსპექციაში დაადგინა, რომ პარკეტი გაიტანა შპს „ა-–-------მა“, რომლის დირექტორი იყო გ------- ქ------ე, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა და არც მისი ფირმის არსებობის შესახებ იცო-და. ასევე დაადგინა, რომ პარკეტის გატანაში მონაწილეობდა ბ--------–--ე და მისი ძმა, ხოლო სხვებს არ იცნობდა. ტვირთის გატანა მოხდა გაყალბებული დოკუმენტაციით შპს „ა-–------“-ს და შპს „ა-----–------“-ს შორის გაფორმებული ყალბი ხელშეკრულებით, გაყალბებული იყო ხელმოწერა და დირექტორად ეწერა დ----- ს--------–--ე, მათ შორის გაყალბდა მისი ხელმოწერებიც. როგორც აღმოჩნდა, ეს პროცესი 2007 წლის მარტის თვეში დაწყებულა, თავიდან 10000 მ2 პარკეტის გატანა სურდათ, მაგრამ განბაჟების თანხა არ ეყოთ და 5000 მ2 გაიტანეს. ბათუმის და ფოთის საბაჟოსთვის ცნობილი იყო, რომ ფირმის დირექტორი ვ-–-------- ს--------–--ე იყო და მათ არ უნდა დაეშვათ გაყალბე-ბული ხელმოწერებით ტვირთის გაცემა, რაზედაც პასუხიმგებლობა ეკისრებათ. მას არა-ნაირი შეთანხმება ან დავალება არ ჰქონია ვინმესთვის 5000 მ2 ლამინირებული პარკეტის განბაჟების ან გატანაზე, არცერთ დოკუმენტზე ამ მიზნით ხელი არ მოუწერია და არც რაიმე მინდობილობაც გაუცია. ასეთი შეთანხმება არ ჰქონია ასევე არც დ----- ს---------–--ესთან, ვინაიდან ნებისმიერ გადაწყვეტილებას თვითონ იღებდა. ფირმის ხელმ-ძღვანელად დანიშვნის შემდეგ ორი ბეჭედი ჩაიბარა და არც ერთი ბეჭედი არავისთვის არ გადაუცია. როდესაც ტვირთის გატანის შესახებ შეიტყო, დაურეკა ბ--------–--ეს და ერთი კვირის ვადა მისცა იმისთვის, რომ პარკეტის საფასური შეეტანათ ხაზინაში, ვინა-იდან მისი ინფორმაციით იგი მონაწილეობდა, თავის ძმასთან და გ------- გ--------ესთან ერთად ამ პროცესში, რაც არ შეასრულეს და ამის შემდეგ საჩივარი შეიტანეს პროკურა-ტურაში, სადაც 2007 წლის აგვისტოში დაიბარა გამომძიებელმა დ--------მ, რა დროსაც საქმის გარშემო დაკითხა. დაკითხვის ოთახში შემოვიდა 2 მამაკაცი, იგი ცოტა ხნით გარეთ გავიდა და როდესაც დაბრუნდა დ--------მ უთხრა, რომ იმ ორიდან მამაკაციდან ერთი იყო გ------- ქ------ე და მეორე მისი ბუღალტერი სახელად ფ--–---. სწორედ მაშინ შეხვდა პირველად გ------- ქ------ეს, სხვა დროს ამ პირთან არანაირი შეხება არ ჰქონია, შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეხვდა. ამის შემდეგ ბათუმში ჩააკითხა გ------- ქ------ეს, რომელმაც უთხრა, რომ ც---------–---–ს უნდა ედავოთო, დოკუმენტი წარუდგინა მისი ხელმოწერით, ასევე ანახა ტელეფონის ნომერი და უთხრა, რომ ამ ნო-მერზე თითქოს მას ესაუბრა. მან გ------- ქ------ეს მაშინათვე დაარეკინა მის მიერ მოწო-დებულ ტელეფონის ნომერზე და როგორც კი ვ-–-------- ს--------–--ე იკითხა, ტელე-ფონი გაითიშა. მას გ------- ქ------ესთან სატელეფონო საუბარი პარკეტთან დაკავშირე-ბით არასდროს ჰქონია. შემდეგ ც---------–---–საც შეხვდა, რომელმაც შპს „ა-–------“-სა და ინდ. მეწარმე ც---------–---–ს შორის დადებული ხელშეკრულება წარუდგინა და უთხრა, რომ პარკეტი შპს „ა-–------“-გან ვიყიდე და მასთან მაქვსო საქმე. ვალის ნაწილი გავუსტუმრე და დარჩენილ ნაწილსაც ავანაზღაურებო, თუმცა მისთვის უცნობია ც---------–---–მა თანხა მისცა თუ არა შპს „ა-–------“-ს.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე კ--- გ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2006-2007 წლებში მუშაობდა შპს „ა-----–------“-ში მომმარაგებლად, რომელსაც ფოთში დასაწყობებული ჰქონდა, დაახ-ლოებით 28000 მ2 ლამინირებული პარკეტი. გარკვეული ნაწილი ამ პარკეტიდან გაიტანს და ობიექტებში დაარიგეს. 2006 წლის 10-11 ოქტომბერს ფოთის საბაჟოდან ტვირთის გამოტანა უნდოდა დ----- ს--------–--ეს, მაგრამ გ------- ქ------ემ ტვირთის საბუთები არ მისცა, ვინაიდან საშუამავლო თანხას ითხოვდა, რის შემდეგადაც დ----- ს---------–--ემ 11000 აშშ დოლარი გადმორიცხა და ამ თანხიდან 6000 აშშ დოლარი მან და გედე-ვან გ--------ემ გ------- ქ------ეს ჩაუტანეს ბათუმში და მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანეს 2 ტრაილერი პარკეტი, რომელიც ასევე ობიექტებზე განაწილდა. გ------- ქ------ის შუამავ-ლობით ხდებოდა თურქეთიდან ლამინირებული პარკეტის შემოტანა. დ----- ს---------–--ე დააკავეს 2006 წელს და ამის შემდეგ ფირმას ვ-–-------- ს--------–--ე ხელმძღვანე-ლობდა, მაგრამ ვ-–-------- ს--------–--ის დავალებით პარკეტი არ განუბაჟებია. 2007 წელს ელიავას ბაზრობიდან დაურეკა ნაცნობმა და უთხრა, რომ თქვენი პარკეტი იყიდება, რაც დაუყოვნებლივ აცნობა ვ-–-------- ს--------–--ეს, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა და მინდობილობაც არ ჰქონდა ვინმეზე გაცემული. შემდეგ გაიგეს, რომ 5000 მ2 პარკეტი მოპარული იყო, რაშიც მონაწილეობდნენ ზ------ ბ--------–--ე, გ------- ქ------ე, გ------- გ--------ე და სხვები.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე გ------- კ------ის ჩვენების დადგენილია, რომ 2007 წლის 28 მარტს დაინიშნა ფო-თის საბაჟო საგუშაგო პორტის გაფორმების განყოფილების უფროსად. დანიშვნიდან, დაახლოებით 10 დღეში შემოვიდა ერთ-ერთი ფირმის დირექტორის წერილი, სადაც ით-ხოვდნენ ტვირთის გასხვისებას, შპს „ა-----–------“-ის ტვირთი იყო დასაწყობებული და ითხოვდნენ ამ ტვირთის გასხვისებას სხვა ფირმაზე. დასაწყობებული ტვირთის განბაჟე-ბისას, ტვირთის მესაკუთრე ადგენს წერილს, დაადებს ახალ ინვოისს და აქცევს სხვა კომპანიაზე, რის შემდეგად ეს კომპანია აკეთებს ტვირთის განბაჟებას და ანალოგიური პროცედურა ჩატარდა ამ შემთხვევაშიც, კანონის შესაბამისად შემოვიდა დეკლარაცია, რომელსაც წერილები ახლდა, ყველა პროცედურა სწორად გაკეთდა და მოხდა ტვირთის განბაჟება. წარმოდგენილ დოკუმენტებზე პასუხისმგებელი იყო შპს „ა-–------“ და მისი დირექტორი გ------- ქ------ე. საბაჟოზე ვერ ამოწმებენ საბუთებზე ხელმოწერისა და ბეჭ-დის ნამდვილობას. მას ს--------–--ესთან და ქ------ესთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე ზ------ ბ--------–--ის ჩვენების დადგენილია, რომ დ----- ს--------–--ეს ბავშვო-ბიდან იცნობს. მისი დაკავების შემდეგ, შპს „ა-----–------“-ის დირექტორი იყო ვ-–--------- ს--------–--ე. ფირმაში პრობლემები შეიქმნა, მუშების ხელფასები უნდა დარიგებუ-ლიყო. მას სახლში ჩამოაკითხა ვ-–-------- ს--------–--ემ და მაშინ წარმოიშვა აზრი, რომ მუშებისთვის მისაცემი ხელფასი გაესტუმრებინათ ლამინირებული პარკეტით. ვ-–--------- ს--------–--ემ უთხრა ვინმე მოძებნეთო ვინც დაგვეხმარება და ლამინირებული პარ-კეტი განაბაჟეთო, ვინაიდან მათი ფირმის ანგარიშებს ყადაღა ედო და თვითონ ვერ განა-ბაჟებდნენ, ამიტომ საჭირო იყო მეორე ფირმა, რომ მომხდარიყო ლამინირებული პარკეტის გასხვისება. მან ვ-–-------- ს--------–--ეს უთხრა, რომ იყო პირი, ვინც დაეხმა-რებოდა ლამინირებული პარკეტის განბაჟებაში და თანხმობა ჰქონდა ტვირთის გამოტა-ნაზე ს--------–--ისგან. ლამინირებული პარკეტის განბაჟების პროცესი თითქმის 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რაღაცეებს აზუსტებდნენ, იგი და ვ-–-------- ს---------–--ე ჩავიდნენ სპეციალურად გ--------ესთან, იქ შეთანხმდნენ რაღაც დეტალებზე. ლამინირებული პარკეტის გამოტანა სამსახურებრივად გ------- გ--------ეს ეხებოდა, ამიტომ ი-----–- ც---------–---–ი გ------- გ--------ეს მან გააცნო და ი-----–- ცქიფურიშ-ვილი უნდა დახმარებოდათ ლამინირებული პარკეტის გამოტანაში. გ------- გ--------ეს ჰქონდა კავშირი დ----- და ვ-–-------- ს--------–--ეებთან, ასევე გ-------ი იყო ამ საქმეში გ------- ქ------ის ჩართვის ინიციატორი, ამიტომ იგი გ------- გ--------ესთან ერთად მივიდა გ------- ქ------ესთან და ტვირთის განბაჟებაზე დახმარება თხოვეს, რაზედაც გ------- ქ------ემ უარი უთხრა, თვითონ დ----- ს--------–--ემ დამირეკოსო. ამის შემდეგ, დაახლოებით 2 კვირაში ისევ მიაკითხეს, გ------- გ--------ემ ტელეფონით დაურეკა დ----- ს--------–--ეს და მიაწოდა გ------- ქ------ეს. ტელეფონიდან ვიღაცამ თქვა, რომ დ-----ი იყო და ტელეფონზე საუბრის შემდეგ, გ------- ქ------ემ თანხმობა განაცხადა დახმარებაზე. ამ დროს დ----- ს--------–--ე პატიმრობაში იმყოფებოდა. ირაკ-ლი ც---------–---–ი ამბობდა, რომ ლამინირებული პარკეტის განბაჟების დროს არავითა-რი კანონის დარღვევა არ ხდებოდა. მან გ------- გ--------ისგან იცის, რომ პარკეტის განბაჟების ფული ი-----–- ც---------–---–მა ჩამოიტანა, ხოლო პარკეტის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა უნდა ჩაერიცხა შპს „ა-–------“-ის ანგარიშზე. ამ თანხის ნაწი-ლი ვ-–-------- ს--------–--ეს მისთვის უნდა ჩაერიცხა მუშებისთვის ხელფასების დასა-რიგებლად და მისი ინტერესიც ამ პროცესში მხოლოდ მუშებისთვის მისაცემი ვალების გასტუმრება იყო, თუმცა თანხა არ ჩარიცხულა და მუშები მას აკითხავდნენ ხელფასზე. 5000 მ2 ლამინირებული პარკეტის განბაჟების და გამოტანის თაობაზე პირადად ესაუბრა დ----- ს--------–--ეს და მან იცოდა ამის შესახებ. განბაჟების დროს ფოთში იმყოფებოდა, მაგრამ უშუალოდ განბაჟების პროცესს და საბაჟო ოპერაციებს არ დასწრებია და ეს არც ეხებოდა და არც ვინმესგან ჰქონდა ამის შესახებ დავალება. მხოლოდ დატვირთვას დაესწრო. ლამინირებულ პარკეტს ანბაჟებდა გ------- გ--------ე და ი-----–- ცქიფურიშ-ვილი, რომელთაც 5000 კვ.მ. ლამინირებული პარკეტის განბაჟებაზე დ----- ს--------–---ის და ვ-–-------- ს--------–--ისგან ჰქონდათ ნებართვა. როდესაც თანხა არ ჩაირიცხა, ი-----–- ც---------–---–ს შეუთვალა, თუ რატომ არ იყო თანხა ჩარიცხული, რაზედაც უპასუხა, რომ პატრონები ნანახი მყავსო და შენ რატომ კითხულობო, რის შემდეგადაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ პატრონებში ს--------–--ეებს გულისხმობდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე ვ-–- დ--------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–-------------------------------ის ჩათვლით მუშაობდა საბაჟო გამშვებ ფოთის პ------------------ად, რომლის უფლება-მოვალეობებში შედიოდა, როგორც საბაჟო საზღვარზე შემოსული ტვირთების დამუშა-ვება, ასევე ტვირთების საბაჟო გაფორმება და ტერმინალების მომსახურება. შპს „ა-–------“-თან და შპს„ა-----–------“-თან დაკავშირებით საქმის დეტალები გაიგო საბაჟო გა-ფორმებიდან, დაახლოებით თვენახევარიორი თვის შემდეგ როცა შპს „ა-----–------“-ის ადვოკატი მივიდა და მოითხოვა საბუთების ქსეროასლების ამოღება, რადგან საბუთების გაყალბებაზე მიუთითებდა. შესაბამისი განცხადებით მომართვის შემდეგ, ადვოკატს გა-დასცეს საბუთების ასლები, რაც საბაჟოს არქივში ინახებოდა. მისთვის ცნობილია, რომ გასხვისდა საბაჟო საწყობში შენახული, დასაწყობებული ტვირთი სხვა ორგანიზაციაზე, რომელსაც ითვალისწინებს მანამდე არსებული ინსტრუქცია საბაჟო საწყობში შენახული ტვირთების დამუშავების და განკარგვის შესახებ. საბაჟო ორგანომ შპს „ა-–------“-სგან მიიღო განაცხადი, ინვოისი, ხელშეკრულება შპს „ა-–------“-სა და შპს „ა-----–------“-ს შორის დადებული, რომელიც სველი ბეჭდებით იყო დამოწმებული და ორგანიზაციების პასუხისმგებელი, უფლებამოსილი პირები აწერდნენ ხელს. წარდგენილ იქნა განაცხადი იმის თაობაზე, რომ სურდათ საბაჟო საწყობში სხვის სახელზე არსებული ტვირთის იმპორტის რეჟიმში მოქცევა, დეკლარაციის წარმოდგენა მოხდა შპს „ა-–-------ის" მიერ შესაბამისი ინსტრუქციების თანახმად, შემოსული განცხადება დაეწერა ერთ-ერთ განყოფილებას და განხორციელდა დამუშავების ოპერაცია, რის შემდეგაც ტვირთი გადა-ვიდა შპს „ა-–------“-ის საკუთრებაში. ტვირთის გასაფორმებლად საბუთები წარმოადგი-ნა შპს „ა-–------“-მა, ის იყო პასუხისმგებელი საბუთების იდენტურობაზე, სისწორეზე და ტვირთის გადაფორმება თუ გაყალბებული დოკუმენტებით განხორციელდა, პასუხის-მგებლობა ეკისრება შპს „ა-–------“-ს. ხელშეკრულების ნამდვილობის და ბეჭდების ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება და წვდომა საბაჟოს არ გააჩნია.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე ე-–----- ძ--------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საპროცესო კანონმდებლობა არ დარღვეულა.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე გ------- გ--------ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობდა შპს „ა-----–------“-ის საწყობის გამგედ. გ------- ქ------ე მან გააცნო დ----- ს--------–--ეს, რის შემდეგადაც ფირმას კავშირი ჰქონდა თურქ ბიზნესმენებთან და შემოჰქონდათ სხვადასხვა საამშენებ-ლო მასალა; იმ დროისათვის შემოტანილი ჰქონდათ დაახლოებით 25000 მ2 ლამინირებუ-ლი პარკეტი, რომლის ნაწილი გაიტანეს და ობიექტებზე განაწილდა, ხოლო ნაწილი დარჩა. 2006 წელს, დ----- ს--------–--ის დაკავების შემდეგ, პრობლემები შეიქმნა, ფირმას დ-----ის ბიძაშვილი, ვ-–-------- ს--------–--ე ხელმძღვანელობდა, კომპანიას საგადასახადო ვალდებულებები წარმოეშვა, ანგარიშებს ყადაღა ედო, ამიტომ ამ ფირმის სახელით საქონლის განბაჟება შეუძლებელი იყო. ამის შესახებ იცოდნენ დ----- და ვ-–-------- ს--------–--ეებმა და ვ-–-------- ს--------–--ემ უთხრა, რომ თუ კანონიერი გზით იქნებოდა შესაძლებელი, გამოეტანათ პარკეტი და იგი მოქმედებდა მათი დავალე-ბით, თუმცა 5000 მ2 ლამინირებული პარკეტის გამოტანაზე მინდობილობა არ ჰქონია, მოქმედებდა საერთო მინდობილობის საფუძველზე. ფირმის ბეჭედი არ ჰქონია, მას გააჩნდა მხოლოდ სასაწყობე ბეჭედი. პარკეტის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა უნდა შესულიყო შპს „ა-----–------“-ის ანგარიშზე მუშების ხელფასების დასაფარად. გ------- ქ------ის და მისი ფირმის ჩართვას ამ საქმეში დაჟინებით მოითხოვდა ი-----–- ც---------–---–ი, რომელიც მას ზ------ ბ--------–--ემ გააცნო. ამბობდა, რომ მხოლოდ შუამავალი ფირმის მეშვეობით იყო შესაძლებელი პარკეტის გამოტანა. სურდათ ყველა-ფერი კანონიერად გაკეთებულიყო და ამის შესახებ იცოდნენ დ----- და ვ-–-------- ს---------–--ეებმა. ამ მიზნით, ზ------ ბ--------–--ესთან ერთად ოფისში მივიდნენ გ------- ქ------ესთან და დახმარება თხოვეს პარკეტის გამოტანაში, რაზედაც უარი განაცხადა და თქვა, რომ კაცი ციხეში ზის და როგორ დაგეხმაროთო, თუ დ----- ს--------–--ე იტყვის და კანონიერი გზით განხორციელდება ყველაფერი, დაგეხმარებითო. გ------- ქ------ემ იცოდა, რომ დ----- ს--------–--ე ამ დროისათვის პატიმრობაში იმყოფებოდა. დაახლოე-ბით ერთ კვირაში ისევ მივიდნენ გ------- ქ------ესთან, ამ დროისათვის დ----- ს---------–--ესთან სატელეფონო საუბარი დაგეგმილი და შეთანხმებული იყო. დ----- და ვლა-დიმერ ს--------–--ეებმა იცოდნენ, თუ როდის იქნებოდა გ------- ქ------ის ოფისში და ამ დროისათვის უნდა დაერეკათ. დაგეგმილ დროს გ------- ქ------ესთან ოფისში ყოფნისას ტელეფონზე დარეკა დ----- ს--------–--ემ, თუ ვის ტელეფონზე, არ ახსოვს. ჯერ თვი-თონ დაელაპარაკა, ხოლო შემდეგ ტელეფონი ხმამაღალი საუბრის რეჟიმზე დააყენეს და გ------- ქ------ესა და დ----- ს--------–--ეს შორის საუბარი ყველას ესმოდა. თუ რაზე ისაუბრეს არ ახსოვს, მაგრამ საუბრის დასრულების შემდეგ გ------- ქ------ემ თქვა, რომ დაგეხმარებითო. მას ამ პროცესში ფინანსური ინტერესი არ ჰქონდა, უბრალოდ ეხმარე-ბოდა დ----- ს--------–--ეს. შეთანხმების თანახმად, ი-----–- ც---------–---–ს უნდა მოეგვარებინა დოკუმენტალური მხარე, გადაეხადა განბაჟების თანხა, მოეხდინა პარკე-ტის რეალიზაცია და მიღებული თანხა შპს „ა-----–------“-ისთვის გადაეცა. ეს საკითხი ვ-–-------- ს--------–--ესთან შეთანხმებული იყო. ი-----–- ც---------–---–მა იცოდა, თუ ვინ იყო შპს „ა-----–------“-ის ხელმძღვანელი და მისთვის ცნობილი იყო ამ ფირმის პრობლემების შესახებ. ამის შემდეგ ი-----–- ც---------–---–მა ერთ კვირაში სამარშუტო ტაქსით გამოაგზავნა დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულება, რომელსაც დახვდა ბათუმში, საბაგიროსთან და მიიტანა გ------- ქ------ესთან ოფისში. საბუთებში იყო შპს „ა-----–------“-ის ბეჭდით დამოწმებული ხელშეკრულება. თუ ვინ დასვა ბეჭედი ამ ხელშეკრულებაზე მისთვის უცნობია, ასევე არ იცის, თუ საიდან ან რატომ აღმოჩნდა ხელშეკრულების მეორე ეგზემპლარი, ხოლო ხელმოწერები იყო თუ არა ხელშეკრულე-ბაზე, არ ახსოვს. გ------- ქ------ემ 2----–-–------------ით დათარიღებულ ხელშეკრუ-ლებაზე საკუთარი ბეჭედი დასვა და ხელმოწერა გააკეთა, ოფისში მასთან ერთად იყვნენ, თურქი ბიზნესმენი, სახელად ქ-----ი, ზ------ ბ--------–--ე და გ------- ქ------ის ფირმის წარმომადგენელი მ-----– ტ----ე. მეორე დღეს, დილით, ჩამოვიდა ი-----–- ცქიფუ-რიშვილი, ჩამოიტანა თანხა 10000 ლარის ოდენობით და მივიდნენ გ------- ქ------ესთან ოფისში, ი-----–- ც---------–---–ი გ------- ქ------ის ოფისში არ შესულა, გარეთ ელო-დებოდა მანქანაში. იგი და გ------- ქ------ე წავიდნენ „კ----------- ბანკში“, გ------- ქორი-ძემ გადარიცხვის დოკუმენტებს მოაწერა ხელი და ბიუჯეტის ანგარიშზე გადარიცხეს ლამინირებული პარკეტის განბაჟების თანხა 10000 ლარამდე. ამის შემდეგ წავიდნენ ფო-თის საბაჟოზე ტვირთის განსაბაჟებლად და გამოსატანად. გ------- ქ------ემ თავისი ფირ-მის წარმომადგენლად ფ--–--- ა----–--ე გამოუშვა, რომელიც შპს „ა-–-------ის“ უფლება-მოსილი პირი იყო და ბეჭედი გამოატანა. ფოთში საბაჟოზე ი-----–- ც---------–---–ს ელოდებოდნენ, რომელიც 2 უცნობ პიროვნებასთან ერთად მოვიდა, ზ------ ბ--------–--ეც იქ იყო, რამდენიმე საათი შეყოვნდნენ, მერე გამოვიდა ი-----–- ც---------–---–ი, რაღაც საბუთზე ბეჭედიაო დასარტყმელი და ფ--–--- ა----–--ეს უთხრა ზედნადებზე და რაღაც საბუთზე ბეჭედი დაარტყიო, ფ--–--- ა----–--ემ ბეჭედი დაარტყა, რის შემდეგადაც ფ--–--- ა----–--ესთან ერთად ბათუმში დაბრუნდა. ლამინირებული პარკეტის გატანას არ დასწრებია და ამ პარკეტის გატანასთან დაკავშირებით არანაირ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, ყველა დოკუმენტალურ მხარეს ი-----–- ც---------–---–ი აწესრიგებდა. რო-გორც მისთვის ცნობილია ტვირთი შპს „ა-–-------ის“ სახელით განბაჟდა, ხოლო ხელშე-კრულებას რატომ არ აწერენ ხელს დ----- და ვ-–-------- ს--------–--ეები მისთვის უც-ნობია. მას შემდეგ, რაც ლამინირებული პარკეტის თანხა არ იქნა გადახდილი ი-----–- ც---------–---–ის მიერ, მას გ------- ქ------ესთან ურთიერთობა დაეძაბა, ვინაიდან საგა-დასახადო ვალდებულებიდან გამომდინარე 2400 ლარს ითხოვდა საშემოსავლო გადასა-ხადის სახით. მას საამისო თანხა არ ჰქონდა და გ------ში დარეკა, რის შემდეგადაც ვ-–-------- ს--------–--ემ თუ ზ------ ბ--------–--ემ, ზუსტად არ ახსოვს, ბანკში ჩაუ-რიცხეს გ------- ქ------ისთვის მისაცემი თანხა 2400 ლარი, რომელიც პირადად გადასცა გ------- ქ------ეს, რომელმაც შეადგინა მიღება-ჩაბარების აქტი. თავიდან ეგონა, რომ ი-----–- ც---------–---–ი ეხმარებოდათ, მაგრამ როგორც შემდგომში აღმოჩნდა, პარკეტი ი-----–- ც---------–---–მა თბილისში წაიღო და თანხა არ გადაუხდია არც შპს „ა-----–-------სთვის“ და არც გ------- ქ------ისთვის და მაშინ აღმოჩნდა რომ ლამინირებული პარკეტი უკანონო გზით იყო გატანილი, ხოლო პარკეტს რა ბედი ეწია, არ იცის.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
ექსპერტებმა გ------- ქ--------ემ, ქ------- მ-–---–---მა, ს------ ო---–-–---–მა, ნ----- კ---------–---–მა და თ----- კ-------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის საზხით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საექსპერტო კვლევის შედეგები და დასკვნები.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
დაცვის მოწმის ე-–--- გ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მისი მეუღლე გ------- გ---------ე მუშაობდა შპს „ა-----–------“-ში დ----- ს--------–--ესთან საწყობის გამგედ. იცნობს დ----- ს--------–--ეს, ვ-–-------- ს--------–--ეს და ზ------ ბ--------–--ეს, რომელმაც გ-------თან ჩამოიყვანა დ----- ს--------–--ე. მათ ოჯახში, გ------- გ--------ეს, ზ------ ბ--------–--ეს და ვ-–-------- ს--------–--ეს შორის ხშირად მიმდინარეობდა საუბარი შპს „ა-----–------“-ში არსებულ პრობლემებზე, მშენებლობასთან დაკავშირებით, ლამინირე-ბულ პარკეტზე, ასევე მუშების სახელფასო დავალიანებებზე, რომლებიც სახლში აკით-ხავდნენ. ბოლოს ჩამოვიდა ვ-–-------- ს--------–--ე და მისი და დ----- ს--------–--ის ინიციატივით გადაწყვიტეს გამოეტანათ ლამინირებული პარკეტი და დაერიგებინათ მუშების ვალი და მოეგვარებინათ სხვა პრობლემები. დ----- ს--------–--ე ურეკავდა გე-დევან გ--------ეს ლამინირებული პარკეტის გამოტანასთან დაკავშირებით, ხოლო ციხეში ყოფნის დროს, პარკეტის გამოტანის შემდეგ, მას ურეკავდა და გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ გ-------ს ვერ უკავშირდებოდა. გ------- ქ------ის აღნიშნულ საქმეში ჩართვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ შპს „ა-----–------“-ისთვის შეუძლებელი იყო ლამი-ნირებული პარკეტის გამოტანა და ეძებდნენ ფირმას, ვინც გამოიტანდა ლამინირებული პარკეტს და ამ მიზნით დაუკავშირდნენ გ------- ქ------ეს, რომელმაც თავიდან უარი განაცხადა ლამინირებული პარკეტის გამოტანაზე. იგი ოჯახის დიასახლისი იყო და ესმოდა, თუ რაზე საუბრობდნენ გ------- გ--------ე, ზ------ ბ--------–--ე და ვ-–-------- ს--------–--ე ლამინირებული პარკეტის გატანის პერიოდში, თუმცა საუბარში არ მონაწი-ლეობდა. ვ-–-------- ს--------–--ე იყო მაღალი, შავგვრემანი პიროვნება, დადიოდა მერსედესით და იმ დროისთვის მუქი ლურჯი პალტო ეცვა.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
დაცვის მოწმე ფ--–--- ა----–--ის ჩვენების მიხედვით, 2007 წელს, ზუსტი თარიღი არ ახსოვს გ------- ქ------ესთან ოფისში მივიდა ვინმე გ------- გ--------ე, რომელმაც გ-------- ქ------ეს სთხოვა, რომ მისი ფირმის საშუალებით დახმარებოდა საქონლის განბაჟება-ში ფოთის პორტიდან, იმ მოტივით, რომ დ----- ს--------–--ეს ჰქონდა პრობლემები, იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და სთხოვდა მისი საქონლის განბა-ჟებაში დახმარებას, ვინაიდან მუშების ვალები დაუგროვდათ და ოჯახს აწუხებდნენ, რაზედაც გ------- ქ------ემ უარი განუცხადა, ვიდრე დ----- ს--------–--ე არ მეტყვის, ვერ დაგეხმარებითო, რაზედაც უპასუხა, რომ ამას მოაგვარებდა. ამის შემდეგ, მეორე თუ მესამე დღეს გ------- ქ------ესთან ოფისში მოვიდნენ გ------- გ--------ე, ვ-–-------- ს--------–--ე, ბ--------–--ე და ვინმე ც---------–---–ი და უთხრეს, რომ დ----- ს---------–--ე ტელეფონზე დაურეკავდა. ამ დროს გ------- გ--------ის ტელეფონმა დარეკა, რო-მელიც ჩართეს ხმამაღალ რეჟიმზე და დ----- ს--------–--ემ უთხრა, რომ დამალაპა-რაკეთო გ------- ქ------ე, საუბარი დაიწყეს და დ----- ს--------–--ემ გ------- ქ------ე მოიკითხა, უთხრა რომ პრობლემები ჰქონდა ოჯახში მუშების ვალების გამო, რომლებიც სახლში აკითხავდნენ და ოჯახს აწიოკებდნენ და ფოთის პორტში არსებული მისი საქონ-ლის განბაჟებაში დახმარება თხოვა, რასაც ყველანი უსმენდნენ. გ------- ქ------ე დახ-მარებას შეპირდა, მოილაპარაკეს, შეადგინეს ხელშეკრულება, იქვე გააფორმეს და ხელი მოაწერეს. იმ დღეს გ------- ქ------ე შეუძლოდ იყო, ამიტომ მას თხოვა ფოთში ჩასულიყო და 5000 მ2 ლამინირებული პარკეტი განებაჟებინა, ამავე დროს ფირმის ბეჭედი მისცა, რაც მან შეასრულა, ჩავიდა ფოთში და ტვირთი განაბაჟეს ფოთის პორტში, სადაც იმყოფე-ბოდნენ ვ-–-------- ს--------–--ე, ბ--------–--ე და ი-----–- ც---------–---–ი, რომელიც ყველა დოკუმენტალურ მხარეს აწესრიგებდა, თან ამბობდა, რომ პრეზიდენტი ჩამოდიო-და საბაჟოში და ყველაფერი სასწრაფოდ უნდა დაესრულებინათ. ი-----–- ცქიფურიშვი-ლი თავის ხალხს ეჩხუბებოდა რაღაც საბუთი მაკლიაო, შემდეგ თქვეს ხელშეკრულება არ წამოგვიღიაო, რომელიც საბაჟოში უნდა წარედგინათ, რის გამოც დარეკეს ბათუმში და ი-----–- ც---------–---–მა ფაქსით გამოაგზავნინა ხელშეკრულება, მაგრამ ხელშეკ-რულებაში ბეჭედი არ ჩანდა და ამაზეც პრეტენზია აქვთო და ამ დროს ი-----–- ც----------–---–მა ბეჭედს ხელი დაავლო და წაართვა, ჩქარა თორემ პრეზიდენტი მოდისო და ვერ მოვასწრებთო მანქანების გაყვანას, რაზეც იგი გაბრაზდა და მებაჟეს უთხრა, რომ თუ ი-----–- ც---------–---–ი ბეჭედს არ დაუბრუნებდა, ტვირთს არ განაბაჟებდა. ი-----–- ც---------–---–მა შემდეგ ბეჭედი დაუბრუნა და მისი მოთხოვნით გადასცა საბუთები, რომელიც გადაათვალიერა დარწმუნდა, რომ საბუთებში ის ტვირთი იყო ასახული, 5000 მ2 ლამინირებული პარკეტი, რაც გ------- ქ------ემ დაავალა და ბეჭედი დაურტყა, თუმცა ხელი არაფრისთვის არ მოუწერია. მას უთხრეს, რომ ამით ყველაფერი დასრულდა, ვლა-დიმერ ს--------–--ემ ი-----–- ც---------–---–ს ჩააბარა ტვირთი, ხოლო საბუთების შესა-ხებ უთხრეს, რომ ბათუმში ვერ გაატანდნენ, ვინაიდან გზაში ჭირდებოდათ და შემდეგ ჩამოიტანდნენ. ამის შემდეგ იგი და გ------- გ--------ე ბათუმში დაბრუნდნენ, სადაც გ------- ქ------ემ ზედნადებები მოითხოვა და უთხრეს, რომ ი-----–- ც---------–---–მა არ მისცა, ვინაიდან გზაში ჭირდებოდათ. გ------- ქ------ე საბუთების გადაცემას ითხოვდა და ადვოკატს დაუკავშირდა, რომელიც მოვიდა, ვიღაცასთან დარეკეს და მანქანები ქუ-თაისის შესასვლელთან გააჩერებინეს. ამის შემდეგ გ------- ქ------ეს დაურეკეს, რომელ-მაც საბუთების გადაცემა მოითხოვა და ჩამოვიდა 3 კაცი, ვ-–-------- ს--------–--ე და კიდევ 2 პიროვნება, ერთერთი სავარაუდოდ ბ--------–--ე იყო, საბუთი ჩამოუტანეს. გ------- ქ------ემ საბუთი შეამოწმა, ნახა, რომ მას ხელი არ ჰქონდა მოწერილი, თვითონ მოაწერა ხელი და შეინახა, ხოლო იმათ ჰკითხა ჩემს მიმართ რაიმე პრეტენზია ხომ არ გაქვთო, რაზეც უპასუხეს, რომ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ და გააკეთეს ხელშეკ-რულება ვ-–-------- ს--------–--ეს და გ------- ქ------ეს შორის, რომ ერთმანეთის მიმართ არავითარი პრეტენზია არ ჰქონდათ და ხელი მოაწერეს. ეს საბუთი გ------- ქ------ემ შეინახა და დაშორდნენ ერთმანეთს.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
გ------- ქ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 1992 წელს დააარსა ფირმა შპს „ა-–------“. მასთან მუშაობდა თურქი პიროვნება, სახე-ლად ქ----- ე-----------, რაც ცნობილი იყო გ------- გ--------ისთვის და 2005 წელს გააცნო დ----- ს--------–--ე, რომელიც სხვადასხვა ტენდერებში მონაწილეობდა და თურქეთი-დან სამშენებლო მასალების შემოტანა სურდა. ქ----- ე----------ს ტ----------ში ამხანაგი ჰყავდა, რომელიც სამშენებლო ბიზნესში მუშაობდა, მას დაუკავშირდა და მოწვევა მიი-ღო. ამის შემდეგ თურქეთში წავიდნენ, შეხვდნენ ქ----- ე-----------ს ჯარის ამხანაგს მ------ ო------ს, მოილაპარაკეს და შედარებით დაბალ ფასზე შეთანხმდნენ. 3-4 დღის შემდეგ დ----- ს--------–--ე მივიდა მასთან და ქ----- ე----------თან ბათუმში და უთხრა, რომ ხელშეკრულებას აფორმებდა და რა თანხის მასალასაც შემოიტანდა, იმ თანხის 2 პროცენტს თქვენ გადაგიხდითო, რაზედაც შეთანხმდნენ და ხელშეკრულებას ხელი მოა-წერეს. ამის შემდეგ დ----- ს--------–--ე არ უნახავს. გარკვეული დროის გასვლის შემ-დეგ, დ----- ს--------–--ემ დაურეკა და უთხრა ლამინირებული პარკეტი გვინდაო და ფასი გვაინტერესებსო. ქ----- ე----------მა გადარეკა მეგობართან თურქეთში და მეორე დღეს აცნობეს, რომ გერმანული ლამინირებული ფილები კვადრატული მეტრი ღირდა 10 დოლარი, თურქული 8 დოლარი და ჩინური 6 დოლარი, რაც გადასცეს დ----- ს--------–--ეს და მან შეკვეთა მისცა, თუ რა ოდენობის არ იცის. ჩამოვიდა საქონელი და დ----- ს--------–--ემ ფოთის პორტში დაასაწყობა, თუმცა მთლიანი თანხა არ ჰქონდა გადახდილი, ნაწილი დარჩენილი იყო. მ------ ო------მა მასთან ჩამოიტანა კონოსამენტი, რომლის გარეშეც ფოთის პორტიდან ტვირთს ვერავინ ვერ გამოიტანდა და გადასცა ქ----- ე----------ს, რომელიც გააფრთხილა, რომ თანხა ჰქონდათ დარჩენილი და მისი დაფარვის გარეშე კონოსამენტი არ მიეცათ, სხვა შემთხვევაში თანხა მათი გადასახდელი გახდებო-და. დ----- ს--------–--ემ ითხოვა კონოსამენტი და თანხას პარკეტის გაყიდვის შემდეგ ავანაზღაურებო, რაზედაც მან და ქ----- ე----------მა უარი უთხრეს და კონოსამენტი არ მისცეს. გარკვეული დროის შემდეგ დ----- ს--------–--ემ გ------- გ--------ის მეშვეო-ბით გამოაგზავნა თანხა და ქ----- ე----------მა გადასცა კონოსამენტი, რის შემდეგადაც დ----- ს--------–--ემ დაიწყო ლამინირებული პარკეტის გამოტანა და გაყიდვა. გარკვე-ული დროის შემდეგ გ------- გ--------ისგან გაიგო, რომ დ----- ს--------–--ე დააპატიმ-რესო, მას მისი შუამავლობის 2 პროცენტიც არ გადაუხდია. შემდეგ ისევ მოვიდა გ------- გ--------ე და უთხრა, რომ ფოთის პორტში დარჩენილი იყო 10000 კვადრატულ მეტრზე მეტი ლამინირებული პარკეტი, რომელიც დ----- ს--------–--ემ არ გამოიტანა და ფოთის პორტში ინახებოდა და მას თხოვა დახმარება, რაზედაც უარი განუცხადა. რამდენიმე დღის შემდეგ, გ------- გ--------ემ მოიყვანა ვ-–-------- ს--------–--ე, რომელიც დ----- ს--------–--ის შემდეგ ხელმძღვანელობდა შპს „ა-----–------“-ს და ზ------ ბ--------–--ე, რომელიც იყო მშენებელი. უთხრეს, რომ მუშების სახელფასო დავალიანება ჰქონდათ და პარკეტის გამოტანასა და განბაჟებაში დახმარება თხოვეს, რაზედაც ისევ უარით გაის-ტუმრა და უთხრა, სანამ დ----- ს--------–--ე არ მეტყვის მანამდე ვერ დაგეხმარებითო. ერთი კვირის შემდეგ ისევ მოვიდნენ მის ოფისში, დაახლოებით 12 საათზე ვ-–-------- ს--------–--ე, ზ------ ბ--------–--ე და გ------- გ--------ე. ამ დროს მასთან ოფისში იყვნენ ფ--–--- ა----–--ე, მ-----– ტ----ე და ქ----- ე-----------. ვ-–-------- ს--------–--ემ უთხრა, რომ 3 საათზე დ----- ს--------–--ე დარეკავსო და არსად წახვიდეთო, 3 საათზე დარეკეს გ------- გ--------ის ტელეფონზე და მას უთხრეს დ----- ს--------–--ე რეკავს და დაელაპარაკეო და ჩართეს ხმამაღალ რეჟიმზე. დ----- ს--------–--ის საუბარი ყველას ესმოდა. ისინი მიესალმნენ ერთმანეთს, დ----- ს--------–--ემ უთხრა ციხეში მოვხვდიო, ჩოხატაურის სკოლებში ვალები დაგვრჩაო, მუშების ვალიაო გადასახდელი და საუბრის დროს თხოვა დახმარებოდა ფოთის პორტიდან 10000 კვადრატული მეტრი ლამინირე-ბული პარკეტის განბაჟებაში მისი ფირმის სახელით, რადგან მათი ფირმა დაყადაღე-ბული იყო და არ ფუნქციონირებდა. იგი შევიდა დ----- ს--------–--ის მდგომარეობაში, დათანხმდა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ფოთში თვითონ არ წავიდოდა. ვ-–-------- ს--------–--ე, ზ------ ბ--------–--ე და გ------- გ--------ე წავიდნენ და ცოტა ხანში ჩამოი-ტანეს განბაჟების თანხა 10000 ლარი, რომლის დატოვებასაც აპირებდნენ, მაგრამ მისი მოთხოვნით თანხა ბანკში შეატანინა, 9180 ლარის ოდენობით და წავიდნენ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ვ-–-------- ს--------–--ემ დაურეკა და უთხრა ფოთის პორტში უნდა ჩამოხვიდეთო საქონლის გასაბაჟებლად. იმ დროისათვის ფ--–--- ა----–--ე ჰყავდა დირექტორად დანიშნული, ამიტომ გ------- გ--------ეს ფ--–--- ა----–--ე გააყოლა ფოთის პორტში, რომელსაც ბეჭედი მიჰქონდა და გააფრთხილა, რომ 5000 კვადრატი მეტ-რი პარკეტის განბაჟების გარდა ბეჭედი არაფერში არ გამოეყენებინა. ტვირთი განაბაჟეს, საქონელი გამოიტანეს, მანქანებზე დატვირთეს და წავიდნენ თბილისისკენ. ფ--–--- ა----–--ისგან იცის, რომ გარეთ ელოდებოდათ ვ-–-------- ს--------–--ე, რომელიც იქვე მანქანაში იჯდა მასთან ერთად იყვნენ ი-----–- ც---------–---–ი, ზ------ ბ--------–--ე და ზ---– ბ--------–--ე. მანქანების გამოსვლის შემდეგ, ი-----–- ც---------–---–ს ბეჭედი დაუბრუნებია ფ--–--- ა----–--ისთვის, რომელიც მანამდე გამოართვა და გამოუშვეს, ხოლო სხვა საბუთები არ მისცეს. ფ--–--- ა----–--ემ მხოლოდ მანქანების ნომრები ჩაი-ნიშნა. როდესაც ფ--–--- ა----–--ე ბათუმში საბუთების გარეშე დაბრუნდა და აღნიშნუ-ლის შესახებ მოუყვა, ძალიან გაბრაზდა, ვინაიდან ტვირთი მისი ფირმის სახელით იყო განბაჟებული და საბუთების გარეშე ბუღალტერიაში ვერ ასახავდა, ამიტომ გადაწყვიტეს მათთან დაკავშირება და საბუთების დაბრუნება, მაგრამ ვერცერთს ვერ დაუკავშირდნენ ტელეფონით, არცერთმა არ უპასუხა, რის გამოც საპატრულო პოლიციას დაურეკა და უთხრა, რომ ქუთაისის მონაკვეთზე მიდიოდა მანქანები, რომლებიც დატვირთული იყო ლამინირებული ფილებით, რომლებსაც ფირმის საბუთები ჰქონდათ გაყოლებული და გაჩერება მოსთხოვა. მცირე დროში აცნობეს, რომ მანქანები გაჩერებული ჰყავდათ ქუთაისის ტრასის მონაკვეთზე. ამის შემდეგ დაიწყეს რეკვა, თუ რატომ გააჩერა მანქა-ნები, რაზედაც უთხრა, რომ საბუთები დაებრუნებინათ. ამ დროს ბუღალტერიც იყო ოფისში, რომელმაც გამოიანგარიშა 68000 ლარის ღირებულების ქონების გადასახდელი 2400 ლარის ოდენობით და ამ თანხის ჩამოტანაც მოსთხოვა. ჩამოიტანეს საბუთები, ასევე ოქმი, სადაც ეწერა, რომ შპს „ა-----–------“-ს შპს „ა-–------“-თან არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა, ასევე მოიტანეს 3 ცალი სატრანსპორტო ზედნადები, რომელთაგან ერთზე მოა-წერა ხელი და თვითონ დაიტოვა, ხოლო 2 მათ გაატანა, ასევე დაიტოვა ოქმი, სადაც და-ვით ს--------–--ის და ვ-–-------- ს--------–--ის ხელმოწერა იყო და შპს „ა-----–------“-ის ბეჭედი, რაზედაც იკითხა, თუ როგორ მოაწერინეს ხელი დ----- ს--------–--ეს, რაზედაც უპასუხეს, რომ როცა დ----- ს--------–--ის ხელმოწერა გვჭირდება ციხეში ჩავდივართ და ხელს ვაწერინებთო. ამის შემდეგ ვ-–-------- ს--------–--ე სამჯერ იყო მისული მის ოფისში, ბოლო მისვლაზე თანხა ჩამოუტანა 2400 ლარი. ხელშეკრულება №------ ვ-–-------- ს--------–--ემ მიუტანა და უთხრა, რომ ხელშეკრულებაზე დ----- ს--------–--ეს მოვაწერინეთო ხელი, შენც მოაწერეო ხელი და აქ დარჩესო. მან ნახა, რომ ხელშეკრულებაზე იყო დ----- ს--------–--ის ხელმოწერა და შპს „ა-----–------“-ის ბეჭედი და თვითონაც მოაწერა ხელი და შეინახა სეიფში. ეს ხელშეკრულება მასთან ინახებოდა სეიფში, არავის არ გამოუყენებია და შემდგომში პოლიციამ მისგან ამოიღო, ხოლო მეორე ხელშეკრულება სავარაუდოდ მაშინ გააფორმეს, როდესაც ბეჭედი წაარ-თვეს ფ--–--- ა----–--ეს, ვინაიდან მინდობილობით და ხელშეკრულებით 10000 კვადრა-ტული მეტრი ლამინირებული პარკეტი უნდა გამოეტანათ, მაგრამ ლამინირებული პარ-კეტი ფოთის პორტში დიდი ხნით იყო დასაწყობებული, ქირის ფასმა და განბაჟების თანხამ მოიმატა და ეტყობა განბაჟების ფული ვერ მოიძიეს და მარტო 5000 კვადრატული მეტრი ლამინირებული პარკეტი განაბაჟეს. პარკეტის გამოტანის შემდეგ, დაახლოებით 1 თვეში სამჯერ დაურეკა ი-----–- ც---------–---–მა და დარჩენილი 5000 კვადრატული მეტრი ლამინირებული პარკეტის გამოტანა თხოვა, რაზედაც უარი უთხრა, ამის შემდეგ მეოთხედ ვ-–-------- ს--------–--ემ დაურეკა და მანაც იგივე შესთავაზა და მასაც უარი განუცხადა. ამ ოპერაციებიდან არანაირი სარგებელი არ მიუღია და მისი შუამავლობის 2 პროცენტიც არ გადაუხდიათ. 5000 მ2 ლამინირებული პარკეტი საბუთიერად მისი ფირ-მის საკუთრება გახდა და მისთვის უნდა ჩაებარებინათ, მაგრამ მას ამ ნივთთან შემდგომ-ში არანაირი შეხება არ ჰქონია და ვ-–-------- ს--------–--ის მოთხოვნით და მისი უშუა-ლო მონაწილეობით, ი-----–- ც---------–---–ს გადასცეს საქონელი, ამიტომ თვლის, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირე-ბის რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „ა-–------“ რეგისტრირებულია 1----–-–---------------დან, მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია გ------- ქ-------ე.
(ტ. 3, ს.ფ.150)
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის განაჩენით, დ----- ს---------–--ე 2006 წლის 28 ოქტომბრიდან, 2012 წლის 13 დეკემბრამდე, სასჯელს იხდიდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით.
(ტ. 3, ს.ფ. 206-226)
საქმეში არსებული, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირე-ბის რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „ა-----–------“ რეგისტრირებულია 1----–-–----------------–ს, წარმომადგენელი და 100%-იანი წილის მფლობელია დ----- ს--------–--ე, ხოლო დირექტორი - თ----- ს--------–--ე.
(ტ.3, ს.ფ. 227)
საქმეში არსებული, საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექ-ციის 2006 წლის 7 ნოემბრის ბრძანებით, შპს „ა-----–------“-ის სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებში შეტანილი ცვლილების შედეგად, დირექტორი გახდა ვ-–-------- ს---------–--ე.
(ტ.1, ს.ფ. 131)
გამოძიების პროცესში, გ------- ქ------ისთვის ბრალად შერაცხული 5000 მ2 ლამინირებუ-ლი პარკეტის საბაჟო ტერმინალიდან გატანასთან დაკავშირებით სხვადასხვა ადგილე-ბიდან ამოღებულ იქნა დოკუმენტაცია, ხოლო შემდგომ გრაფიკული ექსპერტიზების გზით, შემოწმდა ამ დოკუმენტებზე ხელმოწერათა და დასმულ ბეჭედთა ნამდვილობა და ხელმომწერთა ვინაობა, რის შედეგადაც დადგენილია შემდეგი გარემოებები:
2016 წლის 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს ბათუმის საცავიდან ამოღებულ იქნა შპს „ა-–-------ის“ დირექტორის გ------- ქ------ის 2----–-–------------–ის განცხადება №----, დედანი, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სახელზე.
(ტ. 3, ს.ფ. 22-27)
გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნულ განცხადებაზე ხელმოწერა არაა შესრუ-ლებული გ------- ქ------ის მიერ.
(ტ. 3, ს.ფ. 36-50)
2007 წლის 20 სექტემბერს შპს „ა-–-------ის“ განყოფილების უფროსმა ფ--–--- ა----–--ემ დაკითხვის ოქმში მიუთითა, რომ ყველა დოკუმენტაცია, რაც შეეხებოდა 5000მ2 ლამინი-რებული პარკეტის განბაჟებას და ი-----–- ც---------–---–ზე გადაცემას, ინახებოდა მათ ოფისში და შეეძლო წარმოდგენა, რის შემდეგადაც 2007 წლის 25 სექტემბერს გამოძიებას ნებაყოფლობით წარუდგინა და მისგან ამოღებულ იქნა დეკლარაცია, სასაქონლო ზედნა-დები, ხელშეკრულება №------, წერილი ბ----–---ის სახელზე, კომერციული ინვოისი, სამი ცალი სალაროს შემოსავლის ორდერი, ორი ცალი საგადასახადო დავალება და ერთი ცალი გასავლის ორდერი.
(ტ.1, ს.ფ. 73-75, 79-100)
2007 წლის 15 აგვისტოს საბაჟო საგუშაგო „ფოთის პორტის“ არქივიდან ამოღებულ იქნა საბაჟო დეკლარაცია 2 ფურცელზე, №--------------, ს--------–--ის განცხადების ქსერო-ასლი ერთ ფურცელზე, წერილის ქსეროასლი ჯ.ბ----–---ის სახელზე, კომერციული ინ-ვოისი №------ შპს „ა-----–------“-სა და შპს „ა-–------“-ს შორის, ხელშეკრულება №------ შპს „ა-----–------“-სა და შპს „ა-–------“-ს შორის, საწყობის დეკლარაციის ქსეროასლი №------ ერთ ფურცელზე, ხელშეკრულება №------ შპს „გ-–-----–-------სა“ და შპს „ა-–------“-ს შორის, გადასახადის გადამხდელის მოწმობის ქსეროასლი, გ. ქ------ის განცხადების ქსეროასლი, წერილი შპს „ა-–------“-ის დირექტორის სახელზე, დ----- ს--------–--ის განცხადების ორიგინალი (დედანი) და ნ. ბ----–---ის სახელზე წერილის ორიგინალი (დედანი).
(ტ. 1. ს.ფ. 27-38)
ამრიგად, საქმის მასალების მიხედვით, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ამოღებულია შპს „ა-----–------“-სა და შპს „ა-–------“-ს შორის გაფორმებული ორი ხელშეკრულება №------, ერთი – გ------- ქ------ის ოფისიდან, ხოლო მეორე საბაჟო საგუშაგო „ფოთის პორ-ტის“ არქივიდან.
საქმეში არსებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, გ------- ქ------ის ოფისიდან ამოღებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შესრულებულია გ------- ქ------ის მიერ. ამავე დასკვნით, ასევე გ------- ქ------ის მიერაა ხელმოწერილი 2007 წლის 25 სექტემბერს მისივე ოფისიდან ამოღებულ, 2----–-–------------–ით დათარიღებულ სასაქონლო ზედ-ნადების გრაფაში - ჩაიბარა გამყიდველმა (ტვირთის გამგზავნმა). (დედანი იხ. ტ.1, ს.ფ.141).
(ტ.3, ს.ფ. 50)
საბაჟო საგუშაგო „ფოთის პორტის“ არქივიდან ამოღებულ ხელშეკრულების ერთ მხა-რედ მითითებულია „დ----- ს--------–--ე“, ხოლო მეორე მხარედ „გ------- ქ------ე“.
(ტ.1, ს.ფ.140)
საქმეში არსებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, საბაჟო საგუშაგო „ფოთის პორტის“ არქივიდან ამოღებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შესრულებულია არა გ------- ქ------ის მიერ. ამავე დასკვნით, 2----–-–------------–ის განცხადებაზე №----, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სახელზე, (ამოღებულია 2016 წლის 26 აგვისტოს შე-მოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს ბათუმის საცავიდან), შესრულებუ-ლია არა გ------- ქ------ის მიერ. ზემოაღნიშნული ხელმოწერები შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ.
(ტ.3, ს.ფ. 50)
საქმეში არსებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, დასახელებულ ორივე ხელ-შეკრულებაზე, ასევე შპს „ა-----–------“-ის ცნობაზე, დათარიღებული 2--------- წ. (გ-------- ქ------ის ოფისიდან ამოღებული ცნობა იმის შესახებ, რომ 5000 მ2 ლამინირებულ პარკეტთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა ორივე მხარის მიერ შესრულებულია. იხ. ტ.1, ს.ფ. 94, დედანი) დ----- ს--------–--ის გასწვრივ არსებული ხელმოწერები შესრულებულია არა დ----- ს--------–--ის მიერ, არამედ სხვა, ერთი და იმავე პირის მიერ, სავარაუდოდ შესრულებულია ზ---– ბ--------–--ის მიერ. აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელმოწერები შესრულებულია არა ვ-–-------- ს--------–--ის მიერ, ხოლო შპს „ა-----–------“-ის ცნობაზე, დათარიღებული 2--------- წ. ვ. ს--------–--ის გვარით არსებული ხელმოწერა არ გამოკვლეულა გრაფიკული მასალის სიმცირის და მარტივი აგებულების გამო.
ამავე ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2----–-–------------–ით დათარიღებული №----- საბაჟო დეკლარაციის პირობითად მეორე ეგზემპლარის გრა-ფაში „54 ადგილი და თარიღი“, 2----–-–------------–ით დათარიღებული №----- საბაჟო დეკლარაციის პირობითად მესამე ეგზემპლარის გრაფაში „54 ადგილი და თარიღი“ და 2----–-–------------–ით დათარიღებული შპს „გ-–-----–-------სა“ და შპს „ა-–------“-ს შორის დადებული №----- ხელშეკრულების უკანა გვერდზე გრაფაში „დირექტორი“ (ამოღებულია 2007 წლის 15 აგვისტოს საბაჟო საგუშაგო „ფოთის პორტის“ არქივიდან) არსებული ხელმოწერები შესრულებულია ერთი და იმავე პირის მიერ. ზემოთ მითითე-ბული ხელმოწერები შესრულებულია არა გ------- ქ------ის, არამედ სხვა პირის მიერ.
(ტ. 1, ს.ფ. 47-51, ტ. 2, ს.ფ. 165 -171)
საქმეში არსებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით დასახელებულ ორივე ხელშეკ-რულებაზე, 2----–-–------------ით დათარიღებულ განცხადებაზე და 2----–-–-------------ით დათარიღებულ №------ კომერციულ ინვოისზე არსებული მრგვალი ბეჭდის ანა-ბეჭდები გადატანილია არა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კუსტარუ-ლად დამზადებული ბეჭდით, არამედ დოკუმენტებზე დატანილია ფაბრიკული წესით დამზადებული ბეჭდის უშუალო შეხებით.
(ტ.1, ს.ფ.176)
საქმეში არსებული, ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2017 წლის 18 მარტის დადგენილებით გ------- გ--------ის მიმართ, უარი ეთქვა სისხლისსამართლებ-რივი დევნის დაწყებაზე შპს „ა-----–------“-ის კუთვნილი ლამინირებული ფილის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაზარალებულ დ----- ს--------–--ის პოზიციი-დან გამომდინარე, რომელმაც თანხმობა განაცხადა მის მიმართ ამნისტიის გავრცელება-ზე.
(ტ.4, ს.ფ.64 -67)
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზისა და საქმის მასალების შესწავლის საფუძ-ველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვ-ლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დანაშაულადაა მიჩნე-ული თაღლითობა, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით.
როცა თაღლითობის საგანი მოძრავი ნივთია (როგორც ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში) დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია პირი ფიზიკურად დაეუფ-ლოს ამ ნივთს, ე.ი. მიიღოს მისი განკარგვის ფაქტობრივი შესაძლებლობა.
თაღლითობისას ქონების დაუფლების საშუალებაა მოტყუება და დამნაშავისათვის ქო-ნების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.
მოტყუბა ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზ-რახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. ამიტომ თუ დადგე-ნილი არ იქნება რეალობის დამახინჯების, გარკვეულ გარემოებათა დაფარვის წინას-წარი განზრახვა, ქმედება თაღლითობად ვერ დაკვალიფიცირდება.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის პოზიციის მიხედვით, დაზარალებულს გ------- ქ------ისათვის არ მიუცია ნებართვა 5000 მ2 ლამინირებული ფილის განბა-ჟებაზე. უფრო მეტიც, ბრალდება აცხადებს, რომ მათ შორის აღნიშნულის თაობაზე არა-ნაირი კომუნიკაცია არ შემდგარა და დასტურად მოჰყავს დ----- და ვ-–-------- ს---------–--ეების ჩვენებები.
დ----- ს--------–--ემ თავის ჩვენებაში კატეგრიულად უარყო გ------- ქ------ესთან ცი-ხიდან ზარის განხორციელებისა და მისთვის ლამინირებული ფილების განბაჟებაში და-ხმარების თხოვნით მიმართვა.
ანალოგიური დაადასტურა თავის ჩვენებაში ვ-–-------- ს--------–--ემაც და განმარტა, რომ დ----- ს--------–--ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მისი (ვ-–-------- ს---------–--ის) თანდასწრებით სატელეფონო საუბარს დ----- სისხარულიძესა და გ------- ქ-------ეს შორის არ შესწრებია. არც დ----- ს--------–--ის და არც საკუთარი ინიციატივით გ------- ქ------ისთვს დახმრება ლამინირებული ფილების განბაჟებაზე არ უთხოვია.
თუ ზემოთ მოყვანილ ჩვენებებს გაიზიარებს სასამართლო და ირწმუნებს იმ გარემოებას, რომ მართლაც არ შემდგარა კომუნიკაცია ერთი მხრივ გ------- ქ------ესა და მეორე მხრივ დ----- ან ვ-–-------- ს--------–--ეს შორის ფილების განბაჟებასა და შემდგომში მის რეა-ლიზაციასთან დაკავშირებით, მაშინ გამოდის არანაირ მოტყუებას ან დაზარალებულის შეცდომაში შეყვანას გ------- ქ------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია ქმედება დაკვალიფიცირდეს როგორც თაღლითობა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდება გ------- ქ------ეს ედავება თაღლითობის ჩადენას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).
საქმეში არსებული, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პი-რების რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „ა-–------“ რეგისტრირებულია 1----–-–---------------დან, მისი დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელია გ------- ქ-------ე.
ანალოგიური ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „ა-----–------“ რეგისტრირებულია 1----–-–----------------–ს, წარმომადგენელი და 100 %-იანი წილის მფლობელია დ----- ს--------–--ე, ხოლო დირექტორი – თ----- ს--------–--ე. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 7 ნოემბრის ბრძანებით, შპს „ა-----–------“-ის სამეწარმეო რე-გისტრაციის მონაცემებში შეტანილი ცვლილების შედეგად, დირექტორი გახდა ვ-–--------- ს--------–--ე.
როგორც ვხედავთ ორივე შპს წარმოადგენს დამოუკიდებელ სამეწარმეო სუბიექტს და მათ შორის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს მხო-ლოდ ხელშეკრულების საფუძველზე. თუმცა როგორც დ----- ს--------–--ე განმარტავს, არც სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფილან ერთმანეთთან, ბრალდების მხარის პოზიციის მიხედვით კი საქმეში არსებული ხელშეკრულება ყალბია.
კვლავ იგივე დასკვნამდე მივდივართ, რომ დ----- ს--------–--ესა და გ------- ქ------ეს შორის კომუნიკაციის არარსებობის შემთხვევაში, თუკი გ------- ქ------ეს არ მოუტყუ-ებია ქონების მესაკუთრე, არ შეუყვანია შეცდომში ხელშეკრულების დადებისას, რათა დაუფლებოდა მის ქონებას, შეუძლებელია გ. ქ------ის ქმედების თაღლითობად დაკვა-ლიფიცირება, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას საქმეში არსებული „ა-----–------“-სა და შპს „ა-–------“-ს შორის გაფორმებულ ორი ხელშეკრუ-ლების შეფასებისას და იზიარებს იმ პოზიციას, რომ საბაჟო საგუშაგო ფოთის პორტის არქივიდან ამოღებული ხელშეკრულება იქნა წარდგენილი საბაჟოში ლამინირებული ფილების გამოსატანად. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე კი, როგორც ექსპერტიზის დასკვ-ნით დადასტურდა, გ------- ქ------ის სახელით შესრულებული ხელმოწერა შესრულე-ბული არ არის გ------- ქ------ის მიერ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ თაღლითობა დამთავ-რებულია მაშინ, როცა პირი მოტყუებით შეძლებს სხვისი ქონების დაუფლებას და მი-იღებს მისი განკარგვის ფაქტობრივ შესაძლებლობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება და არც ბრალდების მხარე ხდის სადაოდ, რომ ლამინირებული ფილების ფოთის პორ-ტიდან გატანის დღეს გ------- ქ------ე ფოთის პორტში არ ყოფილა.
საბაჟო ტერმინალში, ლამინირებული ფილების დასაუფლებლად წარდგენილ არცერთ დოკუმენტზე გ------- ქ------ის სახელით შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის გ-------- ქ------ეს.
– საქმეში არსებული, №------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ საბაჟო ტერმინალში წარდგენილი, 2----–-–------------ით დათარიღებული, №------ ხელშეკ-რულებაზე „ა-–------“-ის სახელით შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის გ------- ქ------ეს.
– ამავე ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება აგრეთვე, რომ შპს „ა-----–------“-ის დი-რექტორის 2----–-–------------ის წერილზე, რომლითაც მიმართა ფინანსთა სამინისტრომ საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა საბაჟო საწყობში არსებული ტვირთის შპს „ა-–------“-ის მფლობელობაში გადაცემა, დ----- ს--------–--ის სახელით შესრულებული ხელ-მოწერა არ არის შესრულებული გ------- ქ------ის მიერ.
– საქმეში არსებული, №------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია აგრეთვე, რომ შპს „გლობალბროკსა“ და შპს „ა-–------“-ს შორის გაფორმებული №----- ხელშეკრულება, რომლითაც შპს „გ-–-----–-------ს“ უნდა განებაჟებინა საქონელი, ხელმოწერილი არ არის გ------- ქ------ის მიერ.
– ამავე ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2----–-–------------–ით დათარი-ღებული, გ------- ქ------ის სახელით შესრულებულ განცხადებაზე, რომლითაც საქმის მასალების მიხედვით გ------- ქ------ემ მიმართა ბათუმის საგადასახადო ინსპექციას და მოითხოვა №------ ხელშეკრულების დამოწმება, გ------- ქ------ის სახელით შესრულე-ბული ხელმოწერა არ ეკუთვნის გ------- ქ------ეს.
– №------- ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება აგრეთვე, რომ 2----–-–------------–ით დათარიღებული არც №----- საბაჟო დეკლარაციაზე და არც №------ კომერციულ ინვო-ისზე არსებული ხელმოწერები არ არის შესრულებული გ------- ქ------ის მიერ.
– მოწმე გ------- გ--------ის (შპს „ა-----–------“-ის საწყობის გამგე) ჩვენებით დასტურ-დება, რომ განბაჟების თანხა 10000 ლარი ი-----–- ც---------–---–მა მოიტანა. წავიდნენ „კ----------- ბანკში“ და გადარიცხეს, ოღონდ გადარიცხვის დოკუმენტებს გ------- ქ-------ემ მოაწერა ხელი. მისთვის ცნობილია, რომ ც---------–---–ს არც „ა-----–------“-თვის და არც ქ------ისთვის თანხა არ გადაუხდია.
– ანალოგიურს ადასტურებს მოწმე ფ--–--- ა----–--ეც, რომელიც განმარტავს, რომ გ------- ქ------ემ მას სთხოვა 5000 მ2 ლამინირებული პარკეტის განბაჟება. რომ ყველა-ფერს, რაც დაკავშირებული იყო განბაჟებასთან, აწესრიგებდა ც---------–---–ი. ტვირთი განბაჟების შემდეგ ვ-–-------- ს--------–--ემ ი-----–- ც---------–---–ს ჩააბარა და მას საბუთებიც კი არ გაატანეს ბათუმში. როცა დაბრუნდა ბათუმში ტვირთისა და საბუთების გარეშე, გ------- ქ------ემ დატვირთული ავტომანქანები ქუთაისის შესასვლელთან გააჩერებინა და მოითხოვა საბუთები. ჩამოვიდა 3 კაცი და ჩამოიტანეს ეს დოკუმენტები. შემდეგ შედგა ხელშეკრულება, რომ ვ-–-------- ს--------–--ეს და გ------- ქ------ეს ერთ-მანეთის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ. ეს დოკუმენტები გ------- ქ------ემ შეინახა.
ამდენად, მოწმის სახით დაკითხული არცერთი პირის ჩვენებით არ დასტურდება, რომ ლამინირებული ფილები ან მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა გ------- ქ------ემ მიითვისა. არ არსებობს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ გ------- ქ------ის ან მისი ფირმის ანგარიშზე ჩაირიცხა ფილების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ------- ქ------ის მიერ არ მომხდარა მოტყუებით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი სახელმწიფო ბრალმდებლის სააპე-ლაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 180-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას გ------- ქ------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 20 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნაწილში და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას, გ------- ქ------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით დაკვალიფიცირების თა-ობაზე.
დადგენილია, რომ გ------- ქ------ის ოფისიდან ამოღებულ, 2----–-–------------ის ხელ-შეკრულეზე №------ დ----- ს--------–--ისა და გ------- ქ------ის სახელით შესრუ-ლებული ხელმოწერები არ ეკუთვნის არც გ------- ქ------ეს და არც დ----- ს--------–---ეს.
დადგენილია, რომ ხელშეკრულებაზე მითითებულია თარიღი - 2----–-–------------ი და ამ პერიოდისათვის დ----- ს--------–--ე იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებუ-ლებაში, რაც ცნობილი იყო გ------- ქ------ისთვისაც.
მიუხედავად იმისა, რომ გ------- ქ------ემ იცოდა, რომ დ----- ს--------–--ე სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში ყოფნის გამო ხელშეკრულებას ხელს ვერ მოაწერდა და დოკუმენტი არ ასახავდა ერთი მხარის რეალურ ნებას, მან (გ------- ქ------ემ) მაინც დაა-მოწმა ხელშეკრულება საკუთარი ხელმოწერით და შეინახა მისი გამოყენების მიზნით.
ამდენად, სააპელაციო პალატაც ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ პო-ზიციას და განაჩენის მოტივაციას გ------- ქ------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაკვალიფიცირების ნაწილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი გ------- ქ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გ------- ქ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფოთის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ------- ქ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხ-ლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- ქ------ის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი, №3309-Iს).
გ------- ქ------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გ------- ქ------ე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის და 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
გ------- ქ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით გაუქმდეს და მოეხსნას ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განჩინებით გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად, ხ------- ქ------ის (პირადი ნომერი 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების, მდებარე: ქ. ბ-------–----------------------–---ში (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაზუსტებული ფართობი: 2502.00 მ2, საკადასტრო კოდი: №------------) 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
საქმეზე დართული ხელშეკრულება №------ (დედანი) (2--------7), შენახულ იქნას საქ-მის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili